რატომ მალავს ჩიქოვანი სათათბირო საბჭოს წევრებს – ავარიული სახლების პროგრამა

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებული სათათბირო საბჭო შექმნა, თუმცა მერიაში მალავენ, რამდენ წევრიანია ეს სათათბირო საბჭო, ვინ არიან მისი წევრები და რა პრინციპით შეარჩიეს ისინი. კანონში შესული ცვლილების თანახმად, მერი ვალდებულია შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების …

ბათუმის მერიას რუსული კომპანია ავარიული კორპუსის გამაგრებას სთავაზობდა – ტენდერი შეწყდა

ბათუმში, ჯავახიშვილის 47-ში მდებარე ავარიული კორპუსის გამაგრებას, რუსული კომპანია „ელვას“ ფილიალი ქალაქის მერიას 311 ათას 592 ლარად სთავაზობდა, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყვიტა. კორპუსის გასამაგრებლად ტენდერი 322 ათას 122 ლარით იყო გამოცხადებული. სამმართველოს სატენდერო კომისიამ 2022 წლის 5 აგვისტოს დაადგინა, რომ შპს „ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში [საქართველო]-ს“ მიერ წარმოდგენილი …

რატომ ასაჩივრებს ომბუდსმენი ავარიული სახლების პროგრამისთვის დამტკიცებულ ცვლილებებს – ინტერვიუ

„ყველაფერი კანონის შესაბამისად გადაწყდება“ – ამ სიტყვებს ხშირად იმეორებს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, როცა ქალაქში მიმდინარე საკითხებზე მეტ განმარტებას ვითხოვთ. „სწორედ კანონის უზენაესობის საფუძველზე, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები შეცვალოს“, – ასე გვიხსნის გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო კოდექსში“  შესული ცვლილების გასაჩივრების გადაწყვეტილებას. სახალხო დამცველმა ეს …

ფული გადავიხადე, მშენებლობა არ დაასრულეს – რას ჰპირდება ბათუმის მერია დაზარალებულებს

დაუსრულებელი მშენებლობის გამო დაზარალებულ მოქალაქეებს მერია ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობას შესთავაზებს.  ეს იმას ნიშნავს, რომ კ2 კოეფიციენტის გაზრდისა და პროგრამით გათვალისწინებული სხვა შეღავათებით ის კომპანიებიც ისარგებლებენ, რომლებიც ამ მშენებლობებს დაასრულებენ. საკრებულოსთვის გადაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ დაუსრულებელი მშენებლობები მერიისთვის ისეთივე პრობლემური საკითხია, როგორც ავარიული სახლები. თუმცა დღეს ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს, რამდენია, ან დაახლოებით …

„არიან პირადი და ანგარების მოტივებით“ – რიჟვაძის მორიგი ბრალდება ოპონენტებს

„რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ძირითადად მოტივირებული არიან პირადი და ანგარების მოტივებით, ცდილობენ ამ პროგრამის მაქსიმალურ დისკრედიტაციას,“ – აღნიშნა დღეს, 28 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ „ავარიული სახლების პროგრამის“ მიმართ კრიტიკაზე. კრიტიკულ და საქმიან მოსაზრებებზე პასუხის გაცემის, ან გათვალისწინების ნაცვლად, თორნიკე რიჟვაძემ ბრალ დასდო ადამიანებს, რომლებიც, მაგალითად, საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ ბათუმის მერს …

„ბათუმის ჩაბეტონება გაგრძელდება“ – რა სქემის დაკანონებას აპროტესტებს ენმ საკრებულოში

„ბათუმის საკრებულო აკანონებს კორუფციულ სქემას, რითაც ბათუმის ჩაბეტონება და ქაოსი გაგრძელდება,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 15 ივლისს, ბრიფინგი მოაწყო და იმ დადგენილებების პროექტები გააპროტესტა, რომლის მიღებასაც ბათუმის საკრებულო 19 ივლისის სხდომაზე აპირებს. საუბარია ავარიული სახლების პროგრამის მიზეზით შეცვლილ სამშენებლო კოდექსზე – ბათუმის მერს k 2-ის, ანუ სიმაღლის კოეფიციენტის გაზრდა …

მერია ავარიულ სახლებზე 3 მილიონის დახარჯვას იწყებს – რის დაზუსტებას ითხოვს ენმ

„ეს არის კორუფციული გარიგება, ბუნდოვანია ტენდერი, რადგან არ არის მითითებული, რომელ ავარიული სახლების აღდგენას მოხმარდება 3 მილიონი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. მან დღეს, 11 ივლისს, ბრიფინგი გამართა და ბათუმის მერიის ტენდერს გამოეხმაურა. ავარიული სახლების აღდგენაზე ბათუმის მერია 4 წლის განმავლობაში 80 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. უკვე გამოვლენილია სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი 118 …

ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გასამაგრებლად 322 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ჯავახიშვილის 47-ში მდებარე კორპუსის გასამაგრებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 322 122 ლარია გამოყოფილი. ეს კორპუსი ავარიულია და აქედან 60 ოჯახი მერიას დროებით ნაქირავებ ბინებში ჰყავს გაყვანილი. კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი, ბათუმში ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 30 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 4 …

„განუკითხაობის დაკანონება“ – სპეციალისტები ავარიული სახლებისთვის შექმნილ კანონზე

„ეს არის განუკითხაობის დაკანონება. კატასტროფაა არაერთი მიზეზის გამო“, – ასე აფასებს ურბანისტი ირაკლი ჟვანია ცვლილების პროექტს სამშენებლო კოდექსში. საპარლამენტო ოპოზიციამ კი მას კორუფციისთვის პირდაპირი გზის გახსნის შესაძლებლობა უწოდა. შენიშვნები „ოცნებასაც“ ჰქონდა, თუმცა უფრო ტექნიკური ხასიათის. მათი მხრიდან გაცილებით მკვეთრად იყო გამოხატული უარი ცვლილებაზე ექსპროპრიაციის წესში, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. …

ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია

ბათუმში ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის ინიცირებული ცვლილების პროექტი სამშენებლო კოდექსში პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეცვალეს. პროექტში დაზუსტდა, რომ k2 კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობა მერს ექნება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. გარდა ამისა, მიზანშეუწონლად ჩაითვალა ექსპროპრიაციის წესში ცვლილება, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების, წინასწარი კომპენსაციით ჩამორთმევას ითვალისწინებდა. ცვლილების პროექტის …

საკანონმდებლო ცვლილება ბათუმის ქაოტურ განაშენიანებას კიდევ უფრო გააუარესებს – არასამთავრობოები

„მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიცავს ბათუმის ქაოტური განაშენიანების პრობლემის კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს, ქმნის ბათუმის მერიის მიერ დაუსაბუთებელი, პოტენციურად კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს, სამშენებლო კომპანიებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების გზით სამშენებლო რეგულაციებიდან თავის არიდების საშუალებას აძლევს სამშენებლო სექტორს“ –  საზოგადოება „ბათომი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „მწვანე ალტენატივა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ სამშენებლო კოდექსსა და ექსპროპრიაციის წესში …

„მწვანე შუქი კორუფციისთვის ბათუმში“ – ანა ნაცვლიშვილი სამშენებლო კოდექსში ცვლილებაზე

„მწვანე შუქის ანთება კორუფციისთვის“ – ასე აფასებს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ დაარეგულირებს და დადგენილი კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობას ბათუმის მერი გასცემს. ამავე თემაზე: ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის ანა ნაცვლიშვილი მმართველ პარტიას ბათუმისთვის გენგეგმის შექმნის ხელოვნურად შეფერხებაშიც ადანაშაულებს და ამბობს, …

ბათუმში, ავარიულ სახლებში, კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც ჩამოართმევენ

გარდა სამშენებლო კოდექსისა, მთავრობა ცვლილებას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესშიც“ ითხოვს და მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაა. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესი იგივეა, რაც ექსპროპრიაცია. მთავრობა მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა დაუშვას ავარიულ სახლში კონკრეტული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა, სათანადო და წინასწარი კომპენსაციით: „ვინაიდან საკითხი ეხება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“ …

2.9 მილიონი ლარი ავარიული სახლების გასამაგრებლად ბათუმში

ბათუმში ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2 999 973 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები ეტაპობრივად, სამმართველოს წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა ჩატარდეს – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 7 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 ივლისს დასრულდება. აღნიშნული ტენდერის …

რას გთავაზობთ მერია თუ ავარიული სახლი იპოთეკითაა დატვირთული – პროგრამის დეტალები

მერიის ინფორმაციით, ბათუმში 118 ავარიული სახლია, რომლებზეც ექსპერტიზის დასკვნა უკვე მომზადებული და გარკვეულია, რომ ისინი ჩანაცვლებას ექვემდებარებიან. წინასწარ გაწერილი წესის მიხედვით, მერია მესაკუთრეებს ავარიული სახლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობას, საბინაო ფონდიდან დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას შესთავაზებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თითქმის ყველა ავარიულ კორპუსში რამდენიმე ბინა იპოთეკითაა დატვირთული და მესაკუთრეებს გრძელვადიანი საბანკო ვალდებულებები აქვთ. მერიის განმარტებით, ეს გარემოება …

სიცოცხლისთვის საშიში 118 სახლი ბათუმში – მერიის ხედვა

ბათუმის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი გაუგზავნა, სადაც დეტალურად გაწერა პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები. მერიის ინფორმაციით, ბათუმში უკვე გამოვლენილია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი 118 სახლი, სადაც 3000-მდე ოჯახი ცხოვრებს. ამ სახლების მდგრადობა მერიის დაკვეთით სამხარეულის ექსპეტიზის ბიურომ შეისწავლა. მონაცემები არ არის საბოლოო და მათი რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს ახალ მისამართებზე მომავალში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე. მერიის …

მერია გეგმავს ავარიული სახლების პროგრამის მონაწილე კომპანიებს k2 გაუზარდოს

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი შეიმუშავა. ამ წესის მიხედვით, შესაძლებელია პროგრამაში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [k2] გაუზარდონ. შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება – წერს მერია. გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილე კომპანიებისთვის შეიძლება დასაშვები იყოს პროექტის განსხვავებული პირობებით შეთანხმება, მოლაპარაკების საგანი შესაძლოა გახდეს ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო …

14.4 მილიონი ბათუმის მერიისგან კომპანიას, რომლის დამფუძნებელს ბიზნესი რუსეთშიც აქვს

ბათუმში, გენერალ კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე, ქალაქის მერია ავარიული სახლების დემონტაჟს და ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას გეგმავს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ამ მიზნით ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ტენდერის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 14 526 260 ლარია. ორივე ტენდერში ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეულია შპს „ერთი“, რომლის წილის 50 პროცენტს ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „არ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ …

ავარიული ისტორიული სახლები ბათუმში – რას გადაწყვეტს მერია

რა ბედი ეწევა ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს ან ისტორიულ სახლებს, რომლებიც ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა ან მომავალში მოხვდება, რა ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით ბათუმის მერიას ან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს? – ამ კითხვებზე ჯერჯერობით დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს. მსგავს დეტალებზე არაფერი წერია არც იმ პროგრამაში, რომელიც საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ …

რა წერია ავარიული სახლების პროგრამაში – მთავრობა 1 კვ.მეტრს მაქსიმუმ 1700 ლარით დააზღვევს

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, რომ თუ მშენებელი კომპანიები ან დეველოპერები საფინანსო ორგანიზაციებთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, აშენებულ სახლებში 1 კვ.მეტრ ფართობს არაუმეტეს 1700 ლარად შეიძენს. ამით მთავრობა პროექტის დამფინანსებელი ბანკების რისკებს აზღვევს. პროგრამა, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს, დღეს, 30 მარტს, გამოქვეყნდა. პროგრამა თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამას, …

მერი კარგად გველაპარაკა, მის წარმომადგენელს უნდა შეგვაშინოს – ავარიულ სახლებში მცხოვრებლები

იქნება თუ არა ბათუმის მერიის მიდგომა ერთიანი ავარიულ სახლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში? – ეს არის მთავარი საკითხი, რაც ახლა ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს აწუხებთ. მოქალაქე, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის მერიას კონკრეტული შეთავაზება აქვს, გარეუბნებში კი წინადადების დაზუსტებისგან თავს იკავებს. „ჩვენთან მოვიდა მერიის წარმომადგენელი და გვითხრა, ხელი …

ბათუმში ავარიული სახლების ადგილზე ახალი კომპლექსები აშენდება – ღარიბაშვილი

დღეს, 28 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმზეც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის მთავრობამ უკვე წარადგინა მიზნობრივი პროგრამა ბათუმში ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა დღეს დამტკიცდება. „ბათუმში მწვავედ დგას ავარიული სახლების პრობლემა. ავარიული სტატუსის მქონე სახლები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ავარიული სახლები მალე თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება და ამ პროგრამას დავამტკიცებთ დღესვე“, – ამბობს …

რა მოხდება, თუ ავარიული სახლი ისტორიული ღირებულების ან ძეგლის სტატუსის მქონეა

ჯერ კიდევ არ არსებობს საჯარო დოკუმენტი ან რაიმე სახის პირველადი მონახაზი, რომელსაც ბათუმის მერია სამომავლოდ ავარიული სახლების მართვის სტრატეგიად განიხილავს. ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ისევ ამბობს, რომ ინფორმაცია მუშავდება და ხელშესახები დოკუმენტი მხოლოდ მას შემდეგ გვექნება, როცა კომისია მუშაობას დაასრულებს.  არც ის ვიცით, რა დრო დასჭირდება ავარიული სახლების პროგრამის კრიტერიუმებზე მომუშავე კომისიას იმისთვის, რომ მერიის …

ავარიული სახლი, მერია და ბიუჯეტიდან უშედეგოდ დახარჯული 430 ათასი ლარი – ცხოვრება შიშის ქვეშ

9 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ კორპუსში ცხოვრობენ. კორპუსის მდგრადობის კვლევა ამხანაგობის დაკვეთით 2013 წელს ჯერ შპს „იკა ჯგუფმა“ მოამზადა, შემდეგ კი ბათუმის მერიის დაფინანსებით სახლი კიდევ ორჯერ შეისწავლეს. ყველა კვლევით დადასტურდა, რომ ამ კორპუსში უსაფრთხოდ ცხოვრება შეუძლებელია. პირველი ექსპერტიზის ჩატარებიდან დღემდე ოჯახები ბათუმის მერიისგან …

ავარიული სახლი მაიაკოვსკის ქუჩაზე – ბათუმში საკრებულოს ოპოზიცია სხდომის გამართვას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნას დაარეგისტრირებენ. საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, სხდომაზე მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის საკითხის განხილვას გეგმავენ. მაიაკოვსკის  №55-ში მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებთა თქმით, 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მათი საცხოვრებელი კიდევ უფრო მეტად დაზიანდა, რის შემდეგაც მათ მერია ბინების დაქირავებას დაჰპირდა, თუმცა ორი დღის …

ბათუმში 3 ათასამდე ოჯახი განსახლებას საჭიროებს – ჩიქოვანი

ბათუმში 3 ათასამდე ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს. ერთ-ერთი კორპუსი, რომელიც ავარიულია და მოსახლეობა უკვე შვიდ წელზე მეტია განსახლებას ითხოვს, მაიაკოვსკის 55 ნომერში მდებარეობს. მოსახლეობის თქმით, ამ კორპუსის კედლები და საძირკველიც დაზიანებულია. წუხელ, საქართველოში 6.2 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა, რის შემდეგაც მოსახლეობამ ავარიული კორპუსი დატოვა და უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მერიამ 15 ოჯახი სასტუმროებში გადაიყვანა, მათი …

„გათავისუფლების ბრძანება დაწერილია“ – ბათუმის მერი ხასიას პოსტზე ავარიული სახლების შესახებ

„თემურ ხასია დღეიდან უკვე აღარ მუშაობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, გათავისუფლების ბრძანება დაწერილია უკვე,“ – აღნიშნა დღეს, 14 თებერვალს, არჩილ ჩიქოვანმა. ბათუმის მერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მერიის სპორტული ცენტრის დირექტორის, თემურ ხასიას შესახებ, რომელმაც გუშინ, მიწისძვრის შემდეგ ფეისბუქში დაწერა – „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის შეფასებით, თემურ ხასიას პოსტი …

მერიის ჩინოვნიკის პოსტი ფეისბუქში ავარიულ სახლებზე – დატოვა თუ არა მან თანამდებობა

ჯერ კიდევ უცნობია, დატოვა თუ არა თანამდებობა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თემურ ხასიამ მას შემდეგ, რაც მან გუშინ, 13 თებერვალს, ღამით, მიწისძვრის შემდეგ ფეისბუქში დაწერა: „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“. ამ სტატუსიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თემურ ხასიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. საბოლოოდ მან ბოლო პოსტები წაშალა და …

„აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში

ბათუმში, ფიროსმანის №1-ში მდებარე შენობა ავარიულია, აქ მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ სახლში ცხოვრება უსაფრთხო არ არის.  2 თებერვალს ამ მისამართზე, ნატალია კახიძის საცხოვრებელ ბინაში, ჭერიდან ბეტონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა.  აქ გვითხრეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახლში სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, მსგავსი რამ ხდება. შენობა ფიროსმანის პირველ ნომერში ორსართულიანია და სამი სადარბაზო აქვს. შენობაში …

როდის გაამაგრებენ აბაშიძეზე ავარიულ კორპუსს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი – მერიის განმარტება

„გავწამდით. ცუდ დღეში ვართ. სასტუმროში როგორ უნდა იცხოვრო. ჩვენი მდგომარეობა რომ შეაფასოთ, ერთ დეტალს გეტყვით – მაგალითად, სარეცხი მოგვაქვს მემედ აბაშიძეზე, ანუ ჩვენს კორპუსში. ვრეცხავთ, ვაშრობთ და მიგვაქვს უკან. ასე ბევრ რამეზე. ისიც კი არ ვიცით, როდის შეიძლება გაამაგრონ ჩვენი კორპუსი, არავინ არაფერს არ გვეუბნება, როდის შევძლებთ სახლში დაბრუნებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ მემედ აბაშიძის ქუჩაზე …

თვეში 100 ათასი ლარი იხარჯება ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირაში

ბათუმში, ავარიული სახლებიდან, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, 201 ოჯახია გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაყვანილი ოჯახებისა და მათთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა განსხვავებულია, თუმცა, 2021 წლის დეკემბრის თვეში, ამ თანხამ ჯამში, დაახლოებით 103 ათასი ლარი შეადგინა. ოჯახები, სახლების ავარიულობის გამო [ასევე 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად] …

რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ბინებს ტოვებს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #47 კორპუსიდან მერიამ ამ საღამოს ოჯახები გამოასახლა. ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის თქმით, ამ კორპუსში 60 ოჯახი ცხოვრობს. რა გახდა ნაჩქარევად გამოსახლების მიზეზი, რამდენად სახიფათოა ამ კორპუსში დარჩენა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ რჩება საცხოვრებელ სახლში და რას გეგმავს ბათუმის მერია – გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლევან დავითაძესთან. ბატონო ლევან, რამდენი ოჯახი გამოასახლეთ და რამდენად …

მერია: ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებულებს ავარიული სახლების პროგრამაში ჩავრთავთ

შემოვლითი გზის მშენებლობის გამო დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც სახლები დაებზარათ, მერია ავარიული სახლების პროგრამაში ჩართავს. ამის შესახებ ლევან დავითაძემ დღეს, 31 დეკემბერს, უთხრა „ბათუმელებს“. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ დაპირება ბევრჯერ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. ამავე თემაზე: „ჩვენი სახლები დაზიანდა“ – აქცია ავტობანის მშენებლობის წინააღმდეგ მახვილაურში ვიცე-მერის ინფორმაციით, მერიამ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სახლების მდგრადობა შეისწავლა და ოჯახები …

„ვხედავ, რაც მემუქრება, სახლი უნდა დამენგრეს თავზე“ – მოქალაქე უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

„ვხედავ, რაც მემუქრება და აღარ ვიცი, რა გავაკეთო, სახლი არ დამენგრეს თავზე-მეთქი!“ – მოქალაქე სოფელ განახლებიდან ხელისუფლებას  მის საცხოვრებელ  სახლთან ახლოს, მდინარის გასწვრივ, ჯებირის მოწყობას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის საცხოვრებელს საფრთხე ემუქრება – ეს დოკუმენტურადაც დადასტურებულია. მისი ამბავი საინტერესოა იმითაც, რომ მოქალაქის თქმით, მას  თავისი საცხოვრებელი სახლის პროექტი ხელვაჩაურის მერიაში გადასცეს. ის ირწმუნება, რომ მას …

„არ გადადო“ – აქცია ავარიული სახლების შესწავლის მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

დღეს, 8 დეკემბერს, მოძრაობა „არ გადადოს“ წევრებმა ბათუმის მერიასთან აქცია პერფორმანსით ავარიული სახლების შესწავლა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის შესასვლელთან ავარიული სახლების ფოტოები გამოფინეს და გამოიტანეს  აუდიომასალა, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ჰყვებიან, რა პირობებში უწევთ ცხოვრება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა მაქსიმალურად მოკლე დროში დატოვონ შენობები სიცოცხლისათვის სახიფათო სახლებში მცხოვრებმა ადამიანებმა. „ჩვენ ვითხოვთ, მომზადდეს ავარიული სახლების ექსპერტიზის …

ბათუმში, ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ – Video

ბათუმში, რურუას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განუცხადა. უკვე თითქმის ერთი საათია, ბათუმში, რურუას ქუჩის # 1-ში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი სიცოცხლისთვის საშიშია. კორპუსში მცხოვრებლებს ამ წუთებში [11:00] ბათუმის მერიის წარმომადგენლები ხვდებიან და ადგენენ იმ ოჯახების …

Exit mobile version