ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, 2 კორპუსის ასაშენებლად 33 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, მერია ორ 8-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. კორპუსების მშენებლობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 33 მილიონი ლარით გამოაცხადა. ეგრეთ წოდებული „შანხაის დასახლება“ ბათუმში, რაფიელ ერისთავისა და ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და ხუთ დღეში, 5 სექტემბერს, დასრულდება. შესყიდვის სატენდერო თანხა 33 097 204 …

ბათუმში უძრავი ქონების დაქირავება 123 პროცენტით გაძვირდა | ინტერვიუ

ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 36%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ფასს, უძრავ ქონებაზე ფასმა 2%-ით მოიმატა. ასევე, 2021 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 123%-ითაა გაზრდილი საცხოვრებელი ბინის ქირა. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა „თიბისი კაპიტალმა“ გამოაქვეყნა. კვლევის მთავარი მიგნებების თანახმად, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სრულად „გამოჯანმრთელდა“ პანდემიისგან 2022 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმმა და …

1 პირის კვება თბილისის უფასო სასადილოებში 1 ლარი და 30 თეთრი ღირს, რეგიონებში – ცოტა მეტი

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილო შეამოწმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია. უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სერვისის მიზანია სათანადო კვების უფლების რეალიზება მოსახლეობისთვის. …

„300 ლარით სად ვიქირაოთ ბინა?“ – უკრაინელი ლტოლვილები აჭარის მთავრობის სახლთან

„პირველი აგვისტოდან ქუჩაში ვრჩებით. იქნებ სეზონის დასრულებამდე მაინც გაგვაჩერონ სასტუმროში, 300 ლარად სად ვნახოთ ბინა?“ – კითხულობს ტატიანა პოდვინცოვა, ის კიევიდანაა და მარტიდან, შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. უკრაინიდან ომის გამო ლტოლვილები დღეს, 29 ივლისს, ბათუმში, საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პირველი აგვისტოდან უკრაინელი ოჯახები ბინის დასაქირავებლად 300-300 ლარს მიიღებენ და სასტუმროში ვეღარ იცხოვრებენ. …

ტრადიციულად, ბათუმში Mastercard-ის სანაპირო გაიხსნა

2020 წელს, Mastercard-ის სანაპირო, ბათუმში პირველად გაიხსნა. შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად და მსოფლიო პანდემიაზე საპასუხოდ, გადახდების მსოფლიო ლიდერმა, ერთგულ მომხმარებლებს შეუფასებელი მომენტები შესთავაზა.  წელს, უკვე მესამედ, Mastercard-ის სანაპირო სტუმრების მოლოდინშია. ერთადერთი ქვიშიანი სანაპირო ბათუმში, მთელი სეზონის განმავლობაში, ტურისტებს ბავშვთა გასართობ მოედანს, ღია ბარს, ცივ კოქტეილებს, უფასო ინტერნეტსა, განსაკუთრებულ ფოტო ზონასა და დღის მუსიკალურ ღონისძიებებს შესთავაზებს.  გასული …

ბაგრატიონის ქუჩაზე სამუშაოების დასრულებას ბათუმის მერიას კომპანია 6,6 მილიონად სთავაზობს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას ბათუმის მერიას კერძო კომპანია „ნიუპოვერ“ 6 688 888 ლარად სთავაზობს. ბაგრატიონის ქუჩა რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ რამდენიმე თვეა გადაკეტილია. აქ წინა ტენდერის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო, თუმცა მერიის განცხადებით, კომპანია „ზიმო 7“-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 9 152 784 …

კაცი ჟანგბადის ბალონით, რომელიც ქუჩაში სანთებელების გაყიდვით ირჩენს თავს

ბათუმში, მერიის შენობის გვერდით კაცი ზის ეტლში, გვერდით ჟანგბადის ბალონი უდევს, წინ, ყუთზე, სიგარეტის კოლოფები და სანთებელები ულაგია. ყუთზე წარწერაა – „გთხოვთ, შეიძინოთ რამე, ამით თქვენ დაეხმარებით მძიმე ავადმყოფს“. ეს მურმან პაქსაძეა, 48 წლის მოქალაქე. იგი სიგარეტების და სანთებელების გაყიდვით ცდილობს საარსებო თანხის შოვნას. მურმანის ცხოვრება რამდენიმე წლის წინ შეიცვალა ჯანმრთელობის გამო. მან გვითხრა, რომ სამი …

ევროპული მარში ბათუმში – 20 ივნისს, 19:00 საათზე

20 ივნისს, 19 საათზე, ცენტრალური პარკის შესასვლელიდან ბათუმში ევროპული მარში დაიწყება. მოქალაქეები ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისაკენ. საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება და დაადგენს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილი მშვიდობიანი მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ჩვენი …

475 ათასი ლარი 26 მაისის ქუჩაზე ახალი კორპუსის პროექტისთვის – კონკურსი

ბათუმში, 26 მაისის N13-ში, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 475 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტის შედგენაზე კონკურსი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბათუმში, ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა. 26 მაისის ქუჩის N13-ში საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, …

დაეჯახა თუ არა ავტობუსი მოქალაქეს, გამოძიება დაადგენს – ბათუმის ავტოტრანსპორტი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსთან დაკავშირებულ ინციდენტს სამართალდამცავები სწავლობენ. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12 საათზე, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა – სავარაუდოდ, ავტობუსი მოქალაქეს დაეჯახა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კი, მუნიციპალურ ავტობუსს [N4] გარკვეული დროით გადაადგილების უფლება არ მისცა. „დაჯახებას, როგორც ასეთი, ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოდ, მოქალაქე გადადიოდა გზის სავალ ნაწილზე და მას ფეხი დაუცდა – პირველადი ინფორმაცია რაც გვაქვს ამ დროისთვის, …

კაფე წითელ ავტობუსში, საიდანაც თვითმფრინავების მიმოფრენას აკვირდებიან – Bus Stop Batumi

ბათუმის ბულვარის თითქმის ბოლოს, თვითმფრინავების ასაფრენ ბილიკთან ახლოს, ორი წელია დგას ძველი, წითლად გადაღებილი ავტობუსი. შიგ პატარა კაფეა მოწყობილი და საღამოობით დიჯეი უკრავს. ხალხი აქ ძირითადად თვითმფრინავების ფრენას აკვირდება ახლოდან, თან მსუბუქ სასმელს და ხემსს უკვეთენ. ავტობუსმა ახლა გადაინაცვლა და დროებით სასტუმრო Hotel Palm Batumi-ს წინ დგას, დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ძველი ადგილიდან. „Bus Stop …

კიდევ ერთი პირსი ბათუმში, რომელსაც ზღვა ანგრევს [ფოტო]

ბათუმის ახალ ბულვარში ზღვა კიდევ ერთ პირსს ანგრევს. ამ დროისთვის ნაგებობა ისეა დაზიანებული და დეფორმირებული, რომ მასზე გასვლა უკვე სახიფათოა. ბოლო პერიოდში ბათუმში ზღვა აზიანებს როგორც სხვადასხვა ნაგებობას სანაპიროზე, ასევე, საქალაქო ინფრასტრუქტურას და უშუალოდ ნაპირს. ზღვაში მდინარეების მიერ ნატანის შემცირების გამო შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს წლების განმავლობაში ანგრევდა, განსაკუთრებით აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ადლიის …

პირველი ივნისიდან ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო საათები იზრდება

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო იზრდება. ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ სხვადასხვა სამარშრუტო ხაზის სამუშაო საათები სხვადასხვა დროით გახანგრძლივდება. მცირედით შემოკლდა ტრანსპორტის მოძრაობას შორის ინტერვალები. აღნიშნული ცვლილება საზაფხულო სეზონს უკავშირდება. ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი ასე გამოიყურება: მარშრუტი № დასახელება სამუშაოს დაწყების დრო მოძრაობებს შორის ინტერვალი ბოლო წრის დაწყების დრო № 1 აღმაშენებლის …

როდის დახაზავენ ბათუმში ზებრა გადასასვლელებს

ბათუმის უმეტეს ქუჩაზე ზებრა გადასასვლელები წაშლილია. ქუჩებზე ზებრების დახატვა, ასევე გამყოფი ხაზების დახაზვა ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ მოვალეობაში შედის. ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს „დახაზვითი სამუშაოები“, რომელიც დაახლოებით 3-4 თვეში დამთავრდება. „დამოკიდებული ვართ ამინდზე. ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობს ღამით, რომ მოქალაქეებს არ შევუქმნათ დისკომფორტი. ამ წუთას დახაზულია ხიმშიაშვილის ქუჩა მთლიანად, როგორც ზებრა გადასასვლელები, ასევე გზაგამყოფი ზოლები …

12 მილიონი ლარი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისთვის ბათუმსა და ქობულეთში

ბათუმსა და ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში მაქსიმუმ 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საბოლოო სახელშეკრულებო თანხა კი ტენდერების დასრულების შემდეგ დაზუსტდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მომსახურების შესყიდვაზე ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: პირველი ტენდერი ბათუმში 2 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის დაპროექტებას და მშენებლობას ითვალისწინებს და სატენდერო თანხა 8 მილიონი ლარია; მეორე ტენდერით კი, …

ახალი ტენდერი ბაგრატიონის ქუჩის შეკეთებაზე – სამუშაოები 3 მილიონით ძვირდება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთის] რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ახალი ტენდერი გამოაცხადა. ბაგრატიონის ქუჩა რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ რამდენიმე თვეა გადაკეტილია. აქ წინა ტენდერის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო, თუმცა მერიის განცხადებით, კომპანია „ზიმო 7“-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 29 მაისს დაიწყება …

ბათუმში, სანაპიროზე გარეგანათების კაბელები მოიპარეს

ქალაქის შემოსასვლელში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სანაპიროს გასწვრივ მოწყობილი ღამის დეკორატიული გარეგანათების სისტემა არ მუშაობს. აქ ელექტროკაბელები მოიპარეს. კონკრეტულად როდის აღადგენენ განათებას, მერიის სამსახურში არ გვიპასუხეს. სანაპიროს გასწვრივ არაერთ ადგილზე დაზიანებულია ქვის მოაჯირიც. „თამარის დასახლების მიმდებარე ზღვისპირა განათება დეკემბერში შეცვალეს და გააკეთეს. აგერ ერთ თვეზე მეტია აღარ ანათებს და ვეღარც გაანათებს, იმიტომ რომ „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ …

ინტურისტის გვერდით 8-სართულიანი ახალი სასტუმრო აშენდება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 20 ნომერში, 150-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. მშენებლობა დაგეგმილია „ინტურისტის“ გვერდით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ახალი შენობა, პროექტის მიხედვით, 8-სართულიანი [დამატებით ერთი სართული მიწის ქვეშ],  28 მეტრი სიმაღლის იქნება. მასში სასტუმროს ნომრებთან ერთად განთავსდება ასევე სასტუმროს ტიპის ბინები და კომერციული ფართობები. ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და …

მოესწრება პრომინადის აღდგენა სეზონამდე? – ფეხით, სქროლით, კვადროციკლით ველობილიკზე

ბათუმის ახალ ბულვარში ორ თვეზე მეტია ფეხით მოსიარულეების პრომინადი რამდენიმე ათეულ მეტრზე შტორმმა დაანგრია. მას შემდეგ დაზიანებული მონაკვეთები გადაკეტილია. განახევრებულ მონაკვეთში კი [უფრო ველობილიკზე] ერთდროულად მოძრაობენ ველოსიპედით, ფეხით, სქროლით თუ კვადროციკლით. ამ ვიწრო ზოლში უწევთ მშობლებს ბავშვების ეტლით გასეირნებაც. შესაბამისად, ეს ერთგვარი სახიფათო მონაკვეთია ბათუმის ბულვარში. უცნობია მოესწრება თუ არა სასეირნო ბილიკის აღდგენა მოახლოებული ზღვის …

15 აპრილს ბათუმში 50-ზე მეტ ქუჩაზე წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 აპრილს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ბათუმის შემდეგ ქუჩებზე: გოგებაშვილის ქუჩა ე. ნინოშვილის ქუჩა საბაჟოს შესახვევი – #118 ქუთაისის ქუჩა ზ. გამსახურდიას ქუჩა ხულოს ქუჩა გენერალ მაზნიაშვილის ქუჩა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ს. ჟღენტის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩა კ. მარჯანიშვილის ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩა დ. თავდადებულის …

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობა ისევ გაძვირდა

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ისევ გაძვირდა და 3 ლარი გახდა. საქალაქთაშორისო მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის დირექტორი რეზო ხინიკაძე „ბათუმელებთან“ საუბარში მგზავრობის გაძვირებას საწვავზე მომატებული ფასით ხსნის. „მსოფლიო ბაზარზე ნავთობ პროდუქტების ფასი გაიზარდა. თვე-ნახევარში 2,40 ლარიდან 4,40 ლარზე ავიდა. პარალელურად გაძვირდა საბურავი, რომელიც თუ ღირდა 150 ლარი, გახდა 250 ლარი. ზეთის შეცვლა …

„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში  

„თუ ერთოთახიანი ბინა ომამდე ღირდა დაახლოებით 500 ლარი, ახლა ის ბინა 500 დოლარად ქირავდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მედეა აბულაძე, რომელიც ბათუმში მაკლერად მუშაობს. ზოგიერთი მაკლერის დაკვირვებით კი, ბოლო პერიოდში ბათუმში ბინის ქირის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა, შეძენის კი – 30 პროცენტით. თუკი სასურველი ბინის მოსაძებნად ერთ-ერთ ონლაინპლატფორმას – Myhome.ge-ს გამოიყენებთ, ნახავთ, რომ ზღვისპირა ზოლში …

ბათუმში ავარიის დროს ავტომანქანა ამოყირავდა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტოავარიის დროს მსუბუქი ავტომანქანა ამოყირავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე არ გამოუძახებიათ.      

53 მილიონი ევრო ახალი სესხი – სამინისტრო ბათუმში კანალიზაციის მოწყობაზე

ვერც ბათუმის მერიაში და ვერც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვერ გვითხრეს კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება კანალიზაციის სისტემის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. უწების ცნობით, თბილისში ამ საკითხზე უკვე გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკები და „გერმანულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული პროექტის თაობაზე“. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა KfW-ს ზემოთ აღნიშნული პროექტის დაფინანსების თხოვნით. ამ ეტაპზე დონორის მხრიდან უკვე …

რატომ გადმოვედი საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში – 3 ამბავი

თათა ბერიამ, თინა სამადალაშვილმა  და თეკლა კობახიძემ ბათუმში საცხოვრებლად ჩამოსვლა თბილისიდან სხვადასხვა დროს გადაწყვიტეს, თუმცა მიზეზი ერთი –  ბათუმის  სიყვარული და როგორც თავად ამბობენ, ამ ქალაქთან მიჯაჭვულობა იყო. „მე და ბათუმს ჯერ თაფლობის თვე გვაქვს“  – თათას ამბავი  30 წლისაა. ბავშვობაში ხშირად ჩამოდიოდა ბათუმში დეიდასთან. ახსოვს, როგორ უყურებდა დეიდაშვილთან ერთად მაღალი კორპუსის აივნიდან სტადიონზე გამართულ …

„მინიმუმ 5 წელი დასჭირდება“ – უბნები ბათუმში, სადაც კანალიზაცია არ არის

„მინიმუმ 5 წელი დასჭირდება, მაგრამ ჯერ არავითარი ხელშეკრულება არ არის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მრჩეველმა, ზაურ ფატლაძემ. მას ვკითხეთ ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის შესახებ. ამ დრომდე არათუ კახაბერსა და მახვილაურში, არამედ ზღვასთან ახლოს – ადლიაში, ანგისაში, აეროპორტის დასახლებაში, ახალ ბულვარში აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებშიც კი, კანალიზაციის სისტემა არ არსებობს.  ამ …

9 ყველაზე რომანტიკული ადგილი ბათუმში

ყველა ქალაქს აქვს ისეთი პოპულარული ადგილები, ქუჩები, სადაც ტრადიციულად, შეყვარებულები ხვდებიან ერთმანეთს. ასეთი ადგილები, რა თქმა უნდა, ბათუმშიცაა. ამჯერად რამდენიმე მათგანზე გეტყვით, საზოგადოებრივ სივრცეებზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და რომანტიკული შეხვედრებისთვის შესაფერისი. ბათუმში ყველაფერი ზღვით იწყება და ჩვენც ზღვით დავიწყოთ. სანაპირო, პლაჟი  ბათუმის სანაპირო რომ რომანტიკული და პაემნებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმში, ეჭვგარეშეა. ზამთარ-ზაფხულ, ნებისმიერ თვეში …

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

„ჩვენი კორპუსის მთლიანი ეზოს ქვემოთ შამბოა მოწყობილი. სამწუხაროდ, კანალიზაციის სისტემა ისევ არ გვაქვს,“ – ამბობს ბათუმში, ანგისის დასახლებაში მცხოვრები ბეგლარ შალიკაშვილი და მესამე სართულის აივნიდან მრავალსართულიანი კორპუსის ეზოსკენ გვახედებს. „ეზო მოპირკეთებულია, ქვემოდან კი კანალიზაცია ადგილზე რჩება“, – გვიხსნის ბეგლარი. ეს კორპუსი არაა ერთადერთი ანგისის და ადლიის დასახლებაში, წლების წინ ბათუმს შეერთებულ ტერიტორიაზე – ახალი ბულვარიდან …

დაცვა კაბინეტის კართან და კითხვები, რომლებზე პასუხსაც ოპოზიცია ბათუმის მერს სთხოვს

რა გააკეთა ბათუმის მერიამ სამარშრუტო ხაზების მფლობელების მიერ თვითნებურად გაძვირებულ ტარიფებთან დაკავშირებით? რატომ ვერ მიიღეს ბაღის აღმზრდელებმა იანვრის თვეში გაზრდილი ხელფასი და რას გეგმავს მერია ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში მდებარე ავარიულ სახლთან დაკავშირებით? რატომ ჩაიბარა მერიამ მე-13 ბაღის მშენებლობა, როცა ის უხარისხოდ იყო შესრულებული და აპირებს თუ არა საგამოძიებო უწყებებს მიმართოს – ეს არის იმ …

ბათუმის უბნები, სადაც არც გზაა და არც კანალიზაცია – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებზე უნდა წავიდნენ

„რა მოგიყვეთ? მოგიყვეთ, რომ არჩევნები არ გვეხება, კანალიზაციაც კი არ გაგვიკეთეს და მაინც ქალაქი დაგვარქვეს?“ – გვითხრა ბიჭიკო მალაყმაძემ კახაბრის დასახლებაში. ბიჭიკოს საკუთარი სახლის შესასვლელთან პატარა ჯიხური ჩაუდგამს და მუყაოს ქაღალდზე დაუწერია მსხვილად – „მარკეტი“. „გაჭირვებაა დიდი და ამიტომ გავხსენით. ერთი თვეც არაა ჯერ გასული და ნისიებია. შვილები პოლონეთში წავიდნენ სამუშაოდ, ჩვენ რა გვექნა?“ – …

„არა მილიციას“ – ბათუმში მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ აქცია გამართეს

„არა მილიციას“ – ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 25 იანვარს, თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა. აქციაზე პოლიციელების მხრიდან თბილისის მეტროში შშმ ბიჭზე ძალადობა გააპროტესტეს და ის, რომ უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოუძიებელი რჩება. თბილისის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდზე ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს. „ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ვაპროტესტებ პოლიციელების …

თოვის დროს ზღვაში მოცურავე ადამიანები

„წამლები უკვე გადავაგდე, ექიმებმა სტენტის ჩასმაც აღარაა საჭიროო… მეოთხე ზამთარია ყოველ დღე ვცურავ ზღვაში, ვცურავ თოვაშიც,“ – ბათუმელი ვაჟა ცისკარაძე გვიყვება, ზღვაზე ზამთრობით ცურვა როგორ დაიწყო. ის თოვლიან პლაჟზე ფეხშიშველი მიაბიჯებს საცურაო შორტებით, თითქოს ცხელი აგვისტოს ერთი მზიანი დღეა ბათუმში და შვილთან – ნიკოლოზთან ერთად მიდის ზღვის არცთუ ისე მშვიდი ტალღებისკენ. რამდენიმე ადამიანია ბათუმში, ზაფხულის …

8 ადგილი ბათუმში, სადაც სკვერი მოეწყობა – ტენდერები 3 მილიონი ლარით

ბათუმში რვა მისამართზე სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 3 117 981 ლარია გამოყოფილი. სკვერების მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული. სკვერები უნდა მოეწყოს შემდეგ მისამართებზე:  [checklist] თამარ მეფის გზატკეცილზე – რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ თამარ მეფის გამზირი N20 აბუსერიძის ქ.N23-ის მიმდებარედ დ. აღმაშენებლის ქ. N8-10-12-ის მიმდებარედ ბაგრატიონის ქ.N214-ის მიმდებარედ ივანე მესხის …

10 ნივთი სახლისთვის, რომელიც შეგიძლია განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინო

ახალი წელი ფასდაკლებების და აქციებისთვის განსაკუთრებით აქტიური პერიოდია. საახალწლო აურზაურში კი, უამრავ შეთავაზებას შორის  შენთვის რეალურად ხელსაყრელი წინადადების შერჩევა საკმაოდ რთულია.  თუ ახალ წელს, ახალი ავეჯითა და განახლებული ინტერიერით შეხვედრას გეგმავ, ჩვენ გთავაზობთ 10 გამორჩეულ ნივთს, რომელსაც განსაკუთრებული ფასდაკლებით, ავეჯის ამერიკულ კომპანია „ეშლი ჰოუმსთორიში“ შეიძენთ. ახალი წელი წარმოუდგენელია სტუმრების გარეშე. სტუმრების მიღება კი განსაკუთრებით სასიამოვნოა …

ბათუმის რამდენიმე ქუჩა ახალ წელს გარეგანათების გარეშე შეხვდება

ბათუმში, 9 მარტისა და „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეების თქმით, ორ კვირაზე მეტია გარეგანათება გამორთულია. ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს გარეგანათების მოვლა-ექსპლუატაციაზე ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“, აგვისტოში, 2 მილიონ 60 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. „უკვე 2 კვირაზე მეტია ბათუმი პლაზას მიმდებარე ქუჩებზე [9 მარტის ქუჩა, წერეთლის შესახვევი, ზურაბ ბერიძის ქუჩა და ზურაბ ბერიძის შესახვევი] არ არის გარეგანათება [არცერთი ლამპიონი …

26 ნოემბერს, ღამით, ბათუმის 38 ქუჩაზე წყლის მიწოდება წყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 26 ნოემბერს, 01:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ბათუმში წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: გოგებაშვილის ქუჩა ოთარ ჭილაძის ქუჩა ე. ნინოშვილის ქუჩა საბაჟოს შესახვევი ქუთაისის ქუჩა ზ. გამსახურდიას ქუჩა ხულოს ქუჩა გენ. მაზნიაშვილს ქუჩა კ. გამსახურდიას ქუჩა ს. ჟღენტის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩა კ. მარჯანიშვილის ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩა დ. თავდადებულის ქუჩა ჭაბუა …

Exit mobile version