მთავარი,სიახლეები

დაზიანებული შინდისის გმირების სკვერი – რას აპირებს მერია

11.05.2021
დაზიანებული შინდისის გმირების სკვერი – რას აპირებს მერია

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერი დაზიანებულია. ნარგავები შენარჩუნებულია, თუმცა დამტვრეულია სკამები და ბორდიურები. სკვერის გარშემო მცხოვრებთა თქმით, გვიან ღამით აქ გამოდიან დასალევად, შემდეგ კი ინფრასტრუქტურას აზიანებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შინდისის გმირების სახელობის სკვერში ინფრასტრუქტურა ვანდალურად დააზიანეს.

შინდისის გმირების სახელობის სკვერი

დაზიანებულია სკამები

სავალალო მდგომარეობაშია ამ სკვერში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშო.

დაზიანებულია ასევე ურნები.

 

ბათუმი მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ამ სკვერის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება:

„შემდეგი კვირიდან უკვე აიღებენ დაზიანებულ სკამებს, რომელთა შეკეთებაც ადგილზე ვერ მოხერხდება და დაიწყება დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება.“

შინდისის გმირების სახელობის სკვერის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა. სკვერი 2016 წლის აპრილში გაიხსნა, განსხვავებული კონცეფციით მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული.

ადგილობრივების თქმით, რომლებსაც აქ ბავშვები სასეირნოდ დაჰყავთ, რეკრეაციული სივრცის არსებობა და მისი ინფრასტრუქტურის გამართულობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

____

მთავარი ფოტო: ლიკა ბოლქვაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: