მთავარი,სიახლეები

პოდოლიაკი ასახელებს 4 კომპონენტს, რაც რუსეთთან მოლაპარაკებამდე სჭირდება უკრაინას

04.08.2022
პოდოლიაკი ასახელებს 4 კომპონენტს, რაც რუსეთთან მოლაპარაკებამდე სჭირდება უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ასახელებს ოთხ ძირითად მდგენელს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ შესაბამის პოზიციაში იყოს ქვეყანა.

„რუსეთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ უნდა გქონდეს სწორი მოლაპარაკების პოზიცია. მას აქვს ოთხი მარტივი კომპონენტი:

  1. შორ მანძილზე მსროლელი არტილერია, MLRS-ი და ACTAMS-ი რუსეთის ლოჯისტიკის გასანადგურებლად.
  2. საჰაერო თავდაცვა ქალაქების დასაცავად.
  3. დამრტყმელი დრონები – საუკეთესო მონადირეები.
  4. ჯავშანტრანსპორტიორები კონტრშეტევებისთვის“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ATACMS-ი არის შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც HIMARS-ი და M270 MLRS სისტემები ისვრის 310 კილომეტრ მანძილზე.

CNN-ის ცნობით, 27 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებსა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კლასიფიცირებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიჩიგანის დემოკრატმა დეპუტატმა, ელისა სლოტკინმა განაცხადა, რომ კონგრესში ორპარტიული თანხმობა არსებობს უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებაზე. ის ახლახან ეწვია უკრაინას.

თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინას არ მიაწვდიდა ATACMS რაკეტებს, რადგან მათი სროლა შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც შესაძლოა ომის დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს.

80-კილომეტრიანი მოქმედების HIMARS საარტილერიო სისტემა არის ყველაზე შორს მოქმედი იარაღი, რაც აქამდე უკრაინას აშშ-მ გადასცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: