„ცხოვრება აღარ შემიძლია“ – 13 წლის ნინიზე მოძალადეს 7.6 წელი მიუსაჯეს I საქმის მასალები

„ყველას გიხდით ბოდიშს, ვიცი დავაშავე, მაგრამ უკვე გვიანია. ცხოვრება აღარ შემიძლია, მთელი ღამე ვერ ვიძინებ და მირჩევნია სამუდამოდ დავიძინო. მე ბებიასთან მივდივარ,” – ეს 13 წლის ნინის უკანასკნელი წერილია. ნინი გასული წლის 10 თებერვალს საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ეს წერილი კი, მათემატიკის რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე მინაწერი ნინის ჯიბეში იპოვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე …

რას ჰყვებიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები ბათუმში

გაფრთხილება: სტატია შეიცავს ინფორმაცის მოზარდებზე სექსუალური ძალადობის შესახებ.  მხოლოდ გასულ წელს ბათუმში მოსამართლეებმა პედოფილიის 6 საქმე განიხილეს. სისხლის სამართლის 6 საქმე 7 მოზარდს ეხება, მათ შორის ერთ გოგოს, რომელზეც 7 წლის ასაკიდან ძალადობდა საკუთარი ბიძია. ეს შემთხვევები სასამართლოში დახურულ კარს მიღმა განიხილება. „ბათუმელებმა“ საქმეები პერსონალური ინფორმაციის დაცვით გამოითხოვა. პედოფილიის საქმის მასალებიდან ამ დანაშაულის შესახებ ბევრი …

კურორტ გოდერძის მიწებზე აჭარის მთავრობას საკონსტიტუციოში უჩივიან

„ეს დისკრიმინაციული მიდგომაა. არ შეიძლება, აჭარის მთავრობამ აჭარის ტერიტორიაზე მიწების ჩამორთმევის განსხვავებული წესი შემოიღოს,“ – ამბობს დავით ანანიძე, რომელიც აჭარის მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. დავით ანანიძე, ყოფილი მოსამართლე და ამჟამად ადვოკატი, ხულოში მცხოვრები რამდენიმე ადამიანის ინტერესებს იცავს ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოში. „ამ ადამიანებს მიწების აღიარებაზე უარი უთხრეს აჭარის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რამდენიმე შემთხვევაში კი, მიწა უკვე …

გაუპატიურების საქმე ბათუმის სასამართლოში – ქალის ჩვენება და ბრალდებულის ადვოკატის ვერსია 

„გამომეღვიძა… შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ვკიოდი, ეს რა გააკეთე-მეთქი, ის კი ისე გრძნობდა თავს, თითქოს ცუდი არაფერი ჩაუდენია,“ – ეს ამონარიდია დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებიდან. გამოძიება უცხოელი ტურისტი ქალის გაუპატიურებას ბათუმელ ჯ.კ.-ს ედავება. დღეს, 16 თებერვალს, ამ საქმეზე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების ჩვენებები მოისმინა. ბრალდებული კაცი, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან წინასწარ პატიმრობაშია, ბრალს არ აღიარებს. შემთხვევა …

რა ხდება, როცა რემონტი გაგიფუჭეს – კიდევ რა საქმეები განიხილება წლობით ბათუმის სასამართლოში 

„ჩემი ნერვიულობა და შფოთვა მას შემდეგ დაიწყო, როცა ბინა ვიყიდე და რემონტი დავიწყე,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ირინა სოსელია. მე-4 წელია იგი სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებას ელის და ზიანის ანაზღაურებას კაცისგან, რომელმაც ახალნაყიდი ბინა გაურემონტა. მოქალაქე მიიჩნევს, რომ ის ხელოსნებმა დააზარალეს, რადგან რემონტი უხარისხოდ გაუკეთეს. სასამართლოსთვის მიმართვიდან 4 წლის შემდეგ მოქალაქის სარჩელზე სასამართლო პროცესი ჯერ …

„დაასრულე ბეტონყმობის“ ავტორი ბათუმში 50 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე კობა გოცირიძემ 50 ლარით დააჯარიმა მოქალაქე, რომელმაც ბათუმში პოლიციის შენობას მიახატა სტენსილი – „დაასრულე ბეტონყმობა“. შენობაზე სტენსილის უნებართვოდ მიხატვისთვის პოლიციელებმა გიორგი ანანიძე 2021 წლის 16 დეკემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით. გიორგიმ სტენსილი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბარს დაახატა, რომელსაც საერთო კედელი აქვს პოლიციის შენობასთან. კანონი ითვალისწინებს ჯარიმას ნებისმიერ შენობაზე უნებართვოდ შესრულებული მხატვრობისთვის, თუმცა უფლებადამცველების და ასევე …

რა უთხრა კაცმა მოსამართლეს, რომელსაც 12 წლის შვილი კორპუსის ჩამონგრევის გამო დაეღუპა

“მანამდე მტვრევისგან საშინელი ხმაური ისმოდა კორპუსში… პირველი სართულიდან მოდიოდა ეს ხმები დაახლოებით 10 დღე, ჩვენ მესამე სართულზე ვცხოვრობდით,” – ხმადაბლა დაიწყო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზოს ჩამონგრევის ამბის გახსენება გია შომახიამ. მან დღეს, 10 თებერვალს, სასამართლოს ჩვენება მისცა. გია შომახიამ 8 ოქტომბრის ტრაგედიის დროს 12 წლის დათა და ცოლი დაკარგა. ბათუმში კორპუსის ნანგრევებში …

ბათუმში მოკლული კაცის საქმე – რა ირკვევა სასამართლო განხილვიდან

“მე მოვითხოვ სამართლიანობას,”- კატეგორიული ხმით მიმართა მოსამართლეს მოკლული კაცის მეუღლე ვარდო ბ.-მ, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება დღეს, 8 თებერვალს, “ბათუმის ბულვარში კერძო კაცის მკვლელობის საქმეზე”. ამ საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს. ეს შემთხვევა გასული წლის 21 ივლისს მოხდა – ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში კერძო დაცვის თანამშრომელი ჯუმბერ ბ. მოკლეს, ის 57 წლის …

პროკურატურამ კაცი ძალით გადაიყვანა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, ის საკონსტიტუციოში ჩივის

კაცი, რომელიც ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ექსპერტიზაზე იძულებით გადაიყვანეს, საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დღეს, 3 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ ლევან დარსალიას სარჩელი არსებითად განიხილა. თუკი სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს ამ კუთხით არსებული წესების შეცვლა მოუწევს. მოქალაქე ლევან დარსალია იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესზე პროკურორს შეუძლია მოითხოვოს ბრალდებულის სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე იძულებით გადაყვანა, თანაც 20 დღემდე …

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის სასამართლოში შემცირდა, საპროცესო – გაიზარდა

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა შემცირდა, საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი კი – გაიზარდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სულ 28 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს მოსამართლეებმა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღეს. სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, გაიზარდა საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი – 2021 წელს 736 საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, 2020 წელს …

მოსამართლეებს კითხვის დასმის უფლება ექნებათ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

მოსამართლეებს სასამართლო პროცესზე მოწმეებისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. საუბარია სისხლის სამართლის საქმეების განხილვაზე, როცა მოსამართლეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა კითხვის დასმის უფლება, თუკი მხარეების შეთანხმება არსებობდა. „საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა თვითმიზნურად და მართლმსაჯულების ინტერესებთან შეუთავსებლად მიიჩნია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით თეთრიწყაროს სასამართლომ …

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა 7 წლის თავზე ხელახლა უნდა დაიწყოს

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა ხელახლა უნდა დაიწყოს. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე ხშირად საუბრობს, 7 წლის განმავლობაში ათეულობით პატიმარზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაწყებული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ დასრულდა. 7 წლის შემდეგ ამ საქმის განმხილველი მოსამართლე – დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. ამ შემთხვევაში …

„ეს ცემამდე დაწერეთ, თუ ცემის შემდეგ?“ – კითხვა მე-6 განყოფილების პოლიციელებს

„ეს არაა ნორმალური, ხალხო, ამას არ შევეგუებით,“ – მიმართა სასამართლოს სხდომის დროს ბათუმის მე-6 განყოფილების პოლიციელს მოქალაქე გიორგი არობელიძემ. მისი თქმით, მასზე და კიდევ ორ პირზე 18 დეკემბერს ღამით პოლიციის შენობაში ფიზიკურად იძალადეს. დაკავებულებიდან ორი – გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები არიან. ეს უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა, როცა მოქალაქეები ჰყვებიან, ბათუმის პოლიციის …

ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, წაართვეს მანქანაც, მათ ქურდებს მიმართეს და არა პოლიციას – შსს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, მათ კი დასახმარებლად მიმართეს არა სამართალდამცველებს, არამედ სხვა „ავტორიტეტებს“. „ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს – პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ. ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის …

„პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს“ – ბათუმელი ჟურნალისტები

„ბათუმში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს,“ – ამბობენ ჟურნალისტები გიორგი არობელიძე და რატი რატიანი. ისინი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჟურნალისტების თქმით, დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ეს ინციდენტი ბარ „ადგილის“ წინ მოხდა. ეს ბარი იმ შენობაშია რუსთაველის ქუჩაზე, სადაც პოლიციის განყოფილებაცაა. გიორგი არობელიძე ამბობს, რომ ბარის წინ იდგა მეგობრებთან ერთად, როცა …

გამოძიება დაიწყო საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გაიგეს

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში საქმე ორი თვის წინ მოიგო და „პლაგიატის საქმეზე“ ვაჟა ანანიძე დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ სამსახურში, ამ დრომდე საზღვაო აკადემია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. საგამოძიებო ორგანოში მოისმინეს მხარეთა ჩვენებები, თუმცა 7 ოქტომბერს მიღებული სასამართლოს …

ნათია კაპანაძე მოსამართლეს: „ისევ ვაპირებ მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“

„იქნებ, სხვა კუთხით შეხედოთ,“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის ბორდის ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა იმედაშვილს, რომელმაც დღეს, 15 დეკემბერს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორის – ნათია კაპანაძის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი თანამშრომლებთან კომუნიკაცია იყო. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის 17 მიზეზიდან ერთ-ერთი სწორედ კომუნიკაციის პრობლემა დაასახელა მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის აპრილში …

ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს. უცნობია, როდემდე იქნება ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნას არ ჩქარობს. 2016 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იყო. ის სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. აგვისტოდან სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე დავით კეკენაძე ასრულებდა, რომელიც უკვე …

მოსამართლემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს სხდომისას აქციაზე დაკავებულ 4 პირს

მოსამართლე სალიხ შაინიძემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დროს დაკავებულ ოთხივე პირს. 26 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე 4 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეული იყო. „მოსამართლის გადაწყვეტილება ლმობიერი იყო,“ – ამბობს გია ხალვაში, რომელიც აქციაზე …

ქუთაისმა გააუქმა ბათუმელი მოსამართლის გადაწყვეტილება – გორგაძე გაამართლეს

„სახეზეა ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში“, – ასე შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა თემურ გორგაძის სუსის შენობასთან დაკავება და შემდეგ მისთვის 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძე გაამართლა და გააუქმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება. თემურ გორგაძემ სასჯელი სრულად მოიხადა – ის 5 დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის …

„ეს არის სიცრუე“ – სააკაშვილი ბოტოქსის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

„რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე,“ – აღნიშნა დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი. საქმის ერთი ნაწილი  ბოტოქსის დაფინანსებას ეხება. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, რეალურად სანდრა რულოვსს დასჭირდა კანთან დაკავშირებით სამედიცინო ჩარევა 2008 წლის ომის შემდეგ და ეს არ …

ყოფილი პოლიციელი, რომელიც აქციაზე დააკავეს: “ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს”

„ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს, არავითარი მოთხოვნა ჩემ მიმართ პოლიციას არ ჰქონია,” – ამბობს გია ხალვაში, რომელიც 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს წინ აქციაზე დააკავეს. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეულია, თუმცა იქ უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს. გია ხალვაში ყოფილი პოლიციელია და ბათუმის მერობის დამოუკიდებელი …

როგორ უნდა დაიცვა თავი, თუ პოლიცია 48 საათით უკანონოდ გაკავებს

თამარ კურატიშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის პოლიციას უჩივის. საჩივრით „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაკავების ოქმის გაუქმება მოითხოვა. იმის მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტს შსს, აქტივისტი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. თამარ კურატიშვილი პოლიციელებმა 13 ნოემბრის საღამოს დააკავეს ბათუმში, სუსის ადმინისტრაციულ შენობასთან, როცა ის პერფომანსს – „ყველას დაგვიჭერთ?“ მობილური ტელეფონით იღებდა. აქტივისტს …

7.6 წელი მიუსაჯეს 14 წლის ნინიზე სექსუალურად მოძალადეს – ქობულეთში დაღუპული გოგოს საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს „14 წლის ნინის საქმეზე“. 14 წლის ნინი ცეცხლაძის დაღუპვის შემდეგ დააკავეს ნიკა ტაკიძე და ნინის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ჰქონდა სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ჩვენება მიცემული. მოსამართლემ 24 წლის ბრალდებული გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის …

რას გადაწყვეტს მოსამართლე – პოლიციამ ქალი სუსთან ვიდეოს გადაღების გამო დააკავა 

სუსთან 13 ნოემბერს აქტივისტის დაკავება მოსამართლემ არალეგიტიმურად მიიჩნია, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია. დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ “თამარ კურატიშვილის საქმის” განხილვა დაასრულა. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დასაჯოს თუ არა აქტივისტი სუსის შენობასთან მდუმარე პერფორმანსის მოწყობისთვის, სადაც ხუთმა ქალმა გაშალა ბანერი – “ჩვენც დაგვიჭერთ”? ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება თამარ კურატიშვილის მიერ გადაღებული …

რა იცვლება მუსლიმებისთვის – სტრასბურგის ექსმოსამართლის განმარტება მოხეს მეჩეთის საქმეზე

„ბუნებრივია, თოფს ვერ დაიჭერს ხელში, მაგრამ შესაძლოა მუდმივად ხელისუფლების თავზე ეკიდოს ეს საქმეები,“ – გვიპასუხა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად უნდა ელოდეს მუსლიმი თემი ვითარების შეცვლას მას შემდეგ, როცა ხელისუფლებამ „მოხეს საქმე“ ევროსასამართლოში წააგო. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტებით, სამართლებრივად გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა დაიწყება, თუმცა ხელისუფლების ნების გარეშე ფუნდამენტურად ვერაფერი შეიცვლება. ნონა …

რას ჰყვება ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა და ადვოკატი ვერ პოულობდა – Video

„ნებისმიერ ფასად ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის. ნუ ეგონება „ოცნებას“, რომ შევეგუებით რუსულ მმართველობას და არ ვიბრძოლებთ სუვერენიტეტისთვის,“ – გვითხრა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ კურატიშვილმა  სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. დღეს, 15 ნოემბერს, თამარ კურატიშვილის საქმის განხილვა პარასკევამდე გადაიდო. იგი ზუსტად 43 საათი იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით და დაკავებიდან 5 საათის შემდეგ შეახვედრეს ადვოკატს. მანამდე მას ადვოკატთან დაკავშირების …

„მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე

„მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, მან მოაწყო საჩვენებელი პროცესი და სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე „გირჩის“ ლიდერების დაპატიმრებაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ თავისი გადაწყვეტილებით, „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე, 4 დღით დააპატიმრა. ამავე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ გორგაძე კი, 5 დღე იქნება პატიმრობაში. 500 ლარით დააჯარიმეს „გირჩის“ კიდევ …

რა გადაწყვიტა მოსამართლემ „ბათილი ბიულეტენის საქმეზე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი თქვა ბათუმში ბათილი ბიულეტენის ნამდვილად მიჩნევაზე. საუბარია ბათუმის 50-ე საარჩევნო უბნის შემთხვევაზე – ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი მკაფიოდ ჩანს, კომისიამ იმიტომ მიიჩნია ბათილად, რომ მას კუთხე ჰქონდა დაზიანებული. საოლქო საარჩევნო კომისია ამ საჩივარზე უბნის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას დაეყრდნო, რომელმაც თქვა, რომ ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო მოთავსებული ყუთში. საოლქო კომისიამ უარი თქვა …

პატიმრების წამების საქმე ბათუმის ციხეში – რატომ არ ასრულებენ 7 წელი მოწმეების დაკითხვას

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა მე-7 წელი გრძელდება ბათუმის სასამართლოში და არ დასრულებულა. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი 2021 წლის არჩევნებზეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცოცხი „ნაციონალური  მოძრაობის“ სიმბოლოა. ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას სასამართლო პროცესები 2014 წელს დაიწყო. ბრალდებულები, რომელსაც პროკურატურა პატიმრების …

რატომ არ აღადგინა „ოცნებამ“ სამართლიანობა სერჟანტ შავაძის საქმეზე – 13 წელი მკვლელობიდან

„არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“, თითქმის ერთი წლის შემდეგ მას აქეთ, როცა სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ „მიზანმიმართულად არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება“. ამჯერადაც ვერ ამოქმედდა „ოცნების“ ცნობილი დაპირება: „სამართლიანობის აღდგენა“ იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, წინა წლების მსგავსად, ყველაზე ხშირად სააკაშვილის …

9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა. ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობას, სადაც 7 კორპუსს კიდევ 2 დაემატა, ხელისუფლება არ აჩერებს. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, …

ბათუმში 2 ძმის მოკვლასა და დაჭრაში ბრალდებული კაცი თბილისში დააკავეს

თბილისში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს, რომელიც იძებნებოდა. მას ბათუმში განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობის ჩადენას ედავებიან. საუბარია 8 ოქტომბერს ღამით ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა რ.გ.-მ მის მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს მათსავე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან …

სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს – კორპუსის ჩამონგრევის საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ბათუმში კორპუსების ჩამონგრევის საქმეზე“ სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ოქტომბერს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვა. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი …

„ყურადსაღებია“ – საოლქო კომისია ჟურნალისტის საჩივარს განიხილავს, ოღონდ არ იცის როდის

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თამარ ნერგაძის საჩივრის განხილვა გადაწყვიტა სასამართლო ჩარევის შემდეგ. 4 დღის წინ, 6 ოქტომბერს, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე ოფიციალურად უარი თქვა. დღეს, 10 ოქტომბერს, ამ საქმეზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საოლქო კომისიას მოუწოდა, გადაწყვეტილება შეცვალოს. სასამართლო განხილვა საოლქო კომისიას დღევანდელ განკარგულებაში, რომელიც საღამოს 5 საათზე …

ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე 79-ე ოლქმა უარი თქვა – რა დაადგინა მოსამართლემ

„გადაშალეთ კოდექსი და ნახეთ,” – მიმართა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის იურისტს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, რომელმაც დღეს, 10 ოქტომბერს მედიაგამოცემა “ბათუმელების” და მისი ჟურნალისტის – თამარ ნერგაძის სარჩელი განიხილა. ჟურნალისტს 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილი საჩივრის განხილვაზე ბათუმის საოლქო კომისიამ უარი უთხრა და ამიტომ მიმართა სასამართლოს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ საოლქო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს. თუ საბოლოოდ საოლქო …

Exit mobile version