2023 წლის 16 ივლისს ხელვაჩაურში ხემდი მალაყმაძე დაკრძალეს. ოჯახმა ხემდის ნეშტის დაკრძალვა დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ შეძლო. ხემდი მალაყმაძე იყო ერთი მათგანი იმ ათასობით ადამიანიდან, რომელიც სტალინურმა რეპრესიებმა გააქრო. ეს ფილმი არის სტალინის მიერ შექმნილ რეპრესიულ სისტემაზე, რომელმაც იმსხვერპლა ათასობით უდანაშაულო ადამიანი. მსხვერპლთა უმრავლესობა რეაბილიტირდა იოსებ ჯუღაშვილის, იგივე სტალინის სიკვდილის შემდეგ. ამავე თემაზე: სტალინმა არ …
Tag Archives: სტალინური რეპრესიები
„დახვრიტეს“ – უზენაესი სასამართლოს 5 თავმჯდომარე საბჭოთა ოკუპაციიდან 1937-მდე
1921 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, უზენაესი სასამართლოს ზედიზედ 5 თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან სტალინური რეპრესიების ჩათვლით პერიოდში საქართველოში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების კარიერა, ძირითადად, დახვრეტით სრულდებოდა. ამ 5 მოსამართლის შესახებ საკმაოდ მწირი მონაცემები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეც იძებნება: დავით ხელთუფლიშვილი – 1921 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, როცა საქართველომ …
Continue reading “„დახვრიტეს“ – უზენაესი სასამართლოს 5 თავმჯდომარე საბჭოთა ოკუპაციიდან 1937-მდე”
გორში სტალინის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იგეგმება – დაიხარჯება 109 000 ლარი
გორში სტალინის სახლ-მუზეუმისა და მისი დამცავი ნაგებობის [პავილიონის/ფანჩატურის] რესტავრაცია იგეგმება. „სტალინის ბავშვობის საცხოვრებელი სახლის და ფანჩატურის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებზე“ ტენდერი „ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა“ 109 ათას 430 ლარით გამოაცხადა. სახლი ამ მუზეუმის ტერიტორიაზეა განთავსებული. ტენდერში აღნიშნულია, რომ ხარჯები მუზეუმის საკუთარი შემოსავლებთ დაიფარება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „სტალინის ბავშვობის დროინდელი სახლი [აგების თარიღი — XIX საუკუნე] რესტავრირებული და …
Continue reading “გორში სტალინის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იგეგმება – დაიხარჯება 109 000 ლარი”
სტალინმა არ იცოდა? – რა როლი ჰქონდა ტირანს 1937-38 წლების რეპრესიებში
1937 წლის ივლისში იოსებ სტალინმა, რომელიც იმ დროისათვის იკავებდა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტს, სახალხო კომისარს, ნიკოლაი ეჟოვს დაავალა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში დაეწყოთ რეპრესიები. რეპრესიები ეხებოდა ყველას, ვისაც საბჭოთა ხელისუფლება სისტემისთვის მიუღებლად მიიჩნევდა. 1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება №00447. ეჟოვის ბრძანებაში დასაპატიმრებელი …
Continue reading “სტალინმა არ იცოდა? – რა როლი ჰქონდა ტირანს 1937-38 წლების რეპრესიებში”
“ვაგონის პატარა ფანჯრიდან ბოლო ათი მანეთი გადმოგვიგდოო” – ორჯერ რეპრესირების ისტორია
75 წლის ეთერ მიქელაძე მრავალგზის რეპრესირებული ოჯახის წევრია. ეთერ მიქელაძე ამბობს, რომ მისმა ოჯახმა უმძიმესი პერიოდი გამოიარა სტალინური რეპრესიების დროს. დაუხვრიტეს ბიძა, გადაუსახლეს მამა და დეიდის ქმარი. „ბაბუაჩემი, ეუბი ქამადაძე შუახევში, ნენიაში ცნობილი კაცი იყო. ვაჭრობდა, თურქეთში გადადიოდა, შეძლებული ოჯახი ჰქონდა. მიყვებოდნენ, რომ ნენიაში პირველი მასწავლებელი სწორედ ჩვენ ოჯახში მოიყვანეს. ასევე, სოფელში პირველად ჩვენი ოჯახის …
“ბებია 4 შვილთან ერთად გამოასახლეს და ქუჩაში დატოვეს” – სტალინური რეპრესიების მსხვერპლის ამბავი
„87 წლის წინ, 1937 წლის 14 ივლისს, ჩემი დიდი ბაბუა მემედ გვარიშვილი, ბებია და მათი ოთხი არასრულწლოვანი შვილი ბეშუმში წასასვლელად ემზადებოდნენ. იმ ღამით შინსახკომის წევრები შეცვივდნენ ჩემი დიდი ბაბუის სახლში და დააპატიმრეს,“ – ასე იხსენებს მრავალი წლის შემდეგ მემედ გვარიშვილის შვილთაშვილი ოჩი კონცელიძე ამბავს, რომელმაც მისი წინაპრები იმსხვერპლა. სტალინური რეპრესიების სისასტიკე მხოლოდ მემედ გვარიშვილის დაპატიმრებით …
„სახლის წინ ხეს შემოეხვია, დამთავრდა შვილებოო“ – მოგონებები რეპრესირებულ ბაბუაზე | ვიდეო
„მამაჩემი იტყოდა, რომ გამოვიყვანეთ, სახლის წინ დიდი ხე იდგა და იმას ხელებით შემოეხვია, თავი მიარტყა სამჯერ და თქვა – დამთავრდა შვილებოო. ესე იგი იცოდა, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა. უთხრეს, რომ დაკითხვაზე მიჰყავდათ და დაბრუნდებოდა. აღარ დაბრუნებულა“, – გვიყვება რეპრესირებული ყადირ ბოლქვაძის შვილიშვილი, ფატი ბოლქვაძე და იქვე სვამს კითხვას: „რატომ?! რისთვის?! [ახალგაზრდობისას] ვერ ვხვდებოდი. ძალიან დიდი უსამართლობის …
„გადასახლებისას დედა ფეხმძიმედ იყო, ბავშვი დაეღუპა“ – ორგზის რეპრესირებული ოჯახის ისტორია
„როცა ჩემი მშობლები გადაასახლეს, დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. ყაზახეთში რომ ჩავიდა, იქ იმშობიარა. მაგრამ ბავშვმა დიდხანს ვერ იცოცხლა, რაღაც ავადმყოფობა შეხვდა და გარდაიცვალა. საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ,“ – ასე იწყებს საკუთარი ოჯახის რეპრესირების ამბის მოყოლას ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე. „ორგზის რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარო“, – იქვე ამატებს. აბუსერიძეების ოჯახმა სტალინური რეპრესიები ორჯერ გამოიარა. პირველად 1937 წელს, მეორედ კი 1951 …
როგორ დახვრიტეს ძმები ჭედიები – სტალინური რეპრესიები
„ჩემს ბავშვობაში, როცა სკოლაში დავდიოდი, სკოლის ეზოში ბავშვებს გვავარჯიშებდნენ ხოლმე. მესამე კლასში ვიყავი ალბათ. ვარჯიშის დროს ბავშვების უკან ორი მასწავლებელი იდგა. ერთმა ჩემზე ანიშნა მეორეს და ჰკითხა – ეს ვერა გოგოლაძის შვილი არისო? კიო. მე გამიხარდა ეს რომ გავიგონე. და უცებ მასწავლებელი აგრძელებს – მაგათი მამა იყო, სამშობლოს ღალატის მუხლით რომ დახვრიტესო. სახლში როგორც კი …
Continue reading “როგორ დახვრიტეს ძმები ჭედიები – სტალინური რეპრესიები”
„გათლილი კარტოფილის კანს ვრეცხავდით და ვჭამდით, ისე ვიყავითო“ – გადასახლება ქედიდან ციმბირში
„დასხდებოდნენ ბიძაჩემები, მამიდაჩემი და მოჰყვებოდნენ მათ თავგადასავალს. ისეთი შეხვედრა მაგათ არ ჰქონიათ, გადასახლების პერიოდი რომ არ გაეხსენებინათ. ობლად დარჩნენ, მერე გადაასახლეს. ამის გახსენებისას მათ თვალებზე სულ ცრემლი იყო. სულ, სულ ტიროდნენ. რა ისტორიებიც ჩემი ოჯახის წევრებისგან მაქვს მოსმენილი, ისეთი დღე ღმერთმა ნურავის ნუ დაუწეროს. მე თვითონ არ ვყოფილვარ გადასახლებული, მაგრამ რომ მოჰყვებოდნენ, ისეთი იყო, გულზე …
„ბუხარში შეყოფდა ბებია თავს და ისე ტიროდა მის ქმარს“ – მიქელაძეების ოჯახის ისტორია
„ბავშვობაში ხშირად შევსულვარ სახლში ფეხაკრეფით და მინახავს ბებიაჩემი, რომელიც ჩუმად ტიროდა. როგორც კი დაგვინახავდა ბავშვებს, ბუხარში შეყოფდა თავს და ისე აგრძელებდა მოთქმას. ერთის მხრივ არ უნდოდა მისი ცრემლები ენახა შვილიშვილებს, მეორეს მხრივ კი მეზობლებს მისი ტირილის ხმა გაეგონათ,“ – ასე იწყებს სულიკო მიქელაძე მისი დიდი ოჯახის რეპრესიების ამბის მოყოლას. 1937 წელი მიქელაძეების ოჯახისთვის დიდი უბედურების, …
„ერთი სიტყვის გამო დახვრიტეს“ – შვილიშვილის მოგონებები რეპრესირებულ ბაბუაზე
დახვრეტიდან 87 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულია სტალინური რეპრესიების კიდევ ერთი მსხვერპლის, მემედ ჯინჭარაძის ნეშტი. მემედ ჯინჭარაძე 1937 წლის 27 დეკემბერს დახვრიტეს, სტალინური რეპრესიების დროს. მისი ნეშტი მეხუთე მასობრივ სამარხში აღმოჩნდა, რომელიც ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა განთავსებული. მეხუთე სამარხი 2021 წელს გახსნეს და მის შესწავლაში საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია GAFA – იყო ჩართული. „ეს იყო სასიხარულო, …
Continue reading “„ერთი სიტყვის გამო დახვრიტეს“ – შვილიშვილის მოგონებები რეპრესირებულ ბაბუაზე”
დადგენილია აჭარაში 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრეტილი კიდევ 2 ადამიანის ვინაობა – GAFA
საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA)-ს მიერ იდენტიფიცირებულია 1937-38 წლებში, სტალინური რეპრესიების დროს აჭარაში დახვრეტილი კიდევ 2 ადამიანის ნეშტი. 1937 წლის 27 დეკემბერს, ხელვაჩაურში, სამხედრო ბაზაზე დახვრეტილი დაუდ მგელაძის და მემედ ჯინჭარაძის ნეშტების იდენტიფიცირება 87 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. „რეპრესირებულთა იდენტიფიცირება ჩვენთვის არის როგორც მტკივნეული, ასევე სასიხარულო. ორ ოჯახს უკვე აქვს პასუხი იმაზე, თუ სად არიან …
„57 წელია ვეძებთ ბაბუას, ტირილს დავამთავრებთ მაშინ, როცა ვიპოვით“ – რეპრესირებულის შვილიშვილები
სტალინურ რეპრესიებს არაერთი სასულიერო პირი შეეწირა. სისხლიანი ტერორი შეეხო როგორც მართლმადიდებლურ, ისე მუსლიმ სასულიერო პირებს. აჰმედ მეკეიძე სოფელ ღორჯომში დაიბადა და გაიზარდა. განათლება ხულოში მიიღო. მუსლიმი სასულიერო პირი გახდა, ხოჯა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. 26 წლის იყო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა. ყველაფერი, რაც აჰმედს ეკუთვნოდა, ტანსაცმელიც კი, მილიციამ წაიღო და გააქრო. ოჯახს არც ფოტოები შემორჩა. …
“30-40 წელი ელოდა ოჯახი ბაბუაჩემის დაბრუნებას, რადგან გადასახლებული ეგონათ“ – რეპრესირებულის შთამომავალი
1938 წლის 19 აპრილს იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა სიას, რომელშიც საქართველოში მცხოვრები 253 ადამიანის სახელი და გვარი იყო შეტანილი. ეს იყო დასახვრეტთა სია. ჩამონათვალი იმ ადამიანების, ვისთვის უნდა ყოფილიყო 1938 წლის გაზაფხული უკანასკნელი. „ჩემი დიდი ბაბუა, ვიქტორ ჭედია დახვრიტეს 1938 წელს, ბათუმში. 38-ში დახვრიტეს მისი ძმაც, ტარას ჭედია. მათ დახვრეტას ხელი სტალინმა მოაწერა,“- იხსენებს 86 …
„15 წლის ვიყავი, როცა გამასახლეს: დედა არა, წინდა არა“ – 92 წლის კაცი სტალინურ რეპრესიებზე | ვიდეო
უმცროსი და ჯერ კიდევ აკვანში იწვა, უმცროსი ძმა სკოლის ასაკისაც არ იყო ჯერ, თავად კი მესამე კლასში სწავლობდა დედა რომ გარდაეცვალათ. ხუთ შვილს ზრდიდა მამა მარტო დედით და მამით ობოლ ბიძაშვილთან ერთად და ვერ წარმოედგინათ, კიდევ უფრო უარესი პერიოდი თუ შეიძლებოდა დასდგომოდათ. ართმელაძეების შვიდწევრიანი ოჯახი ხულოს სოფელი ბეღლეთიდან, 1951 წლის 21 დეკემბერს, შუა აზიაში, ყაზახეთში …
4 დახვრეტილი და 2 გადასახლებული – ერთი ოჯახის განადგურების ისტორია
სტალინური რეპრესიები – ყველაფერი, რასაც ეს სიტყვები გულისხმობს, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ბათუმში მცხოვრებ გიორგი მოწყობილსა და მის ოჯახს. გიორგის ბაბუას ოსმანი ერქვა, ბებიას – ვალენტინა. ოსმანი 1937 წელს დახვრიტეს სტალინის ბრძანებით, ბებია კი 10 წლით შუა აზიაში გადაასახლეს. რეპრესიებმა მოწყობილების ოჯახის ოთხი წევრის სიცოცხლე შეიწირა, ორს კი გადასახლებაში მოუწია ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება. რეპრესირებული …
Continue reading “4 დახვრეტილი და 2 გადასახლებული – ერთი ოჯახის განადგურების ისტორია”
ლანჩხუთიდან სტამბოლში წაღებული მიწა ბაბუას საფლავისთვის
29 დეკემბერს, ღამის სამ საათზე, ლანჩხუთში, ურუშაძეების სახლის კარზე მაგრად დააკაკუნეს. გურულ ოდაში დედას და მის ორ ვაჟს ეძინა. კარი გააღეს თუ არა, სახლში ფორმიანი კაცები შევიდნენ და ახალგაღვიძებულ ოჯახს უთხრეს: „ერთი საათი გაქვთ სახლის დასატოვებლად, აიღეთ პირადი ნივთები. სამტრედიაში ეშელონს გაჰყვებით“. სანამ სასოწარკვეთილი დედა და შვილები ნივთებს აგროვებდნენ, ფორმიანებს სახლიდან ავეჯი გაჰქონდათ, ეზოში კი …
Continue reading “ლანჩხუთიდან სტამბოლში წაღებული მიწა ბაბუას საფლავისთვის”
„დედაჩემი კლასში იყო, როცა ხიშტიანმა კაცებმა ხელი სტაცეს და წაიყვანეს“
„კაცის სიკვდილი ვის უხარია, მაგრამ სტალინის სიკვდილი გაუხარდათ. მათი თავისუფლების, ბედნიერების გამო უხაროდათ. დედაჩემი ამბობდა, რას მერჩოდა, რატომ გადამასახლა, რა დავაშავეო. სწავლა უყვარდა, მუსიკა, მოკიდეს ხელი და წაიყვანეს“-ასე იხსენებს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი დედის ისტორიას, სოფელ ჩუხუთში მცხოვრები ლევან კალანდარიშვილი. ლევანის დედა, დედის მშობლები და ბებია სტალინური რეპრესიების დროს შუა აზიაში გადაასახლეს. გადასახლების მიზეზი, როგორც ლევანი …
Continue reading “„დედაჩემი კლასში იყო, როცა ხიშტიანმა კაცებმა ხელი სტაცეს და წაიყვანეს“”
„ცოცხალი ვარ, კარგად ვარ“ – 8 წლის დაგვიანებით მოსული წერილი გურიის სოფელში
„ერთ დღეს, წერილი მოვიდა. ბებიაჩემი ჭიშკართან იდგა და ისე კიოდა, მთელი სოფელი ფეხზე დადგა. მაშინ, რვა წლის შემდეგ გავიგეთ, რომ მამა თურმე ცოცხალი იყო“, – ამბობს ციური ბზეკალავა, სტალინური რეპრესიის მსხვერპლის, ალექსანდრე (ჭოლა) ბზეკალავას შვილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ტყვედ ჩავარდნის გამო საბჭოთა რეჟიმმა გააციმბირა. წერილში, რომელიც წლების შემდეგ მოვიდა სახლში, სულ რამდენიმე სიტყვა …
Continue reading “„ცოცხალი ვარ, კარგად ვარ“ – 8 წლის დაგვიანებით მოსული წერილი გურიის სოფელში “
„უსუფ გაიქეცი, მოდიან“
„ჩემს შვილებს და შვილიშვილებს უნდათ ევროპა. ევროკავშირში უნდა შევიდეთ, ეს გარდაუვალია“, – ამბობს 64 წლის ზაზა ზაქარაძე. „ბათუმელებთან“. ის იხსენებს ბაბუას, რომელიც სტალინური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ზაზას ბაბუა, უსუფ ზაქარაძე 1937 წელში დახვრიტეს. იმ დროს, უსუფ ზაქარაძე სოფელ აჭარისწყალში კომენდატურაში პოლიტიკურ ხელმძღვანელად მუშაობდა. „უსუფ გაიქეცი, მოდიან“ „ბაბუაჩემი რომ დახვრიტეს, მამაჩემი იყო 3 თვის. ბებიაჩემი კი …
ქობულეთელი კაცი, რომელიც სტალინის ბრძანებით დახვრიტეს
1937 წლის 21 ოქტომბერს იოსებ სტალინმა მორიგ 330-კაციან სიას მოაწერა ხელი და ამ სიაში მყოფ ადამიანებს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. 1937 წელს სტალინურ სიაში მოხვედრა ნიშნავდა, რომ დაგაპატიმრებდნენ, შინსახკომის მიერ წინასწარ შერჩეული სამი კაცი ე.წ. სასამართლოს მოგიწყობდა და დახვრეტას მოგისჯიდა ისე, რომ არც კი ეცდებოდა ბრალი დაედასტურებინა. რეპრესიების განმავლობაში სტალინმა ბევრ ასეთ სიას მოაწერა ხელი, ბევრი …
Continue reading “ქობულეთელი კაცი, რომელიც სტალინის ბრძანებით დახვრიტეს”
„ტყიდან მოსული წაიყვანეს სველი ტანსაცმლით“ – როგორ დააპატიმრეს 3 ძმა სოფელ მერისში
1937 წლის ნოემბერში, ქედაში, სოფელ მერისში სამი ძმა: ომერ, ხუსეინ და ახმედ თურმანიძე დააპატიმრეს. ძმებთან ერთად საბჭოთა რეჟიმმა კიდევ რამდენიმე მერისელი დააკავა. „ჩამოიარა მაშინდელმა მილიციის წარმომადგენელმა და ვის ეზოშიც ჩამოიარა, ყველა წაიყვანა. მაშინ ზოგს იჭერდნენ და ზოგს – არა. არ ვიცი, როგორ არჩევდნენ. ჩემთვის დღემდე უცნობი მიზეზის გამო დაიჭირეს ეს სამი ძმა. 1937 წლის ნოემბრის …
ბებიას ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა – რეპრესირებულ მუსტაფა ჩახვაძის ისტორია
„ბებიაჩემს ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა, რადგან რეჟიმმა ორი ადამიანი – ქმარი და ძმა დაუხვრიტა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლევან ფაღავა. მუსტაფა ჩახვაძე, ლევან ხალვაშის ბებიის, ემინე ხალვაშის მეუღლე იყო. ის 1937 წელს დახვრიტეს. ამავე წელს დახვრიტეს ემინეს 25 წლამდე ძმა, ხასან ხალვაშიც. „მუსტაფა ჩახვაძე 1902 წელს იყო დაბადებული. შვიდწლიანი განათლება ჰქონდა მიღებული. თუმცა შემდეგ, …
გადასახლებულები სამშობლოში დაბრუნებას ვითხოვდით, მათ კი სტალინის სიკვდილი გვაგლოვეს
1951 წლის დეკემბერში შუახევის სოფელ ლომანაურიდან 12 ოჯახი გადაასახლეს შუა აზიაში. ქალები, ბავშვები, ავადმყოფი მოხუცები – საბჭოთა რეჟიმმა არავინ დაინდო და მკაცრ ზამთარში გაუყენა უდანაშაულო ადამიანები მათთვის უცნობ და რთულ გზას. სტალინის ბრძანებით შუა აზიაში ასახლებდნენ მათ, ვისაც სისტემა ხალხის მტრად და პარტიისთვის მიუღებლად ჩათვლიდა. ხალხის მტერი იყავი მაშინაც, თუკი შენი წინაპარი მეზობელ სახელმწიფოში ცხოვრობდა. …
როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად – სტალინური რეპრესიები
1937 წლის ნოემბერში, სტალინური რეპრესიების დროს, ბათუმში დააპატიმრეს ცნობილი სახალხო მთქმელი მემედ აღა ჭყონია თავის ორ შვილთან ერთად. წლების განმავლობაში მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. დაპატიმრებას გადარჩენილი მემედ აღას შვილიშვილი, ჯემალ ჭყონია, 23 წელი ეძებდა უკვალოდ გამქრალ ბაბუას, მამას და ბიძას. ძიება 1961 წელს დასრულდა, როცა ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა აიღო და მიხვდნენ, რომ მემედ აღა …
Continue reading “როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად – სტალინური რეპრესიები”
დედაჩემი ძილის წინ ბალიშებს ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო ქვეშ – სტალინური რეპრესირები
„იცი რა მწარედ მახსოვს. დედაჩემი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ბალიშებს გადააბრუნებდა ხოლმე. სათითაოდ ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო რომელიმე ბალიშის ქვეშ. ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?“ – 80 წლის კადრიე ლომაძეს ბევრი რამ აღარ ახსოვს წარსულიდან, მაგრამ ახსოვს ძილისწინა რიტუალი ღრმა ბავშვობიდან. კადრიე ლომაძე რეპრესირებულის შვილი და თავადაც რეპრესირებულია. თავად 6 თვის იყო, როდესაც …
2-მა ქალმა ვაგონში იმშობიარა, 15 დღე ვიყავით მატარებელში – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრებ სულეიმან ნაკაშიძესა და ფადიმე გვიანიძეს ოთხი შვილი ჰყავდათ – პეტრე, ჯემილე, ციალა და ლამარა. სულეიმანი აჭარისწყალზე, მაღაზიაში მუშაობდა. ფადიმე დიასახლისი იყო და ოთხ შვილს ზრდიდა. 1950 წლის ზამთარი იდგა, როცა მათი ცხოვრება სხვა, ათასობით უდანაშაულო ოჯახის მსგავსად ტრაგიკულად შეიცვალა. სტალინის ბრძანებით, სულეიმანი და ფადიმე, თავიანთ შვილებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. ყინულიან …
„საქმრომ მამიდას ნიშანი დაუბრუნა, რეპრესირებულის შვილი არ მინდაო“ – 1 ოჯახის ტრაგიკული ისტორია
„სტალინმა გაანადგურა ჩვენი ოჯახი. სტალინი დესპოტი იყო, ძალიან ცუდი პიროვნება. ხალხი გააუბედურა. უდანაშაულო ხალხი დახვრიტა, არაფერში რომ ბრალი არ მიუძღოდათ, გარდა სამშობლოს სიყვარულისა,“ – ასე აფასებს სტალინურ რეპრესიებს ნანა გოგიტიძე, 1937 წელს დახვრეტილი რიზალი გოგიტიძის შვილიშვილი. რიზალი გოგიტიძე 1888 წელს დაიბადა ქობულეთში. როგორც მისი შვილიშვილი, ნანა გოგიტიძე გვიყვება, მან განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო. „1918 წელს, …
რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ, ვის შეუძლია ნიმუშის ჩაბარება
საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA აგრძელებს 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშების შეგროვებას. ასოციაციის პრეზიდენტის, მერი გონაშვილის თქმით, რეპრესირებულთა შთამომავლებს დნმ-ის ჩაბარება თბილისში, ყოველდღე შეუძლიათ. გარდა ამისა, ექვს თვეში ერთხელ GAFA აჭარაში ჩამოდის. მერი გონაშვილის თქმით, ხელვაჩაურის მერიამ GAFA-ს ოთახი გამოუყო, სადაც რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ. ვის შეუძლია დნმ-ის ნიმუშის ჩაბარება რეპრესირებულთა იდენტიფიცირებისათვის …
დახვრეტა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი აჭარიდან
1937-38 წლების სტალინურ რეპრესიებს ასეულობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. იოსებ სტალინის ბრძანებით დახვრიტეს ადამიანები, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ მათი არსებობა მიუღებელი იყო სტალინური რეჟიმისთვის. დახვრეტა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე ხელვაჩაურში, აჭარისწყლის თემში მცხოვრები იბრაიმ ზაქარაძე განათლებული გლეხი იყო. მისი არსებობაც, ათასობით სხვა ადამიანის მსგავსად, მიუღებელი აღმოჩნდა რეჟიმისთვის, ამიტომ დააპატიმრეს და დახვრიტეს. „რეაბილიტაციის ცნობაში, რომელიც …
როგორ მოვკლათ სტალინი – ინტერვიუ
„სტალინიზმი და ჩამორჩენილობა ერთი და იგივეა. სტალინიზმი არის ჩამორჩენილობის ყველაზე მკაფიო და საშიში ფორმა ქართველისთვის,“ – ამბობს გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი. რა დაუშავა სტალინმა საქართველოს და ამის მიუხედავად რა განაპირობებს მის სიცოცხლის უნარიანობას, ვკითხეთ გიორგი მამულიას. გიორგი მამულია: აქ რამდენიმე მიზეზია. მთავარი მიზეზი, სტალინის …
რელიგიის სააგენტო საბჭოთა KGB-ს პოლიტიკის კლონია, ანუ როცა სტალინი ისევ ცოცხალია – ინტერვიუ
სტალინის მმართველობისას სასულიერო პირებს დევნიდნენ, ავიწროებდნენ, ხვრეტდნენ და უკეთეს შემთხვევაში მრავალწლიან გადასახლებაში უშვებდნენ. სტალინური ტერორის წლებში ასობით ტაძარი გაანადგურეს, დახურეს, საწყობებად და საქონლის სადგომებად გადააკეთეს. „ჩვენ ორ სტალინს ვიცნობთ ისტორიაში – ერთი არის 1943 წლამდე სტალინი, მეორე არის 1943 წლის შემდეგ“, – გვითხრა ინტერვიუში ვლადიმერ ნარსიამ. ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეილორის უნივერსიტეტში მუშაობს არქივში …
როდის შეწყვიტა სტალინმა რელიგიის გაქრობის პოლიტიკა და როგორ გაჩნდა წითელი სამღვდელოება – ინტერვიუ
სხვადასხვა წყაროს თანახმად, საბჭოთა ოკუპაციამდე, 1921 წლისთვის, საქართველოში 1 450 ეკლესია და 25 მონასტერი მოქმედებდა, ღვთისმსახურებას კი დაახლოებით 1600 სასულიერო პირი ეწეოდა. საბჭოთა ოკუპაციის 70 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, გაანადგურეს, სასულიერო პირები კი ღვთისმსახურებას ჩამოაშორეს ან დახვრიტეს. 1921 წლის 15 აპრილს, საბჭოთა ოკუპაციიდან არასრულ ორ თვეში, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დადგენილება, რომელი მე-14, …
რატომ და როგორ ხვრეტდნენ ადამიანებს სტალინური რეპრესიების დროს – ინტერვიუ
ავტორი: ელიზა ეფაძე _________________ 1937-38 წლებში ათიათასობით ადამიანი საბჭოთა კავშირში ხალხის მტრად შერაცხეს და დახვრიტეს ან გადაასახლეს. 2017 წელს ბათუმთან რეპრესირებულთა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს – ინფორმაცია ამის შესახებ 2019 წელს გავრცელდა. დახვრეტილთა შორის იყვნენ სხვადასხვა ეროვნების, პროფესიის ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირებიც. რა ვიცით ამ სამარხების შესახებ და რატომ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა რეპრესიების შესწავლა? – …
Continue reading “რატომ და როგორ ხვრეტდნენ ადამიანებს სტალინური რეპრესიების დროს – ინტერვიუ”
ხოჯებს აკავებდნენ და წიხლს აყოლებდნენ მანქანაში – 94 წლის კაცი სტალინურ რეპრესიებზე ჭვანაში
ჭვანა 328 კაცით დასახლებული სოფელია შუახევის მუნიციპალიტეტში, წლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აღწერის სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა თანდათან მცირდება. ნური ბეჟანიძე ჭვანაში ცხოვრობს. შვილები და შვილიშვილები თბილისსა და გურიაში დასახლდნენ. 94 წლისაა და 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს მოესწრო. ამ დროს 8, 9 წლის ბიჭი იყო, მაგრამ ახსოვს, როგორი შიში იყო გამეფებული სოფელში, მამა როგორ …