„საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ნებართვები აიღეს ისეთმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც არ გაუმარჯვიათ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. შესაბამისად, სააგენტოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მრავალჯერადი ნებართვების გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებული იქნებოდა ნებართვის მაძიებლის გამარჯვება“- სახმელეთო სააგენტოს მუშაობაში არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებზე ამჯერად სახელმწიფო აუდიტი წერს. ანგარიშის მიხედვით სახმელეთო სააგენტოს კვლევა ძირითადად 2022 …
Tag Archives: აუდიტი
19-ით მეტი ავტომანქანა და არასამუშაო დროს დახარჯული 30 ათასი ლიტრი საწვავი – აუდიტი
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას დადგენილ ნორმაზე 19-ით მეტი ავტომანქანა აქვვს და ამავე დროს, ავტომანქანები განკუთვნილია ისეთ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც ეს კანონმდებლობით არ ეკუთვნით. ამის შესახებ დღეს, 27 აპრილს, განაცხადა პარლამენტში, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა. აუდიტის პერიოდი 2022-2023 წლებს მოიცავს. ავტოპარკში არსებული …
პარლამენტის აპარატში ფულადი ჯილდოები და დანამატები უკანონოდ გაიცა – აუდიტი
საქართველოს პარლამენტის აპარატში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში კანონდარღვევით გაიცა ფულადი ჯილდოები და სახელფასო დანამატები. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტი წერს თავის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, ჯამში, 100 ათას ლარზე მეტი ჯილდო და დანამატია გაცემული 2022 წელს. აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის“ …
Continue reading “პარლამენტის აპარატში ფულადი ჯილდოები და დანამატები უკანონოდ გაიცა – აუდიტი”
რა დარღვევებზე წერს აუდიტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ის შესყიდვებზე
„სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ფასები რიგ იდენტურ მომსახურებაზე მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთანავე, ერთ-ერთ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, შეუსაბამოდ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიუხედავად, არ მისცეს დისკვალიფიკაცია“ – წერს სახელმწიფო აუდიტი შესაბამისობის დასკვნაში. ეს დასკვნა 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ის „სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ მიერ განხორციელებულ შეყიდვებს და ზოგადად …
Continue reading “რა დარღვევებზე წერს აუდიტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ის შესყიდვებზე”
ინვესტორები აჭარაში ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან
აჭარაში ინვესტორები ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არაფინანსური აქტივების ნაწილში გეგმა ისევ ვერ შეასრულა. ორი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ამჯერად შესრულების წილი გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო წინა წლებში. 2025 წლის 2 კვარტლის გეგმა 68 მილიონი ლარი იყო ფაქტობრივი შესრულება 4 მილიონი ლარია. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვით …
Continue reading “ინვესტორები აჭარაში ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან”
არჩევნების წელს აჭარის მთავრობამ ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებში 3 მლნ ლარით მეტი დახარჯა
2024-ში, საპარლამენტო არჩევნების წელს, აჭარის მთავრობამ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებში 9 მილიონამდე ლარით მეტი დახარჯა ვიდრე წინა, 2023 წელს. მათ შორის 2024 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 3 მილიონ 600 ათასი ლარით მეტი გადაიხადეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასები 10-პროცენტით იზრდება ყოველ წელს, რიცხვები ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ნაწილში საარჩევნო წელს მაინც მკაფიოდ მზარდი …
ადრეული გაფრთხილების სისტემები არაეფექტურია – აუდიტი სტიქიის მართვაში არსებულ პრობლემებზე
სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, საქართველოში არ არსებობს „ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესი“. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად აუდიტი ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობას ასახელებს, რომელიც განსაზღვრავდა გაფრთხილების მომზადების და გავრცელების პროცესებს და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების პასუხისმგებლობებს.„ აღნიშნული პროცესის არარსებობა კი ამცირებს მზადყოფნისა და დროული რეაგირების …
აჭარის სოფლებში წყლის სისტემისთვის აღებული სესხი ვერ აითვისეს – 98 000 ევრო ზედმეტადაა გადახდილი
სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს აჭარის ბიუჯეტის მიერ აღებული სესხებიდან ათვისებული იყო 80,1 მილიონი ლარი, რაც ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ 37.3 პროცენტია. სესხის აუთვისებლობის გამო დარიცხულმა პროცენტმა კი ჯამში 98 ათასი ევრო შეადგინა. „საკრედიტო რესურსი ვერ იქნა ათვისებული აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში. საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველწლიურად სესხის აუთვისებელ ნაწილზე …
აჭარის მთავრობამ 40 მილიონი ლარი ვერ დახარჯა ბიუჯეტიდან
„გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს და რიგ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას“, „მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“, „ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 40 მილიონი ლარი, საიდანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წილი 21,7 მილიონი ლარია“ – წერს აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის წლიურ ანგარიშზე. სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, აჭარის 2023 წლის ბიუჯეტიდან გადასახდელების მთლიანი …
Continue reading “აჭარის მთავრობამ 40 მილიონი ლარი ვერ დახარჯა ბიუჯეტიდან”
საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან
აჭარის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს 69 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 13,2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე 2022 წელს. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა [სსიპ] და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში [ააიპ] დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს: უშუალოდ შრომის ანაზღაურების მუხლით დაიხარჯა 52 235 700 ლარი, რაც 9 921 300 ლარით აღემატება …
Continue reading “საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან”
ქობულეთში თანამშრომლების ხელფასებს პირად ანგარიშზე ირიცხავდნენ – კიდევ რას წერს აუდიტი
ქობულეთის მერიის ორგანიზაციებში, ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის მერის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელ პირებთან. შესაბამისად, დამფუძნებლს არ აქვს განსაზღვრული მათი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობა. თუმცა მერიის შპს-ებში ეს დიდ პრობლემად არ მიიჩნიეს, ასე უფრო მარტივად შეძლეს თავად გაეზარდათ საკუთარი ხელფასები. სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ 2021-2022 წლებში [აუდიტის პერიოდში] ქობულეთის მერიის შპს-ებში გამოვლინდა ხელფასების შეუთანხმებლად ზრდის ფაქტები. ამის გამო …
ზედმეტად გადახდილი თანხები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – აუდიტის მასალები პროკურატურაშია
ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი თანხების გამო შესაბამისი მასალები საქართველოს პროკურატურაშია გადაგზავნილი – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც სამსახურმა ახლახან გამოაქვეყნა. აუდიტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობა შეამოწმა. „მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოქმედი რეგულაციების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დაცვას, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადახდილია თანხები, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები, …
ზედმეტად გადახდილია 527 000 ლარი – აუდიტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესყიდვებზე
„შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527 ათასი ლარი“ – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტი. აუდიტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 – 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, ანგარიში კი ახლახანს გამოაქვეყნა. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული …
აუდიტის შენიშვნები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტზე – მთავრობა მხოლოდ რიცხვებს ცვლის
„მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს რეგიონში არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე. დასკვნა აუდიტმა დღეს, 13 დეკემბერს, გამოაქვეყნა, თუმცა, შენიშვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აჭარაში, კახაბერ კირტავამ, 8 დეკემბერს სიტყვიერად მოახსენა უმაღლეს საბჭოს იმ სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. …
Continue reading “აუდიტის შენიშვნები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტზე – მთავრობა მხოლოდ რიცხვებს ცვლის”
„ამას წლები დასჭირდება“ – როგორ გეგმავს მერია ქონების აღრიცხვას
მუნიციპალური ქონების არასრულ აღრიცხვასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე ბათუმის მერიაში 2018 წლიდან საუბრობენ, იმ დროიდან, როცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ პრობლემის შესახებ შეფასების ანგარიშში დაწერა. მაშინ აუდიტი წერდა, რომ ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ღირებულების ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი და ამის შესახებ 2015-2016 წლებშიც მიუთითეს, თუმცა უშედეგოდ. აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიას მის ბალანსზე რიცხული …
Continue reading “„ამას წლები დასჭირდება“ – როგორ გეგმავს მერია ქონების აღრიცხვას”
მთავრობა ბიუჯეტის დაგეგმვისას ბოლო წლების ტენდენციებს არ ითვალისწინებს – აუდიტი
აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა 2023 წლის ბოლოსაც დაფიქსირდა და 2022 წლის ბოლოსაც. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი. სახელმწიფო აუდიტი გასულ წელსაც მიუთითებდა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის შესწავლის საფუძველზეც აფრთხილებს მთავრობას, არ გაბეროს ციფრები …
Continue reading “მთავრობა ბიუჯეტის დაგეგმვისას ბოლო წლების ტენდენციებს არ ითვალისწინებს – აუდიტი”
აჭარის მთავრობის მიერ 542 800 ლარად შესყიდულ პროექტს აუდიტი ისევ უსარგებლოდ აფასებს
აუდიტის სამსახურმა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წელს მოიცავს. აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციები აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და უსკოს თავმჯდომარეებს და ასევე, რეკომენდაციები აჭარის მთავრობის ოთხივე მინისტრს გადაუგზავნა. აუდიტის მიხედვით, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ არის ასახული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები …
ბათუმის მერიამ ხელფასებში 37 მილიონი დახარჯა სამუშაო დროის კონტროლის გარეშე – აუდიტი
ბათუმის მერიასა და საქალაქო ორგანიზაციებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს 2022 წელს ჯამში 37 მილიონი ლარის ხელფასი დაერიცხათ, ტრანსპორტისთვის კი, რომელიც მათ ემსახურება, 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ბათუმის მუნიციპალურ დაწესებულებებში დასაქმებულთა მიერ მიღებული ხელფასის და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობა არ კონტროლდებოდა, არ ხდებოდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და მიმოსვლის აღრიცხვა“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი. ამასთან, „მერიის ორგანიზაციებმა ვერ …
რამდენად უსაფრთხოა ბარცხანის ხიდი – რას ამბობს აუდიტი და რას აცხადებს მერია
ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ განხორციელდა და ხიდის მდგრადობა არ გაუმჯობესებულა – ასეთ შეფასებას სახელმწიფო აუდიტი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით წერს. ბარცხანის ხიდს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა და სამუშაოებში ქალაქის ბიუჯეტიდან 1 139 801 ლარი დაიხარჯა. „ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ განხორციელებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს ხიდის კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის გაუმჯობესებას, რაც სამუშაოების პროექტთან …
Continue reading “რამდენად უსაფრთხოა ბარცხანის ხიდი – რას ამბობს აუდიტი და რას აცხადებს მერია “
აუდიტი ბათუმის განათებაზე – მაღალია რისკი, რომ ტენდერი მიმწოდებლის ინტერესებზეა მორგებული
ბათუმში, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურებას შპს „აჭარგანათება“ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებს. შეთანხმებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა გარე განათების წერტილების მოვლა-ექსპლუატაცია, სადენების შეერთების და საჰაერო ხაზების ყოველდღიური შემოწმება, დაზიანებული კაბელის შეცვლა და დაზიანების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს. კომპანიის მოვალეობაში შედის არსებული გარე განათების ბოძებისა და გამანაწილებელი კარადების დანომვრა ქალაქის ტერიტორიაზე. ასევე, ქუჩების მიხედვით დანომრილი გარე განათების …
აჭარის სამინისტროების არასათანადო მიდგომის გამო პროექტები დროულად ვერ სრულდება – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის სამინისტროების მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. „აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს/მომსახურების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებს აუდიტი. აღნიშნულ წელს, აჭარის ოთხ სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი მხარჯავ დაწესებულებებს შესყიდვებისთვის ჯამში 301 925 582 ლარი ჰქონდათ გათვალისწინებული, ფაქტობრივმა გადახდამ კი, …
ინვენტარიზაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები – ლოიალტე
ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აქტივების აღრიცხვისა და კონტროლის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ბიზნესში არსებული მრავალი გამოწვევა განპირობებულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების გავლენით. გარე ფაქტორებით გამორკვეული რისკების მართვა და პრევენცია ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მხოლოდ დამოკიდებული ბიზნესში სწორ გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ აღსრულებაზე, რაც აბსოლუტურად საპირისპიროა შიდა ფაქტორების შემთხვევაში. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის გარდაუვალია ოპერაციების …
Continue reading “ინვენტარიზაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები – ლოიალტე”
ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი
გასულ, 2022 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 56,1 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე თავიდანვე იყო დაგეგმილი. სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 38,7 მილიონი ლარი. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 38 მილიონ 5 ათას 700 ლარი.“ აუდიტის მონაცემების მიხედვით, …
Continue reading “ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი”
კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციაზე იხარჯება თანხა, რაც 4 ადამიანის მკურნალობას ჰყოფნის – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტმა საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამების ეფექტურობაზე უარყოფითი დასკვნა დადო. ამ პროგრამებისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ ოთხ წელში 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აუდიტის განცხადებით, სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [60-70%]. ევროპის უმეტესი ქვეყნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს, საქართველოში კი, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი …
შსს-ში გაცემული 23 მილიონი ლარის ჯილდო, დანამატი და დახმარება დაუსაბუთებელია – აუდიტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში 2021 წელს თანამშრომლებზე გაცემული, 23 მილიონ 344 ათას 352 ლარის ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი და ერთჯერადი სოციალური დახმარებები დაუსაბუთებელია. ეს აღნიშნულია იმ სარეკომენდაციო წერილში, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას გაუგზავნა. „ბატონო ვახტანგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის …
ბათუმის ყინულის სასახლის ვერშემდგარი პროექტი და დაკარგული მილიონები – რა გაარკვია აუდიტმა
ბათუმის ყინულის არენის ვერშემდგარი მშენებლობის ამბავმა შეიძლება გაგახსენოთ ყოფილი პრემიერის ცნობილი გამონათქვამი – „რა კორუფცია, რის კორუფცია. შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია?“ – ოპოზიცია კი სხვაგვარად ფიქრობს და გამოძიებას ითხოვს. გადახდილია 10 მილიონი ლარი, მაგრამ სამუშაო შესრულებული არ არის – ასეთია სახელმწიფო აუდიტის შეფასება, ბათუმში ყინულის არენისა და საცურაო აუზის …
კომპანია Loialte-მ ბათუმში განახლებული ოფისი გახსნა
აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია Loialte-მ აჭარის რეგიონალური ფილიალის ახალ ოფისში, ალ.პუშკინის N73-ში, პირველ სტუმრებს უმასპინძლა. კომპანიის ახალი ინფრასტრუქტურა აჭარის ბაზართან დაკავშირებული Loialte-ს გრძელვადიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთათვის Loialte-ს წამყვანმა ექსპერტებმა პრეზენტაციები წარადგინეს კომპანიის არსებული მდგომაროებისა, სერვისებისა და გეგმების შესახებ, ასევე გაიმართა დისკუსია ბიზნესისთვის საინტერესო და …
Continue reading “კომპანია Loialte-მ ბათუმში განახლებული ოფისი გახსნა”
Loialte-ს განახლებული კონცეფცია და გეგმები აჭარაში
აუდიტორული და საკონსულტაციო სერვისების აუთსორსინგი (გარე კომპანიის მხრიდან მიწოდება) სულ უფრო დიდი დოზით შემოდის ქართული ბიზნესის ყოველდღიურობაში, რადგან ერთის მხრივ სხვადასხვა ტიპის რეგულაციებთან შესაბამისობა გარდაუვალია, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდილი კონკურენტული გარემო სხვადასხვა გამოწვევებს აჩენს ბიზნესისთვის, რომლის გადასაწყვეტად მხოლოდ კომპანიაში დაგროვებული რესურსი და გამოცდილება საკმარისი აღარ არის. ამასთან, კომპანიები სულ უფრო მეტად ხვდებიან, რომ აუთსორსინგი უფრო …
Continue reading “Loialte-ს განახლებული კონცეფცია და გეგმები აჭარაში”
ხულოს, შუახევისა და ქედის მერიაში 297 725 ლარის საწვავის მიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების მიხედვით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 297 725 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. ანგარიშები ეხება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოიცავს 2021-2022 წლებს. „საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით [ხულოს, შუახევისა და ქედის] მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას“, – აცხადებს აუდიტი. შესაბამისად, 2020-2021 წლებში …
ხულოს, შუახევისა და ქედის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები ზედმეტადაა გადახდილი – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არ ხდება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვა; დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება; გამოვლინდა ხელფასის სახით თანხების ზედმეტად გაცემის ფაქტები. აუდიტის ანგარიშები მოიცავს მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასებას 2020-2021 წლებში. შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები ხულოში აუდიტის ანგარიშის …
პროგრამების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მიზანი და ბუნდოვანია – აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტზე
უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი 15 დეკემბერს დაამტკიცა, სახელმწიფო აუდიტმა კი, მეორე დღეს, 16 დეკემბერს გამოაქვეყნა დასკვნა, აჭარის მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე. აუდიტის დასკვნით, „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებას.“ ბიუჯეტის …
აჭარის მთავრობის უსარგებლო პროექტი, რაშიც ნახევარი მილიონია გადახდილი – რას ამბობს აუდიტი
აუდიტის მიხედვით, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 1 677 277 604 ლარს, საიდანაც 96% ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის აქტივებია. სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში კი, „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე ასახულია 542 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2018 წლიდან ბრუნვა არ ყოფილა …
თაღლითობის რისკის შემცველი სახელფასო გადარიცხვები აჭარის გზების დეპარტამენტში – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტი აჭარის გზების დეპარტამენტში თაღლითობის რისკის შემცველ გადარიცხვებზე საუბრობს. ამასთან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დეპარტამენტს 2020-2021 წლებში, ჯამურად, ბიუჯეტიდან 12,2 მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში პროკურატურაშია გადაგზავნილი. „დეპარტამენტის მიერ შრომის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებიდან 5 680 ლარის 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე,“ …
მასწავლებლების დეფიციტის გამო სათანადო განათლება 15 ათასმა მოსწავლემ ვერ მიიღო – აუდიტი დისტანციურ სწავლებაზე
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებლების დეფიციტის გამო, „არსებობს რისკი, რომ 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15 000-მა მოსწავლემ“. „მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“, რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული …
ქსელი, რომელიც არ შეიქმნა – აუდიტი ქართულ დიასპორებთან ურთიერთობებზე
ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების მიზნით 2017-2020 წლებში გატარებული ღონისძიებები, აუდიტის დასკვნით, არაეფექტური იყო. ხარვეზები იყო პროექტების დაგეგმვაში, დიასპორულ პროექტებზე არასაკმარისი წვდომა ჰქონდათ თვითონ ემიგრანტებს, არ შესრულდა დაგეგმილი ღონისძიებები სრულად, ხოლო პროექტების უმეტესობა არაეფექტურად განხორციელდა. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მონაცემებით კი, სხვადასხვა ქვეყანაში დღეისათვის, ჯამში, 284 დიასპორული ორგანიზაცია არსებობს. განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა აშშ-ში, რუსეთში, გერმანიასა და …
Continue reading “ქსელი, რომელიც არ შეიქმნა – აუდიტი ქართულ დიასპორებთან ურთიერთობებზე”
აჭარაში შესწავლილი საქმეებიდან რომელი მასალები გადასცა აუდიტმა პროკურატურას
ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მერიის, ასევე აჭარის სამინისტროებისა და ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საქმიანობას პროკურატურა შეისწავლის. კონკრეტული საკითხები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშებშია მოყვანილი, რომლებიც აუდიტმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე გადააგზავნა. 2021 წლიდან დღემდე პროკურატურაში გადაგზავნილია: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული …
Continue reading “აჭარაში შესწავლილი საქმეებიდან რომელი მასალები გადასცა აუდიტმა პროკურატურას”