ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში ოთხი მიმართულებით მოძრავი მიკროვტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. №39, 49, 56, 44 სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები მგზავრობის ტარიფის გაძვირებას ითხოვენ და ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე იკრიბებიან. „ისინი საპროტესტო აქციას განაგრძობენ ბათუმის მერიასთან, რადგან მერიამ მათთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა,“ – გვიყვება ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე, რომელიც გაფიცულებს აქციის ორგანიზებაში ეხმარება. თამაზ ბაკურიძის თქმით, მძღოლები მგზავრობის …

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან ბათუმსა და დანარჩენ საქართველოში

პირველი მარტიდან ბათუმში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. კერძოდ, მუშაობას იწყებენ საბავშვო ბაღები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. რესტორნებს შესაძლებლობა აქვთ, სტუმრები შიდა სივრცეშიც მიიღონ. ნახეთ ვრცლად ჩამონათვალი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით; მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან; ბათუმში რესტორნები სტუმრების მიღებას …

ბათუმელი წყალბურთელები პანდემიის გამო „პლაზას“ აუზში ვეღარ ივარჯიშებენ

ბათუმელი წყალბურთელები „მარდი პლაზას“ საცურაო აუზით ვეღარ ისარგებლებენ. პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო „პლაზამ“ წყალბურთის კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტა. იმის გამო, რომ კლუბს საკუთრებაში არ გააჩნია საცურაო აუზი, შპს „წყალბურთის კლუბი ბათუმი“ შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმოს შპს „მარი ჯგუფთან“. ბათუმელი წყალბურთელები მარტიდან, სავარაუდოდ, სწორედ „მარი ჯგუფის“ აუზში …

ბრიტანელმა ველოსიპედისტმა საქველმოქმედო მოგზაურობა ჩინეთამდე ბათუმიდან დაიწყო

26 წლის ლუკ გრენფელ შოუ თავის საქველმოქმედო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. “ბრისტოლიდან ბეიჯინამდე” – ამ სახელწოდების ველომარშუტის გავლას ლუკ გრენფელ შოუ თავის დედასთან ერთად ველოსიპედით აპირებს. ველოსიპედისტი ამ გზით 30 ქვეყანას გაივლის და ამ დროის განმავლობაში სიმსივნით დაავადებულთათვის 300 ათასი ევროს შეგროვება აქვს განზრახული. დიდი მოგზაურობის დაწყებამდე ველოსიპედისტმა მთიანი აჭარა მოიარა. მისი ბათუმში ყოფნის კადრები აჭარის …

აქციის მონაწილეების და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში – დააკავეს 11 პირი

„დაადეთ ნარუშნიკები“, – ისმის კადრებში პოლიციელის ბრძანება, რომელიც აქციის მონაწილეს აქვს გადაღებული. 6 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, ისე როგორც თბილისში, აქცია გაიმართა „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ. თბილისში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს. ბათუმში კი, როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს პოლიციამ სცემა და, სავარაუდოდ, დააკავა კიდეც. თვითმხილველმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, …

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ 5 ათასი ხელმოწერა შეგროვდა 

„შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება“ – ამ მოთხოვნით არსებულ პეტიციას უკვე 5 152 ადამიანი აწერს ხელს. პეტიციით გათვალისწინებული ხელმომწერების რაოდენობა სულ 4 დღეში შეგროვდა – პეტიციაზე ხელმოწერები 30 იანვრიდან დაიწყო. პეტიციის მოთხოვნა ბათუმის ძველ ბულვარში 16-სართულიან მშენებლობის შეჩერებაა, ასევე ის, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე აღარ გაიცეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებლობის ნებართვა. „ხელმოწერების შეგროვება ისევ გრძელდება, …

კაფეები ბათუმში დღეს [ფოტო]

დღეს, პირველი თებერვლიდან, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ბათუმსა და აჭარაში: აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობებში გაიხსნა მაღაზიები მუშაობას განაახლებენ მოლები გაიხსნა ღია კაფეები  ამავე თემაზე: რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს ბათუმში და რა დარჩა

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ეს არის გოგოლის ქუჩის მონაკვეთი – წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე. გოგოლის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 804 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ბათუმის მერია ტენდერით გამარჯვებულს შეარჩევს. ტენდერი ჯერ მერიას არ გამოუცხადებია. გოგოლის ქუჩის ეს …

ბათუმში 20 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბათუმში, 20 ქუჩაზე ერთი ღამით წყალმომარაგება შეწყდება. წყალი 8 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან გაითიშება და 9 იანვრის 09:00 საათამდე არ იქნება. წყალი გათიშული იქნება შემდეგ ქუჩებზე: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა, დავით კლდიაშვილის ქუჩა, ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ილია …

ბათუმში საცხოვრებელ ბინას ხანძარი გაუჩნდა

დღეს, 28 დეკემბერს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.  დაიწვა მე-6 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ______________ მანანა ძიძიშვილის ფოტო

ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა დასრულდა [ფოტოამბავი]

კომპანია “დაგიმ” ბათუმში კომაროვის სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დათქმულ ვადაში დაასრულა. სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი,  ხოლო კამპუსი – 100  ბავშვზე. საგანმანათლებლო დაწესებულება სვიშევსკის ქუჩა N1-ში აშენდა და ჯამში მისი ფართობი 7700 კვადრატული მეტრია, ხოლო პროექტის ღირებულება –  11 მილიონ ლარზე მეტი. პროექტის მენეჯერის განცხადებით, შენობები უმაღლესი ხარისხის მასალებით აიგო და იქ მოსწავლეებს ყველა პირობა …

„რით დავგავო, როცა ცოცხიც კი არ მაქვს?“ – მეეზოვე ამბობს, რომ 25 დეკემბრიდან გაფიცვას გეგმავენ

მეეზოვე ცისანა მსხალაძე იხსენებს, როგორ დაურიცხეს შარშან, 2019 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში პრემიის სახით მეცამეტე ხელფასი. ის ამბობს, რომ მეეზოვეებს და სანდასუფთავების სხვა თანაშრომლებს, კერძოდ, ნაგვის მანქანების მძღოლებს, ნაგვის კონტეინერების გამტანებს, მე-13 ხელფასს საახალწლოდ  წელსაც დაჰპირდნენ, მაგრამ აღარ აძლევენ. „დირექტორმა გვითხრა, რომ მერია ამბობს უარს მოგვცეს მეცამეტე ხელფასი“, – გვიყვება ცისანა მსხალაძე. „შარშან დაგვპირდნენ …

ავარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე

დღეს, 18 დეკემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, რუსთაველისა და მელიქიშვლის ქუჩების გზაჯვარედინთან. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა თითქმის ცარიელ ქუჩაზე ბორდიურს შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ორი პირი იყო. თუმცა, შეჯახების მიუხედავად, სამედიცინო დახმარება არც ერთ მათგანს არ დასჭირვებია. შემთხვევის ადგილზე უკვე პოლიციაც მივიდა.

ავარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე – მოძრაობის წესების შეცვლის მეორე დღე

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსისთვის განკუთვნილ სავალ ზოლში შეეჯახნენ ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის, გორგილაძის ქუჩაზე, მოძრაობის წესები გუშინ, 15 დეკემბერს შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

ბავშვებმა სატვირთო ავტომანქანას „ბომბაჩკები“ ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა ბავშვებმა სატვირთო ავტიმანქანის ქვეშ „ბომბაჩკები“ შეაგდეს. სატვირთო ავტომანქანა მანდარინით იყო დატვირთული.

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა

ბათუმში დღეიდან, 15 დეკემბრიდან, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია არეგულირებს. კონკრეტულად: გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვეღარ შემოვა ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამ მონაკვეთში/ზოლში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები იმოძრავებენ. ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში სპეციალურ ნიშანს „შესვლა აკრძალულია“ ამ წუთებში [11:50 სთ] ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, იყო ტექნიკური პრობლემა და …

ვინ არ გადაიხდის დასუფთავების გადასახადს ბათუმში ნოემბერ-თებერვალში

ბათუმის მოსახლეობა 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის, ასევე თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია. დასუფთავების გადასახადს ასევე არ გადაიხდიან ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება. ეს კატეგორია გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებულია მხოლოდ დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი …

თბილი დეკემბერი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში უჩვეულოდ თბილი დეკემბერია. ჰაერის ტემპერატურა დღეს, 14 დეკემბერს, 20 გრადუსს აღწევს. ზღვის სანაპიროზე ბავშვებსა და ძაღლებს ასეირნებენ, წყვილებად, მარტო ან მეგობრებთან ერთად ისვენებენ ბულვარსა და ტბისპირა პარკში.

ბათუმის რომელ ქუჩებზე გახდება მოძრაობა ცალმხრივი 15 დეკემბრიდან – ახალი სქემა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები 15 დეკემბრიდან შეიცვლება, რის შემდეგაც ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუჩებზე მონიშნულია მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლიც [ე.წ. Bus lane]. ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია ველოსიპედების მოძრაობაც. რა იცვლება კონკრეტულად 15 დეკემბრიდან: გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით; გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის …

რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები

„მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს“, – ფიქრობენ საპროტესტო აქციის ლიდერები ბათუმში. აქ თვლიან, რომ საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს და პირიქით, საჭიროა მისი გაფართოება. 35-ე დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბათუმში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ხვალინდელი დღე მოლაპარაკების მორიგ რაუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში. აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ დგანან სამართალდამცველები, …

რიჟვაძისთვის ბუშტების გაგზავნის შემდეგ აქციის მონაწილე დააკავეს | LIVE

აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციის  მონაწილე – ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.  აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ვიდეოკადრების მიხედვით, პოლიციის მანქანაში რამდენიმე პირი ჩასვეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, ჰეილუმის ბუშტებზე მათ გააკეთეს წარწერა, რითაც თორნიკე რიჟვაძეს ხალხთან გამოსვლისკენ მოუწოდეს. ვიდეოკადრების მიხედვით, აქციაზე მინიმუმ ორი პირი დაშავდა. დაპირისპირება აქციის …

საპროტესტო აქცია ბათუმში ორმეტრიანი დისტანციით [ვიდეო]

ბათუმში საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს 3 საათზე შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება. აქციაზე დღეს ყველაზე ხშირად ლიდერები სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნისკენ მოუწოდებდნენ. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა სპეციალური სტიკერები გააკრეს, რომელთა შორის მანძილი 2 მეტრია. საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღევანდელ აქციაზე თემურ ბერიძემაც მიმართა. ის ხულოს არქივის უფროსია …

როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში

ბათუმში 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს ახალი სქემა, რომელიც რამდენიმე ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლის [ე.წ. Bus lane] მონიშვნას ითვალისწინებს. ახალი სქემა ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესებს შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, მძღოლებს მაინც მოუწევთ [15 დეკემბრიდან, ან მანამდეც] დაემორჩილონ მოძრაობის ახალ წესებს. ამ წესებით მუნიციპალური ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში სხვა …

E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა. ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით. …

გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, უახლოეს დღეებში ტრანსპორტი ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით [ამავე მონაკვეთში] მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს. ამასთან, შეიცვლება პარკინგის წესებიც. ავტომანქანების გაჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუჩის მარჯვენა მხარეს. რაც შეეხება მარცხენა მხარეს, აქ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ე.წ. Bus lane] დახაზვა გოrგილაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია. „გორგილაძის ქუჩაზე ამჯერად …

ბათუმში ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა

ბათუმში, ბონის დასახლებაში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ რეზერვუარს ცეცხლი მოედო, საგანგაშო სიტუაცია აღარ არის. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები. განახლება: ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ცეცხლი ნავთობის ცისტერნას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. …

პოლიციამ ბათუმში ქალის მკვლელობის ფაქტზე კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1977 წელს დაბადებული ზ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს – ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე …

ბათუმში 50 წლის ქალი მოკლეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 50 წლის ქალი მოკლეს, ის ბელორუსიის მოქალაქეა. მკვლელობა სავარაუდოდ დანით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ბათუმში აქციაზე შუშის ჩამსხვრევის შედეგად მინიმუმ 5 პირი დაშავდა

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ჩაიმსხვრა საოლქო კომისიის შენობის გვერდით მდებარე სილამაზის სალონის ვიტრინა, რის გამოც ადამიანები დაშავდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაშავებულია მინიმუმ ხუთი პირი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე, რომელიც ამ დრომდე აქციაზე რჩება. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციიდან კლინიკაში გადაყვანილია ორი ადამიანი, პირველადი ინფორმაციით, …

„გადაღლილობის ნიადაგზე მოხდა“ – უბნები, სადაც კომისიის წევრებს მათემატიკა დაავიწყდათ

„დაძაბული სამუშაო გარემო“ და „გადაღლილობის ნიადაგზე“ – ამ ფრაზებს თითქმის ყველა საუბნო კომისიის თავმჯდომარის, ან მდივნის ახსნა-განმარტების წერილში ნახავთ. საუბარია საარჩევნო უბნებზე, სადაც შეცდომა შეცდომაზე დაუშვეს, თან ხშირად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და შეადგინეს ისეთი შემაჯამებელი ოქმები, რომლის ნახვამაც ბევრს გაუჩინა კითხვა: როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლება? რატომ დაუშვეს შეცდომები საუბნო საარჩევნო კომისიებმა, სადაც მინიმუმ …

ოპოზიცია ხვალ აჭარის მთავრობის სახლთან აქციას გამართავს

„ხვალ, 5 საათზე, არამარტო ბათუმი, მთელი აჭარა იქნება შეკრებილი მთავრობის სახლთან. მე ვპირდები თითოეულ ბათუმელს და აჭარის მოსახლეობას, მთელს საქართველოს, რომ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დავიცვათ თითოეული თქვენგანის ხმა,“ – აღნიშნა დღეს, 2 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე ლევან ვარშალომიძემ.  ის გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ბათუმში. საპროტესტო აქციას ბათუმში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივად გამართავენ. …

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გახსნეს

დღეს, 27 ოქტომბერს, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად 141 მილიონი ლარი დაიხარჯა. სტადიონის გახსნას პანდემიის გამო ფეხბურთის გულშემატკივარი არ დასწრებია. მაშინ, როცა სტადიონის გახსნის ცერემონია მიმდინარეობდა, სტადიონის წინ შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები. ისინი პრემიერ გახარიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ალტერნატივას”  …

ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტილი მონაკვეთი იანვრამდე არ გაიხსნება

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის ერთი ზოლი რამდენიმე დღეა ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. გადაკეტილია ქუჩის სავალი ნაწილი „კარფურსა“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის მონაკვეთში. ორმხრივი მოძრაობაა გზის სავალი ნაწილის მეორე ზოლში, რის გამოც აქ მუდმივად საცობია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე არაერთი მონაკვეთია გადაკეტილი. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს, „სამუშაოების დასრულების ვადა ორი თვეა, თუმცა, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს …

ავტომზიდი ხიდის ქვეშ გაიჭედა – საცობი მახინჯაურში

ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში, რკინიგზის გადასვლელი ხიდის ქვეშ სატვირთო მანქანამ საცობი გამოიწვია. ერთ-ერთი მგზავრი გვწერს, რომ სატვირთოს ავტომანქანები გადაჰქონდა, მაგრამ ის ხიდს ქვეშ ვერ გაეტია და ვეღარც უკან ბრუნდება. მგზავრების თქმით, ისინი დაახლოებით ერთი საათი საცობში არიან, რადგან მაგისტრალის ამ მონაკვეთში გზასაც არემონტებენ.

1 მილიონად გაარემონტებენ ხიდს ბარცხანაში, რომლის სიგრძე 366 მეტრია

ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 69 ათას 100 ლარამდეა გაზრდილი. სამუშაოების დასრულების ვადად კი, 2021 წლის 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული. ამ ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი სამმართველომ 2019 წელს ორჯერ გამოაცხადა – საწყისი თანხა 778 140 ლარი იყო, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. ამჯერად ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შეცვლა 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ მინიმუმ 20 ნოემბრამდე გადაიწია. ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საღებავით და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ ე.წ. Bus lane] დახაზვა 2020 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 621 628 ლარი დაიხარჯება. „ამ ვადამ გადაიწია …

Exit mobile version