მთავარი,სიახლეები

სტუდენტ, პიანისტ ანრი კაკაბაძის საქმეზე დღეს ბათუმში სასამართლო სხდომა გაიმართება

11.02.2025
სტუდენტ, პიანისტ ანრი კაკაბაძის საქმეზე დღეს ბათუმში სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ანრი კაკაბაძის საქმის“ არსებითი განხილვა იწყება.

ანრი კაკაბაძის გათავისუფლების მოთხოვნით ამ დრომდე პროტესტის ნიშნად სტუდენტების ნაწილი ღამეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში ათევს.

სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია.

საუბარია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 2024 წლის 3 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – მას შემდეგ, რაც პროევროპულო კურსის დასაცავად სტუდენტებმა ევროპული კურსის ცვლილების გამო გაფიცვა დაიწყეს, ამ უნივერსიტეტში 4 სტუდენტი და ფაკულტეტის დეკანი – მამუკა ჯორბენაძე სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და ფაკულტეტის დეკანს მამუკა ჯორბენაძეს პატიმრობა გირაოთი 2025 წლის 28 იანვარს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეცვლა სასამართლო სხდომაზე თავად პროკურორმა მოითხოვა.

ანრი კაკაბაძე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პატიმრობაში იმ მოტივით დატოვა, რომ ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული.

ანრი კაკაბაძის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები.

დღესვე დაიწყება გირაოთი გათავისუფლებული სტუდენტებისა და ფაკულტეტის დეკანის საქმის არსებითი განხილვა.

ამ თემაზე:

ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: