ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე წინადადებების მიღება დაიწყო – კონკურსი 2,1 მილიონი ლარით

27.05.2021
ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე წინადადებების მიღება დაიწყო – კონკურსი 2,1 მილიონი ლარით

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ კომკურსში წინადადებების მიღება დღეს, 27 მაისს დაიწყო. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის პირველი ივნისის 13:30 საათამდე გაგრძელდება.

მერიამ კონკურსი ხელახლა, 14 აპრილს გამოაცხადა, ვინაიდან წინა ტენდერი შეწყვიტა. მერიამ ეს პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა და კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერა, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები, ჯგუფიდან თავიანთი განცხადების საფუძველზე გავიდნენ.

ხელახალ კონკურსში წინადადებების მიღება 12 მაისს უნდა დაწყებულიყო და 17 მაისს დასრულებულიყო, თუმცა მერიამ ეს ვადაც გადაწია.

„ერთიან ელექტრონულ სისტემაში დამატებით განთავსდა საკონკურსო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე, ამიტომ წინადადებების მიღების დაწყების თარიღი 27 მაისამდე გადაიწია“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ცვლილებების საკონკურსო კომისიამ 29 აპრილს მიიღო. შესაბამისი ოქმით შესწორება შევიდა საკონკურსო დოკუმენტაციის ერთ-ერთ პუნქტშიც. ცვლილების მიხედვით, კონკურსში გამარჯვებული ვალდებული იქნება, გენგეგმის [ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის] შემუშავების პროცესში, ინტენსიური კომუნიკაცია იქონიოს მერიასთან და შესაბამის უწყებებთან:

ამონარიდი საკონკურსო კომისიის 29 აპრილის ოქმიდან

ამ თემაზე:

როგორ აირიდა ბათუმის მერმა „დიდი სკანდალი“ – ინტერვიუ ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: