ბათუმისთვის 65 ავტობუსს შეისყიდიან – ქალაქი მაქსიმუმ 36 მილიონს გადაიხდის

ბათუმისთვის 65 საქალაქო ავტობუსის შესაძენად სხელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [სატენდერო თანხა] 561 ათას 140 ლარია დღგ-ს ჩათვლით, ანუ, ჯამში 36 474 100 ლარი. ამასთან, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთი ავტობუსის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 508 ათას 140 ლარს, ანუ, 65 ავტობუსის ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს …

რუსული კომპანიის დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის – 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმში, ხუთი საბავშვო ბაღის კეთილმოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას რუსული კომპანიის ფილიალი დავების საბჭოში ასაჩივრებს. კომისიამ მომჩივანს ტენდერში დისკვალიფიკაცია „არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო“ მისცა. N13, 14, 22, 31 და 33 ბაღების კეთილმოწყობაზე ტენდერი [დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია] 4 961 999 ლარით არის გამოცხადებული. ერთ-ერთი პრეტენდენტი – შპს „ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო) – სამმართველოს მომსახურებას …

ბათუმში დაამონტაჟებენ მზის ელემენტებს, რომლებიც ტელეფონებს დამუხტავს

ბათუმში, ოთხ ადგილზე – ცენტრალურ პარკში, ევროპის მოედანზე [2 სტენდი] და ანბანის კოშკის მიმდებარედ – ტელეფონების დასამუხტი მოწყობილობების [სტენდების] მონტაჟი იგეგმება. ამ მოწყობილობებით, რომლებიც მზის ენერგიაზე იმუშავებს, მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ. მოწყობილობა ასევე „აღჭურვილი უნდა იყოს როუტერით [ინტერნეტის კაბელის გარეშე], რათა მომხმარებლებს მინიმუმ 10 მეტრის რადიუსში უფასოდ მიეწოდოს ინტერნეტი“. „ოთხი ერთეული ტელეფონების დამტენის შესყიდვა-მონტაჟზე“ ტენდერი ბათუმის …

3,3 მილიონ ლარს დახარჯავს ბათუმის მერია 5 კორპუსის ფასადის შესაფუთად

ბათუმის მერიამ 3,3 მილიონი ლარი გამოყო ქალაქის ბიუჯეტიდან ახმეტელის ქუჩაზე [დრამატული თეატრის გვერდით] მდებარე ხუთი 12-სართულიანი კორპუსის ფასადის შესაფუთად. სახლის ფასადის შეფუთვა, ტენდერის მიხედვით, გულისხმობს იერსახის შეცვლას, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და თბოიზოლაციას. ტენდერი ამ საცხოვრებელი სახლების ფასადების შეფუთვაზე 3 მილიონ 360 ათას 689 ლარით, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა [ფასის კლების ბიჯი კი, 33 ათას …

რატომ აცხადებს „საქართველოს რკინიგზა“ რუსულ ენაზე შესყიდვას – ტენდერი 775 ათას ლარზე 

„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა ტენდერი, სადაც განცხადებისა და დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი რუსულ ენაზეც აქვს გამოქვეყნებული. „საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, რომ მათ ამის ვალდებულება საქართველოს მთავრობის დადგენილებით აქვთ. „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფო კომპანიაა. საუბარია „ვმკ სერიის ელექტრომატარებლის ვაგონთშორისი ავტოგადასაბმელის შესყიდვაზე“, სადაც სატენდერო თანხა 775 ათას 170 ლარია [დღგ-ს გარეშე]. „შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა: 12 ცალი/12 …

ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარია. კომპანიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ …

ბათუმში მე-16 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს – თანხა 1,4 მლნ-ით გაზარდეს

ბათუმში მე-16 საჯარო სკოლის ადგილას ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო თანხა 1 419 013 ლარით გაიზარდა და 17 388 170 ლარია. აჭარის განათლების სამინისტრომ ამ თანხით ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელიც 15 969 157 ლარით იყო გამოცხადებული, არ შედგა – მონაწილეობა არავინ მიიღო. ამ ტენდერში წინადადებების მიღება ივლისის ბოლოს დასრულდა. ახალ ტენდერში კი, წინადადებების …

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის აშენებაზე 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – ახალი ტენდერი

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად ბათუმის მერიის სამმართველოსა და შპს „საბა კონსტრაქშენს“ შორის გაფორმებული 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა. კომპანიას დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ასევე, მშენებლობა ევალებოდა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „საბა კონსტრაქშენმა“ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულება შეუწყვიტეს, კომპანიამ კი,  სასამართლოს მიმართა. ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი თვის შემდეგ მერიის სამმართველომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, …

ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს

ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ბონდი-2009“, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 5 610 610 ლარად სთავაზობს. ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთებზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები უნდა დაიწყოს. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე …

ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს

ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. მერია ქალაქის სამ სკვერში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს. კამერების შეძენა-მონტაჟზე, ასევე, სკვერებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია. პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს …

გარემოს სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის – გამოყოფილია 1.2 მილიონი ლარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით 11 ადგილზე, მათ შორის აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში დაამონტაჟებენ. მონიტორინგის ერთ-ერთი მიზანი – მეწყრის პროგნოზირება და ადრეული გაფრთხილებაა. მეწყრის მონიტორინგის სისტემების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი სააგენტომ 1 247 465 ლარით გამოაცხადა. სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული სისტემის შესყიდვა მწვანე კლიმატის ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის …

ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში 30 მისამართზე 49 ძველ, ამორტიზებულ ლიფტს, ახლით ჩაანაცვლებენ. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი ლარია გამოყოფილი. საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 162 593 ლარით გამოაცხადა. პირობაში აღნიშნულია, რომ „ლიფტის მონტაჟის სამუშაოები უნდა შესრულდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადაპტირებისათვის გათვალისწინებული ნორმების …

ქედასა და ხულოში ოჯახებისთვის 77 მზის სადგურს შეისყიდიან – მსურველია 196

ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მზის პანელებს შეისყიდიან. 77 მიკროელექტრული მზის სადგურის შესყიდვაზე ტენდერი „აგროსერვისცენტრმა“ 615 800 ლარით უკვე გამოაცხადა. მომსახურებაში შედის მონტაჟიც. „აგროსერვისცენტრში“ განაცხადეს, რომ მზის პანელებს ევროკავშირის გრანტით შეისყიდიან. ამასთან, მოქალაქეების მხრიდან განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და სულ 196 განაცხადია შესული. აქედან მაქსიმუმ 77 ბენეფიციარს შეარჩევენ. თითოეულს კი, მზის ელექტროსადგურის ღირებულების …

ბათუმში 5 საბავშვო ბაღის რემონტისთვის 5 მილიონია გამოყოფილი – უცნობია, რა უნდა გაკეთდეს

ბათუმის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი 5 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის. თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი ისე გამოაცხადა,  დაკონკრეტებული არ არის თითოეული ბაღის შენობაზე რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. სატენდერო თანხა 4 998 031 ლარია. ტენდერის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება ბათუმის N13, 14, 22, 31 და 33 საბავშვო ბაღების შენობებში. სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს …

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრებისთვის ტენდერი 1,49 მილიონი ლარით გამოაცხადეს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 499 762 ლარია. ორი კვირის წინ მერიაში  „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ 2022 წელს 200 ათასი ლარი ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის დაიხარჯებოდა. მერიის სამმართველოში კი, ამჯერად გვითხრეს, რომ პროექტიც და ხარჯთაღრიცხვაც ახლა გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში მომზადდება გამარჯვებული კომპანიის …

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, 2 კორპუსის ასაშენებლად 33 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, მერია ორ 8-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. კორპუსების მშენებლობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 33 მილიონი ლარით გამოაცხადა. ეგრეთ წოდებული „შანხაის დასახლება“ ბათუმში, რაფიელ ერისთავისა და ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და ხუთ დღეში, 5 სექტემბერს, დასრულდება. შესყიდვის სატენდერო თანხა 33 097 204 …

ქედაში ძენწმანის მეჩეთს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

ქედის სოფელ ძენწმანში ხის მეჩეთის [ჯამეს] რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 188 ათასი ლარით გამოაცხადა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ტენდერში გამარჯვებულმა მეჩეთზე სამუშაოები უნდა განახორციელოს სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს თან. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება. მეჩეთის რეაბილიტაცია …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ჰაერის მონიტორინგის სადგურს განათავსებენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურს განათავსებს. სადგური, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მოწყობილობას, სენდვიჩ პანელისაგან დამზადებულ ჯიხურში იქნება მოთავსებული. სადგური ჰაერის ხარისხს რამდენიმე დამაბინძურებელზე ავტომატურად გააკონტროლებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ასეთ სადგურს ბათუმის გარდა კიდევ 7 ადგილზე დაამონტაჟებს – თბილისში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მესტიაში. სააგენტო ასევე შეიძენს ერთ …

ახალშენისა და ორთაბათუმის ცენტრების კეთილმოწყობაში ნახევარი მილიონი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მერიამ ახალშენისა და ორთაბათუმის ცენტრების კეთილმოსაწყობად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო და ტენდერებიც გამოაცხადა. ახალშენის ცენტრის კეთილმოწყობაზე ტენდერი 195 147 ლარითაა გამოცხადებული [წინადადებების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება], ხოლო ორთაბათუმის ცენტრის კეთილმოსაწყობად სატენდერო თანხა 324 927 ლარია [ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება]. სატენდერო დოკუმენტაციას …

ბსუ ჯანდაცვის ფაკულტეტისთვის ცალკე კორპუსს ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში, სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც ამჯერად დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. პროექტის შესაძენად ბსუ-მ ტენდერი 100 ათასი ლარით გამოაცხადა. სატენდერო დავალების მიხედვით, „საპროექტო შენობა-ნაგებობა გათვალისწინებულია ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსისთვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის სტანდარტებს. სამშენებლო მოედანი მდებარეობს ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში. …

ბათუმში, შარტავას გამზირზე, საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებში სამ საფეხმავლო ხიდს ააშენებენ. ერთი ხიდი აბუსერიძის ქუჩაზე გადავა და აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის, ხოლო ორი ხიდი გმირთა მოედანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ეს ორი ხიდი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს. საფეხმავლო ხიდები განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში აშენდება. პროექტი ხეივნის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და აქ სამუშაოებს შპს „საბა …

დასრულდა ტენდერი, რომელიც ბათუმში 3 ავარიული სახლის აღდგენას ითვალისწინებს

დასრულდა ტენდერი, რომლის პირობების მიხედვით, ბათუმში სამი ავარიული სახლი უნდა აღდგეს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ცნობილი არაა, რომელ მისამართზე იმუშავებს კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო. ბათუმში სულ 118 ავარიული სახლია. შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ბათუმის მერიის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ „ურბან სინერგი“ ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 999 973 …

ჩაქვში რაგბის მოედნის მოსაწყობად 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, 15 058 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც ბუნებრივსაფარიანი სტადიონი იყო, ხელოვნურსაფარიან რაგბის მოედანს მოაწყობენ. სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 559 943 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 27 ივლისს და ხუთ დღეში, პირველ აგვისტოს დასრულდება. პირობის მიხედვით, რაგბის მოედანი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

მერია ავარიულ სახლებზე 3 მილიონის დახარჯვას იწყებს – რის დაზუსტებას ითხოვს ენმ

„ეს არის კორუფციული გარიგება, ბუნდოვანია ტენდერი, რადგან არ არის მითითებული, რომელ ავარიული სახლების აღდგენას მოხმარდება 3 მილიონი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. მან დღეს, 11 ივლისს, ბრიფინგი გამართა და ბათუმის მერიის ტენდერს გამოეხმაურა. ავარიული სახლების აღდგენაზე ბათუმის მერია 4 წლის განმავლობაში 80 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. უკვე გამოვლენილია სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი 118 …

ბაგრატიონის ქუჩაზე სამუშაოების დასრულებას ბათუმის მერიას კომპანია 6,6 მილიონად სთავაზობს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას ბათუმის მერიას კერძო კომპანია „ნიუპოვერ“ 6 688 888 ლარად სთავაზობს. ბაგრატიონის ქუჩა რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ რამდენიმე თვეა გადაკეტილია. აქ წინა ტენდერის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო, თუმცა მერიის განცხადებით, კომპანია „ზიმო 7“-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 9 152 784 …

პირველკლასელებისთვის 700 ათას ლარად ჭადრაკის დაფებს შეიძენენ

700 ათასი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისთვის საჭირო სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფების შესაძენად. დაფებს პირველკლასელებისთვის შეიძენენ, ვინაიდან ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ჭადრაკის დაფების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. სააგენტო, ტენდერის ფარგლებში, 4 000 ჭადრაკის სადემონსტრაციო …

15,9 მილიონი ლარი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ახალი შენობისთვის – ტენდერი

ბათუმში მე-16 საჯარო სკოლის ადგილას ახალი შენობის ასაშენებლად 15 969 157 ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან. აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სკოლის ახალი შენობის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში [36 თვეში] უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 17 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 22 ივლისს დასრულდება. ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის …

რატომ ვერ დასრულდა ახალი ბაღის მშენებლობა ბათუმში – მორიგი ტენდერი 800 ათასი ლარით

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე [დარჩენილი სამუშაოების დასრულებაზე] მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 800 ათასი ლარით. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2,1 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზე …

ქობულეთში, ისპანის ტორფნარზე ბილიკის მოსაწყობად, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

ქობულეთში, ისპანის ტორფნარზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობასა და არსებული ხიდების რეკონსტრუქციაში აჭარის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. „ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ეკოტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საფეხმავლო ბილიკის [700 მეტრი] მოწყობაზე და არსებული ორი ხიდის რეკონსტრუქციაზე“ ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 19 ივნისს დაიწყება და ხუთ დღეში, 24 …

ხინოწმინდაში ძეგლზე ეკლესიას ააშენებენ, აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯება

ხინოს ნაეკლესიარს, რომლის კონსერვაციაშიც სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას დააშენებენ. ნანგრევებზე, ფაქტობრივად, ახალი ეკლესიის დაშენებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად 750 ათასი ლარი დაიხარჯება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოწმინდაში შემორჩენილი ეს ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია. ერთია ძეგლის კონსერვაცია და მეორე ის, რომ სპეციალისტები გადაჭრით დღემდე ვერ ადგენენ, თუ როგორი იყო თავის დროზე ეს ეკლესია …

10 მილიონი ხულოს ვაშლოვანში ახალი სკოლისა და საერთო საცხოვრებლის ასაშენებლად

ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში საჯარო სკოლის არსებულ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე ახალ შენობას ააშენებენ. სკოლის სამსართულიან შენობასთან ერთად ააშენებენ ხუთსართულიან კამპუსსაც [საერთო საცხოვრებელს]. საჯარო სკოლის ახალი შენობა გათვლილია 300 ბავშვზე, ხოლო კამპუსი 170 ადამიანზე. საჯარო სკოლის ძირითადი შენობის და კამპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან [2022-2025 წწ] სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ 10 მილიონ 283 …

12 მილიონი ლარი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისთვის ბათუმსა და ქობულეთში

ბათუმსა და ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში მაქსიმუმ 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საბოლოო სახელშეკრულებო თანხა კი ტენდერების დასრულების შემდეგ დაზუსტდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მომსახურების შესყიდვაზე ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: პირველი ტენდერი ბათუმში 2 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის დაპროექტებას და მშენებლობას ითვალისწინებს და სატენდერო თანხა 8 მილიონი ლარია; მეორე ტენდერით კი, …

ახალი ტენდერი ბაგრატიონის ქუჩის შეკეთებაზე – სამუშაოები 3 მილიონით ძვირდება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთის] რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ახალი ტენდერი გამოაცხადა. ბაგრატიონის ქუჩა რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ რამდენიმე თვეა გადაკეტილია. აქ წინა ტენდერის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო, თუმცა მერიის განცხადებით, კომპანია „ზიმო 7“-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 29 მაისს დაიწყება …

ბათუმში „ბლექსის“ ადგილზე 7,4 მილიონ ლარად ახალ საჯარო სკოლას ააშენებენ

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N 61-ში ახალი საჯარო სკოლის შენობას ააშენებენ. ყოფილი კოლეჯ „ბლექსის“ ადგილზე [ჭავჭავაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში] ახალი სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 7 418 283 ლარია. „საპროექტო დოკუმენტაცია კონკურსის წესით შეირჩა, რომლის მიხედვითაც უნდა აშენდეს სამსართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლის შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 400 მოსწავლეზე …

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინას გაარემონტებენ

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინის რეაბილიტაცია და გენერატორის შესყიდვა აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება. ხულოს მუნიციპალიტეტმა მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების სატენდერო ღირებულება 115 ათას 888 ლარია. საბაგირო გზის ვაგონი ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას. ის იმდენადაა დაზიანებული, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია, როგორც ვიზუალური – ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე ფიზიკური მდგომარეობით არ არის მიზანშეწონილი, …

ხულოს ქუჩაზე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაზე 1,1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, N10-ში მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 189 320 ლარია გამოყოფილი. შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 15 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა დაიწყოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის …

Exit mobile version