მთავარი,სიახლეები

ვინ აღადგენს ჩავარდნილ ხიდს გოროდოკში – მერიაში კითხვას არ პასუხობენ

14.06.2021
ვინ აღადგენს ჩავარდნილ ხიდს გოროდოკში – მერიაში კითხვას არ პასუხობენ

ვინ და როდის აღადგენს ხიდს, რომელიც ბათუმში 11 ივნისს ჩავარდა? – ბათუმის მერიაში კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. აჭარის გზების დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ ამ ხიდის აღდგენა მათი საქმე არ არის.

ხიდი გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩაზე, იმ დროს ჩავარდა, როცა ზედ სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა. ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მსუბუქი ავტომანქანა ზოგიერთი გადმოდის ხიდზე, მაგრამ ძირითადად არაა მოძრაობა, შორი გზიდან ვმოძრაობთ…“, – ამბობენ ბათუმის ამ უბანში მცხოვრებნი.

დეტალური ინფორმაცია არც  ბათუმის მერის რწმუნებულს აქვს ბონი-გოროდოკის დასახლებაში, თუმცა ანზორ დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხიდს ბათუმის მერია არ აღადგენს.

„ხიდს ბათუმის მერია არ აღადგენს, რადგან ეს ხიდი ქვედა სამებას უკავშირდება, ქვედა სამება კი, ხელვაჩაურის ტერიტორიაა. მე როგორც ვიცი, ხელვაჩაურის მერია აპირებს მიხედოს ხიდს, როგორ და როდის, ეს დეტალები არ ვიცი,“ – გვიპასუხა ანზორ დავითაძემ.

ანზორ დავითაძის თქმით, ამ ხიდით დაახლოებით 30 ოჯახს შეექმნა პრობლემა, თუმცა ალტერნატიული გზებიც არსებობს.

„ვიცი, რომ მხოლოდ ფეხით გადადიან, მანქანით არა, ალტერნატიული გზა ბევრია,“ – დასძინა მერის რწმუნებულმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: