„დაკავებამდე წამაქციეს და ფეხები მირტყეს“ – რეპორტაჟი თამაზ ბაკურიძის სასამართლოდან

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ საქმის განხილვა დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება 26 აპრილამდე გადადო „თამაზ ბაკურიძის საქმეზე“. თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს დააკავა აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. ის პოლიციელებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ კაცი, ვინც გამოსახლების გამო სახლის სახურავზე აძვრა და თავის დაწვას აპირებდა. თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. მისი თქმით, …

კაცი, რომელმაც გარეგნობის გამო 2 მოზარდს სცემა 2.6 წლით ციხეში გაუშვეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თეიმურაზ შაინიძეს ქუჩაში 16 წლის გოგოებზე გარეგნობის გამო ფიზიკური ძალადობისთვის. ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა – ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა – აგინა და სცემა. „ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა …

რატომ თქვა აშშ-ში ვიზიტზე უარი ბათუმის სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა

თამარ ბეჟანიშვილმა, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, კიდევ ორ მოსამართლესთან ერთად აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა. ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ავრცელებს, ერთ-ერთი მოსამართლე მათ შორის, ვინც აშშ-მ დაასანქცირა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო. „ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ, ნანა ჯოხაძემ, თამარ …

„სასამართლოს შესასვლელს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა“ – პოლიცია 58 წლის კაცს ეძებს

„ბათუმის სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან აალებადი ნივთიერება დაასხა, ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა,“ – ამბობს პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი, რომელსაც დღეს, 31 მარტს, სასამართლო პროცესის შემდეგ ვესაუბრეთ. მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ კორნელი ნ-ს. მას პროკურატურა სასამართლოს შენობაზე თავდასხმას ედავება. შემთხვევა 27 მარტს მოხდა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევის შედეგად არავინ …

ბათუმის სასამართლოს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს – თვითმხილველები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა 27 მარტს, საღამოს, დაახლოებით 8 საათზე მოხდა. “ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, რომ კოქტეილის გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი სასამართლოს თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლამდე ჩააქრეს. შსს-ში მომხდარზე ამ ეტაპზე ვერაფერი გვითხრეს. განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის შესაბამისად.

ახალი მოსამართლე ბათუმში, რომელსაც მხოლოდ ოთხწლიანი იურიდიული განათლება აქვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მოსამართლე გაამწესეს – გიორგი ლობჟანიძე მაგისტრი მოსამართლე იქნება ქობულეთში. გიორგი ლობჟანიძე პროფესიით იურისტია და ეკონომისტიც. ის მხოლოდ ოთხწლიანი უმაღლესი განათლებით გახდა მოსამართლე. გიორგი ლობჟანიძის სხვა უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოქვეყნებული არ აქვს ბიოგრაფიაში, რაც ოფიციალურ საიტებზეა ხელმისაწვდომი. გიორგი ლობჟანიძეს 1996 წელს აქვს დამთავრებული პროფესორ …

რას ამბობს პროკურორი ბატუტზე დაღუპული 9 წლის ბავშვის საქმეზე

„ბატუტი განსხვავებული კონსტრუქციაა, მის თავისებურებებს ახლა ვსწავლობთ. დღეის მდგომარეობით ასეთ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ვინ იყო პასუხისმგებელი და იყო თუ არა საერთოდ ვინმე პასუხისმგებელი,“ – გვიპასუხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელსაც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: ვინ იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 15 მარტს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ედუარდ აბრამიანს. მას პროკურატურა ბათუმის ბულვარში …

„2 დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“ – ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული

დღეს, 15 მარტს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ედუარდ აბრამიანს. მას გამოძიება ბათუმის ბულვარში გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. სავარაუდოდ, სწორედ მას ეკუთვნოდა აღნიშნული ბატუტი. 13 მარტს ბატუტის დაზიანების გამო ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები. მეორე დაშავებული …

გალიფ ოზთურქს 8 წელი მიუსაჯეს

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გალიფ ოზთურქს შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დღეს, 27 თებერვალს, გამოაცხადა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ. მოსამართლემ სასჯელის მინიმალური ოდენობა შეუფარდა ოზთურქს – ნარკოდანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა ედავება ბიზნესმენს, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა …

გარეგნობის გამო კაცმა ბათუმში 2 მოზარდს სცემა – სასამართლო განხილვა

„ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო“, – პოლიციელი ირაკლი ჯორბენაძე მოსამართლეს მოუყვა, რა უთხრა ბრალდებულმა კაცმა, როცა ძალადობის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები. დისკრიმინაციული მოტივით, კონკრეტულად კი, გარეგნობის და სქესის გამო, ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა თემურ შ.-ს ედავება. ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან. გამოძიების ვერსიით, კაცი ქუჩაში …

ჩვენებას არ გაძლევთ – გალიფ ოზთურქი სასამართლოს

„ჩვენებას არ იძლევა, მხოლოდ საბოლოო სიტყვით ისარგებლებს“, – გალიფ ოზთურქის ეს პოზიცია დღეს, 15 თებერვალს, მისმა ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა გაახმოვანა. ამ პროცესზე მოსამართლე ლევან ყოლბაია გალიფ ოზთურქის ჩვენებას ელოდა. „რა მოგწერათ მიზეზი, რის გამო არ ესწრება სხდომას?“ – ჰკითხა მოსამართლეს ადვოკატმა ენვერ ბარდაქმა. მოსამართლემ ადვოკატებს გადახედა და უთხრა, რომ მე-2 დაწესებულებიდან მიღებულ წერილში არ არის …

ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა 

„ნახეთ, ხელის გულზე უდევს პაკეტი გამომძიებელს. რა გამორიცხავს, რომ ამ გამომძიებლის გენეტიკური პროფილიც ყოფილიყო იქ?“ – გალიფ ოზთურქის ბინის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერიდან კონკრეტული მონაკვეთი გაახსენა ექსპერტმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას. ეს ის მომენტია ვიდეოდან, როცა ოზთურქის აპარტამენტის საძინებლიდან კოკაინის შეფუთვა „ფინანსური პოლიციის“ გამომძიებლებმა ამოიღეს ხელთათმანების, პირბადის და სხვა აღჭურვილობის გარეშე. ნივთმტკიცების ამოღების პროცედურები „ოზთურქის საქმეში“ საკვანძო საკითხია: …

ჩხრეკა იყო ქაოსური, შეფუთვა შიშველი ხელებით ამოიღეს – გალიფ ოზთურქის ადვოკატის ჩვენება

„მე როცა მივედი ადგილზე, ოზთურქის პირადი ჩხრეკა დასრულებული იყო… ვერანდაზე 15-ზე მეტი კაცი ირეოდა, ზოგიერთი ნიღბით იყო, სამხედრო ფორმაში,“ – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. იგი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ადვოკატი იყო მაშინ, როცა ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკა ჩაატარეს და ბიზნესმენი დააკავეს. დღეს, 3 თებერვალს, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა მოწმის სახით მისცა ჩვენება …

„ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – რა უამბო ოზთურქის დამლაგებელმა მოსამართლეს

„ლიფტი გაიღო და იქიდან სამი ადამიანი გამოვიდა, ერთი იყო სპეცრაზმის ფორმაში, ორს ჩვეულებრივად ეცვა, მე დერეფნის ბოლოში ვიყავი… ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ნანული ბოლქვაძემ ასე დაიწყო იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს ბათუმში. ნანული ბოლქვაძე ოზთურქის აპარტამენტში დამლაგებლად მუშაობდა. ბრალდებული გალიფ ოზთურქი დღესაც არ დასწრებია სასამართლო …

ქალი ქმარს და დედამთილ-მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს – რეპორტაჟი სასამართლოდან

„გამიკვირდა, როცა ვნახე, რომ დიანას ჩადრი დაეხურა… არ იღელვო, ეს ჩემი სურვილით გავაკეთეო – ასე მითხრა ბავშვმა. გამიკვირდა, არ იყო ამისკენ მიდრეკილი… მერე მოხდა ეს – ბავშვი აივნიდან გადმოხტა. ღმერთია ზევიდან, მე არ ვიცოდი, როგორ აწვალებდნენ თურმე,“- უთხრა მოსამართლეს როლანდ ზოიძემ. ის იმ ქალის მამაა, რომელიც ამბობს, რომ ქმრის ოჯახის წევრები ჩადრის ტარებას სთხოვდნენ და …

„მეც გამჩხრიკეს“ – რატომ გადაუხადა მადლობა გალიფ ოზთურქის კომპანიის დირექტორმა პროკურორს

„დაახლოებით დღის 2 საათზე თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ უნდა მქონოდა საქმიანი შეხვედრა, როცა ორი ბატონი მომიახლოვდა და მითხრა, უნდა გაგჩხრიკოთო,“- ამ სიტყვებით დაიწყო რაულ კახაძემ 2022 წლის 31 მაისის გახსენება. ამ დღეს ბათუმში მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. რაულ კახაძე გალიფ ოზთურქის ბიზნესკომპანიის „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ამ კომპანიის ერთ-ერთ აპარტამენტში ცხოვრობდა გალიფ ოზთურქი, …

„ოზთურქი ვეღარ სარგებლობდა მე-19 სართულით“ – რა თქვა „მეტროს“ დირექტორმა სასამართლოში

„იმ დღეს ოფისში ვმუშაობდი, როცა მითხრეს, რაღაც ხდება ჩვენთან, შეიარაღებული ხალხია მოსულიო. გარეთ გამოვედი, კითხვებს ვსვამდი, მაგრამ შემაჩერეს…”- ასე დაიწყო ბათუმის სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ქუმსალ სარიმ იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს. ქუმსალ სარი ოზთურქის ბიზნესკომპანიის – „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ეს კომპანია იმავე შენობაში მდებარეობს ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ოზთურქის …

გალიფ ოზთურქის საქმეზე რა ვიდეო წარადგინა დაცვის მხარემ სასამართლოში

დღეს, 20 იანვარს, ბათუმის სასამართლოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. წინა სხდომებისგან განსხვავებით, დისტანციურად, მაგრამ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გალიფ ოზთურქი. ვიდრე მოსამართლე საქმის განხილვას შეუდგებოდა, ბრალდებულმა თქვა, რომ სხდომაზე დასწრება აღარ სურს. „ეს თქვენი უფლებაა, შეგიძლიათ დაესწროთ, შეგიძლიათ – არა, თქვენი ადვოკატი ესწრება სხდომას,“ – უთხრა მას მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, რომელსაც თითქმის საათ-ნახევარი …

სასამართლო მოვიგე, მაგრამ არჩილ ჩიქოვანი მიწის დათმობას მთხოვს – 80 წლის კაცი

„აღსრულების ფურცელი ჩემთვისაა მარტო?“ – კითხვას სვამს მოქალაქე შოთა დევაძე, 80 წლის კაცი, რომელმაც ორჯერ მოუგო სასამართლო ბათუმის მერიას, მაგრამ სამართალს ვერ აღწევს – ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს, აღმასრულებელი კი დუმს. მოქალაქე შეხვედრია ბათუმის მერსაც, თუმცა არც მას შემდეგ შეცვლილა რამე. დავის საგანია მიწის ნაკვეთი ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სადაც …

„ტარდება თქვენი ბინის ჩხრეკა“ – ფეხზე მდგომი გამომძიებლის მიმართვა გალიფ ოზთურქს

„ტარდება თქვენი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა“, – ფეხზე მდგომი გამომძიებელი მიმართავს მილიონერ გალიფ ოზთურქს, ის ფართო მაგიდასთან ზის, ნახევრად ზურგშექცევით გამომძიებელთან და არაფერს ამბობს. მერე თარჯიმნის ხმა ისმის და ოზთურქი ხელებს შლის, უფრო იმის მანიშნებლად, პრეტენზია რომ არ აქვს. ეს პირველი კადრია 8-საათიანი ვიდეოჩანაწერიდან, რაც დღეს, 30 დეკემბერს, პროკურორმა აჩვენა მოსამართლე ლევან ყოლბაიას – მოსამართლემ, პროკურორმა …

„ღმერთმა არც დაგაჭირვოთ“ – რა მტკიცებულებები აჩვენეს გალიფ ოზთურქის საქმის მოსამართლეს 

განსაკუთრებული სიფრთხილით ამოიღო დიდი შეფუთვიდან კოკაინის პატარა შეკვრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე და თქვა: „ეს კოკაინია“. გაშლილ ქაღალდზე დაყრილ კოკაინის ფხვნილს პროკურორის პირისპირ ჩამომდგარმა ადვოკატებმა დახედეს. მოსამართლეც წამოდგა ფეხზე. ეს ის კოკაინია, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მილიონერი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის აპარტამენტიდან ამოიღეს. დღეს, 26 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას პროკურორმა „ოზთურქის საქმის“ ნივთიერი მტკიცებულებები აჩვენა. …

რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა გამომძიებელი, რომელმაც გალიფ ოზთურქი გაჩხრიკა

დღეს, 23 დეკემბერს, სასამართლოს ჩვენება უფროსმა გამომძიებელმა არჩილ სურმანიძემ მისცა. ის ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკის პროცესს ხელმძღვანელობდა, ასევე გალიფ ოზთურქის პირად ჩხრეკას. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. …

მოსამართლემ კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაუშვა – სავსე დარბაზი ალტ-ინფოს პარტიის წევრებით

„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, მეორედ აღარ განმეორდება“, – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლეს კაცმა, რომელმაც ქუჩაში, კამერების წინ, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა და ხელი დაარტყა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბრალდებულ იოსებ სირაბიძე გირაოს – 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით, მიზანშეწონილია ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე …

შეიძლება გალიფ ოზთურქის ბინაში ვინმე აივნიდანაც შესულიყო? – რეპორტაჟი სასამართლოდან

„ეს საგამოძიებო მოქმედება დაიგეგმა წინასწარ“,- თქვა დღევანდელ პროცესზე გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ. მან დღეს, 16 დეკემბერს „მილიონერ ოზთურქის საქმეზე“ სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. „რა დაიგეგმა ოზთურქის პირად ჩხრეკაზე კონკრეტულად?“- ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. მან რამდენიმე სხვა მოწმესთან სცადა იმის დადგენა, თუ რატომ არ გადაუღეს ვიდეო ბრალდებულ ოზთურქს პირადი ჩხრეკის დროს, როცა მისი აპარტამენტის ჩხრეკის …

„არ დავმალულვარ მე“ – კიდევ რა თქვა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში

„გასაგებია“ – მხოლოდ ეს სიტყვა უთხრა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა მოსამართლეს, როცა მან წაუკითხა საქმის მასალები, თუ რას ედავება პროკურატურა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რძლის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ბალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 13 დეკემბერს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მკვლელობა 11 დეკემბერს მოხდა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის …

„რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ოზთურქის ადვოკატი გამომძიებელს

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. „მაგრამ ჩხრეკაში 10 გამომძიებელი მონაწილეობდა, ერთ-ერთ კადრში, რაც თქვენ გადაიღეთ, მხოლოდ 2 გამომძიებლის მოქმედება ჩანს… დაახლოებით 3-წუთიანი კადრია… რას აკეთებდნენ …

ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს – რა თქვა მისი სახლის ჩხრეკაზე „ძირითადმა“ გამომძიებელმა

„საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია“, – ასე დაიწყო მოსამართლესთვის ჩხრეკის ამბის მოყოლა ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელმა, ნათია დოლიძემ. ის ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ბინაში სპეცოპერაციით შევიდა, ფინანსური დანაშაული ვერ იპოვა, თუმცა გამოძიების ვერსიით, იქიდან „კოკაინი“, ასევე სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო. „ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ფინანსური დოკუმენტები, ელექტრომატარებლებიც“, – დასძინა მოწმემ. „ის ამ საქმეში ძირითადი გამომძიებელია“, – უთხრა მოსამართლეს …

რა ჩანს ოზთურქის ბინის ჩხრეკის კადრში – სასამართლო განხილვა

არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრო გალიფ ოზთურქი, მილიონერი ბიზნესმენი, რომელსაც ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება პროკურატურა და წინასწარ პატიმრობაშია. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. მოსამართლეს ოზთურქმა წერილი …

500-500 ლარით დააჯარიმეს „ბილაინი“ და „სილქნეტი“ ბათუმში ანტენებიდან გამოსხივებაზე

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდარღვევა დაადგინა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა კომპანიები „ვიონი საქართველო“ [ბილაინი] და „სილქნეტი“ [ჯეოსელი] ბათუმში განთავსებული ანტენებისთვის, საიდანაც გამოსხივება დასაშვებ ნორმას დაახლოებით სამჯერ აჭარბებს. საუბარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე კომპანიების – „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიერ სასტუმრო „წერეთლის“ სახურავზე განთავსებულ ანტენებზე, სადაც მოქალაქეების მიმართვის შემდეგ გარემოს ზედამხედველობითმა დეპარტამენტმა გამოსხივების გადაჭარბება დაადგინა. ამ …

რა თქვა მთავარმა ექსპერტმა ოზთურქის საქმეზე სასამართლოში

„ოზთურქის საქმეზე“ დღეს, 3 ნოემბერს, სამი მოწმის ჩვენება მოისმინა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. „მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი თქვა“, – უთხრა …

გალიფ ოზთურქის საქმეზე მოწმეები დაკითხეს – რა თქვეს პოლიციელებმა

რამდენიმე გამომძიებლის ჩვენება მოისმინა დღეს, 21 ოქტომბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ „ოზთურქის საქმეზე“. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. არსებითი განხილვა ამ საქმეზე გრძელდება. ოზთურქი სასამართლოს სხდომას …

რა გაირკვა ბულვარში მოკლული 19 წლის კაცის საქმეზე – „2 მლნ ევრო ვალი ჰქონდა“

„არ მოგაწოდეს საჭმელი წინასწარი დაკავების იზოლატორში?“- ჰკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 წლის ჰაიდარ აქშაქანს, მას ბათუმის ბულვარში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება გამოძიება. „მოგვაწოდეს, მაგრამ ვერ ვჭამეთ აქაური საჭმელი“, – უპასუხა მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულმა, დაჯდომა დააპირა, თუმცა გადაიფიქრა და ისევ მოსამართლეს მიმართა: „ამ ბრალს არ ვაღიარებ, არ ვადასტურებ დანაშაულის ჩადენას“, – დასძინა ბრალდებულმა. მოსამართლეს არ უთხრა, …

ფეისბუქპოსტისთვის კაცი 2500 ლარით დააჯარიმეს – მოსამართლის გადაწყვეტილება

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ფეისბუქპოსტისთვის. „ხვიჩა შაქარიშვილის საქმეზე“ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 სექტემბერს მიიღო. ხვიჩა შაქარიშვილი აგვისტოს ომის ვეტერანია და 2022 წლის 6 ივლისს ფეისბუქპოსტში პოლიციელებს შეაგინა. „სამართალდარღვევის დროულად აღკვეთის მიზნით“, პოლიციამ მოქალაქე 8 დღის შემდეგ – 14 ივლისს დააკავა და 48 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. „ჩვენ მოსამართლეს ვუთხარით, …

რატომ არ დაესწრო ოზთურქი თავის სასამართლო პროცესს – არსებითი განხილვა დაიწყო

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მილიონერი ბიზნესმენის „გალიფ ოზთურქის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა ბრალდებული ბიზნესმენი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო. „მაგრამ მიზეზი არ არის გაურკვეველი, როგორც ეს თქვენ აღნიშნეთ, ბატონო მოსამართლევ“, – მოსამართლეს მიუბრუნდა ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი და განმარტა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის გამო ვეღარ ესწრება სასამართლო პროცესს. „როცა ის დააკავეს, ნაოპერაციები იყო …

მილიონერი გალიფ ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს – რა გაირკვა სასამართლოში

მილიონერი გალიფ ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს. დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომა მოსამართლე კოტე ჭილაიამ ჩაატარა. საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს სხდომა პროკურატურის მოთხოვნით სექტემბრამდე გადაიდო – პროკურატურამ ეს  მოთხოვნა ფინანსურ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებით დაასაბუთა. ეს გულისხმობდა იმას, რომ ოზთურქისთვის ნარკოდანაშაულის გარდა, ახალი …

„რიჟვაძე, მოდი…“ – ამ ფრაზის ღობეზე დაწერისთვის ბათუმში მოქალაქე დააჯარიმეს

„მინდოდა სრულად დამეწერა: „რიჟვაძე, მოდი, ჩვენ გადაგვიღუნე,“ მაგრამ არ დამამთავრებინეს, მხოლოდ ამის დაწერა მოვასწარი: „რიჟვაძე, მოდი“, მოვიდნენ და დამაჯარიმეს,“ – ამბობს თამარ კურატიშვილი, მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. მისი საქმე დღეს, 15 სექტემბერს, განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევაა თორნიკე რიჟვაძის მისამართით სამშენებლო ღობეზე მინაწერი – „რიჟვაძე, მოდი“. მოსამართლემ მოქალაქე 50 ლარით დააჯარიმა. …

Exit mobile version