განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩხენკელის თქმით, რესურსცენტრების უფლებები და ვალდებულებები იზრდება

01.12.2021
ჩხენკელის თქმით, რესურსცენტრების უფლებები და ვალდებულებები იზრდება

დღეს, პირველ დეკემბერს, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოს პარლამენტში ისაუბრა. მისი თქმით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მომავალში ახალი ფუნქცია მიენიჭებათ.

„იქმნება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც.

საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების გაძლიერება გაზრდის სკოლების მხარდაჭერასა და მათ ავტონომიას, რაც სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

მისი თქმით, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა სახელმძღვანელოებსა და საგანმანათლებლო რესურსებზეც,  მისი თქმით, სამინისტრო უცხოურ პრაქტიკაზე დაყრდნობით მუშაობს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოების შეფასების განახლებული კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების კონცეფციაზე“, – ამბობს ის.

ჩხენკელმა დღეს ასევე ისაუბრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებაზე და თქვა, რომ ექსპერტების ჯგუფი უკვე მუშაობს ალტერნატიული სქემის მოდელებზე.

________________

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/378144/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: