ქობულეთის საკრებულოს წევრებზე 238 975 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2019-2020 წლებში, სახელფასო ფონდი კანონდარღვევით იყო გაზრდილი, ხოლო ამავე პერიოდში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, დოკუმენტური დასაბუთების გარეშეა გადახდილი ჯამში 238 975 ლარი. სახელფასო ფონდის გაზრდის პარალელურად, „ქობულეთის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები მიიღებოდნენ მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა …

„ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი“ – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაში დარღვევებზე 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ისეთ იურიდიულ პირს დაუკვეთა, რომელსაც მსგავსი სამუშაოს ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2 884 841 ლარი გაიცა. აუდიტმა გამოარკვია, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, სამუშაოების შესასრულებლად სხვა პირები დაიქირავა. საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ 2019 …

ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 107 051 ლარი გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ბათუმის მერიაში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარდა ამისა, მერიას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ჰყავს პირები მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება კი დოკუმენტურად არ დასტურდება. „აღნიშნული გარემოება შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და …

აუდიტის შეფასებით, აჭარის მთავრობა საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საბიუჯეტო  ორგანიზაციების ხარჯები შეისწავლა, ანგარიში გუშინ, 19 ნოემბერს გამოქვეყნდა და ასახავს გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მონაცემებს. ანგარიშის ერთი ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციების სამივლინებო ხარჯებს ეხება და საკმაოდ კრიტიკულია. 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ 208 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულია 1 მილიონ 185 349 ლარის …

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსება მცირდება, ხულო-ზარზმის კი, იზრდება

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წელს 64 მილიონი ლარის ნაცვლად 60 მილიონი ლარით დაფინანსდება, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება კი, 10 მილიონის ნაცვლად 14 მილიონ ლარამდე გაიზრდება. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, თუმცა 5 თვის მონაცემებით შესრულდა 199 ათასი ლარის …

როგორ იხარჯება მილიონები აჭარის ბიუჯეტიდან – აუდიტის კრიტიკული დასკვნა

აჭარის ბიუჯეტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ზოგი პროგრამის შეუსრულებლობის მიზეზი მისი არასათანადოდ დაგეგმვა და მართვაში არსებული ხარვეზებია. ამასთან,  საბიუჯეტო ორგანიზაციები ეფექტიანად არ იკვლევენ მიზეზებს და არ ატარებენ ადეკვატურ ღონისძიებებს; ხშირად, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ფულით ახალი პროგრამები თუ ღონისძიებები არ იგეგმება. აუდიტი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები …

ბათუმი-სარფის გზის პროექტზე 5 მილიონის ნაცვლად შესრულდა 0 ლარის სამუშაო – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 2020 წელს დაგეგმილი სამუშაოების შეუსრულებლობა უშუალოდ პანდემიას არ უკავშირდება. „იმავე პროექტს შესრულების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა 2019 წელსაც, რაც პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს“, – აცხადებს აუდიტი. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი [ჭოროხი]-სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაზე [დონორი: ADB] 2020 წელს 5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, თუმცა …

ტურიზმის დასახმარებლად 610 600 ლარი დაიხარჯა, სამინისტრომ კი არ იცის რა შედეგი დადგა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ იცის, რამდენად დაეხმარა „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანადაფინანსება პროგრამის ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2020 წლებში, სამინისტროსა და ბანკებს შორის დადებული …

როგორ ხარჯავს შსს ნახევარ მილიარდს ხელფასებში | აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 561 633 739 ლარი შეადგინა. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში კი მითითებულია, რომ იგივე 2019 წელს, შსს-ში შრომის ანაზღაურებისთვის 90 მილიონი ლარით ნაკლები, 471 502 200 ლარია გახარჯული. აუდიტის მიხედვით, 2019 წელს შსს-მ 561,6 მილიონი ლარი „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გასცა …

ხულოში სოფლის გზებზე დაბალი ხარისხის ბეტონი გამოიყენეს | აუდიტი

ხულოს მუნიციპალიტეტმა შიდა სასოფლო გზების პრობლემური ადგილების შესაკეთებლად 2018-2019 წლებში 1 515 901 ლარი დახარჯა, თუმცა გზებზე, რიგ შემთხვევაში, დაბალი მარკის მზა ბეტონი იქნა გამოყენებული – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს. „ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლებს უნდა მიეწოდებინათ მზა ბეტონი მარკით მ-250 (B20), ხოლო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, ბეტონის მარკის დამადასტურებელი …

ქედასა და შუახევში საკრებულოს წევრებზე 225 525 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, ჯამში 225 525 ლარი გასცეს. აქედან 124 725 ლარი – შუახევის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 100 800 ლარი – ქედის მუნიციპალიტეტმა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს …

დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ები შუახევში ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, შუახევში, ფუნქციონირებს ერთიდაიგივე ფუნქციების ორგანიზაციები [ააიპ] და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ამ იურიდიული პირების საქმიანობის სფეროებისა და ფუნქციების სათანადო ანალიზი არ ხორციელდება. „აღნიშნულის შედეგია დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ების არსებობა, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნქციონირების აუცილებლობა არ დასტურდება. აღნიშნული შიდა კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და შეუსაბამოა საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების ვალდებულებასთან“ – აცხადებს …

მოხელეები აჭარაში, დასვენების დღეებში, სახელმწიფო მანქანებსა და ბენზინს იყენებენ – აუდიტი

აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, მათ შორის მთავრობის აპარატმა, უნდა „გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გახარჯული 923 ლიტრი საწვავის ღირებულების [2 066 ლარი] ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში. აუდიტის მიხედვით, 11 ავტომანქანაზე გამოვლინდა 29 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირ(ებ)ი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ფარგლებს გარეთ. აქედან, მთავრობის აპარატის შემთხვევაში დაფიქსირდა 11 ასეთი …

თაღლითობის რისკი სუს-ში ხელფასების გაცემისას – აუდიტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს-ში] „შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში არსებობს მექანიკური შეცდომის ან თაღლითობის რისკი, რომელსაც ვერ ფარავს შიდა კონტროლის არსებული მექანიზმები“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სარეკომენდაციო წერილში, რომელიც აუდიტმა სუს-ს გადაუგზავნა. 2019 წელს სუს-ში ხელფასებისთვის 82 577 877 ლარი დაიხარჯა. 2020 წელს ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 84,5 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წლისთვის – 87 მილიონი ლარი. …

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის კომპანიებმა 11 მილიონი იზარალეს – აუდიტი

ორ წელში ჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალურმა 12-მა საწარმომ ჯამში 11,2 მილიონზე მეტი ლარი იზარალა. აუდიტის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, შესაბამის ზედამხედველობას არ უწევდნენ იმ შპს-ების საქმიანობას, რომლებშიც წილებს თავად ფლობენ და არ ტარდება შესაბამისი მმართველობითი ღონისძიებები. „შედეგად, 14 შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს ზარალით, 7 შპს არ ფუნქციონირებს და …

„რესპუბლიკურის“ მშენებელ კომპანიას 42 ათასი ლარი ჯარიმა არ გადაახდევინეს – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანიას, რომელიც ბათუმში ახალ საავადმყოფოს აშენებდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ „არამართლზომიერი გადაწყვეტილებით“, 42 ათასზე მეტი ლარი პირგასამტეხლო არ გადაახდევინეს. აუდიტი თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება საზიანო იყო სახელმწიფო საწარმოსთვის და ამ ქმედებაში მშენებელი კომპანიის ინტერესების გათვალისწინებას ხედავს, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულებით ნაკისრ ვადაში ვერ დაასრულა. აუდიტი მოუწოდებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

საჯარო ორგანიზაციები და პროგრამები აჭარაში, რომლებსაც აუდიტი 2020 წელს შეამოწმებს 

აუდიტორული საქმიანობის 2020 წლის გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 39 შესაბამისობის [თემატური] აუდიტის ჩატარება განისაზღვრა, აქედან 6 აჭარაში: [checklist] ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარებისთვის“ 2019 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის“ პრიორიტეტისთვის 2019 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი; სსიპ …

ქობულეთის მერიის სისუსტეები ბიუჯეტის დაგეგმვაში, ხარჯვასა და კონტროლში – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა 420 ათასი ლარი, თუმცა სრულად ვერ უზრუნველყო ამ თანხის ათვისება, „მაშინ როდესაც მოსაწყობია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას“. „2018 წელს მუნიციპალიტეტმა პროგრამული ბიუჯეტი დაგეგმა ისე, რომ ნათლად არ …

„ლოიალტეს“ ახალი ინიციატივა აჭარაში განათლების ხელშესაწყობად

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული ქართული კომპანიაა, რომლის თანამშრომლებსაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში, საბანკო-საფინანსო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. დღეის მდგომარეობით კომპანიის გუნდი 40-მდე თანამშრომლისგან შედგება. „ლოიალტე“ 2019 წლის ოქტომბრიდან აჭარის ბაზარზე ოფიციალური წარმომადგენლობით ფუნქციონირებს და სრულფასოვან მომსახურებას უწევს ადგილობრივ ბიზნესს. 28 იანვარს კომპანია „ლოიალტესა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის …

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებზე დასაბუთების გარეშე 50 400 ლარი გაიცა – აუდიტი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ჯამში გასცა 50 400 ლარი. აღნიშნული ქმედება შეუსაბამოა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებთან,“ – აცხადებს აუდიტი. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების …

ხელვაჩაურში შტატგარეშე თანამშრომლები უფუნქციო ობიექტებზეა დასაქმებული – აუდიტის ანგარიში

ხელვაჩაურის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეთა ნაწილი საერთოდ უფუნქციოდაა, ან კიდევ ხელოვნურადაა შექმნილი ისეთი თანამდებობები, რომელთა არსებობა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი; დასაქმებულთა ნაწილი არ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამასთან, შტატგარეშე დასაქმებული არიან იმ ობიექტზეც, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს [მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი, სადაც დასაქმებულია 3 ადამიანი] – ასეთია აუდიტის დასკვნა, რომელიც ორი …

ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა ადრე გაყიდულ ნაკვეთებთან, სადაც სასტუმრო შენდება – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიამ, ბათუმი-ახალციხის გასწვრივ, მდინარე აჭარისწყალზე, 2018 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება 219 ათას 097 ლარზე გააფორმა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, მერიას ამ სამუშაოების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ მერიამ ნაპირგამაგრებამდე მიმდებარე ნაკვეთები გაყიდა, სადაც კერძო კომპანია სასტუმრო/რესტორანს აშენებს. „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2018 წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებამდე, მუნიციპალიტეტის მიერ …

ჩაქვში, 2 ადგილზე, სანიაღვრე ჭა მოწყობილია დაგებულ ფილებზე მაღლა – აუდიტი

აუდიტის სამსახურის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში აღმოჩენილია მთელი რიგი შეუსაბამობები და დარღვევები. სამუშაო დოკუმენტში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა, რეზო ხარაზმა მიაწოდა ჟურნალისტებს, წერია, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოვლენილია შემდეგი დარღვევები: „2018 წელს შპს „ნინიმ“ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ვერბალ გრუპს“ 238 ათას ლარზე, ანუ მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან შედარებით 21 ათასი ლარით ნაკლებ თანხაზე… …

მთავრობამ ივანიშვილის კომპანიას 414 207 ლარით ნაკლებად მიჰყიდა მიწა მწვანე კონცხზე – აუდიტი

მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთები კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პირდაპირი მიყიდვით, საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით იაფად მიჰყიდა, – აუდიტის ანგარიშის მიხედვით დაახლოებით 414 207 ლარით ნაკლებად. ქონება 2017 წელს გასხვისდა და ფასიც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ იყო დადგენილი, თუმცა სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ რვათვიან შუალედში ექსპერტიზამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ფასად შეაფასა …

მთავრობამ 7,6 მილიონის ქონება „რივიერას“ 1 ლარად გადასცა, რა იზარალა ბათუმმა – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“, რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით გადასცა, მომგებიანი კომპანია იყო. „მომგებიანი კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებით ამ კომპანიამ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. აღნიშნული გარიგებით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, …

აჭარის მთავრობამ ქონების ფასი 4,9 მილიონით შეამცირა და ისე გაყიდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შემოწმების შედეგად დაფიქსირდა შემთხვევები, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ექსპერტის მიერ დადგენილი, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება, აჭარის მთავრობის შესაბამისი ბრძანებებით, „ყოველგვარი არგუმენტების გარეშეა“ შემცირებული. მარტო 5 ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუდიტორის მიერ შეფასებული ქონების საერთო ღირებულება, მთავრობის მიერ 5 მილიონამდე ლარითაა შემცირებული და ისე არის გასხვისებული. ინფორმაცია საწყისი საპრივატიზებო …

ბათუმმა 1 მილიონზე მეტი ლარი დაკარგა პირსის უკანონოდ გამოყენების გამო – აუდიტი

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე საზღვაო პირსის და მიწის ნაკვეთი ქალაქის მერიამ აუქციონზე გაიტანა, თუმცა, სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, მერიამ აუქციონზე გამარჯვებულთან ხელშეკრულება ვერ გააფორმა. მიზეზი აუდიტის მიხედვით იყო ის, რომ ბათუმის მერიამ ვერ უზრუნველყო ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობის აღკვეთა. „ქონების უნებართვოდ გამოყენების აღსაკვეთად სამინისტროსა და მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების უმოქმედობის შედეგად, ბიუჯეტმა, საერთო ჯამში, არანაკლებ 1 221 …

აჭარისა და ბათუმის ქონების ფასი მთავრობამ სავარაუდოდ შეამცირა და იაფად გაყიდა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში, აუდიტის დასკვნით, არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. „გარდა ამისა, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის …

კურორტ გოდერძიზე 27,3 მილიონი ლარის პროექტები შეფერხებულია – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის დადასტურება წარმოებდა აკრედიტირებული აუდიტორების დასკვნების საფუძველზე, თუმცა აუდიტის განცხადებით დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში, დასკვნებში ფაქტობრივი მონაცემები ფიქსირდება. „კურორტ გოდერძიზე“ გაფორმებული 19 ხელშეკრულებიდან, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 7 შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები არ სრულდება, რაც 27 300 000 ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტების შეფერხებას …

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

„ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ გზის რეაბილიტაციისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ორბიტას“ ავანსად 188 ათასი ლარი გადაურიცხა. აქედან კომპანიამ მხოლოდ 43 535 ლარის სამუშაოები შეასრულა, დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, დარჩენილი 144 465 ლარის დაბრუნებას კი ვერ ახერხებს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გზების დეპარტამენტს სს „ბაზისბანკიდან“ მოთხოვნილი აქვს გაცემული საბანკო გარანტიის ამოქმედება და შპს „ორბიტაზე“ რიცხული ავანსის − …

44 მილიონი ლარი საჯარო მოხელეთა ხელფასებსა და მივლინებებში აჭრის ბიუჯეტიდან – 2018 წელი

იმ საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება, 2018 წელს საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის 43 160 264 ლარი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო აუდიტის მიხედვით 2 300 400 ლარით მეტია 2017 წელთან შედარებით. „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 36 042 935 ლარი, ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა ხარჯებმა − 7 117 329 ლარი. მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ …

არაეკონომიური ხარჯი აჭარის ბიუჯეტიდან და ნიორი წალკაში – აუდიტი პროგრამის არაეფექტურობაზე

სახელმწიფო აუდიტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ნივრის პროგრამის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს, რის შედეგადაც, 2018 წელს, ბიუჯეტიდან 180 ათასამდე ლარი არაეკონომიურად დაიხარჯა. აუდიტის მიერ შემთხვევითი შერჩევით გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობა „ნივრის მოსავლით უკმაყოფილოა, ასევე ირკვევა, რომ ბენეფიციართა ნაწილმა ნიორი დარგო წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეპროგრამის მიზნებს, რადგან ქვეპროგრამა უნდა განხორციელებულიყო აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე“. …

აჭარის სამთავრობო ავტომანქანებისთვის 4,3 მილიონის ხარჯი რიგ შემთხვევაში დაუსაბუთებელია – აუდიტი

აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის 2018 წელს 4 346 392 ლარი დაიხარჯა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „მოპოვებული მტკიცებულებებით, რიგ შემთხვევებში, ამ ხარჯის გაწევა დაუსაბუთებელია და ვერ დგინდება ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა“. აუდიტის მიხედვით: [crosslist] სსიპ − აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და ა(ა)იპ − ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა, გარდა ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო …

აჭარის მთავრობის ახალი შენობის 542 800-ლარიანი პროექტის სარგებელს აუდიტი ეჭვქვეშ აყენებს

აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ ოთხი თვის წინ უთხრეს, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო …

სახელმწიფო ვერ იბრუნებს 430 000 ლარს, მეტეოსაშუალების ზღვაში ჩაძირვით მიღებულ ზარალს 

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ზღვაში ჩაძირული მეტეოროლოგიურ-სინოპტიკური საშუალება ქერქეჭელას გამო მიყენებული ზარალის – 430 252 ლარის ანაზღაურების ალბათობა დაბალია. ზარალი სახელმწიფოს უცხოურმა კომპანიამ მიაყენა. შესაბამისად, „ის ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“. აღნიშნული თანხა ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანია „ჰაიგმასტერს“ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის უნდა გადაეხადა, თუმცა თანხა დღემდე გადახდილი არ არის. თანხა საქართველოს ბიუჯეტმა, ფაქტობრივად, იზარალა. აუდიტის მიხედვით, …

„აწარმოე საქართველოში“ თანხების მიზნობრიობის კონტროლი სრულყოფილად ვერ ხორციელდება – აუდიტი

„ორგანიზაციაში – „აწარმოე საქართველოში“ არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები; არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – აცხადებს აუდიტი. ამასთან, 2014-2018 წლებში ორგანიზაციას ქირის სახით გადახდილი აქვს 1 442 259 ლარი, აუდიტი კი აღნიშნავს, რომ …

Exit mobile version