განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.
ეს კატეგორიებია:
- მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;
- სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
- აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;
- ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/ მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
- ობოლი (უდედმამო) სტუდენტები; მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
- სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
- სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლების კურსდამთავრებულები;
- სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).
ელექტრონულ ფორმატში განაცხადების სტუდენტებს შეუძლიათ მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე პორტალზე:






