ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 370 ათას 500 ლარია გათვალისწინებული. მეჩეთებს რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, იმ პროექტების მიხედვით ჩაუტარდება, რომლებშიც 2021 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, როგორც აქ განაცხადეს, ჯამში 49 450 ლარი გადაიხადა. ზვარეს მეჩეთის სავალალო მდგომარეობაზე „ბათუმელებმა“ სტატია რამდენიმე დღის წინ, 10 აპრილს გამოაქვეყნა. სააგენტომ მაშინ უპასუხოდ დატოვა კითხვა – …
Tag Archives: ტენდერი
ქობულეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონი დაიხარჯება
ქობულეთის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციოდ აჭარის ბიუჯეტიდან 6,2 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 6 მილიონ 298 ათასი ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. პირობის მიხედვით, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 360 დღეში უნდა დასრულდეს; თუმცა, 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით [საზაფხულო სეზონზე] მიმწოდებელს, …
ახალი ტენდერი ბათუმში ატრაქციონების მოწყობაზე – შემცირებული მისამართებით და თანხით
მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟსა და რეაბილიტაციაზე ტენდერი ბათუმის მერიის სამმართველომ ხელახლა გამოაცხადა. ახალ ტენდერში შემცირებულია ეზოების რაოდენობაც და სატენდერო თანხაც. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, სამმართველომ 2-მილიონიანი ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ არც მისამართები ჰქონდა დაზუსტებული და არც შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს წინა ტენდერი 2 მილიონ 30 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, …
მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად თანხა 2,7 მილიონით გაიზარდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ზიპლაინის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხა 2,7 მილიონი ლარით გაიზარდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 6 752 200 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო], ამჯერად კი, 9 512 716 ლარით ტენდერი, იმავე მომსახურების შესყიდვაზე, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა. [ამ კომპანიის 100% წილი …
Continue reading “მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად თანხა 2,7 მილიონით გაიზარდა”
12-სართულიანი კორპუსი ავარიული სახლის ნაცვლად – ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ბათუმში, მაიაკოვსკის N3ა-ში მდებარე ავარიული ხუთსართულიანი კორპუსის დასანგრევად და მის ადგილზე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად, მერიის სამმართველომ ტენდერი 15 192 786 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 16 თვეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2023 წლის 26 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს მოეთხოვება შემდეგი გამოცდილება: 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების …
Continue reading “12-სართულიანი კორპუსი ავარიული სახლის ნაცვლად – ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა”
ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი
სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის მშენებლობაზე აჭარის მუზეუმმა ტენდერი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. წინა ოთხი ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. კინოს მუზეუმის მშენებლობისთვის 2022 წელს 1,1 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ამჯერად კი ეს თანხა 589 ათასი ლარით არის გაზრდილი. აჭარის მუზეუმმა ტენდერი 1 778 806 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის …
Continue reading “ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი”
37,9 მილიონი ლარი ორი სკოლის ახალი კორპუსებისა და სახელოვნებო სკოლისთვის ბათუმში
ბათუმის №14 და №18 საჯარო სკოლების დამატებითი კორპუსების და სახელოვნებო სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი 37 944 034 ლარით გამოაცხადა. შესყიდვა მრავალწლიანია და 2023-2026 წლებს მოიცავს. სამუშაოები სამივე მისამართზე უნდა დასრულდეს 30 თვეში ხელშეკრულების დადებიდან. თუმცა, „№14 სკოლის ნაწილში სამუშაოების წარმოება უნდა შეჩერდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, ძირითადად ივლისის თვე, რაზედაც მიმწოდებელს წერილობით ეცნობება. …
Continue reading “37,9 მილიონი ლარი ორი სკოლის ახალი კორპუსებისა და სახელოვნებო სკოლისთვის ბათუმში”
„ბათუმობა“ სამწლიანი პაუზის შემდეგ – ღონისძიებები ბულვარში გაიმართება
სამწლიანი პაუზის შემდეგ სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ ისევ გაიმართება. სადღესასწაულო ღონისძიებები ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ, 29 აპრილს ჩატარდება. „ბათუმობა 2023“-ის ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი 202 ათას 196 ლარით გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს: საგამოფენო სივრცის (დახლები) მოწყობა; ჯიხურები, შესასვლელი თაღი, მიმართულების ნიშნულები სხვადასხვა სახის ინსტალაცია, ფილმების ჩვენების ორგანიზება, ლიტერატურული კუთხე, …
Continue reading “„ბათუმობა“ სამწლიანი პაუზის შემდეგ – ღონისძიებები ბულვარში გაიმართება”
ბაზრობა, პარკინგი, ავტოსადგური გოდერძიზე – რაში ხარჯავს აჭარის მთავრობა 4,5 მილიონს
ხულოში, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობა თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 4 597 900 ლარით გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს შესაბამისი პროექტები და მშენებლობისთვის თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია. პირობის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან …
ბათუმში ჭიშკრების შეცვლაზე მერიის სამმართველომ ტენდერი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა
ბათუმში საცხოვრებელი სახლების ეზოს შესასვლელი ჭიშკრების მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა უცვლელია – 132 ათას 910 ლარი. ტენდერის შეწყვეტის მიზეზი, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ერთ-ერთი მონაწილე შპს „იმპექსის“ საჩივარი გახდა, რომლითაც ის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში ასაჩივრებდა. კომისიამ ამ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა – ტექნიკური …
56 ლიფტის შესაცვლელად ბათუმის ბიუჯეტიდან 4,9 მილიონი დაიხარჯება – ნახეთ მისამართები
ბათუმში 56 ძველი ლიფტის შესაცვლელად ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი, ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 4 989 195 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება. რაც შეეხება ლიფტების შეცვლას [დემონტაჟი-მონტაჟი], მთლიანად უნდა …
ხულოში ბაკო-ხიხანის გზაზე ბეტონს დააგებენ – რატომ გადაანაწილეს სამუშაო 180 დღეზე და 2 წელზე
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოში, ბაკო-ხიხანის გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. 3 377 230 ლარით გამოცხადებულ ტენდერში, დეპარტამენტს შპს „ჯავახავტოგზა“ შესაბამის მომსახურებას 3 297 000 ლარად სთავაზობს. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 180 დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა ის 6 ეტაპად განხორციელდება. აქედან ოთხი …
შუახევის მერიის შენობის რემონტისთვის 305 ათასი ლარია გამოყოფილი
შუახევის მერიის ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 305 ათასი ლარია გათვალისწინებული. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში აღნიშნულია, რომ საჭირო თანხას მუნიციპალიტეტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გადაიხდის. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 19 მარტს დაიწყება და 24 მარტს დასრულდება. გამარჯვებულმა კი, სამუშაოები უნდა დაიწყოს „ხელშეკრულების დადებისთანავე და დაასრულოს 150 …
Continue reading “შუახევის მერიის შენობის რემონტისთვის 305 ათასი ლარია გამოყოფილი”
2 მილიონი ლარი ატრაქციონების მონტაჟისა და რემონტისთვის ბათუმში – ნახეთ მისამართები
ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყება და 27 მარტს დასრულდება. პირობის მიხედვით, საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა განხორციელდეს. მისამართები ბათუმში, …
აჭარის სოფლები, რომელთა გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან
აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 11 სოფლისთვის, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების პროექტებს შეისყიდის, რისთვისაც ორი ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო თანხა ჯამში 377 522 ლარია. ეს სოფლებია: ჭახათი, ოქროპილაური, ქვემო ვაშლოვანი, მირვეთი, ქოქოლეთი, ზედა ჩხუტუნეთი, ჭინკაძეები, ქვედა ბზუბზუ, პირველი მაისი, ახო და დანდალო. პროექტების შესყიდვის შემდეგ, ცალკე გამოაცხადებენ ტენდერს გაზსადენი ქსელის მონტაჟზე სოფლებში, ხოლო დამონტაჟების შემდეგ ქსელი გადაეცემა …
Continue reading “აჭარის სოფლები, რომელთა გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან”
ქუთაისის მერიამ 118 ათასად იყიდა ავტომანქანა, რომლითაც მერი სარგებლობს
ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 118 ათასზე მეტი ლარი გადაიხადა ახალ ავტომანქანაში, რომლითაც ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი სარგებლობს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალ ავტომობილს ქუთაისის მერი იყენებს, ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში. ტენდერი მერიამ ახალი ავტომობილის შესაძენად 2023 წლის იანვარში გამოაცხადა. „ბათუმელებმა“ ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 16 იანვარს მიმართა. გვაინტერესებდა, რატომ გახდა საჭირო ახალი ავტომობილის შეძენა და ვინ …
Continue reading “ქუთაისის მერიამ 118 ათასად იყიდა ავტომანქანა, რომლითაც მერი სარგებლობს”
ბულვარის შესასვლელში დაზიანებული ფილების შესაცვლელად 420 ათასი ლარია გამოყოფილი
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დაზიანებული გრანიტის ფილების შეცვლას გეგმავს. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ფილების შესაცვლელად ბულვარმა ტენდერი 420 ათასი ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში. ტენდერში გამარჯვებულმა არსებული დაზიანებული ბუნებრივი გრანიტის ფილების დემონტაჟის სამუშაოები უნდა შეასრულოს და ქვემოთ დასახელებული ახალი …
Continue reading “ბულვარის შესასვლელში დაზიანებული ფილების შესაცვლელად 420 ათასი ლარია გამოყოფილი”
რამდენ ჰექტარს დახნავს მთავრობა აჭარაში – მიწის დასამუშავებლად 1,2 მილიონია გამოყოფილი
აჭარაში მთავრობა ბიუჯეტის ფულით მიწის ნაკვეთებს წელსაც დახნავს, რისთვისაც ჯამში 1,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მიწის დამუშავებაზე [დახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაფრეზვა] ტენდერი „აგროსერვის ცენტრმა“ წელს 1 284 000 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები 2023 წლის 31 მარტიდან უნდა დაიწყოს და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. კერძოდ: ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში – …
ქუთაისში საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იწყება
ქუთაისში საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაციის პროგრამა იწყება. სამუშაოების 95 პროცენტს ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს, 5 პროცენტს კი – ადგილობრივი ბიუჯეტი. ფასადების რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერიამ რამდენიმე ტენდერი უკვე გამოაცხადა. დაგეგმილია რუსთაველის გამზირზე №110; 112; 114-ში მდებარე კორპუსების ფასადის შეცვლა. პროექტის თანახმად, სამივე კორპუსის ფასადზე აკრული ბუნებრივი ქვა უნდა მოიხსნას, კედლები გაილესოს და საფასადე საღებავით შეიღებოს. ასევე, უნდა …
Continue reading “ქუთაისში საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იწყება”
ქუთაისში გამსახურდიას ქუჩის შესაკეთებლად 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირის რეაბილიტაციისათვის 4 მილიონ 752 782 ლარი დაიხარჯება. ქუთაისის მერიამ იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც გამსახურდიას გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის გასაახლებლად სამუშაოებს ჩაატარებს, ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. [პირველი ტენდერი, ზუსტად იგივე თანხით, მერიამ 2022 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, თუმცა, არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო]. პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ქუჩის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე უნდა …
Continue reading “ქუთაისში გამსახურდიას ქუჩის შესაკეთებლად 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება”
მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელ ბილიკს მოაწყობენ
ხელვაჩაურის სოფელ მირვეთის ჩანჩქერამდე მისასვლელ საფეხმავლო ბილიკს მოაწყობენ. პროექტის მიხედვით საფეხმავლო ბილიკი ცემენტითა და ფლეთილი ქვებით მოეწყობა. უშუალოდ ჩანჩქერთან გაკეთდება ტერასა – ხისა და ლითონის კონსტრუქციით. მოეწყობა ასევე განათება, სკამი და სხვა კონსტრუქციები. ბილიკისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 ათასი ლარია [თუმცა, ამავე ტენდერში გამარჯვებულმა …
Continue reading “მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელ ბილიკს მოაწყობენ”
ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი
ბათუმის ბიუჯეტიდან „უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის“ 2023 წელს 100 ათასი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაცხადა. პირობის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება. …
Continue reading “ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი”
სარფის პლაჟზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს შეისყიდიან
ხელვაჩაურის მერია სოფელ სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეების და გასახდელების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 20 ათასი ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული შშმ პირებისათვის ადაპტირებული კიბეების, ბილიკის, პანდუსის საშხაპეების და გასახდელების მოწყობას. ამასთან, „გამარჯვებული კომპანიის მიერ პროექტის დაგეგმარების დროს …
Continue reading “სარფის პლაჟზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს შეისყიდიან”
ქობულეთში აღმაშენებლის და რუსთაველის ძეგლებს დგამენ – გამოყოფილია 150 ათასი ლარი
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთში დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ძეგლების მოწყობაზე ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ძეგლების ბრინჯაოში ჩამოსხმა და მათი პოსტამენტებზე განთავსება. ძეგლების ესკიზები ტენდერიდან: სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა პირობაში აღნიშნულია, რომ „მიწოდების ვადა დაზუსტდება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების შესაბამისად“. ტენდერში წინადადებების …
Continue reading “ქობულეთში აღმაშენებლის და რუსთაველის ძეგლებს დგამენ – გამოყოფილია 150 ათასი ლარი”
ქუთაისში საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ქუთაისის ჭადრაკის სკოლის რეაბილიტაციაზე 534 859 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით საჭადრაკო სკოლის შენობაში სრულად უნდა შეიცვალოს ელექტროგაყვანილობა, უნდა ჩაუტარდეს რემონტი შენობის ძველ ნაწილს და შეიცვალოს სახურავი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები სამი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. ტენდერში წინადადებების მიღება 21 იანვარს დაიწყება და 26 იანვარს დამთავრდება. ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა.
რომელი ქუჩების შეკეთება დაიწყება წელს ბათუმში – ბიუჯეტიდან 59 მილიონი ლარი დაიხარჯება
ბათუმში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ორი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ორივე ტენდერში, ჯამში, 59 მილიონ 354 ათას 417 ლარია. პირველი ტენდერის ფარგლებში იგეგმება: გიორგი ლეონიძის ქუჩის კეთილმოწყობა შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია – პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში ასევე, მონაკვეთების: ალ. სულაბერიძისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების კვეთიდან ალ. …
1,8 მილიონი ლარი ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარის მოსაწყობად
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერი ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა. კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვებს, ვალდებული იქნება მთელ ქუჩაზე [2.9 კმ სიგრძეზე] შეცვალოს ტროტუარის ფილები, მოაწყოს მოაჯირი. „პროექტით გათვალისწინებულია ახალი ტროტუარების მოწყობა დეკორატიული დაწნეხილი ფილის საფარით, რომლის სისქეა 4სმ. ასევე დამკვეთის მოთხოვნაა საპროექტო მონაკვეთის მთელ სიგრძეზე მოეწყოს ლითონის …
Continue reading “1,8 მილიონი ლარი ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარის მოსაწყობად”
ბათუმის იუსტიციის სახლთან უსაფრთხოების კუნძულებს მოაწყობენ
ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა იგეგმება. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. მომსახურებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტიდან, მაქსიმუმ 87 839 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს. ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ ამ წრიულთან საფეხმავლო ხიდებიც უნდა აშენდეს, რომლებიც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს და გმირთა ხეივანს …
Continue reading “ბათუმის იუსტიციის სახლთან უსაფრთხოების კუნძულებს მოაწყობენ”
ბათუმში 53 ლიფტს ახლით შეცვლიან – ნახეთ მისამართები
ბათუმში, 36 მისამართზე, 53 ლიფტის ახლით შეცვლაა დაგეგმილი. ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, ლიფტების მონტაჟი წელს უნდა დაიწყოს და 2024 წელში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. პროგრამის მიხედვით კი, შესყიდვის სავარაუდო საერთო ღირებულება, ჯამში, 5 196 924 ლარია. ამავე პროგრამაში აღნიშნულია, რომ „მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში …
Continue reading “ბათუმში 53 ლიფტს ახლით შეცვლიან – ნახეთ მისამართები”
„ნაცრისფერი ან ლურჯი“ – ქუთაისის მერია 118 ათას ლარად მანქანას ყიდულობს
ქუთაისის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს, რომელშიც 118 211 ლარის გადახდას აპირებს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თუმცა მერიაში არ გვითხრეს ვის მოემსახურება ეს ავტომობილი. სატენდერო განცხადის თანახმად „ავტომობილი უნდა იყოს ნაცრისფერი ან ლურჯი, SUV კლასის, ახალი, გამოშვებული არანაკლებ 2022 წელს, ხუთ კარიანი. მუშაობდეს ბენზინზე და ჰქონდეს 4*4-ზე ტიპის ძარა“. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 იანვარს დაიწყება …
Continue reading “„ნაცრისფერი ან ლურჯი“ – ქუთაისის მერია 118 ათას ლარად მანქანას ყიდულობს”
ქუთაისის მერია თავის საქმიანობაზე კლიპს გადაიღებს, რაშიც 16 ათას ლარს დახარჯავს
ქუთაისის მერია 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ვიდეორგოლის დამზადებაში 16 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. „ვიდეორგოლი უნდა იყოს ინფორმაციული ხასიათის და ასახავდეს ქუთაისის მერიის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ძირითად ასპექტებს, სხვადასხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა, სპორტი. ვიდეორგოლის მიზანია ქუთაისში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის და ცნობიერების გაზრდა,“ …
Continue reading “ქუთაისის მერია თავის საქმიანობაზე კლიპს გადაიღებს, რაშიც 16 ათას ლარს დახარჯავს”
რომელ სახლებზე შეცვლიან სახურავებს წელს ბათუმში – 499 ათასი ლარი 8 სახლისთვის
ბათუმში, მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ხელშეკრულების გაფორმებას 499 459 ლარზე კომპანია „დიასი 2007“-თან აპირებს. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში სახურავი 8 საცხოვრებელ სახლზე შეიცვლება: აფსაროსის III შეს. სახლი №14; ინასარიძის ქ.№8; გორგილაძის ქ.№5; ლორიას ქ.№2; მაიაკოვსკის ქ.№55/23; გრიშაშვილის I ჩიხი №2 [ძვ. თამარის დას. 28]; ლერმონტოვის ქ.№61 და თავდადებულის …
Continue reading “რომელ სახლებზე შეცვლიან სახურავებს წელს ბათუმში – 499 ათასი ლარი 8 სახლისთვის”
თამარის ციხეს გამაგრება სჭირდება, ბათუმის მერია კი ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობს
ბათუმში, „თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის“ ქალაქის ბიუჯეტიდან 1 549 937 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები, ძირითადად, ციხის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. მათ შორის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული 35 ძირი ხის გადაბელვას – ტოტების აჭრას. „თამარის ციხე“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება …
ბათუმში ძაღლების ახალი თავშესაფრის პროექტი მაისამდე უნდა მომზადდეს – 587 000 ლარად
ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, სარეკრეაციო სივრცის, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობისა და შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მერიის სამმართველოს ხელშეკრულება 587 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „აჭარკაპმშენს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ძაღლთსაშენის, იპოდრომისა და სარეკრეაციო სივრცის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2023 წლის 31 მარტამდე უნდა მოამზადოს. სწორედ დეტალური პროექტირების შემდეგ დადგინდება, …
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დაშლა პრობლემაა
ქობულეთის მერია აცხადებს, რომ საახალწლო ნაძვის ხისა და დეკორაციების დემონტაჟი „პრობლემად რჩება“, ვინაიდან შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ტენდერით ვერ ახერხებს. ამიტომ დეკორაციების დაშლას გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით გეგმავს. თანხმობისთვის ქობულეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. მერიის განაცხადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სააგენტოსგან თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ქობულეთში საახალწლო ნაძვის ხეს თებერვლის ბოლომდე ვერ დაშლიან. „ქუჩის/გარე განათების 2023 …
Continue reading “ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დაშლა პრობლემაა”
ბათუმის მერიას 78-მილიონიანი ტენდერისთვის უჩივიან – ვისთვის უნდა ააშენონ ამ თანხით კორპუსები
ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 იანვარს დაიწყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 78 589 607 ლარით აქვს გამოცხადებული. კომპანია „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფი“ კი, მერიის სამმართველოს სატენდერო პირობების გამო დავების საბჭოში უჩივის. კომპანია საბჭოსგან ითხოვს, დაავალდებულონ სამმართველო „სატენდერო პირობები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში დაგეგმილია: ე.წ …