„[ინერტული] მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო უცნობია“, – აღნიშნულია პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებაა დაწყებული. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ტენდერის გარეშე „ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის …
Tag Archives: ბათუმი
56 ლიფტის შესაცვლელად ბათუმის ბიუჯეტიდან 4,9 მილიონი დაიხარჯება – ნახეთ მისამართები
ბათუმში 56 ძველი ლიფტის შესაცვლელად ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი, ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 4 989 195 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება. რაც შეეხება ლიფტების შეცვლას [დემონტაჟი-მონტაჟი], მთლიანად უნდა …
საფეხმავლო ხიდები შარტავას გამზირზე ბათუმში – როდის დასრულდება სამუშაოები
ბათუმში ჟიული შარტავას გამზირის „განახლება“ მთავრობის პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 2022 წლის სექტემბერში მაინც უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღემდე გრძელდება და ის სულ მცირე, 2023 წლის ოქტომბრამდე, ალბათ, არც დასრულდება. პროექტი მთლიანობაში შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნების რეაბილიტაციას და საფეხმავლო ხიდების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიზნით ხეივნები 2021 წლის აგვისტოდან შემოღობილია. ერთი ხიდი შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების …
Continue reading “საფეხმავლო ხიდები შარტავას გამზირზე ბათუმში – როდის დასრულდება სამუშაოები”
ბათუმში რამდენიმე დასახლებას სასმელი წყალი არ მიეწოდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, 5 მარტს, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა: წინსვლის, ჩაისუბნის, თამარისა და ბარცხანის დასახლებებში, ასევე განთიადისა და მახინჯაურში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება დღეს, საღამოს 8 საათისთვის აღდგება.
2 მილიონი ლარი ატრაქციონების მონტაჟისა და რემონტისთვის ბათუმში – ნახეთ მისამართები
ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყება და 27 მარტს დასრულდება. პირობის მიხედვით, საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა განხორციელდეს. მისამართები ბათუმში, …
ერთი წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე | ფოტო
დღეს 24 თებერვალს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დღეს, ომის ერთი წლის თავზე, ბათუმში მყოფი უკრაინელები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და ისაუბრეს იმ სისასტიკეზე, რაც რუსეთი სჩადის უკრაინაში.
ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება
ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოწყობას ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 1 167 949 ლარად გეგმავს. სკეიტპარკი უკრაინის მოქალაქის პროექტის მიხედვით მოეწყობა, სამუშაოებს კი ბულვარი ტენდერით შეისყიდის. ტენდერის გამოცხადებამდე ბულვარის ადმინისტრაცია ბაზარს იკვლევს. „ელექტრონული ტენდერის დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს წინასწარი ბაზრის კვლევა, პოტენციური მიმწოდებლის გამოცდილების დადგენის მიზნით“ – აღნიშნულია ბულვარის განაცხადში და ის დაინტერესებული პირებისგან …
Continue reading “ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები – შსს ბათუმში აფეთქებაზე
„გამოძიების ფარგლებში განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. პოლიციამ უკვე გამოჰკითხა თვითმხილველები,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში. საუბარია აფეთქებაზე ზღვაში, ბათუმის სანაპიროზე. შემთხვევა მოხდა გუშინ, 13 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის …
Continue reading “ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები – შსს ბათუმში აფეთქებაზე”
ბათუმის მერიასთან კორპუსის მშენებლობას გეგმავენ – საკრებულომ გენგეგმა დაამტკიცა
ბათუმის მერიასთან ახლოს, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, კორპუსის მშენებლობა იგეგმება. ბათუმის საკრებულომ გუშინ სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია. დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულომ გუშინ, 13 თებერვალს დაამტკიცა, ძეგლის დაცვის ზონაში ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. მერიის ინფორმაციით, აქ შპს „დიო ბილდინგი“ მშენებლობას ბარაკული ტიპის …
Continue reading “ბათუმის მერიასთან კორპუსის მშენებლობას გეგმავენ – საკრებულომ გენგეგმა დაამტკიცა”
შსს-ს განცხადება ბათუმში აფეთქებაზე
დღეს, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში, ზღვაში აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით არც ერთი ოფიციალური უწყება არ განმარტავს, რა აფეთქდა ზღვაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20:00 საათზე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქების ადგილას გამნაღმველები არიან მისული და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. „შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების …
აფეთქება ზღვაში, ბათუმის სანაპიროზე [VIDEO]
დღეს, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, აფეთქება მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზღვაში ამ ეტაპზე უცნობი საგანი აფეთქდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. 19:40 საათი: – „ბათუმელები“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას სახელმწიფო უწყებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ ამბობენ, რა აფეთქდა ბათუმის სანაპიროზე. 20:00 საათი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, …
Continue reading “აფეთქება ზღვაში, ბათუმის სანაპიროზე [VIDEO]”
რა ხდება ბათუმის სანაპიროზე, რომელსაც ხელოვნურად კვებავენ | ფოტო
ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. ათიათასობით ტონა ხრეში აეროპორტისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ, იმ ადგილებში შეიტანეს, რომელიც ზღვამ შტორმის დროს დაანგრია. სანაპიროს ხელოვნური კვება დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც სხვა ადგილები წაირეცხა. სანაპირო ზოლს ზღვა ამჯერად ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარედ ანგრევს: პროექტის ფარგლებში ზღვაში, ჭოროხის დელტიდან ამოღებული 413 ათასი კუბური მეტრი …
Continue reading “რა ხდება ბათუმის სანაპიროზე, რომელსაც ხელოვნურად კვებავენ | ფოტო”
„მადლობა სამშობლოვ, რომ მწიხლავ“ – სტუდენტი ბინის ძიებაში
ბათუმის უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ისიც კი არ ვიცოდი, ავტობუსში ბარათი როგორ გამეტარებინა. ჩემმა ნათესავმა უნივერსიტეტში ჩაბარება 50 ლარის ჩუქებით მომილოცა. იცით, რამდენი ხანი ვიჯექი საქართველოს ბანკის სტაფილოსფრად შეღებილ რკინის სკამებზე და ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც ბანკომატიდან ფულს ხსნიდნენ? მგონი, ვერ გამოიცნობთ. ადამიანები სულ ზურგით დგებიან და რთულია კარგად დაინახო, რა თანმიმდევრობით ასრულებენ მოქმედებებს ანგარიშიდან თანხის მოსახსნელად. …
Continue reading “„მადლობა სამშობლოვ, რომ მწიხლავ“ – სტუდენტი ბინის ძიებაში”
ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მთავრობას სურდა, ანუ როგორ დაადუმეს ბათუმი
ბათუმში სამშენებლო ღობეებზე აღარავინ აბრახუნებს, არავინ სვამს კითხვებს, სად და როდის იმართება იმ დიდი პროექტების საჯარო განხილვები, რომლებსაც მერია დასამტკიცებლად ამზადებს, შემდეგ კი საკრებულო ამტკიცებს. არავინ ითხოვს საკრებულოს სხდომაზე ერთი, ორი ან მეტი საშვის დაშვებას. არავის სჭირდება სხდომათა დარბაზში მეტი ადგილი მოქალაქეებისთვის, აღარავინ ბრაზობს, აღარავინ ყვირის, აღარავინ სკანდირებს „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, – ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც …
Continue reading “ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მთავრობას სურდა, ანუ როგორ დაადუმეს ბათუმი”
მეეზოვის 18 ვაკანსია ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში
ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურს მეეზოვის 18 ვაკანსია აქვს. მეეზოვეები შვიდ ლოკაციაზე იმუშავებენ. როგორც სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, ვაკანსიაზე შესარჩევად კონკრეტული კრიტერიუმი არ აქვთ, „მთავარია, ჰქონდეთ მუშაობის სურვილი და ფიზიკურადაც შეეძლოთ მუშაობა,“ – გვითხრეს სამსახურში. მეეზოვის ხელფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, დღის განმავლობაში რა დროს სურს მუშაობა. დილით, ანუ პირველ ცვლაში მეეზოვის ხელფასი (დარიცხვით) 700 ლარია, სამუშაო 06:00 …
Continue reading “მეეზოვის 18 ვაკანსია ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში”
ბარცხანის პლაჟი აღარ არსებობს – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში | ფოტო
ბათუმში, ბარცხანის სანაპიროსთან, ზღვის 12,5 ჰექტარ ტერიტორიას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ადგილი შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება იმ პროექტის ფარგლებში, რომლითაც აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავს. აღნიშნული პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მიმდინარე სამუშაოების გამო, ფაქტობრივად, პლაჟი აქ უკვე აღარ არსებობს – „ამბასადორმა“ შეიტანა ლოდები და სხვა ინერტული მასალა, რომელსაც ზღვაში ყრიან. …
Continue reading “ბარცხანის პლაჟი აღარ არსებობს – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში | ფოტო”
„კიბე რომ ჩამოინგრეს, მერე მოვლენ მერიიდან მგლოვიარე სახეებით?“ – ავარიული სახლი ბათუმში
„ეს კიბე რომ ჩამოინგრეს, მერე მოვლენ მერიიდან მგლოვიარე სახეებით? ქარზეც კი ექანება უკვე სახლი… ამ კიბეებით დადიან ბავშვები,“ – გვიყვება ნანა ლორთქიფანიძე. ის ბათუმში, მუსხელიშვილის №64-ში, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს. მუსხელიშვილის №64 ბათუმის მერიის მიერ აღწერილ ავარიული სახლების სიაშია, თუმცა აქ მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს პასუხს კითხვებზე: როდის აშენდება ახალი კორპუსი? რატომ ვერ გადაჰყავთ ოჯახები ქირით …
ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი
ბათუმის ბიუჯეტიდან „უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის“ 2023 წელს 100 ათასი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაცხადა. პირობის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება. …
Continue reading “ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი”
აქცია ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად
დღეს, 29 იანვარს, ბათუმში ცხოველთა დამცველები და მოყვარულები შეიკრიბნენ და იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, არის ის, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს პირი, რომელმაც, ბათუმში პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც შემდეგ დაიღუპა. ბათუმის მერიისგან კი, მოქალაქეები მოითხოვენ დაიცვას მიუსაფარი ცხოველები და დროულად აშენდეს ძაღლების ახალი თავშესაფარი. შინაგან საქმეთა …
Continue reading “აქცია ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად”
რატომ მიანიჭა unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი
ბათუმის მერიის ინფორმაციით, unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 იანვარს, გავრცელდა. „ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა ნიშნით მიიღო ბათუმმა აღნიშნული სტატუსი. როგორც ორგანიზაციაში გვითხრეს, კანდიდატის სტატუსი ქალაქს იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ ის მზად არის შეიმუშაოს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. „ბავშვზე მორგებული …
Continue reading “რატომ მიანიჭა unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი”
ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვარში – ბათუმის სანაპიროზე 200 ათასი კუბ.მ ხრეშია შეტანილი
ბათუმის სანაპიროზე ხრეში უკვე ახალი ბულვარის გასწვრივ შეაქვთ. ხრეშის შეტანა აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ამ დროისთვის, როგორც სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ბონდი 2009“-ში გვითხრეს, 200 ათას კუბურ მეტრზე მეტი ხრეშია შეტანილი. ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვებისთვის, შესაბამისად ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად, ჯამში კომპანიამ სანაპიროზე სულ 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანოს. სამუშაოებისთვის აჭარის …
რომელი ქუჩების შეკეთება დაიწყება წელს ბათუმში – ბიუჯეტიდან 59 მილიონი ლარი დაიხარჯება
ბათუმში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ორი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ორივე ტენდერში, ჯამში, 59 მილიონ 354 ათას 417 ლარია. პირველი ტენდერის ფარგლებში იგეგმება: გიორგი ლეონიძის ქუჩის კეთილმოწყობა შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია – პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში ასევე, მონაკვეთების: ალ. სულაბერიძისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების კვეთიდან ალ. …
ბათუმის იუსტიციის სახლთან უსაფრთხოების კუნძულებს მოაწყობენ
ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა იგეგმება. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. მომსახურებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტიდან, მაქსიმუმ 87 839 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს. ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ ამ წრიულთან საფეხმავლო ხიდებიც უნდა აშენდეს, რომლებიც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს და გმირთა ხეივანს …
Continue reading “ბათუმის იუსტიციის სახლთან უსაფრთხოების კუნძულებს მოაწყობენ”
რუსთაველზე 46 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელ კორპუსს ააშენებენ
ბათუმში, რუსთაველის 21-ში, სადაც ე.წ. ბარაკული ტიპის და ორსართულიანი სახლებია, კომპანია შპს „გრინკო“, მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, არსებულ შენობებს დაანგრევს და აქ 13-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ბათუმის მერიამ 2023 წლის 11 იანვარს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სკრინინგის განცხადებით მიმართა. ამ ადგილის განაშენიანების დეტალური კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 2022 წლის …
Continue reading “რუსთაველზე 46 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელ კორპუსს ააშენებენ”
როგორ შეიცვალა ბათუმი 2009 წლიდან 2022 წლამდე | ფოტო
ამ სტატიაში გაჩვენებთ, როგორ შეიცვალა ბათუმის ლანდშაფტი 2009 წლიდან 2022 წლამდე. ფოტოების წყაროა პროგრამა Google Earth Pro. ფოტოს შუაში თეთრი ნიშნულის მარცხნივ და მარჯვნივ გადაჩოჩებით შეძლებთ დაინახოთ სხვაობა. პირველ ფოტოზე ხედავთ წრიულს, სადაც ერთმანეთს უკავშირდება აეროპორტის გზატკეცილი, ანგისის, კობალაძის, აბუსერიძის, კაჭარავას და აღმაშენებლის ქუჩები, ასევე, წრიულის მიმდებარე ტერიტორიას: ახალი ბულვარის ტერიტორია: არდაგანის ტბისა და ჟიული …
Continue reading “როგორ შეიცვალა ბათუმი 2009 წლიდან 2022 წლამდე | ფოტო”
ბათუმში 53 ლიფტს ახლით შეცვლიან – ნახეთ მისამართები
ბათუმში, 36 მისამართზე, 53 ლიფტის ახლით შეცვლაა დაგეგმილი. ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, ლიფტების მონტაჟი წელს უნდა დაიწყოს და 2024 წელში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. პროგრამის მიხედვით კი, შესყიდვის სავარაუდო საერთო ღირებულება, ჯამში, 5 196 924 ლარია. ამავე პროგრამაში აღნიშნულია, რომ „მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში …
Continue reading “ბათუმში 53 ლიფტს ახლით შეცვლიან – ნახეთ მისამართები”
ბათუმში ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი გამოჩნდა. მერიაში ამბობენ, რომ არაფერი იციან
ბათუმში, დაახლოებით 10 დღის წინ, ყვითელი შეფერილობის ველოსიპედები გამოჩნდა – გასაქირავებლად. ბათუმი ველოსგან განსხვავებით, ამ ველოსიპედებს სპეციალური საპარკინგე ადგილები, ველოტერმინალი არ სჭირდება. ველოსიპედის დაქირავება შეიძლება აპლიკაციით, გაჩერება კი დასაშვებია ყველგან, ოღონდ სხვა გამვლელებს ხელი არ უნდა შეეშალოთ. ბათუმის მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ვის ეკუთვნის ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი და ეს ინფორმაცია უნდა …
როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადახდა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განუცხადეს. „მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სხვადასხვა ბანკთან მოლაპარაკებებს „საქართველოს ბანკი“ აწარმოებს და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სავარაუდოდ, იანვრის თვის ბოლოს, ველოდებით, რომ გადახდა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს ავტოტრანსპორტში. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის …
Continue reading “როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით”
ბათუმის მერიას 78-მილიონიანი ტენდერისთვის უჩივიან – ვისთვის უნდა ააშენონ ამ თანხით კორპუსები
ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 იანვარს დაიწყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 78 589 607 ლარით აქვს გამოცხადებული. კომპანია „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფი“ კი, მერიის სამმართველოს სატენდერო პირობების გამო დავების საბჭოში უჩივის. კომპანია საბჭოსგან ითხოვს, დაავალდებულონ სამმართველო „სატენდერო პირობები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში დაგეგმილია: ე.წ …
ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი „ცუდი“ და „ძალიან ცუდია“
ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 11 იანვრისთვის გაუარესებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი „ცუდი“ და „ძალიან ცუდია“. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. 11 იანვრის დილის 11 საათის მონაცემებით, ბათუმში PM10-ის მაჩვენებელი არის …
სად შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში, ხელვაჩაურში 10-12 იანვარს და როდის აღდგება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, 10 იანვარს დილის 08:00 საათიდან ბათუმში ფრიდონ ხალვაშის, აღმაშენებლის, ტაბიძის, გულუას, ლეონიძის, ხახულის, ევდენოზისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა. ამ ქუჩებზე აბონენტებს გაზის მიწოდება 11 იანვრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ხელვაჩაურში [მათ შორის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე] ხვალ, 11 …
Continue reading “სად შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში, ხელვაჩაურში 10-12 იანვარს და როდის აღდგება”
ეზოს მისამართები ბათუმში, სადაც მერია ჭიშკრებს მოაწყობს
საცხოვრებელი სახლების ეზოს შესასვლელებში ჭიშკრების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 132 910 ლარია გამოყოფილი. შეიცვლება ძველი [სადაც არის] და ახალი ჭიშკრები მოეწყობა შემდეგ მისამართებზე: ასათიანის N28, ბერიძის N13, ვაჟა-ფშაველას N63, ზუბალაშვილის N22, თავდადებულის N1-3, თავდადებულის N22, თავდადებულის N33, კომახიძის N20, კომახიძის N23, კოსტავას N9 [ორი ჭიშკარი], ლერმონტოვის N20 [ორი ჭიშკარი], ფარნავაზ მეფის N6-8, წერეთლის N12. მერიის …
Continue reading “ეზოს მისამართები ბათუმში, სადაც მერია ჭიშკრებს მოაწყობს”
ბათუმის სანაპიროზე 132 000 კუბ/მ ხრეში შეიტანეს – რამდენი იხარჯება ხელოვნური პლაჟისთვის
ბათუმის სანაპირო ზოლში შესატანი 413 ათასი კუბური მეტრი ხრეშიდან ამ დროისთვის 132 ათასი კუბური მეტრი უკვე შეტანილია. კომპანია „ბონდი 2009“-ში აცხადებენ, რომ სამუშაოები გრაფიკის მიხედვით სრულდება და დარჩენილი ხრეშის შეტანა ამინდსა და მდინარე ჭოროხის კარიერებიდან ინერტული მასალის ამოღებაზეა დამოკიდებული. ხრეშის შეტანა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და ეს ბათუმის პლაჟის ხელოვნურად აღდგენისთვისაა საჭირო. პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, …
31 დეკემბერს ავტობუსები ბათუმში ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ
31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, №1, №1ა, №3, №11 და №13 სამარშრუტო ხაზებზე მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ. „გარდა ამისა, 18:00-დან 02:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“, – აცხადებს კომპანია. 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. — ასეთი გრაფიკით საქალაქო ავტობუსები მოძრაობდნენ 25 დეკემბერსაც, როცა ევროპის მოედანზე საახალწლო …
Continue reading “31 დეკემბერს ავტობუსები ბათუმში ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ”
25 და 31 დეკემბერს ბათუმში ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ
დღეს, 25 დეკემბერს და ასევე, 31 დეკემბერს, წინასაახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში 02:00 საათამდე იმოძრავებენ. „გარდა ამისა, მითითებულ დღეებში, 18:00-დან 02:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“, – აცხადებს კომპანია. ბათუმში დღეს, 25 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხე აანთეს. ევროპის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები სწორედ 02 საათამდე შეძლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას. ___ ამავე …
Continue reading “25 და 31 დეკემბერს ბათუმში ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ”
ბათუმში ნაძვის ხე აინთო: საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე – ფოტო
დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხე ოფიციალურად აანთეს. ევროპის მოედანი შევსებულია ხალხით. 2023 წელს ბათუმი ახალი ნაძვის ხით შეხვდება, რომელშიც ქალაქის ბიუჯეტიდან მერიამ მილიონამდე ლარი გადაიხადა. ევროპის მოედანზე გალა კონცერტი დღეს 18:00 საათიდან დაიწყო და 24:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობენ: „ლურჯი იალქანი“, „პირამიდა“, ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად, DJ ნუგო. ევროპის მოედანთან აბაშიძის გამზირი …
Continue reading “ბათუმში ნაძვის ხე აინთო: საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე – ფოტო”