ევროკავშირთან თუ საჭირო იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ ვიქნებით დაინტერესებული – პოდოლიაკი

„რა თქმა უნდა, ბატონი ზელენსკი დაინტერესებული იქნება, თუ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განვითარდება და ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება სანდოობაზე“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 8 მაისს გამოქვეყნდა, პოდოლიაკმა ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ან მესამე ქვეყანაში გამგზავრებაზე სამკურნალოდ. „ჩვენ გვესმის, რა რეალობა …

პოდოლიაკი აკრიტიკებს ობამას სკანდალურ განცხადებას ყირიმთან დაკავშირებით – მედია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 2014 წლის მოვლენებზე საუბრისას CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა 2014 წელს „არ იყო ის უკრაინა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“. მან თქვა, რომ 2014 წელს ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა. „არის მიზეზი იმისა, რომ ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა. რადგან ყირიმში ბევრი რუსულენოვანი ადამიანი იყო და გარკვეული სიმპათია იყო იმ შეხედულებების მიმართ, …

უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, იტალიურ ტელეარხ Rai-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაიწყო რამდენიმე დღის წინ. „კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ეს ინტენსიური ომია 1500 კილომეტრზე საზღვრის გასწვრივ, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ …

უკრაინა პირდაპირ კავშირში არ არის ბელგოროდის ოლქის მოვლენებთან – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინა პირდაპირ კავშირში არ არის რუსეთში, ბელგოროდის ოლქში 22 მაისს განვითარებულ მოვლენებთან. „ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა მარწუხებში მოქცეულ ტოტალიტარულ ქვეყანაში ყოველთვის გარდაუვალად ხდება პარტიზანული მოძრაობა იარაღით ხელში. უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთში, ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, ამავე დროს ამ მოვლენებთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული. …

რუსეთმა შეცვალა სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა შეცვალეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა. პოდოლიაკის კომენტარს ამ თემაზე უკრაინული მედია ავრცელებს. პოდოლიაკის თქმით, ამჯერად რუსი სამხედროები პირდაპირ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, მრავალბინიან სახლებზე ან იმ ადგილებზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება. პოდოლიაკმა ისაუბრა იმ შესაძლო მიზნებზე, რის მიღწევასაც მოსკოვი ცდილობს ტაქტიკის შეცვლით. პოდოლიაკის …

პოდოლიაკი ყირიმის დაბრუნების გეგმას და დეოკუპაციის პირობებს აცხადებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ ყირიმის დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება. მისი თქმით, ყველა „ომის ლოგიკა, იარაღის მათემატიკა და რესურსების შესაძლებლობები“ მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოხდება ძალიან მოკლე (ისტორიული თვალსაზრისით) დროში. ამის შესახებ პოდოლიაკმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს იმიტომ არ შეუძლია შეინარჩუნოს ყირიმი, ასევე დონეცკი და ლუგანსკი, რომ აგრესორ ქვეყანას მსგავსი შესაძლებლობები …

ბახმუტსა და სოლედართან რუსებმა 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან – ბახმუტსა და სოლედართან 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. მან აღნიშნა, რომ დამპყრობელი ადამიანურ დანაკარგებს არ ითვალისწინებენ და ბრძოლისუნარიანი დანაყოფები კვლავაც მთლიანად სოლედარის რაიონში ჰყავთ კონცენტრირებული. „რუსებმა იქ პრაქტიკულად თავი მოუყარეს ყველაფერს, რაც ჰქონდათ ბრძოლისუნარიანი, მათ შორის არიან საკონტრაქტო არმიის ნარჩენები …

რუსეთმა უკრაინაში 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა – პოდოლიაკი

დღეს, 29 დეკემბერს, დილიდან, უკრაინის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ქვეყანას დილიდან რუსეთის ავიაცია ბომბავს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 120-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლეს უკრაინის ტერიტორიაზე. 29.12.22. 120+ missiles over 🇺🇦 launched by the “evil Russian world” to destroy critical infrastructure & kill civilians en masse. We’re waiting …

რუსეთის საერთო დანაკარგი ომში 200 ათასი სამხედროა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში დაახლოებით 200 ათასი სამხედროა. „ჩვენი მონაცემებით, რომლებსაც გენშტაბი და სამხედრო დაზვერვა გვაძლევს, დღეისთვის დაახლოებით 90 ათასი რუსი სამხედროა დაღუპული. ეს რიცხვი ცხადია, დამრგვალებულია. გამოუსწორებელი დანაკარგებია ასევე დაჭრილები, ამპუტირებულები, მძიმედ დაავადებულები, ტყვეები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები – ეს რიცხვი 200 ათასს უახლოვდება,“ – ამბობს პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსეთი …

პოდოლიაკი ასახელებს გარემოებას, რაც რუსეთს აიძულებს უკრაინასთან მოლაპარაკებას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ასახელებს გარემოებას, რაც რუსეთს აიძულებს მოლაპარაკება დაიწყოს უკრაინასთან. პოდოლიაკის აზრით, რუსეთი ამისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად. „დ – დემორალიზაცია. რუსეთის ფედერაციაში ომის მხარდაჭერა სწრაფად მცირდება. ოლიგარქიდან მეწაღემდე ყალიბდება აზრი: „დროა, დამთავრდეს“. პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული რეალური მოლაპარაკებებისა და ჯარების გაყვანისთვის. მაგრამ ეს მოხდება დონეცკის …

არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას – პოდოლიაკი

„არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას, გჯეროდეთ უკრაინის“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ქალაქ ხერსონიდან რუსული არმიის გასვლას ეხმიანება. „თებერვალში ზოგიერთი ფიქრობდა, რომ უკრაინის არმია „სამ დღეზე“ მეტ ხანს ვერ გაძლებდა. ამ დროისთვის: დაიცვა კიევი, გაათავისუფლა სამი რეგიონი, მოახდინა ხარკოვის დეოკუპაცია და მივიდა ხერსონთან. ბოლო ცხრა თვემ ყველას უნდა ასწავლოს: არ შეგეშინდეთ „რუსული …

„რუსები ნაღმავენ ყველაფერს: ბინებს, კანალიზაციას“ – პოდოლიაკი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

„რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსული არმია ქალაქ ხერსონს დატოვებამდე ნაღმავს. „რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რის დანაღმვაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები“, …

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყების განცადებების მიუხედავად, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონის უბრძოლველად დათმობას აპირებს. „საქმე სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. უკრაინა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. ქალაქში რჩება რუსული დაჯგუფებების სერიოზული ნაწილი, რეგიონში ექაჩებიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა დადგმული სატელევიზიო …

პოდოლიაკი ითხოვს, კიევის დრონებით დაბომბვის გამო რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ გარიცხონ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის მიერ 17 თებერვალს კიევზე ირანული კამიკაძე დრონებით განხორციელებულ დაბომბვას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“[G20] არ არის. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთის ფედერაცია უნდა განიდევნოს ყველა პლატფორმიდან. „ისინი, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყინად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისა და ბრძოლის ხაზის ცხედრებით დასაფარად ტოტალური მობილიზაციის ბრძანებებს გასცემს, რა საკვირველია არ …

რუსეთი ცივილიზებულ სამყაროს ეუბნება: „და რას მიზამ?“ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მოსკოვი ცდილობს დემოკრატია დააჩოქოს“. „არ გინდოდათ ესკალაცია? და მაინც, ის აქ არის. ანექსიით, „ბირთვული“ მუქარით და ტოტალური გაწვევით, რუსეთის ფედერაცია ეუბნება ცივილიზებულ სამყაროს – „და რას მიზამ?“. მოსკოვი ცდილობს დააჩოქოს დემოკრატია. პროვოკაციისა და ომის ესკალაციის თავიდან არიდებაზე კვლავ გავაგრძელებთ საუბარს?“ – …

ომი ლუგანსკის ან დონეცკის აღებიდან 3 თვეში დამთავრდება – პოდოლიაკი

როდის და რა შემთხვევაში დამთავრდება ომი უკრაინაში – თავის შეფასებას ვიდეომიმართვის სახით აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. ის ასახელებს ორ მთავარ ფაქტორს, რომლებიც ომის დასასრულებლად გადამწყვეტი იქნება. „პირველი – ეს ტექნიკის რაოდენობაა, ჭურვების რაოდენობა. მეორე – ამ ორიდან რომელიმე ქალაქის დაცემა – ლუგანსკის ან დონეცკის,“ – ამბობს პოდოლიაკი და დასძენს, რომ თუკი უკრაინა ლუგანსკს …

მოსკოვის მიერ იძულებითი მობილიზაცია ბურიატიაში, იაკუტიაში ეთნიკური წმენდაა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის კიდევ ერთ ტვიტით გამოეხმაურა – პოდოლიაკმა პოსტი რუსულ ენაზე დაწერა [პოდოლიაკი ტვიტერში რუსულად თითქმის არასდროს პოსტავს] და მისი მიმართვის ადრესატები ამჯერად რუსეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები არიან. პოდოლიაკმა ნაწილობრივი მობილიზაცია შეაფასა, როგორც „ეთნიკური წმენდა“. „არაპროპორციული მასობრივი იძულებითი მობილიზაცია რუსეთის რესპუბლიკებში – ბურიატია, იაკუტია – მოსკოვის მხრიდან ეს ადგილობრივი …

კიევს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე აესს-ის ბირთვული ანგარიში ჯერ არ მიუღია – პოდოლიაკი

უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რეაქტორების გაციების სისტემების უსაფრთხოებასა და მთლიანობაზე. ატომური ენერგიის საერთაშოროსი სააგენტოს მისიისგან კიევს ჯერაც არ მიუღია საინჟინრო-ბირთვული ანგარიში. ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა. „ჩვენ ეს ყველაფერი ანგარიშში არ გვინახავს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საჭიროა არა იმდენად აესს-ის როგორც სამშვიდობო მისიის საქმიანობა, რამდენადაც ატომური, საინჟინრო-ბირთვული …

ყირიმის ხიდი უკანონო მშენებლობაა, ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Guardian-თან ინტერვიუში ყირიმის ხიდს „უკანონო მშენებლობას“ უწოდებს და მიანიშნებს, რომ უკრაინა მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს. „ეს უკანონო მშენებლობა და მთავარი გზაა ყირიმში რუსეთის არმიის მოსამარაგებლად. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს,“ – ეუბნება ბრიტანულ გამოცემას პოდოლიაკი. პრეზიდენტის მრჩეველი The Guardian-თან კიდევ ერთხელ იმეორებს რამდენიმე დღის წინ, „საკის“ აეროდრომზე მომხდარი აფეთქების …

დროა, წითელ ჯვარში გაიხსენონ თავიანთი დანიშნულება და იფიქრონ რეპუტაციაზე – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას მიმართავს და მოუწოდებს, იმოქმედონ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დემონსტრაციული გასამართლების საკითხზე. მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე, მათ შორის, აზოვსტალის დამცველები, ლეგალურად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და „მარიუპოლის გალიები“ ოფიციალური რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულია. 6 აგვისტოს მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, გავრცელა ინფორმაცია, …

 პოდოლიაკი უკრაინაში გადამწვარი მინდვრების ვიდეოს აქვეყნებს – ეს არის „რუსული სამყარო“ 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინაში გადამწვარი მინდვრების ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ რუსეთის უდიდესი სურვილია მთელი ევროპა სწორედ ასეთ მდგომარეობაში იხილოს: „დამწვარი მინდვრები უკრაინაში. ეს არის „რუსული სამყაროს“ სახე: ნგრევა, სიკვდილი და განადგურება. რუსეთის ყველაზე დიდი სურვილი ევროპის ასეთ მდგომარეობაში ხილვაა. ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა და ჩვენ ბოროტებას გავაბრუნებთ …

უკრაინის დანაკარგები ივნისთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ივნისთან შედარებით დაახლოებით სამჯერ შემცირდა. როგორც BBC Украина-სთან ინტერვიუში პოდოლიაკი ამბობს, ფრონტზე დღეში დაახლოებით 30-50 სამხედრო კვდება. „ჩვენი მხრიდან ამაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს არაკორექტულია. ეს რიცხვები გენერალური შტაბის საქმეა,“ – დასძენს მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, ივნისში შედარებით დიდი დანაკარგები გამოწვეული იყო ომის მეორე ეტაპზე …

პოდოლიაკი აგვისტოს ომს ტვიტერზე ქართულად გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, აგვისტოს ომს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. მან პოსტი ქართულად დაწერა: „დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ  შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, „გადატვირთვით“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით.  შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ …

პოდოლიაკი ასახელებს 4 კომპონენტს, რაც რუსეთთან მოლაპარაკებამდე სჭირდება უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ასახელებს ოთხ ძირითად მდგენელს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ შესაბამის პოზიციაში იყოს ქვეყანა. „რუსეთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ უნდა გქონდეს სწორი მოლაპარაკების პოზიცია. მას აქვს ოთხი მარტივი კომპონენტი: შორ მანძილზე მსროლელი არტილერია, MLRS-ი და ACTAMS-ი რუსეთის ლოჯისტიკის გასანადგურებლად. საჰაერო თავდაცვა ქალაქების დასაცავად. დამრტყმელი დრონები – საუკეთესო მონადირეები. ჯავშანტრანსპორტიორები კონტრშეტევებისთვის“, – წერს მიხაილო …

რუსეთის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბი ასჯერ აღემატება ყველა ცნობილი ავაზაკისას? – პოდოლიაკი

„დროა ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავღანეთში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად „ალ-ქაიდას“ ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირის მოკვლას გამოეხმაურა. პოდოლიაკის თქმით, თუ თითქმის არავის სურს „ალ-ქაიდასა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან დიპლომატიური ურთიერთობა, გაურკვეველია, რატომ ინარჩუნებს დასავლეთი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ტერორისტულ …

ოლენოვკას დაბომბვით რუსეთს სურს უკრაინისთვის იარაღის მოწოდებას ხელი შეუშალოს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, სამხედრო ტყვეები ადგილსამყოფელის დაბომბვას ოლენოვკაში. იგი გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რეაგირებას მოითხოვს. პოდოლიაკის თქმით, ეს იყო კარგად შემუშავებული გეგმა, რომელიც პარტნიორების წინაშე უკრაინის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. თუმცა, მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა „ეს არის უკრაინელი ტყვეების მკვლელობა, რაც მკაცრ გამოძიებას საჭიროებს“. უკრაინის პრეზიდენტი მრჩეველი აღნიშნავს, რომ ოლენოვკაში …

პოდოლიაკი იმაზე, თუ რატომ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს და უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემების საჭიროებაზე საუბრობს, რომლის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია და აცხადებს, რომ პუტინი „მოძალადეა, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს“. „რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და უკრაინას, მაგრამ „ჩაყლაპა“ ფინეთის ნატოში გაწევრიანება. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თავს არიდებს კონფლიქტებს თურქეთთან. პუტინი თავს შეშლილად გვაჩვენებს, მაგრამ არ არის. ის არის …

ოკუპანტებმა ან ისწავლონ დნეპრის გადაცურვა ან დატოვონ ხერსონი, სანამ შესაძლებელია – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ხერსონის რეგიონში ანტონოვსკის ხიდის დაბომბვას ეხმიანება. პოდოლიაკი ხერსონში მყოფ ოკუპანტებს მიმართავს, რომ მათ ან „მდინარე დნეპრის გადაცურვა უნდა ისწავლონ ან მანამდე დატოვონ ხერსონი, სანამ ეს შესაძლებელია“. „შეგიძლიათ ანტონოვსკის ხიდს რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალება უწოდოთ, რომელიც ყველა უკრაინულ რაკეტას იჭერს, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევით – ოკუპანტებმა მდინარე დნეპრის გადაცურვა უნდა ისწავლონ …

უკრაინის ერთ-ერთი მიზანი რუსეთის იზოლაცია და დემილიტარიზაციაა – პოდოლიაკი 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „უკრაინის სპეციალური სამხედრო კონტროპერაციის მიზნებს“ აქვეყნებს. მისი თქმით, უკრაინა მიაღწევს „რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას“. პოდოლიაკის განმარტებით, რუსეთის უკრაინიდან გაძევების გარდა, მათ მიზნებში ასევე შედის ე.წ. ნაცრისფერი ზონების აღმოფხვრა, რუსეთის დემილიტარიზაცია, მისი რეპუტაციის განადგურება და იზოლირება. კრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ტვიტერის პირად გვერდზე წერს: „უკრაინის სპეციალური სამხედრო კონტროპერაცია მიაღწევს თავის მიზნებს: რუსეთის გაძევებას …

კრემლი დასავლეთის შიშების გამოყენებას ცდილობს – პოდოლიაკი „იარაღის კონტრაბანდაზე“

„შავ ბაზარზე“ პრიმიტივის გავრცელებით, კრემლი ცდილობს, დასავლეთის შიშები გამოიყენოს. თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარია: ჩვენი დამცველები მოტივირებული არიან და სწრაფად სწავლობენ; ყოველ ერთეულ შეიარაღებას იმდენი ოქროს ფასი აქვს, რამდენსაც იწონის; უზრუნველყოფილია სრული კონტროლი და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გამჭვირვალობა ყველა ეტაპზე.“ ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ევროპოლის სპიკერის, იაპ ოპ გენ ოორტის განცხადებას, რომ ევროპოლს უკრაინიდან …

„უკრაინა არ არის კორეა“ – პოდოლიაკმა ნატოს ყოფილ მთავარსარდალს უპასუხა

„უკრაინა არ არის კორეა“, –  ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ნატოს ყოფილი მთავარსარდლის, ჯეიმს სტავრიდისის ინტერვიუს, რომლის პროგნოზითაც, რუსეთის ომს უკრაინაში კორეის ომის დასასრული ექნება და გაყინულ კონფლიქტად ოთხიდან ექვს თვემდე შუალედში იქცევა. „უკრაინა არ არის კორეა, რუსეთი არ არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა [ჩრდილოეთ კორეა]. განსხვავებულია კონტექსტი, განსხვავებულია მასშტაბები. ნებისმიერი „გაყინული კონფლიქტი“ …

მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა არა შეცდომა, არამედ რუსეთის სამხედრო სტრატეგიაა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდასხმები უკრაინულ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე არა შეცდომა, არამედ სამხედრო სტრატეგიაა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლაში დამარცხება, რის გამოც მიმართავს ბარბაროსობას. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ მოსახლეობაზე თავდასხმითა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტით რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინელი ხალხი …

უკრაინა ადასტურებს, რომ HIMARS-ით ხერსონის რეგიონში რუსეთის იარაღის საწყობი დაბომბა

უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული HIMARS რაკეტებით, ოკუპირებული ხერსონის ქალაქ ნოვა კახოვკაში მდებარე რუსეთის იარაღის საწყობი დაბომბეს. 12 ივლისს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები და ინფორმაცია გასულ ღამეს ნოვა კახოვკაში დაბომბვის შესახებ. რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სარაკეტო თავდასხმა სწორედ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან – HIMARS-დან მოხდა. რუსული მედიის …

რატომ დგამს რუსეთი საკუთარი ქალაქების დაბომბვას? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი თავისი ქალაქების დაბომბვას დგამს და „კრემლს ტრიბუნალი ელის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარ ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვისაც“. პოდოლიაკის თქმით, მოსკოვის მიზანია ამ გზით შეინარჩუნოს რუსებში ანტიუკრაინული განწყობები და ხელი შეუშალოს დასავლეთიდან იარაღის მიწოდებას. „რატომ დგამს რუსეთი საკუთარი ქალაქების დაბომბვას? „მაცივრიდან“ რუსების ყურადღების გადასატანად, ანტიუკრაინული ისტერიის დონის შესანარჩუნებლად …

დედამიწაზე ვერსად იპოვიან სიმშვიდეს – პოდოლიაკი ხერსონის თვითგამოცხადებულ მთავრობაზე

„დედამიწაზე ვერსად იპოვიან სიმშვიდეს, სანამ სასამართლო განაჩენს არ მიიღებენ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონის თვითგამოცხადებული მთავრობის წევრებზე. იგი მათ კიდევ ერთხელ მოიხსენიებს როგორც რეგიონის „გაულაიტერებს“. „ხერსონის რეგიონი. ტიპური ტერიტორიის დაპყრობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და ფსბ-ს თანამშრომლების თვითგამოცხადებული „მთავრობა“. ბიზნესის დარბევა. მარცვლეულის ქურდობა. რეგიონის გაულაიტერებმა ყოველ დღე შიშით უნდა გაიღვიძონ …

პუტინის თვალთახედვით, ის უკვე ევროპას ეომება – პოდოლიაკი

„პუტინის თვალთახედვით, მას უკვე აქვს ევროპასთან ომი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთის გამო ხდება, სწორედ ამაზე მიუთითებს და ევროკავშირის ის ლიდერები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან ამას, „უმჯობესია დაემშვიდობონ საშიშ ილუზიებს“. „გაზით შანტაჟი, ფასების ზრდა, საემიგრაციო კრიზისი, კიბერშეტევები, პროპაგანდა… ყველა ეს ელემენტი უფრო დიდი სურათის ნაწილია: პუტინის თვალთახედვით, …

Exit mobile version