ნეტგაზეთი • RU

მოსამართლემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს სხდომისას აქციაზე დაკავებულ 4 პირს

მოსამართლე სალიხ შაინიძემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დროს დაკავებულ ოთხივე პირს. 26 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე 4 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს.

აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეული იყო.

„მოსამართლის გადაწყვეტილება ლმობიერი იყო,“ – ამბობს გია ხალვაში, რომელიც აქციაზე დააკავეს. იგი ყოფილი პოლიციელია და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი. მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაასაჩივრებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გია ხალვაშის თქმით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ის, რომ დაკავებულებიდან რომელიმე კანონს არღვევდა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა მას აქციაზე დაკავებულები არ დაუჯარიმებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი