იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 96-მდე გაიზარდა.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, ჩამონათვალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა უკვე დღეიდან [2023 წლის 12 სექტემბრიდან] შეუძლიათ.
აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნების [მათ შორის რუსეთის ფედერაციის] მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, გარდა უკრაინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა.
მთავრობის დადგენილებით:
- „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის“.
- ხოლო, „უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება“.
უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ვადის 2 წლამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლისთავზე, 2023 წლის 24 თებერვალს მიიღო.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 5 ივნისს დაამტკიცა.
მაშინ ჩამონათვალში ჯამში სულ 94 ქვეყანა და ტერიტორია იყო, რომელსაც 2017 წელს – იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, 2023 წელს კი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.
- ავსტრალიის თანამეგობრობა
- ავსტრიის რესპუბლიკა
- აზერბაიჯანის რესპუბლიკა
- ალბანეთის რესპუბლიკა
- ამერიკის შეერთებული შტატები
- ანდორის სამთავრო
- ანტიგუა და ბარბუდა
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- არგენტინის რესპუბლიკა
- ახალი ზელანდია
- ბარბადოსი
- ბაჰრეინის სამეფო
- ბაჰამის თანამეგობრობა
- ბელარუსის რესპუბლიკა
- ბელგიის სამეფო
- ბელიზი
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ბოტსვანის რესპუბლიკა
- ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
- ბრუნეი-დარუსალამი
- ბულგარეთის რესპუბლიკა
- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
- დანიის სამეფო
- დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი
- დომინიკის რესპუბლიკა
- ელ-სალვადორი
- ეკვადორის რესპუბლიკა
- ესპანეთის სამეფო
- ესტონეთის რესპუბლიკა
- თურქეთის რესპუბლიკა
- თურქმენეთი
- იაპონია
- ირლანდიის რესპუბლიკა
- ისლანდია
- ისრაელის სახელმწიფო
- იტალიის რესპუბლიკა
- კანადა
- კატარის სახელმწიფო
- კვიპროსის რესპუბლიკა
- კოლუმბიის რესპუბლიკა
- კორეის რესპუბლიკა
- კოსტა-რიკის რესპუბლიკა
- ლატვიის რესპუბლიკა
- ლიტვის რესპუბლიკა
- ლიბანის რესპუბლიკა
- ლიხტენშტაინის სამთავრო
- ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
- მავრიკის რესპუბლიკა
- მალაიზია
- მალტის რესპუბლიკა
- მექსიკის შეერთებული შტატები
- მონაკოს სამთავრო
- მოლდოვის რესპუბლიკა
- მონტენეგრო
- ნიდერლანდების სამეფო
- ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები
- ნორვეგიის სამეფო
- ომანის სასულთნო
- პანამის რესპუბლიკა
- პოლონეთის რესპუბლიკა
- პორტუგალიის რესპუბლიკა
- რუმინეთი
- რუსეთის ფედერაცია
- საბერძნეთის რესპუბლიკა
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
- სან-მარინოს რესპუბლიკა
- საუდის არაბეთის სამეფო
- საფრანგეთის რესპუბლიკა
- საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია
- სეიშელის კუნძულები
- სენტ-ვისენტი და გრენადინები
- სერბეთის რესპუბლიკა
- სინგაპურის რესპუბლიკა
- სლოვაკეთის რესპუბლიკა
- სლოვენიის რესპუბლიკა
- სომხეთის რესპუბლიკა
- ტაილანდის სამეფო
- ტაჯიკეთის რესპუბლიკა
- უზბეკეთის რესპუბლიკა
- უკრაინა
- უნგრეთი
- ფინეთის რესპუბლიკა
- ქუვეითის სახელმწიფო
- ყირგიზეთის რესპუბლიკა
- ყაზახეთის რესპუბლიკა
- შვედეთის სამეფო
- შვეიცარიის კონფედერაცია
- ჩეხეთის რესპუბლიკა
- წმინდა საყდარი
- ხორვატიის რესპუბლიკა
- ჰონდურასის რესპუბლიკა
- იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო
- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
მთავრობის დადგენილებით:
„მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება [გარდა უკრაინისა და ჩინეთისა, რაც ზემოთ აღვნიშნეთ].
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
- ლიხტენშტაინის სამთავროს მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
- შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
- საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.
- უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში“.