კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ძველ ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს

19.12.2021
ძველ ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს

დღეს, 19 დეკემბერს, ძველ ბათუმში, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ბელეტაჟის ტიპის სახლი დაანგრიეს. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ის ისტორიული დაცვის ზონაშია, დასანგრევად სჭირდებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული ზონალური საბჭოს თანხმობა.

მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩის კუთხეში [#7/19] მდგარი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად მეპატრონე აქ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს.

ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა, რაც თავისთავად არსებული სახლის დემონტაჟსაც გულისხმობს, ბათუმის მერიას  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან  შეთანხმებით აქვს გაცემული.

ბელეტაჟის ტიპის სახლი ძველ ბათუმში დღეს, 19 დეკემბერს, დაანგრიეს

ასე გამოიყურებოდა მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩების კუთხეში მდგარი ბელეტაჟი.

ასე გამოიყურება მაზნიაშვილის და მელაშვილის ქუჩების კუთხე 19 დეკემბერს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ბათუმის მერიის მიერ მოწონებულ/დამტკიცებული პროექტის თანახმად აქ სამსართულიანი სახლი აშენდება.

 

სამსართულიანი სახლის პირველი სართული მინით იქნება დაფარული, მეორე და მესამე სართულსაც ქუჩის მხარეს გამავალი შუშები ექნება

მაზნიაშვილის ქუჩა, ბათუმი, 19 დეკემბერი, 2021 წელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: