მთავარი,სიახლეები

ბათუმის ძველი საკრებულო 3 თაუერის სიმაღლში გაზრდას დაეთანხმა – „ალიანსის“ პროექტი

29.11.2021 • 5297
ბათუმის ძველი საკრებულო 3 თაუერის სიმაღლში გაზრდას დაეთანხმა –  „ალიანსის“ პროექტი

26 ნოემბერს, ბათუმის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს გახმაურებულ სხდომაზე, როცა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. თუმცა ამ საკითხებისთვის მაშინ არავის ეცალა.

იმავე სხდომაზე მოქმედმა საკრებულომ შპს „ალიანს სიტის“ გრგ-ში ცვლილება დაუმტკიცა. ცვლილების მიხედვით, ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე [ე.წ. ლუჟკოვის სახლის ტერიტორიაზე] მშენებარე სამი თაუერის სიმაღლე გაიზრდება.

ცვლილების თანახმად, საერთო ჯამში, კომპანია ათასობით კვადრატულ მეტრ ფართობს დაიმატებს, რაც მომავალში გაზრდილ მოგებასაც გულისხმობს.

პროექტი ითვალისწინებს 18 815 კვ.მეტრ ტერიტორიაზე სამი ბლოკის მშენებლობას, რომლითაც ერთი დაბალი შენობა აერთიანებს.

ცვლილების მიხედვით, პროექტის კ2 კოეფიციენტი – 15.0-დან გაიზარდა 18.0-მდე. შედეგად, ყველაზე მაღალი „ბ“ ბლოკი, რომლის სიმაღლეც კოეფიციენტის გაზრდამდე 184,50 მეტრი უნდა ყოფილიყო, სიმაღლეში 14 მეტრით გაიზარდა და 198.30 მეტრი იქნება. „ა“ და „ც“ ბლოკის სიმაღლე კი 174,70-დან 180.30-მე გაიზრდება. გამწვანების კოეფიციენტი უცვლელი დარჩა და ის 1,0. იქნება.

ალიანსი“ რუსთაველის ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს კიდევ 2 თაუერს აშენებს, კომპანიის თანამესაკუთრეები „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: