„არ გადადო“ – აქცია ავარიული სახლების შესწავლის მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

დღეს, 8 დეკემბერს, მოძრაობა „არ გადადოს“ წევრებმა ბათუმის მერიასთან აქცია პერფორმანსით ავარიული სახლების შესწავლა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის შესასვლელთან ავარიული სახლების ფოტოები გამოფინეს და გამოიტანეს  აუდიომასალა, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ჰყვებიან, რა პირობებში უწევთ ცხოვრება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა მაქსიმალურად მოკლე დროში დატოვონ შენობები სიცოცხლისათვის სახიფათო სახლებში მცხოვრებმა ადამიანებმა. „ჩვენ ვითხოვთ, მომზადდეს ავარიული სახლების ექსპერტიზის …

ბათუმში, ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ – Video

ბათუმში, რურუას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განუცხადა. უკვე თითქმის ერთი საათია, ბათუმში, რურუას ქუჩის # 1-ში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი სიცოცხლისთვის საშიშია. კორპუსში მცხოვრებლებს ამ წუთებში [11:00] ბათუმის მერიის წარმომადგენლები ხვდებიან და ადგენენ იმ ოჯახების …

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – რიჟვაძე წინასაარჩევნოდ ახალ პროგრამას აანონსებს

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ამ სახელწოდებით ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროგრამა დღეს, 22 ოქტომბერს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე, თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა. მისი თქმით, 2022 წლიდან 4 წლის განმავლობაში ამ პროექტისთვის 80 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. „დღეის მდგომარეობით, ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით, ბათუმში გვაქვს ავარიული სტატუსის მქონე 140-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი. დაახლოებით 1400-ზე მეტი …

2 პირი დააკავეს აქციაზე ბათუმში, სადაც ავარიული კორპუსიდან გასახლებას ითხოვდნენ

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებმა დღეს, 24 აგვისტოს, მორიგი აქცია გამართეს. ისინი ამჯერად მერიისგან ითხოვდნენ დროებით, ქირით გაყვანას, ვინაიდან კორპუსში ცხოვრება დღითი დღე გაუსაძლისი ხდება. აქციის მონაწილეებმა ავტომაგისტრალიც გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მაიაკოვსკის ქუჩა N 55/24-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსში 45 ოჯახი ცხოვრობს. ეს სახლი რომ ავარიულია, დასკვნა  …

ბათუმში ოთხსართულიანი სახლის სართული ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ოთხსართულიანი კორპუსის მეოთხე სართული ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, სახლი საცხოვრებლად უვარგისია და ამას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც ადასტურებს. კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, მერია მათ ბინების დაქირავებას დაჰპირდა. რას უპირებს მერია ავარიულ სახლს, ნამდვილად დაუქირავებს თუ არა ბინებს ოჯახებს და რამდენი ხნით? – ამ …

ზუგდიდში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვისა და მისი დედის დევნილობის ისტორია

10 წლის გოგო, რომელიც დღეს, 30 იანვარს, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ავარიული შენობის ერთ ოთახში დედასთან, ვიოლა გვაძბაიასთან ერთად ცხოვრობდა. დაშავებულია დედაც. ორივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიოლა გვაძბაიას დეიდის, სოფიო კეკუას თქმით, ბავშვს გამოკვლევები უკვე ჩაუტარეს, ის შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგივე მდგომარეობაშია დედაც. …

ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებმა ქუჩა გადაკეტეს – აქცია ბათუმში

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მოსახლეობამ დღეს, 13 დეკემბერს, შავშეთის ქუჩა [ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება] გადაკეტა. მოსახლეობა, რომელიც იქვე, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ ისინი მერიას ამ დრომდე უნდა დაეკმაყოფილებინა ბინებით, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. მაიაკოვსკის ქუჩა N 55/24-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსში 45 ოჯახი ცხოვრობს. „აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ხუთსართულიანი კორპუსი ტრაილერების გავლისას ზანზარებს, იბზარება… ახალი კორპუსი კი …

სიცოცხლისათვის საშიშ სახლებში 753 ოჯახი ცხოვრობს – რას გეგმავს ბათუმის მერია

ბათუმში სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა. მერიის თანამშრომლების მიერ ზედაპირული დათვალიერების შემდეგ ექპერტიზის ბიუროს 34 სახლის მონაცემები მიაწოდეს. ამ სახლებიდან სპეციალისტებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს 19 სახლის აღდგენა-გამაგრება: „ავარიულია და სახლის ან მისი ცალკეული ზონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.“ გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, დამატებით ორი შენობის არსებული სახით ექსპლუატაცია …

სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სახლების მისამართები ბათუმში

ბათუმის მერიამ საკრებულოს, ბათუმში ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საცხოვრებელი შენობების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა და არსებული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული მისეული ხედვებიც გააცნო. მერიის ინფორმაცია საკრებულომ, 2019 წლის 12 აპრილის სხდომაზე, ცნობად მიიღო. მერიის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ბათუმში მდებარე 34 ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაკვეთით მოამზადა. …

ბათუმში, 14 სახლში, ადამიანები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ბათუმში, 14 მრავალბინიან სახლში, ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია –  ინფორმაცია მერიაში დაგვიდასტურეს. თუმცა აქ ამბობენ, რომ ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ექსპერტიზის ბიურო მერიაში დასკვნების გაგზავნას ჯერ კიდევ აგრძელებს. მდგრადობის თვალსაზრისით საეჭვო სახლები მერიის სერვისცენტრებმა აღწერეს. ვიზუალური მონაცემების მიხედვით, ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ უბანში 99 სახლი შეარჩიეს. გადამოწმების შემდეგ მერიაში ეს ციფრი …

„ოცნება“ ბათუმში ავარიული სახლის ლიკვიდაციაზე ვერ თანხმდება – საკრებულოს სხდომა შეწყდა

ბათუმის საკრებულოს სხდომა „ქართული ოცნების“ ფრაქციის მოთხოვნით შეწყდა. საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის წარმოდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის ეტაპზე საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ მოულოდნელად ათწუთიანი შესვენება მოითხოვა ფრაქციის სხდომისთვის, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე დაეთანხმა. სავარაუდოდ, ნატალია ზოიძის მოთხოვნა მისი კოლეგების ქცევამ განაპირობა: მათი მოთხოვნით, დღეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს ორი მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხი. …

ავარიული სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლების საკითხი საკრებულომ არ განიხილა

სიცოცხლისთვის სახიფათო სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლებისა და მათი ახალი ბინებით ან ბინის დასაქირავებლად საჭირო თანხით უზრუნველყოფის საკითხი დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ განიხილეს. ადგილზე ჟურნალისტებს განგვიმარტეს, რომ იურიდიულმა კომისიამ განკარგულების პროექტი დაიწუნა, ამიტომაც ის დღის წესრიგიდან ამოიღეს. ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, რა ვადა მიეცა მერიას იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რის გამოც საკრებულომ საკითხის განხილვასა და დამტკიცებაზე …

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

მერია ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #48-ში ორსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის  ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების დასაწყებად თანხმობას ითხოვს. შესაბამისი განკარგულების დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე მიმართა. მერიის ინფორმაციით, ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა, რომ სახლი სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომაც მერიაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა დროულად დაიწყოს მესაკუთრეების ვინაობის დადგენა, მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესწავლა და დროებითი საცხოვრებელი ბინებით, ქირით უზრუნველყოფა. განკარგულების პროექტის მიხედვით, გიორგი ბრწყინვალის …

Exit mobile version