მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გასამაგრებლად 322 ათასი ლარი დაიხარჯება

08.07.2022 • 1831
ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გასამაგრებლად 322 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ჯავახიშვილის 47-ში მდებარე კორპუსის გასამაგრებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 322 122 ლარია გამოყოფილი. ეს კორპუსი ავარიულია და აქედან 60 ოჯახი მერიას დროებით ნაქირავებ ბინებში ჰყავს გაყვანილი.

კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი, ბათუმში ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 30 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 4 აგვისტოს დასრულდება. პირობის მიხედვით,  სახლის გამაგრების სამუშაოები 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს. პროექტი მერიის სამმართველოს დაკვეთოთ მომზადდა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავებულია საპროექტო დავალების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნისა და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად:

  • „საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ძირითად საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ძირითად კორპუსზე ყოველგვარი გაძლიერების გარეშე ჩაჭრილია ცოკოლის კედლები, რის გამოც დარღვეულია კედლების სიხისტე, ამავე დროს შენობაზე განხორციელებულია დამატებითი სართულის მანსარდით დაშენება, შენობის არსებული საძირკვლის გაძლიერების გარეშე.
  • როგორც დასკვნაშია აღნიშნული, გათვლების გარეშე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების და გადაკეთების გამო დაზიანებები აღნიშნულია ძირითადი შენობის მიშენებულ ნაწილში და უმნიშვნელოდ ძირითად ნაწილში.
  • საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1961 წელს.
  • გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა ნაწილობრივი მიშენებები ეზოს მხრიდან. კერძოდ მიშენებები განხორციელებულია I და II სადარბაზოებისათვის სრულად და IV სადარბაზოსთვის II სართულის ჩათვლით.
  • ბოლო ათწლეულებში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა მეხუთე სართულისა და მანსარდის დაშენება, I და II სადარბაზოს მიშენებების ჩათვლით.“

ჯავახიშვილის 47 / ფოტო პროექტიდან


ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #47 კორპუსიდან მერიამ ოჯახები 5 იანვარს გამოასახლა.

ამ თემაზე:

რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ბინებს ტოვებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: