ამ სახლში მონანიება გადაიღეს, ის გულგრილობას ეწირება – წერილი პროკურატურას

„140 წლის იტალიური სახლი, რომელიც ბაროკოს სტილშია ნაშენები, რატომ უნდა შეეწიროს პასუხისმგებელი უწყებების გულგრილობას. ფილმი მონანიება ამ სახლში გადაიღეს და სცენარში ძეგლების დაცვაზეა ლაპარაკი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ ესმის“, – ასე სრულდება წერილი, რომლითაც ბათუმში, ფარნავაზ მეფის #51-ში მცხოვრებლებმა პროკურატურას დღეს, 3 ივნისს  მიმართეს. ამ მისამართზე, ბათუმისთვის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ორსართულიანი სახლი …

უკანონოდ აშენებული 8-სართულიანი სასტუმრო ბათუმში, სანაპიროსთან

შპს „ჰორიზონს ჯგუფმა“ ბათუმში, ახალი ბულვარის გვერდით, ზღვასთან ახლოს, რვასართულიანი  სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, დაასრულა და მოაპირკეთა ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ ჰქონია. კომპანია ამ სასტუმროში უკვე ყიდის აპარტამენტებს, შენობა დღესაც უკანონოა და როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ირაკლი მოქია ამბობს, დემონტაჟის მოთხოვნით აღსრულებაშია გადაცემული. კომპანიაში განაცხადეს, რომ „მერიაში შეტანილია დამატებითი დოკუმენტაცია პროექტთან დაკავშირებით“. აღსრულება კი, …

ბათუმის მერი უკანონო მშენებლობებზე: მინდა, ძალიან გავამკაცრო ამ ნაწილში კონტროლი

უნებართვოდ დაშენება, აშენება ან მიშენება ბათუმში კვლავაც აქტუალურია. არჩევის დღიდან ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ მშენებლებში გააქრობდა განცდას: „მაინც შეგვრჩება“. მისივე განმარტებით, ამის მისაღწევად ჯერ ზედამხედველობის სამსახური დაუქვემდებარა არქიტექტურას, შემდეგ კი, „მეტი კონტროლისთვის“, მუნიციპალური ინსპექცია შექმნა, ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად გაზარდა ადამიანური რესურსები და ბიუჯეტი. თუმცა შედეგი მაინც არ დადგა, ბათუმში ისევ გვხვდება უნებართვო მშენებლობები. რატომ? …

ჩემზე მარტო მამაჩემი ახდენდა გავლენას – სულიკო თებიძე ბათუმის მერისგან მიღებულ SMS-ზე

„ბათუმის მერის SMS, მისი აქტიურობა – „არ მოიღო ამბასადორი“, თქვენ, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს, არ გიჩენთ კითხვებს, რომ  შესაძლოა მერი გარიგებული იყოს კომპანიასთან, ლობირებდეს მის ინტერესებს რაღაცის სანაცვლოდ?“ – ეს კითხვა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მას შემდეგ დავუსვით, როცა გავრცელდა კადრი, სადაც ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე  საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომაზე წერს, არ ამოიღოს „ამბასადორი ბათუმისთვის“ …

მერის განმარტება საკუთარ SMS-ზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონში გადაიღეს

„არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“, – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს, 29 მაისს, სხდომის მიმდინარეობის დროს მიიღო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ SMS ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ ბათუმის ბულვარში 4-სართულიან მშენებლობის უფლება უკვე აქვს, თუმცა ამ შენობის საძირკველი მოაწყო უფრო მასშტაბური შენობის ასაშენებლად და გასული წლის ბოლოს ბულვარში …

„ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცეს

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ საკითხის გადადებას, იმ მიზნით, რომ მომავალში მის განხილვაში თავადაც ჩაერთვებოდნენ, ბათუმის საკრებულომ საკითხი მაინც კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდა ისიც, რომ ნაკვეთზე, რომელსაც კომპანია ითხოვს, მას უკვე აშენებული აქვს ორსართულიანი კაფე, მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც შუშითაა შეფუთული. „ამბასადორი ბათუმმა“ ეს კონსტრუქცია ყოფილ მოიჯარესთან შეთანხმებით, კულტურული …

23 წლის ქალს მეორე სართულის აივანზე ფეხი მოუცურდა, გადავარდა და ხერხემალი დაუზიანდა

23 წლის მეგი 4 თვეა საწოლსაა მიჯაჭვული. სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით, მას სპინალური შოკი აქვს. ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი ქმედუუნარო გახადა, 2020 წლის 12 თებერვალს ბათუმში მოხდა. მეგობართან სტუმრად მყოფ მეგის მეორე სართულის აივანზე ფეხი მოუცურდა, გადავარდა და ხერხემალი დაუზიანდა. „ჩვენ ქუთაისიდან ვართ. ჩემი შვილი მეგი, ორი თვის გათხოვილი იყო ბათუმში, როდესაც ეს ამბავი მოხდა. …

რიჟვაძე იმ უკანონო მშენებლობებზე, რომლებსაც ბათუმის მერია ვერ ამჩნევს

„თუ არ არსებობს ჯეროვანი ზედამხედველობა და აღსრულება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოსწორდეს… თუ არსებობს რაიმე ნიშნები, ამას გამოიკვლევენ,“ – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვეთ შეფასება – რასთან გვაქვს საქმე, როცა პანდემიის დროს ქალაქის ცენტრში შენობას უკანონოდ სართულს ადგამენ, უკანონოდ აშენებულ რვა სართულს კი, რეესტრში არეგისტრირებენ? როგორ ხდება ასე, როცა უკანონოდ რვა სართულს …

როგორ მოახერხა მესაკუთრემ უკანონოდ აშენებული 8 სართულის დარეგისტრირება ბათუმში

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, მესაკუთრემ რვა სართული უკანონოდ ააშენა. ეს საკითხი „ბათუმელებმა“ მოიკვლია და სტატიაც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ბათუმის მერიამ საჯაროდ დადო პირობა, რომ ამ უკანონო მშენებლობის დაშლა „მისი პრესტიჟის საქმე“ იქნებოდა. ამ განცხადების შემდეგ ექვს თვეზე მეტი გავიდა, მერიის შენობასთან ახლოს მდებარე უკანონო კარკასი არ დაუშლიათ, მხოლოდ მშენებლობის შეჩერება მოახერხეს. მშენებელმა ეს კარკასი 2019 წლის …

კომპანიამ უნებართვო პარკინგი მოშალა და ტროტუარი აღადგინა

შპს „ნიკალამ“ მითითება შეასრულა და ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #42-ში, ტროტუარზე უნებართვოდ მოწყობილი პარკინგი მოშალა, დაზიანებული ტროტუარი აღადგინა და პირვანდელი სახე დაუბრუნა. მანამდე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „ნიკალა“ პარკინგის უნებართვოდ მოწყობისთვის დააჯარიმა და ტროტუარის პირვანდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად ერთდღიანი ვადა მისცა. შპს „ნიკალას“ აქვე მრავალსართულიანი შენობა აქვს აშენებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანია შენობაში სასტუმროს მოწყობას გეგმავს, საკუთარ სამშენებლო …

„ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ“ – არასაკმარისი მწვანე სივრცე ბათუმში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი კვდება. დამაბინძურებელი წყაროების რისკების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე ურბანული სივრცეები. მწვანე სივრცე, გარდა იმისა, რომ ფილტრავს დაბინძურებულ ჰაერს, აქტიური ფიზიკური ცხოვრების საშუალებასაც იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – უმოქმედო ცხოვრების წესით და ფიზიკური აქტიურობის ჩვევის უქონლობით მსოფლიოში 3,2 მილიონი ადამიანი იღუპება წელიწადში. მწვანე სივრცის რა …

როცა ფანჯრიდან მხოლოდ მეზობლის კედელს ხედავ – k3 და ახალი სამშენებლო კოდექსი [ფოტო]

ფანჯრიდან არც ხე ჩანს, არც ბუჩქი და არც ზღვა, მხოლოდ მეზობელი სახლის კედელი მოჩანს ან ფანჯარა, რომლის გამჭვირვალე შუშასაც მუქი ფარდა ფარავს – „მეზობელმა საძინებელში ან მისაღებ ოთახში რომ არ შეიხედოს.“ სახლში ცხელა, „ჰაერი არ არის“, „ჰაერი როგორ იქნება, ხე არ არის“, ზაფხულში ძალიან  ჭირს, ზამთარში კი მზის შუქი საერთოდ არ აღწევს, ცივა და ბნელა. …

ნგრევა და შენება ბათუმში კარანტინის დროს

ბათუმში, პუშკინისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ისტორიულ სახლებს ანგრევენ. ბანერზე გამოკრული ნებართვის მიხედვით, აქ  შპს „გმ გრუპი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, 2020 წლის 24 თებერვალს გაუცია. აქ მშენებელი 11 ოჯახის საკუთრების ათვისებას გეგმავს. უკვე შემოფარგლულ ტერიტორიაზე გამოკრული არ არის ახალი პროექტის რენდერი, „ვერ მოვასწარით“ – გვითხრეს კომპანიაში. მათივე …

შეიხედე რესტავრირებულ სახლში, რომელიც ასი წლისაა – ბათუმი [ფოტო]

სადარბაზოს დიდი ხის კარი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ბათუმში სახლები სხვადასხვა ფერში იმეორებდნენ, ხის ჩარჩოებიანი ფანჯრები, დარაბები, ხის იატაკი, კედელში ჩაშენებული ღუმელი, რომელიც მთელი სახლის გათბობას უზრუნველყოფდა, ეზოზე გამავალი შუშაბანდი და რკინის გისოსებიანი აივნები, რომლებიც ქუჩას გადაჰყურებენ – XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ეს სახლი სამშენებლო კომპანიას და, შესაბამისად, დანგრევას გადაურჩა. სახლმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. შიდა ინტერიერის …

ჩაბნელებული და ნახევრადცარიელი კორპუსები ქალაქში – რას მოუტანს ეს ტენდენცია ბათუმს

ბათუმში, მით უფრო მის ცენტრალურ ნაწილში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები ძირითადად დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს, ვიდრე საკურორტო სეზონი არ დაიწყება. ამ ბინების უმეტესობა მესაკუთრემ გასაქირავებლად შეიძინა. იგივე ვითარებაა ქალაქის გარეუბნებშიც. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ღამით, როცა მრავალბინიანი კორპუსების ფანჯრები თითქმის სრულად ჩაბნელებულია. ახალ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინები ვინც იყიდა, ამბობენ, რომ გასაქირავებელი, დაკეტილი ბინები მათ …

ბათუმში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა თბილისის შემდეგ

აჭარა მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ, სადაც ყველაზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა. ISET-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მესამე ადგილზე ამ მხრივ კახეთის რეგიონია. ამავე მიმოხილვის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა თბილისსა და ბათუმში. უძრავი ქონების ბაზარზე, მთლიან წილში, 40,7%-ით თბილისი დომინირებდა, აჭარისა და კახეთის წილი კი, მთლიან გაყიდვებში იყო, შესაბამისად, 12,4 …

კომპანიამ $25 მილიონად, იპოთეკით დატვირთა რივიერა, სადაც ცათამბჯენების აშენებას გეგმავს

ბათუმში, რივიერას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. ამ კომპანიისგან, რომელიც ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია რეგისტრირებული, „ბათუმი რივიერამ“ 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში ცვლილებების …

ლიფტების უსაფრთხოება მხოლოდ მშენებელი კომპანიის სინდისზე

14 იანვარს ბათუმში ლიფტის ავარიულად დაშვების გამო ორი პირი დაშავდა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ბათუმში გასულ წლებშიც.  ბათუმში ლიფტის გამართულობის შემოწმება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში გასულ წელს  18-ჯერ მოითხოვეს. შემოწმებული ლიფტებიდან გამართული მხოლოდ ხუთი აღმოჩნდა, ექვსზე  მონიტორინგი დაიწყეს, შენობაში გაუმართავი ლიფტის ფუნქციონირების გამო  ორი კომპანია დააჯარიმეს, ხუთს კი შენიშვნა მისცეს. აჭარის ფინანსთა …

ბათუმში მშენებლობიდან მანქანებს ბეტონი გადაასხეს

თვითმხილველის თქვით, დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ფიროსმანის ქუჩაზე მაღლივი კორპუსის მშენებლობიდან ავტომანქანებს ბეტონი გადაასხეს. თვითმხილველი ამბობს, რომ მან მოასწრო და მოახერხა ბეტონის ნაკადისგან საკუთარი მანქანის გარიდება. ასევე თვითმხილველის თქმით, ბეტონის ნაკადი დაიღვარა ქუჩაზეც. „უკანა გზაზე რომ ვბრუნდებოდი ქუჩას რეცხავდნენ“, – თქვა მან. ფოტოზე, რომელიც ასევე თვითმხილველმა მოგვაწოდა, ჩანს, რომ სამშენებლო ობიექტზე სამუშაები სამშენებლო ნორმების დაცვის …

ბათუმს გრგ შესაძლოა აღარც დასჭირდეს – 5 ახალი სამშენებლო პროექტი

იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანია 5000-მდე კვადრატულ მეტრზე ან მეტი ფართობის ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტს ითხოვს, კანონმდებლობა ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] შედგენას ითვალისწინებს. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს კვლევებს დაგეგმილი პროექტის მასშტაბების შესაბამისად. ასეთი გეგმარებითი დავალება მერიამ უნდა გასცეს საკრებულოს თანხმობით. დავალება ზუსტად გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად მზადდება, წარდგენილ დავალებას კი ისევ საკრებულო ამტკიცებს მერიის დაკვეთით. თავისი …

კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი მახინჯაურში, გამწვანებულ ზოლში

მოქალაქე ასთამურ ჩაზმავა მახინჯაურში, ბაღის პირველ შესახვევში [#3] მშენებლობის უფლებას ითხოვს. მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სხდომაზე განიხილეს. გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებით არ ვიცით, თუმცა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით ის დაიწუნეს და აღნიშნეს, რომ პროექტის პირველი ვარიანტი გაცილებით საინტერესო და მისაღები იყო საბჭოსთვის. ასთამურ ჩაზმავამ, რომელიც ასევე პროექტის არქიტექტორია, სხდომაზე …

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, …

რუსეთის მოქალაქეების კომპანია მახინჯაურში დაგეგმილ სასტუმროს ვეღარ ააშენებს

საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი მახინჯაურში დაგეგმილ პროექტს ვეღარ განახორციელებს, ბათუმის საკრებულოს ბიურომ საკითხი დაბლოკა. ის საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხებიდან ამოიღეს. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ნაკაიძის განმარტებით, ტერიტორიაზე, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავს, ბუნებრივი ტყეა გაშენებული, ამიტომაც საკრებულო ამ ადგილის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარს ვერ დაუჭერს: „ტყის გაჩეხვას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით“. ტერიტორია, სადაც შპს …

ძველ ბათუმში სახლების დანგრევას აქციით გააპროტესტებენ

დღეს, 4 ოქტომბერს, 19 საათზე, ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კუთხეში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მიზანი ამავე მისამართზე ორი ისტორიული სახლის გადაარჩენაა, რომელთა დანგრევას და მათ ნაცვლად სასტუმროს მშენებლობას კომპანია „პროგრეს სიტი“ გეგმავს. კომპანიას შესაბამისი ნებართვები მიღებული აქვს. ამ ქუჩას შენარჩუნებული აქვს განაშენიანების ძველი იერსახე. სპეციალურ მიმართავას აქციასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ბათომი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს: „ბათუმის მერია …

8 სართული უნებართვოდ – ბათუმური რეკორდი

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, რვასართულიანი შენობის კარკასი უნებართვოდ ააშენეს. მშენებლობას აქტიურად დღესაც აგრძელებენ. ამ ამბავში, ერთი შეხედვით, ახალი, უჩვეულო და გასაკვირი არაფერია – ბათუმში უკანონო მშენებლობაზე, დაშენება-მიშენებაზე ბევრჯერ ვწერდით, თუმცა უნებართვოდ აშენებული სართულების ამ დრომდე გამოვლენილ რაოდენობას თუ შევადარებთ, რვა სართული რეკორდული მაჩვენებელია. როგორც წესი, უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ეს მშენებლობა …

იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი? – ცხარე დებატები რივიერას დირექტორთან 

გაიზრდება თუ არა საფრთხეები ბათუმის კონცხისთვის მას შემდეგ, რაც მის მიმდებარედ დაგეგმილ მრავალსართულიან 5 კოშკს ააშენებენ – ეს იყო საკითხი, რომელმაც დღეს გამართულ შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმის მერიაში შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წარდგენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საჯარო განხილვა მერიამ დაგეგმა. საკითხი ეხება ბათუმის კონცხთან არსებული 6 ჰექტარის განაშენიანების გეგმას. ეს …

15 აგვისტოს მერიაში რივიერას პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა

ხვალ, 15 აგვისტოს, დილის ათ საათზე, ბათუმის მერია რივიერას პროექტის საჯარო განხილვას იწყებს. ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც  ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. ეს პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს. “საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების წარდგენა განაშენიანების …

სეისმოლოგი, რომელმაც რივიერას ტერიტორია შეისწავლა: „არ არის იქ კარგი გრუნტი“

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ბათუმის კონცხის გეოფიზიკური კვლევა ჩაატარა. შესაბამისი დაკვეთა ინსტიტუტმა  შპს „რივიერა ბათუმისგან“ მიიღო. კომპანია ამ ტერიტორიაზე 5 თაუერის მშენებლობას გეგმავს. ინსტიტუტის დირექტორს, თეა გოდოლაძეს ვკითხეთ, როგორ აფასებს ტერიტორიის მდგრადობას პროექტთან მიმართებაში, იმ ფონზე, როდესაც კონცხთან ახლოს მიწისქვეშა კანიონია. კონცხის სათავესთან მდინარე ჭოროხის მიერ გადატანილი ნატანის ოდენობა კი …

ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში – სანაპიროზე 200 მეტრი სიმაღლის კოშკის აშენება იგეგმება

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შპს „რივიერა ბათუმის“ ერთ-ერთი კოშკი ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.60 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა შპს „რივიერას“ ტერიტორიის მიმდებარედ არსებული პორტა …

ათსართულიანი კორპუსი მემედ აბაშიძიდან გორგილაძის კვეთამდე – კომპანიის ჩანაფიქრი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, შპს „როიალ ბილდინგი“ ათსართულიანი მრავალბინიანი სახლის აშენებას გეგმავს. კომპანიას ახალი პროექტი #28-30-ში არსებული ძველი სახლების ათვისების ხარჯზე აქვს დაგეგმილი. კომპანია აქ მცხოვრებ მესაკუთრეებს უკვე მოელაპარაკა და რამდენიმე ფართობი მომავალში სამშენებლო მომსახურების გაწევის პირობით დაირეგისტრირა კიდეც. ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. მიუხედავად ამისა, კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის ჯერ არ მიუმართავს. შესაბამისად, ჯერ …

აშენდეს თუ არ აშენდეს – 5 პარლამენტარი აჭარიდან „რივიერა ბათუმის“ პროექტზე

„უნდა აშენდეს“ – ასეთია საქართველოს პარლამენტის წევრის, სვეტლანა კუდბას პოზიცია „რივიერა ბათუმის“ პროექტზე, რომლის თანახმადაც ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხუთი თაუერის მშენებლობა იგეგმება. „… იმიტომ, რომ მაქ იყო მშენებლობა და ასლან აბაშიძის დროს დაინგრა, უნდა აშენებულიყო სხვა, ამიტომ ეს პროექტი ახალი არ არის არც ბათუმისთვის და არც მოსახლეობისთვის. იმ შემთხვევაშიც მასშტაბური იგეგმებოდა, ბატონი ასლანი …

არა ჩაბეტონებას – „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის #1-ში, „იუნკერთა სკვერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაეები ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს აპროტესტებენ. ისინი აქციაზე მივიდნენ ტრანსფარანტებით – „რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, „ბეტონყმობა“, „ურბანული კოლიტი“. დაგეგმილი პროექტი ხუთი ცათამჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, მოლაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილი მაღალმა შენობებმა არ უნდა ჩაკეტოს, შესაბამისიად არ უნდა დაიკარგოს ზღვის სივრცე, ჰაერის …

„ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან“ – შრომის ინსპექცია მშენებლობაზე, სადაც ლიფტი ჩავარდა

„ეს ობიექტი შემოწმებული არ იყო… შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი დღესვე შევა ობიექტზე უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან,“ – გვითხრეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ თუკი შრომის უსაფრთხოების ნორმები კანონმდებლობასთან კრიტიკულად შეუსაბამოა, შესაძლებელია, ინსპექციამ მშენებლობის შეჩერება მოითხოვოს. საუბარია დღეს, 29 ივლისს, დილით, ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – აღმაშენებლის 2-ში დაახლოებით …

კომპანია ლიფტის ჩამოვარდნაზე: რომელიღაც მობინადრის მუშები გაუთვალისწინებლად შევიდნენ

კომპანია „გრანდ სითის“ იურისტი მერაბ დიმიტრაძე, მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, სატვირთო ლიფტი ექსპლუატაციაში არ არის შესული. „ლიფტი კუსტარულად არ იყო დამონტაჟებული, უბრალოდ, მომზადების პროცესშია. აქ მიმდინარეობს როგორც სამშენებლო, ასევე ლიფტის მონტაჟის სამუშაოებიც. მშენებარე პროცესი იყო ეს. ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს კომპანიასთან, რომელიც ამონტაჟებს ლიფტს“, – ამბობს იურისტი. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ …

ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, სამშენებლო კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დღეს ქვები დაუშინეს. ამის საფუძველზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 154-ე მუხლით. „გამოძიება დაწყებულია ინციდენტზე“. ჟურნალისტისთვის უკანონოდ ხელშეშლა „ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე. დღეს, 29 ივლისს, …

კორპუსთან, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, საზმაუს ოპერატორს თავში ქვა მოარტყეს

დღეს, აღმაშენებლის ქუჩის 2ა-ში მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის შემდეგ, ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პირებმა, რომლებიც მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ტერიტრიაზე მყოფების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ჟურნალისტები მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას კომპანიის წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩასაწერად. მათ ამის უფლება არ მისცეს და როგორც ჟურნალისტები ყვებიან, მათი მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. ქვა თავში …

Exit mobile version