მთავარი,სიახლეები

სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა

23.01.2025
სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა

სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 23 იანვარს, დატოვა. ის ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს.

ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაასამართლა. ხვალ, 24 იანვარს 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორს დატოვებენ სტუდენტი ელიზბარ ჩხიკვაძე და შუშანა მაცაბერიძე.

ბათუმში სტიკერების – „იფიცება საქართველო“ საჯარო სივრცეებში გაკვრის პროცესში 20 ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციაზე დაკავებულები მოსამართლეებმა, ძირითადად, ყველაზე მკაცრი სახდელით, ადმინისტრაციული პატიმრობით დასაჯეს. მათი სარჩელები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არც კი განიხილა.

ამავე თემაზე: 

სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „ბათუმელების“ ოპერატორის სარჩელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: