ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დაეჯახა თუ არა ავტობუსი მოქალაქეს, გამოძიება დაადგენს – ბათუმის ავტოტრანსპორტი

02.06.2022
დაეჯახა თუ არა ავტობუსი მოქალაქეს, გამოძიება დაადგენს – ბათუმის ავტოტრანსპორტი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსთან დაკავშირებულ ინციდენტს სამართალდამცავები სწავლობენ. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12 საათზე, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა – სავარაუდოდ, ავტობუსი მოქალაქეს დაეჯახა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კი, მუნიციპალურ ავტობუსს [N4] გარკვეული დროით გადაადგილების უფლება არ მისცა.

გორგილაძის ქუჩა / ავტობუსთან დაკავშირებული ინციდენტი / 2.06.2022

„დაჯახებას, როგორც ასეთი, ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოდ, მოქალაქე გადადიოდა გზის სავალ ნაწილზე და მას ფეხი დაუცდა – პირველადი ინფორმაცია რაც გვაქვს ამ დროისთვის, ესაა. გამოიკითხნენ ავტობუსში მყოფი მგზავრებიც, გრძელდება გამოძიება და ყველა დეტალს ის დააზუსტებს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციითვე, შემთხვევის შედეგად მოქალაქე არ დაშავებულა და თავს კარგად გრძნობს.

გორგილაძის ქუჩა / ავტობუსთან დაკავშირებული ინციდენტი / 2.06.2022

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: