2,2 მილიონი ლარი სკვერების მოსაწყობად ბათუმში – რა მისამართები შეარჩია მერიამ

ბათუმის მერიას 2,2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, ქალაქში 8 მისამართზე „სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის“. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ზოგან ახალი სკვერის მოწყობას [მცირე ფართობებზე], ზოგან კი, არსებულის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 275 853 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 5 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 10 იანვარს დასრულდება. სამუშაოები …

ხელოვნური პლაჟი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში გრძელდება ნატანის შეტანა სანაპირო ზოლში. ხელოვნური პლაჟების მოწყობის მიზნით, ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. ხელოვნურად შეტანილი ხრეშით კი, ზღვამ პლაჟის შექმნა უკვე დაიწყო: ხრეში ამჯერად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ნაპირდამცავ ნაგებობასთან შეაქვთ. სამუშაოებისთვის, რომელიც ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ …

ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს

ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა, მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დარჩენილი 5 ავტობუსის ბედი, თუმცა, ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. 5 ახალი ავტობუსის ფასი კი, ჯამში, 2 მილიონ 683 ათასი ლარია. „ბათუმისთვის არის 60. დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“, – მხოლოდ ეს გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში. „ბათუმელები“ შეეცადა …

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხეს 25 დეკემბერს აანთებენ – ღონისძიებების განრიგი

ბათუმის საახალწლო ნაძვის ხეს 25 დეკემბერს, 20:00 საათზე აანთებენ. ბათუმის კულტურის ცენტრმა საახალწლო დღეებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა. ამ განრიგის მიხედვით, კონცერტები 25 დეკემბრიდან  8 იანვრამდე გაგრძელდება. ნაძვის ხის მონტაჟი ბათუმის ევროპის მოედანზე უკვე დაწყებულია. ბათუმი საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის მორთვაში 4 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს. ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, 25 დეკემბერს …

გუშინ 10 ლარი გამოვიმუშავე, საკვებში არ მეყო და საღამოს უჭმელი დავწექი – 54 წლის მეურიკე ბათუმში

„მარშუტკებს“, მსუბუქ ავტომობილებსა და ავტობუსებს შორის გაძრომას ცდილობს. მძღოლები ჩამოწეული საქარე მინებიდან ერთხმად უყვირიან: „გაიწიე!“, „გამოიწიე“, „მალე წადი“, „დროზე“… დეკემბრის მზიანი ბათუმური დღე 54 წლის ნუგზარ მუშარბაძისთვის დილის 5 საათზე დაიწყო. ნუგზარი უკვე 4 თვეა, რაც ყოველ დღე, მათ შორის ცივ და წვიმიან ამინდებში ურიკით ტვირთს ხან ბაზრიდან ბაზარში და ხანაც საბითუმო მაღაზიებიდან სხვადასხვა ქუჩის …

ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად ხრეშის შეტანა გრძელდება

ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა გრძელდება. ხელოვნური პლაჟების მოწყობის მიზნით მ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. ხრეში ამჯერად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ნაპირდამცავ ნაგებობასთან შეაქვთ. სამუშაოებისთვის, რომელიც ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ კვებას [ქვიშა-ხრეშის შეტანას] ითვალისწინებს, აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი …

პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – რა ხდება ბათუმის კონცხზე

ნატანი მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის შეკვეთით მომზადდა და რომლის საფუძველზეც ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხრეშის ხელოვნურად შეტანა დაიწყო. „მიუხედავად იმისა, თუ რა …

რომელი ბარათებით შეიძლება ბათუმის ავტობუსებში გადახდა და როდის აჭრის 80 თეთრს

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალ აპარატებს ამონტაჟებენ, თუმცა გადახდის წესი ჯერ არ შეცვლილა. არ იცვლება მგზავრობის ფასიც და ერთი მგზავრობა 30 თეთრია. ახალი აპარატებით მგზავრობის საფასურის გადახდა ისევ იმ პლასტიკური ბარათებითაა შესაძლებელი, რომლებითაც ამ დრომდე ვიხდიდით. ამ ბარათების [მათ შორის საქართველოს ბანკის ბარათების] გარდა, სხვა ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით გადახდა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი. არის …

ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა. სამუშაო სპეციალისტების მიერ შესაბამისი კვლევების ჩატარებასაც მოიცავდა. აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან …

ბათუმის ავტობუსებში ახალ აპარატებს ამონტაჟებენ – მალე გადახდას ნებისმიერი ბარათით შეძლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატების დამონტაჟება დაწყებულია და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება. ახალი აპარატებით მგზავრებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის საფასური საქართველოს ბანკის ბარათების გარდა უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის მეშვეობითაც გადაიხადონ. „ახალი ვალიდატორების მეშვეობით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა Visa და MasterCard-ის ტიპის, უკონტაქტო ბარათის მფლობელ საერთაშორისო ვიზიტორებსაც შეეძლებათ.“ – აცხადებენ …

ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეწყვიტა აუქციონი, სადაც ერთ ლოტად ყიდდა ორ ნაკვეთს. აქედან ერთი – 5 859 კვადრატული მეტრი ფართობი – უშუალოდ პლაჟთანაა და ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აუქციონზე საწყისი გასაყიდი ფასი 15 მილიონ 100 ათასი ლარი იყო. სამინისტრომ აუქციონი ხელახლა გამოაცხადა, ოღონდ მხოლოდ ერთ ნაკვეთზე, ლანდშაფტური ნაკვეთი კი, ამოიღო. რატომ აღარ ყიდის ამ …

ზღვას ბათუმის სანაპირო ისევ მიაქვს, რა [არ]კეთდება ამის შესაჩერებლად

ბათუმში, ახალ ბულვართან ზღვამ კიდევ ერთხელ მიიტაცა სანაპირო. ძლიერმა შტორმმა 27 ნოემბერს დააზიანა დაახლოებით 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მანამდე ზღვას უკვე მიტაცებული და დანგრეული ჰქონდა ტერიტორია პლაჟის 300 მეტრ სიგრძეზე. ამჟამად ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის 1 კილომეტრიანი მონაკვეთია ჩანგრეული. ჯამში ზღვამ მიიტაცა დაახლოებით 8000 კვ.მ სანაპირო ზოლი [დაინგრა პრომინადი, ზღვამ მიიტაცა ან/და დააზიანა ბულვარის …

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 374 ათასი ლარი დაიხარჯება

ქალაქში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი 374 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ევროპის მოედანზე საგამოფენო სივრცის (დახლების) მოწყობა – ჯიხურების, ფანჩატურის დადგმა, შესასვლელი თაღის, სანტას კუთხის, საახალწლო ინსტალაციების მოწყობა, კარვებით, სცენის დეკორაციისა და ახალი წელი შენს ეზოში – მოსიარულე ავტომანქანებით უზრუნველყოფა; ასევე ცეცხლოვანი შოუს, ილუზიონისტის, აკრობატების, ჯამბაზების წარმოდგენა; ბიოტუალეტის, ტერიტორიის დალაგება დასუფთავების, …

მთავრობა ბათუმის პლაჟთან მიწას ყიდის – საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია

ბათუმში, პლაჟთან, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ორ მომიჯნავე ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ნაკვეთები მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის შესართავთან მდებარეობს და მათი საერთო ფართობი 22 292 კვადრატული მეტრია. აქედან 5 859 კვადრატული მეტრი ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკვეთების მოპირდაპირედ ზღვის აკვატორია [30 081 კვადრატული მეტრი], სახელმწიფოს თავის საკუთრებაში, …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში მესამე დღეა ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 23 ნოემბრიდან გაუარესდა. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. ორივე ეს მაჩვენებელი დღეს, 25 ნოემბერსაც, ცუდია: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის …

ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოწყობა დაიწყო – სანაპიროზე 413 000 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ

ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა დაწყებულია. ხელოვნური პლაჟების მოწყობა სანაპირო ზოლის დასაცავადაა აუცილებელი და ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ბონდი-2009“ აწარმოებს. კომპანიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. ტენდერის …

საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. წელს ბათუმი ახალ ნაძვის ხესაც იყიდის, რისთვისაც ცალკე 968 387 ლარი დაიხარჯება. ამას გასართობ თუ სხვა ღონისძიებების ხარჯებსაც თუ დავუმატებთ, ქალაქი საახალწლო დღეებში, მთლიანობაში, 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქის გაფორმების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 993 ათასი ლარით გამოაცხადა. სამუშაოები …

„არის ხალხი ზევიდან რომ გიყურებს, რაც ვართ, ჩვენ ვართო“ – მძღოლების დამხმარე ბათუმიდან

„ასე თუ გააჩერებ, 50 ლარით დაგაჯარიმებენ, არ შეიძლება“, – ეუბნებოდა 59 წლის გიორგი ჩხეიძე მძღოლს, როცა მას შევხვდით. გიორგი ბოლო 5 წელია, რაც ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ე.წ. „სტაიანშიკად“ მუშაობს. თუმცა მას სიტყვა „სტაიანშიკი“ კატეგორიულად არ მოსწონს: „რუსულად იძახით „სტაიანშიკიო“ – ეს მაღიზიანებს. „სტაიანშიკი“ რანაირი სათქმელია, თითქოსდა სალანძღავი სიტყვაა. ხომ შეიძლება, ქართულად ბოლოს და ბოლოს [მანქანების] …

რომელ უბნებში შეწყდება დღეს წყალი ბათუმში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით დღეს, 4 ნოემბერს, საღამოს 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ბათუმის რიგ ქუჩებს. „ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, 10:20 სთ-დან 20:00 სთ-მდე, წყლის მოწოდება შეეზღუდებათ ჰელიმიშზე, აღმაშენებლზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ხახული ქუჩასა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს,“- ნათქვამია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში. ასევე, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, …

მერის კაბინეტიდან 15 მეტრში განათების ბოძებია ჩამქრალი… ის კი ხელფასებს ზრდის – რეზო ხარაზი

„ბათუმის დატბორვიდან მეორე დღეს, ბათუმის საკრებულომ და მერიამ, იმის ნაცვლად, რომ ამ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ამ ქალაქში [მცხოვრებთა] სოციალურ მდგომარეობაზე ეზრუნათ, გადაწყვიტეს მყისიერად ხელფასების გაზრდა. რაც მორჩათ სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობიდან გადმოიტანეს და თავიანთი ვიცე მერის ხელფასს ზრდიან,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის …

მოსახლეობა ამბობს, რომ „ბლექსის“ ეზოდან ვირთხები და კოღოები ესევიან – დირექტორი უარყოფს

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 94ა-ში ხუთსართულიანი კორპუსი დგას. კორპუსის უკანა ეზო პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსის“ ეზოს გადაჰყურებს. ეზოში წლებია ბალახი იზრდება, ბალახს პერიოდულად ცელავს „ბლექსის“ ადმინისტრაცია, თუმცა, კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მოცელილ ბალახს ადგილზევე ტოვებენ. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოცელილი ბალახი ლპება და კოღოებისა და ვირთხების საბუდრად იქცევა. ლერმონტოვის ქუჩის 94ა-ში მცხოვრები ლუდა თხილაიშვილი ასევე გვიყვება, რომ მათი …

ცნობილია, ვინ იასპარეზებს ბათუმში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე – წილისყრა დასრულდა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 2023 წელს რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა გუშინ, 18 ოქტომბერს ბუქარესტში გაიმართა. საქართველო A ჯგუფში მოხვდა ბელგიასთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან ერთად. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში A და C ჯგუფის მატჩები გაიმართება, ხოლო რუმინეთში – B და D ჯგუფის. საქართველოში მატჩები ჩატარდება ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის სტადიონებზე. ჩემპიონატი …

ბათუმში 3 ადგილზე გარეგანათების აღსადგენად 415 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი

ბათუმში, სამ ადგილზე, გარეგანათების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ქალაქის ბიუჯეტიდან 415 ათას 324 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული. ტენდერის ფარგლებში გარეგანათებას აღადგენენ: „პორტა ბათუმი თაუერის“ მიმდებარედ [ე.წ. საოცრებათა პარკთან], ევროპის მოედანზე [გაანათებენ მედეას ძეგლს], თამარის დასახლებაში სანაპიროზე [ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ – რესტორან „რივიერადან“ რესტორან „ოქროს თევზამდე“ მონაკვეთში]. …

როდის დასრულდება კობალაძის ქუჩაზე ასფალტის დაგება

ბათუმში, კობალაძის ქუჩა, ავტოტრანსპორტისთვის პერიოდულად ნაწილობრივ იკეტება. მოძრაობის შეზღუდვა ქუჩის რეაბილიტაციას უკავშირდება. სამუშაოებს აქ ტენდერში გამარჯვებული შპს „გზა“ ასრულებს. „კობალაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზა გაიხსნება სავალი ნაწილის ორივე მხარის მოასფალტების დასრულების შემდეგ. აღნიშნულ ქუჩაზე გზა ნაწილობრივ გახსნილია.“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან გუშინ, 14 ოქტომბერს. სამმართველოში „ბათუმელებს“ ვერ დაუკონკრეტეს, თუ როდის …

უნდა იყოს რუსი მწერლების სახელობის ქუჩები ბათუმში? – რას ფიქრობენ ქართველი მწერლები

პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა კვეთს მიხეილ ლერმონტოვის ქუჩას, ლერმონტოვის – ალექსანდრე პუშკინს, პუშკინის კი ალექსანდრე გრიბოედოვის – ბათუმის დიდი, ხალხმრავალი და გამტარი ქუჩები დღემდე რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობისაა. ბათუმში ასევე არის გოგოლის, ლომონოსოვის, ჩკალოვისა და გაგარინის ქუჩები. „ბათუმელებმა“ ქართველ მწერლებს, პოეტებსა და ლიტერატურათმცოდნეებს ჰკითხა, უნდა იყოს თუ არა ბათუმში რუსი მწერლების სახელობის ქუჩები. „ვიღაც …

ანგისისა და მარუხის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ანგისისა და მარუხის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გახდა. ანგისის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა აღმაშენებლის ქუჩის წრიულიდან [ვოქსიდან] გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით]; მარუხის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა შავშეთის ქუჩიდან სოხუმის ქუჩის მონაკვეთამდე [ამავე მიმართულებით]. მოძრაობის ეს წესი არ ეხება სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებს. საკრებულოს დადგენილება 2022 წლის 3 ოქტომბრიდან …

ბათუმმა ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში გაიმარჯვა

ბათუმმა World Travel Awards-ის  დაჯილდოებაზე “ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების” ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვებულები დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაასახელეს ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე. კონკურსში ბათუმს ათი კონკურენტი ჰყავდა, მათ შორის მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი). დღესვე ბათუმი 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქად დაასახელეს. World Travel …

ბათუმში საცხოვრებლად გადმოსული ესპანელი: პირველი გაოცება ავტობუსში მქონდა

„ვმოგზაურობდი მარტო. ვიყავი რუმინეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში და ჩავედი თურქეთში, სადაც კაბადოკიაც მოვინახულე. ტრაბზონიდან მქონოდა ფრენა ფილიპინებში და ვიფიქრე, მოდი, ბათუმი აქედან ძალიან ახლოსაა და ხომ არ ვნახო? ასე დაუგეგმავად და შემთხვევით მოვხვდი ბათუმში,“ – ამბობს ესპანელი მიგელ ანხელ კაფინეს ხარენიო, რომელსაც გადაწყვეტილება უკვე მიუღია – ბათუმში აპირებს საცხოვრებლად დარჩენას. „ულამაზესი ბუნებაა აქ, ზღვა, მთები, …

ბათუმში დაამონტაჟებენ მზის ელემენტებს, რომლებიც ტელეფონებს დამუხტავს

ბათუმში, ოთხ ადგილზე – ცენტრალურ პარკში, ევროპის მოედანზე [2 სტენდი] და ანბანის კოშკის მიმდებარედ – ტელეფონების დასამუხტი მოწყობილობების [სტენდების] მონტაჟი იგეგმება. ამ მოწყობილობებით, რომლებიც მზის ენერგიაზე იმუშავებს, მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ. მოწყობილობა ასევე „აღჭურვილი უნდა იყოს როუტერით [ინტერნეტის კაბელის გარეშე], რათა მომხმარებლებს მინიმუმ 10 მეტრის რადიუსში უფასოდ მიეწოდოს ინტერნეტი“. „ოთხი ერთეული ტელეფონების დამტენის შესყიდვა-მონტაჟზე“ ტენდერი ბათუმის …

პლაჟზე ჩასასვლელები – ახალი ბულვარი [ფოტოამბავი]

ახალ ბულვარში, დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე, სასეირნო ბილიკი სანაპიროს გასწვრივ გადაღობილია. უსაფრთხოების მიზნით ბილიკის ამ ნაწილზე გავლა არარეკომენდებულია, თუმცა ხის კიბეებით თუ კუსტარულად, აქ არაერთი ზღვაზე ჩასასვლელია მოწყობილი. ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის და სასეირნო ბილიკის ეს ნაწილი [პირსიდან ჟილინის არხის შესართავის ჩათვლით მონაკვეთში] შტორმმა 2022 წლის 5 თებერვალს დაანგრია. ზღვის სეზონის დაწყებამდე „ბათუმელები“ არაერთხელ შეეცადა …

ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს

ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. მერია ქალაქის სამ სკვერში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს. კამერების შეძენა-მონტაჟზე, ასევე, სკვერებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია. პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს …

რა ვჭამოთ ბათუმში? – 6 რჩევა ტურისტებს

რა ვჭამოთ ბათუმში? – ამ კითხვას ბათუმელები ყოველ წელს ისმენენ ქალაქში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტებისგან. ჩვენ 6 რჩევას მოგცემთ, რისი გასინჯვა ღირს ბათუმში, რომ თქვენი დასვენება გასტრონომიულადაც საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. 1. აჭარული ხაჭაპური  ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური მზადდება ბათუმში, ქალაქში, სადაც იგი შეიქმნა და ეს გაზვიადებული სულაც არ არის. ბათუმში აჭარულ ხაჭაპურს ბევრ …

ახალ ბულვარში სკეიტპარკს მოაწყობენ, რომელიც მიწის დონის ქვემოთ იქნება – კონკურსი

„ბათუმის ბულვარს“ ახალი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილი აქვს სკეიტპარკის მოედნის მოწყობა. გეგმის მიხედვით, „სკეიტპარკი უნდა მოეწყოს მიწის დონის ქვემოთ, ჩაღრმავებაში და ფეხით სასიარულო ცენტრალური ბილიკი უნდა დარჩეს არსებულ ნიშნულზე; სკეიტპარკის ტერიტორიის შემოღობვა დაუშვებელია“. სკეიტპარკის მშენებლობისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2022 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 …

ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში 30 მისამართზე 49 ძველ, ამორტიზებულ ლიფტს, ახლით ჩაანაცვლებენ. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი ლარია გამოყოფილი. საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 162 593 ლარით გამოაცხადა. პირობაში აღნიშნულია, რომ „ლიფტის მონტაჟის სამუშაოები უნდა შესრულდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადაპტირებისათვის გათვალისწინებული ნორმების …

რატომ აყარეს ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ – აქ ისევ ასფალტს აგებენ

ქვაფენილი აყარეს ბათუმში, ქალაქის მერიის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩის მონაკვეთზე. მერიაში ამბობენ, რომ ეს სამუშაოები იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, გარკვეულ ქუჩებზე, ქვაფენილი მთლიანად უნდა აიყაროს და მის ნაცვლად ასფალტი დაიგოს. წელს ქვაფენილის აყრა ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] დაიწყო, სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში …

რატომ დააკერეს ბაგრატიონზე ასფალტი – ქუჩის რემონტზე ამჯერად 6,6 მილიონი იხარჯება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორმოები ასფალტით ამოავსეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ელოდნენ და არა „ასფალტის დაკერებას“. ბაგრატიონის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიამ 8,6 მილიონი ლარის ხელშეკრულება 2021 წლის მარტში კომპანია „ზიმო 7“-თან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტა. ბაგრატიონის ქუჩა ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო ჯავახიშვილისა და შარტავას ქუჩებს შორის მონაკვეთი ცალმხრივად გადაკეტილი დარჩა. …

Exit mobile version