ინფექციების კონტროლზე შესწავლილი კლინიკების 50% სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

2016 წელს მონიტორინგი ჩატარდა თბილისის 10 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. მონიტორინგის თანახმად, დაწესებულებების დაახლოებით 50%-მა ვერ დააკმაყოფილა ინფექციების კონტროლის სტანდარტები – წერია სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის 28 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში. აუდიტმა იმ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტები შეისწავლა, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი ევალებათ. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული იყო 299 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება …

ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება

ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომელიც 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ არის გახსნილი. სასაფლაოს დაბა ჩაქვში აწყობდნენ, გარკვეული სამუშაოები შესრულდა, თუმცა, უშედეგოდ – მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოები“ გარდაცვლილთა დაკრძალვისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფას, შესაბამისი ფართობის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის …

რომელ საჯარო უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური აჭარაში 2019 წელს

აუდიტორული საქმიანობის 2019 წლის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 86 აუდიტის ჩატარებას გეგმას. 2018 წელს ჩატარებული აუდიტის რაოდენობა კი 4-ით მეტი იყო. სამსახური ჩაატარებს აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. ეს ფინანსური აუდიტი აჭარის ბიუჯეტს სრულად მოიცავს. სამსახურის განმარტებით, „ფინანსური აუდიტის მიზანია მიიღოს გონივრული რწმუნება იმის თაობაზე, …

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აუდიტი არაეფექტურად აფასებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო, გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტური აღმოჩნდა. ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. მიმდინარე, 2019 წელს კი, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. „ქვეყანაში მავნებლების შემოჭრის და მასობრივი …

პროკურატურაში აუდიტის მიერ წელს გადაგზავნილი 20 საქმიდან ერთი ბათუმის მერიას ეხება

სახელმწიფო აუდიტმა 2019 წლის პირველ კვარტალში მთავარ პროკურატურას 20 ანგარიში გადაუგზავნა. მათ შორის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ ბათუმის 2017 წლის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც. ანგარიშში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთ დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი. აუდიტის მიხედვით, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს გახარჯულია 91 165 839 ლარი, თუმცა პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 …

„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში

ბათუმის მერიის გარეგანათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის 2017 წლის პროგრამით დაგეგმილი 5 384 300 ლარის ნაცვლად 4 938 081 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო გეგმის 446 219 ლარით შეუსრულებლობა მერიის მიერ „შესყიდვების განხორციელების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არასრულად შესრულებამ და გარეგანათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით გამოყოფილი …

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს 94 შესყიდვიდან 54 შემთხვევაში ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების განყოფილებამ, 2017 წელს, შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 94 შესყიდვიდან ბაზრის კვლევა არ ჩაატარა 54 შემთხვევაში. შესაბამისად, სამინისტრომ არ შეასრულა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობების განსაზღვრისთვის ბაზრის მოკვლევაში გამოიხატება. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების დაგეგმვისას, ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული …

სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში

არასწორი ფინანსური აღრიცხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; სახელმწიფო ქონების უკანონო გამოყენების ან გასხვისების, ასევე სახელმწიფოს, ორგანიზაციის კუთვნილი, თუ გრანტის სახით მიღებული სახსრების შესაძლო არამიზნობრივი გამოყენებისა და მითვისების რისკები ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო აუდიტმა თავის ანგარიშში მიუთითა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქციებისა და სხვა კაპიტალის ნაშთი 2017 წელს …

მივლინების თანხა კულტურის მუშაკებს, რომლებიც მივლინებაში არ ყოფილან – აუდიტი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემავალი იურიდიული პირების მიერ 2017 წელს თანამშრომლებზე მივლინებისთვის გადახდილი 11 061 ლარი, ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია „ხარჯებში“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი და თავის ანგარიშში საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად ხარჯვის რისკებზე მიუთითებს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანსამბლ „ბათუმის“ მიერ მივლინებისთვის გაცემული 6 071 ლარი და მუსიკალური ცენტრის მიერ გაცემული 4 …

დაშავდა 58 552 და დაიღუპა 3 856 ადამიანი – ბოლო შვიდი წლის ავარიების სტატისტიკა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2011-2017 წლებში საქართველოში დაფიქსირდა 40 797 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაშავდა 58 552 და დაიღუპა 3 856 ადამიანი. ბოლო წლებში საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რაოდენობა კი 8000-ს აღემატება. ამასთან, 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, ამის პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა ავტოავარიების რაოდენობაც. „საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე …

1 430 342 ლარის ზიანი – „იაფი სახლის“ აუდიტის მასალები მთავარ პროკურატურაში

ბათუმის მერიის „იაფი სახლი-სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფინანსური აუდიტის მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. საქმე ეხება ბათუმის მერიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. „მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომლის მასალებიც …

ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი – აუდიტი

ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ღირებულების ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ქალაქის მერიას მის ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ბოლო 12 წელია არ ჩაუტარებია. აქედან გამომდინარე, აუდიტი აცხადებს, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკური არსებობა, სისრულე და სიზუსტე. „მიუხედავად იმისა, რომ დარღვევაზე მერიას …

დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

ბრიტანული ბანკი, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გარანტორი იყო, როგორც აღმოჩნდა, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა და, შესაბამისად, არც შემოსავლები ჰქონდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ კი 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 621 185 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე კომპანიამ  მხოლოდ ერთი შუალედური მიწოდება განახორციელა 251 109 …

ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუდიტის შეფასებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება და სხვა. აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიაში დადებითი შედეგით დასრულებული ტენდერების [კონსოლიდირებული ტენდერების გარდა] 54,1% ჩატარდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უმეტეს …

აუდიტი: ბათუმის მერიას არ აქვს დოკუმენტი, რომ 32 ტონა საწვავი მოვალეობის შესრულებისთვის გახარჯა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, ბათუმის მერიაში გახრჯულ 32 005 ლიტრ საწვავზე, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება, რომ ეს საწვავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის დაიხარჯა. აქედან, 28 435 ლიტრი გაცემულია ავტომანქანებზე, რომლებიც ეკუთვნოდათ მერიის თანამშრომლებს და არ იყო მერიის ბალანსზე, ხოლო 3 570 ლიტრი – მორიგე ავტომანქანაზე. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური …

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება: [checklist] ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები, ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული …

აუდიტი აჭარის ფინანსთა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე

აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც დიდი ალბათობით, აჭარის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს, „ძველი“ მთავრობისგან გასული წლის ბიუჯეტის შესრულების  ანგარიში არ მოუსმენია. ბიუჯეტის კონტროლზე, ქონების განკარგვასა თუ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, უმთავრესად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით კი, სამინისტრო ქონებასაც არაეფექტურად განკარგავს, ბიზნესთან დამოკიდებულებაში ხშირად ორმაგ სტანდარტს ავლენს და საკუთარ ბიუჯეტსაც არასათანადოდ …

აუდიტი: ვაკანსიებზე ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე არასრულია

აჭარის დასაქმების სააგენტოს ექვსივე მუნიციპალიტეტში [ბათუმის ჩათვლით]  აქვს ოფისები, სადაც შესაძლებელია მათი მომსახურების მიღება, თუმცა აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ძირითადი და სრული მომსახურების მიღება ინტერნეტით არ არის შესაძლებელი“. აუდიტის ინფორმაციით, სააგენტოს მოქმედ ვებგვერდზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და ვაკანსიები არ ხვდებიან სააგენტოს ბაზაში, რომელსაც სააგენტო ცალკე პროგრამულად [პროგრამა არ არის ინტეგრირებული ვებგვერდთან] აწარმოებს …

აუდიტი: აჭარის დასაქმების სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს

„აჭარაში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები, რათა მოხდეს უმუშევრობის შემცირება რეგიონში, იქნება ეს პროფესიული გადამზადების საშუალებით თუ სხვა ღონისძიებების განხორციელებით. აღნიშნული დაფინანსება მიემართება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების სააგენტოში“. აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა დასაქმების პროგრამის შედეგების ეფექტიანობის აუდიტი. სააგენტოს პოზიტიური როლის მიუხედავად იდენტიფიცირებულია ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობს სააგენტოს …

Exit mobile version