8 წლის ბავშვი ქობულეთში სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში ცხოვრობს

„სახლში ხომ საშიშია და გასაბერი აუზი მიყიდეთ დედა, ეზოში, აუზში ვიქნები“ – რვა წლის დეამ დედას გასაბერი აუზის ყიდვა სთხოვა, რადგან სახლში ყოფნა საშიშია, ეზოში ვიქნებიო – შესთავაზა. დეა მთელ დღეებს სოფელ ქობულეთში, მშობლებთან ერთად ატარებს. ბავშვის დედა გვიყვება, რომ ახლომახლო დეას თანატოლები არ ცხოვრობენ და ბავშვი დროს ძირითადად ლეკვებთან თამაშობს – „უყვარს ისინი.“ დეას …

„4 წლის სანდრო ექიმთან ისევ მისაყვანია“ – მარტოხელა დედას ამისთვის 5000 ლარი სჭირდება

„მათ გადამირჩინეს შვილი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ კიდევ სჭირდება სანდროს მკურნალობა. რამდენიმე თვის წინ ვიყავით ექიმთან კონსულტაციაზე. საჭიროა ანალიზები, გადაღება და კვლევები, რაც არ გვიფინანსდება“, –  გვიყვება 4 წლის სანდროს დედა, მაკა ზარანდია. როცა ამბობს „სანდრო მათ გადამირჩინესო“ – გულისხმობს მოქალაქეების დახმარებას, მაკა ორ შვილს მარტო ზრდის, რადგან ბავშვების მამა პატიმარია. სანდროს შეიძლება „ბათუმელების“ მკითხველის …

„სოცდაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვია, აქედან 23 322 პირველად დარეგისტრირდა“ – სახალხო დამცველი

„2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ეხება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას. სახალხო დამცველის ცნობით, საანგარიშო წელს, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშული დახმარების პირველადად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა. საგულისხმოა, რომ …

„არ არსებობს მიზეზი, რაც ამ ქმედებას გაამართლებს“ – გამოსახლება და მშობლების დაკავება ბავშვების თვალწინ

„წარმოიდგინეთ, ბავშვს აქვს განცდა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ქუჩაში დარჩა. თან ხედავს, რომ არავინ იბრძვის იმისთვის, რომ ის დაიცვას. როგორ მოჰყვება ამას მომავალში? ნამდვილად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი მძიმე ისტორია მის ცხოვრებაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფიკო მენაბდიშვილი. რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებული 150 ოჯახის და მათი მცირეწლოვანი შვილების შემთხვევაში? რა უნდა გაეკეთებინა ბავშვზე …

ბავშვების სიღარიბე 6%-ით გაიზარდა, 369 924 ბავშვი საარსებო შემწეობას ითხოვს – ომბუდსმენი

2024 წელს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6,51%-ით გაიზარდა – ამის შესახებ სახალხო დამცველის ახალ საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ. სახალხო დამცველი ბავშვთა სიღარიბეზე წერს, რომ ომბუდსმენის აპარატის მიერ ბავშვის შესაძლო უფლებათა დარღვევის შესწავლილი საქმეებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, 2024 წელსაც, სწორედ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა. …

„ბიუჯეტი მოხმარდეს ბავშვების უფასო კვებას სკოლებში და არა გავლენიანი პირების მოსყიდვას“ – მშობელი

განათლების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისე გაიხურა კარი, რომ არც მშობლებს და არც სასკოლო საზოგადოებას არ გააცნო იმ „ინტენსიური მუშაობის“ შედეგები, რომლის საფუძველზეც სამინისტროს სასკოლო კვება უნდა დაენერგა. ყოფილი მინისტრი მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ არსებობდა პოლიტიკური ნება, სკოლებში დანერგილიყო კვება, შემდეგ ეტაპზე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ აღწერეს 2084 სკოლა და „ძალიან მალე“ დადებდნენ სურათს, თუ …

როცა 2 ბავშვი ხანძარში იღუპება, სახელმწიფო და საზოგადოება კი ჩუმადაა

13 აგვისტოს ღამეს, ზუგდიდში, ბინაში გაჩენილმა ხანძარმა ორი ბავშვი, ტყუპი ძმები იმსხვერპლა, მარტოხელა დედა ამ დროს სამსახურში იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ქირით ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო, შემთხვევის დღეს მათ დენი და გაზი არ ჰქონდათ, ბავშვებს სანთლის შუქზე ეძინათ. პოლიტიკური კომუნიკაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი [კოალიცია „ძლიერი საქართველო“] …

16 წლის გივიკო მეზღვაურობაზე ოცნებობს, მაგრამ სწავლის ფული არ აქვს – ვიდეო

„სამნი დავრჩით, მე დედა და პატარა და. მამა არ მყავს. ახლა ბათუმთან ახლოს, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ. დედა მუშაობს, მაგრამ სრულიად არ შეუძლია ოჯახის გატანა. წინა ზაფხულს და ზამთარშიც, სკოლის პერიოდში ვმუშაობდი, მაქსიმალურს ვაკეთებდი, ოჯახში რაიმე უნდა შემეტანა, რომ საჭმელი გვქონოდა. ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა და რისკზეც დავდექი, რამდენიმე საგანში ლამის საშემოდგომო გამომყვა, ბოლოს მოვუკელი სამუშაოზე …

3 000 ლარი მჭირდება შვილი სტამბულში რომ წავიყვანო სამკურნალოდ – 13 წლის ბიჭის დედა

13 წლის თენგოს ორი წლის წინ თავში გამონაზარდი აღმოაჩნდა. „გვეგონა, ჩვეულებრივი ცხიმგროვა იყო, მაგრამ სიმსივნეა“, – გვიყვება თენგოს დედა, ნარგიზ ბიბინეიშვილი. ქალის თქმით, მოზარდს უცხოეთში ესაჭიროება მკურნალობა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა ასევე სჭირდება მგზავრობის და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები – დაახლოებით 3000 ლარი, რისთვისაც ნარგიზი დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. ნარგიზი მარტოხელა დედაა. ამბობს, რომ ახლა ხანდაზმულ დედასთან …

7 წლის ბარბარეს დიაგნოზი ვერ დაუსვეს – უცხოეთში შვილის წასაყვანად მშობელი დახმარებას ითხოვს

7 წლის ბარბარე აბაშიძეს აუტისტური სპექტრის აშლილობა 2 წლის ასაკში დაუდგინდა და უტარდებოდა თერაპია. ბარბარეს ბოლო სამი წელია დაეწყო დაუზუსტებელი წარმომავლობის ართრიტი. თავიდან უბრალოდ ფეხს იტკიებდა, მერე კი ნელ-ნელა საერთოდ შეწყვიტა სიარული. სისტემურად დაზიანდა შემაერთებელი ქსოვილები. ყველაფერს თან დაერთო D ვიტამინის მწვავე დეფიციტი, რკინადეფიციტური ანემია და ასევე დაუზუსტებელი წარმომავლობის ეპილეფსია. ბარბარეს მეტყველებით კომუნიკაციის დამყარება არ …

მეგობრები იპარავდნენ, მეც მინდოდა იგივე მექნა – 16 წლის მოზარდი ბათუმიდან

„14 წლის ვიყავი პირველად რომ მოვიპარე. ვსეირნობდით მე და დაქალი, როცა გზაში მისი მეგობრები შეგვხდნენ. სიგარეტი არ ჰქონდათ და სიგარეტი ვიყიდოთ, თან წვენები დავითრიოთო. მე ხმას არ ვიღებდი. წავიდნენ მაღაზიაში, გამოიტანეს რაღაცები და გაიქცნენ. დაქალი მეუბნება, წამო, არ გინდა ჩვენც გავაკეთოთო? მე მეშინია-მეთქი. ძალიან ცუდად მითხრა – „მშიშარა ხარ“. არ ვარ მშიშარა-მეთქი. შევედით მაღაზიაში. დაქალმა [ჯიბეებში] …

მოვიპარე ერთხელ, ორჯერ… ვიპარავდი ტანსაცმელს, სხვა გამოსავალი არ მქონდა – 14 წლის გოგოს ისტორია

უნდა, რომ მისი ოთახის კედლები მწვანე ფერის იყოს. ისიც ზუსტად იცის, რომელ კუთხეში რომელ ნივთს დადგამს. საკუთარ ოთახზე ბევრი აქვს ნაფიქრი, თუმცა არასდროს ჰქონია. 14 წლისაა და ამდენივე წელია, რაც ქირით ცხოვრობს ბათუმში. თუ გაუმართლებდა, ნაქირავები ბინის მომცრო მისაღებ ოთახში ეძინა ბებიასთან ერთად. ახლაც ასეა. მისაღებში სძინავს და მწვანეკედლებიან ოთახსა და მომღერლობაზე ოცნებობს. კიდევ ბევრი …

საქართველოში ბავშვების 38 % განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს – UNICEF

საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. ამის შესახებ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში წერია, რომელიც საქსტატმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა, რომელთა შორისაა: განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; სასკოლო კვება; უსაფრთხოება სახლში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან …

3 330 მოსწავლე ოჯახთან ერთად უცხოეთში წავიდა – ორი წლის მონაცემი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2021-2022 წლებში საქართველოში 3 330-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა. კვლევის მიხედვით, ამავე წლებში სწავლის შეწყვეტის საერთო შემთხვევების 34.9 პროცენტი დაფიქსირდა დაწყებით საფეხურზე, მაშინ, როდესაც 2013 წელს ამავე საფეხურზე სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 12,5 პროცენტი იყო. კვლევაში მოცემულია სწავლის შეწყვეტის ათწლიანი …

9 შვილის დედა: მდიდრები არა, მაგრამ ბედნიერები ვართ

გიორგი, გიული, ანჟელა, ანა, ია, გოგა, ელისაბედი, გეგა, ბარბარე – 40 წლის მადონა ფუტკარაძე თავისი შვილების სახელებს თვლის და იღიმის. 9 შვილის დედას ყველაზე უფროსი 20 წლის ჰყავს, ყველაზე უმცროსი – 3 წლის. „არც ძალიან ავსილები ვართ, არც ძალიან დავსილები“, – ასე აღწერს მადონა საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას. მადონას მეუღლე, გელა ფუტკარაძე, აგვისტოს ომის ვეტერანია. …

1 წლის სანდროს მკურნალობის გაგრძელება სჭირდება – დედა დახმარებას ითხოვს

ერთი წლის სანდროს აუცილებელი მკურნალობისა და სარეაბილიტაციო კურსისთვის ამ ეტაპზე 3000 ლარი სჭირდება. სანდროს ექიმებმა ჰიდროცეფალიისა და მენინგიტის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს. სანდროს დედა, მაკა ზარანდია გვიყვება, რომ ამ დრომდე მან, სულ რაღაც ერთი წლისამ, უკვე ხუთი ოპერაცია გადაიტანა: ბავშვს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა და მას სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მისი მკურნალობა სახელმწიფომ  დააფინანსა, თუმცა არასრულად. მაკა …

9 წლის ანიტას ხელზე სატვირთომ გადაუარა, მას თურქეთში ოპერაცია სჭირდება 

9 წლის ანიტა შანთაძე მეოთხე კლასელია. უყვარს ხატვა და სკოლაში სიარული, რადგან იქ არიან ადამიანები, ვისი ნახვაც უხარია. ანიტას და მისი ოჯახის ცხოვრება ათი თვის წინ შეიცვალა, როცა ანიტა ავარიაში მოჰყვა – მარჯვენა ხელზე სატვირთო მანქანამ გადაუარა. მარჯვენა ხელის ორი თითი დაკარგა, ხოლო მკლავი დეფორმირებული აქვს. ანიტას დედა, ნათია შანთაძე ცრემლების გარეშე ვერ ჰყვება იმ …

სახლში რვეულების და კალმების გარეშე დავბრუნდი, ტანსაცმელი ნისიად ავიღე – 6 შვილის მამა ხულოდან 

6 შვილის მამა, 44 წლის ავთანდილ შაინიძე ხულოს სოფელ წაბლანაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ავთანდილის უფროსი შვილი – სალომე 18 წლისაა. შემდეგი შვილები კი – 17 წლის მარადი, 15 წლის ლუკა, 11 წლის ირინა, 9 წლის ელენე და 1 წლის დავით შაინიძეები არიან. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბავშვებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელეფონები. ავთანდილის 4 შვილი …

„მშია მასწავლებელო“ – რა ისმის სკოლებში უფასო კვების დაპირებაზე?

სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამა განათლების სამინისტრომ 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში არ შეიტანა. აპირებს თუ არა მთავრობა დაპირების შესრულებას? – ამ კითხვაზე საქართველოს განათლების სამინისტროს ისევ სტანდარტული პასუხი აქვს – „მიმდინარეობს მუშაობა“. საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების პროგრამის საკითხი განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აქტიურდება. ამ თემაზე მმართველმა პარტიამ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როცა თბილისის მერობის კანდიდატმა …

მინდა ჩემს ქვეყანაში მისამართი მქონდეს – როცა 38 წლის ქალი 5 შვილთან ერთად უსახლკაროდაა

38 წლის თამარ ხაჯიშვილი 5 შვილის დედაა. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლანჩხუთში ბინადრობს. ოჯახს არ აქვს სახლი და ქირით ცხოვრობს. თამარი ეძებს გზებს საქართველოდან წასასვლელად, რომელიმე ქვეყანაში ოჯახთან ერთად ლტოლვილად რომ ჩაბარდეს. მან ქალების ჯგუფს მიმართა დასახმარებლად და იმის გასაგებად, თუ სად და როგორ შეძლებს ევროპის რომელიმე ქვეყანას თავი შეაფაროს. თამარ ხაჯიშვილი: ჩემი ყველა შვილი …

მკითხველმა 55 000 ლარი გადმოურიცხა ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავარიით

ძმებს – ანრი და კახა ბერიძეებს „ბათუმელების“ მკითხველმა 31 დეკემბრის მდგომარეობით 55 262 ლარი გადმოურიცხა. თანხის გადმორიცხვა ისევ გრძელდება. ამ თემაზე: ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით ძმების დასახმარებლად 2200-ზე მეტმა ადამიანმა გადმორიცხა თანხა „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე. თანხას ძირითადად რიცხავდნენ კერძო პირები, იყო რამდენიმე გადმორიცხვა ორგანიზაციიდანაც. არის ასობით …

გაზი ვერ შემოგვყავს, შეშით ვთბებით – ოჯახი ბათუმიდან I VIDEO

29 წლის მაია შაინიძე, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ზამთრობით შეშის ღუმლით თბებიან. ბათუმის გარეუბანში მცხოვრებმა ოჯახმა გაზის სახლამდე შეყვანა ვერ შეძლო. აბონენტად დასარეგისტრირებლად 800 ლარია საჭირო. როგორც მაია გვეუბნება, ოჯახისთვის ძვირია გაზის გამათბობელიც, რაც ოთახის სიდიდეს უნდა შეესაბამებოდეს, კარგად რომ გაათბოს სახლი. გაზის გამათბობლის ყოველთვიურ ხარჯებსაც, როგორც მაია გვეუბნება, ოჯახი ვერ გადაიხდის ზამთრობით. …

ძმების მდგომარეობას სოციალური მუშაკი მეურვის დანიშვნის შემდეგ შეისწავლის – სააგენტო

11 და 15 წლის კახას და ანრის შესახებ, რომლებიც მშობლების გარეშე დარჩნენ, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენტოს ვკითხეთ – დაინტერესდა თუ არა ძმების მდგომარეობით და სწავლობს თუ არა სოციალური მუშაკი ბავშვების გარემოს, სოციალურ პირობებს და მდგომარეობას? ბავშვების დედა ერთი თვის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ ავარიაში დაიღუპა.  როგორც ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში გვითხრეს, უწყებას ბავშვების …

ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით I VIDEO

ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში. ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“. „ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: …

ვცდილობ, ჩემი შრომით ვიშოვო ფული – 13 წლის გოგო სიღარიბესა და ოცნებებზე

თეთრი ქურთუკით, ღია მომწვანო თვალებით, ოქროსფრად შეღებილი თმით და გაცრეცილი სკეიტბორდით პარკში მოსრიალე გოგონას თუ დაინახავთ, ეს 13 წლის ნინო ანჯაფარიძეა. მეშვიდეკლასელი გოგო გეტყვით, რომ სკეიტბორდით სრიალი არ არის მისთვის „უბრალოდ გატაცება“, არამედ საქმეა, რომლის კეთებაც ძალიან მოსწონს და აპირებს, რომ ჩემპიონიც გახდეს. ამ ოცნების ასრულებას ბევრი შრომის გარდა მხარდამჭერიც სჭირდება, რომელიც ნინოს თუნდაც ახალი …

რას ჰყვებიან სიმსივნით დაავადებული ბავშვების დედები | VIDEO

„გთხოვთ, დაგვეხმაროთ თუნდაც 1 ლარით“, „თქვენი თანადგომა ისევ გვჭირდება“, „სხივური თერაპიის დროულად დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, „გთხოვთ, გადაგვირჩინეთ შვილი“ – ამ შინაარსის შეტყობინებებს ყოველდღიურად ვხედავთ სოციალურ ქსელებში, როცა მშობლები შვილების გადასარჩენად საზოგადოებისგან ითხოვენ დახმარებას. ასეთ დროს წუთებს, საათებს, დღეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ამბობს, რომ ბავშვთა ონკოლოგიას სრულად აფინანსებს. თუმცა რა ხდება რეალობაში, ამაზე იმ ბავშვების …

დედასთან დაშორების გამო 3 ბავშვს სახელმწიფო 35 ათას ლარს გადაუხდის – სასამართლო

17, 10 და 5 წლის ბავშვებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგეს. „ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არასრულწლოვნებმა ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს დედასთან დაბრუნება. სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო. ბავშვებმა თავად დაწერეს სარჩელი და შეიტანეს სასამართლოში, მოთხოვნებიც თვითონ განსაზღვრეს და თვითონ მოითხოვეს წერილობით, რომ მათი უფლებები ჩვენ დაგვეცვა,“ – …

მიაკვლია თუ არა განათლების სამინისტრომ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს

სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრომ „ბათუმელებს“ 15 მარტს მოაწოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 6-16 წლამდე ასაკის 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლაში. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როგორ მოიპოვა ამ ბავშვების შესახებ ინფორმაცია და გაარკვია თუ არა ის მიზეზები, რის გამოც ბავშვები სკოლის გარეთ დარჩნენ. 26 მარტს „ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების …

ბავშვს ფეხსაცმელი არ ჰქონდა და სკოლაში ვერ დადიოდა – მერიის ბავშვზე ზრუნვის განყოფილება

ბათუმის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება სექტემბერში გაიხსნა. „ბათუმელები“ განყოფილების უფროსს რუსუდან სალუქვაძეს ესაუბრა და ჰკითხა, რა კონკრეტული საქმეები შეისწავლა განყოფილებამ და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა შესწავლისას. რუსუდან სალუქვაძის თქმით, სექტემბრიდან დღემდე სულ 47 შემთხვევაა შესწავლილი, აქედან 13 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის მარტში შევიდა სამსახურში. რუსუდან სალუქვაძის თქმით, პრობლემები კომლექსურია. ინფორმაცია ძირითადად …

სად არიან და როგორ ცხოვრობენ სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები – კატასტროფული მაჩვენებელი

საქართველოში 10 ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ ოფიციალურად დაუდასტურა დღეს, 15 მარტს, „ბათუმელებს“. რატომ დატოვა სახელმწიფომ ათასობით ბავშვი განათლებისა და ზრუნვის გარეშე, სად არიან და როგორ ცხოვრობენ მოზარდები, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ, ამ კითხვაზე სახელმწიფოს დღეს პასუხი არ აქვს. რაზე მეტყველებს ეს ციფრი და რატომ გამორჩა სახელმწიფოს …

აჭარის განათლების სამინისტრო ღარიბი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ იყიდის

აჭარის განათლების სამინისტრო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ ყიდულობს. ამის შესახებ დღეს, 2 მარტს, უთხრეს სამინისტროში „ბათუმელებს“. კითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა სამინისტრომ კომპიუტერების ყიდვა, სამინისტროში ამბობენ, რომ „რადგან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, ეს პროექტი გაჩერდა“. სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი უნდა გამოეყო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც პანდემიის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ სასწავლო პროცესში ჩართვას …

აჭარაში 7 200 ბავშვს შესაძლოა ინტერნეტის ინდივიდუალური პაკეტი შეუძინონ

აჭარაში 7 200-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას, შესაძლოა ინდივიდუალური ინტერნეტპაკეტი შეუძინონ. ამის შესახებ ბავშვთა საერთაშორისო ფონდის (UNICEF) განათლების სპეციალისტმა ნათია ჯოხაძემ აღნიშნა ონლაინდისკუსიის დროს, რომელსაც განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ მიმართულებით თანხის გამოყოფას იუნისეფი აპირებს, თუმცა რამდენლარიანი პაკეტის შეძენა მოხერხდება თითოეული ბავშვისთვის, დეტალები ჯერ …

იზრდება ბავშვების რაოდენობა, ვინც განათლებას ვერ იღებს – რატომ ვერ ხედავს სისტემა მათ

ბავშვები, რომლებიც არავის ახსოვს საქართველოში – ასე აფასებს ერთ-ერთი ბათუმელი პედაგოგი თავისი ღარიბი მოსწავლეების მდგომარეობას. ის დაწყებითის მასწავლებელია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწავლა ონლაინში ყველა მოსწავლეს დაეწყო, მაგრამ მის გაკვეთილებს 10 ან 12 ბავშვი თუ ესწრება. უმრავლესობას არავითარი პირობა არ აქვს იმისთვის, რომ გაკვეთილებს დაესწრონ. ამ ბავშვების საგანგებოდ მოძებნა სულაც არ არის საჭირო. ისინი ყველა …

დედა: როცა რამეს ვერ ვყიდულობ, შვილები მეუბნებიან – დე, მაინც არ გვინდოდა

ლერმონტოვის ქუჩაზე, მრავალსართულიანი ბინებით გარშემორტყმულ შიდა ეზოში, ათამდე ბარაკის ტიპის სახლია.  ყველა სახლიდან კვამლი ამოდის, აქ ადამიანები ჯერ კიდევ შეშის ღუმელით თბებიან. ბარაკებს ოთხი ქუჩა ესაზღვრება – თაყაიშვილი, ლერმონტოვი, ჭავჭავაძე და პუშკინი. დასახლება ქუჩებიდან არ ჩანს. თუ სპეციალურად არ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ შენიშნავ – აქ ყველა ღარიბია. ლია ბოლქვაძე სამი შვილის მარტოხელა დედაა. ბარაკის ტიპის …

ერთ ოჯახში მცხოვრებ 6 ბიჭსა და 4 გოგოს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი არ აქვთ

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი იწყებს კამპანიას ერთ ოჯახში მცხოვრები 12 ბავშვის მხარდასაჭერად. 6 ბიჭსა და 4 გოგოს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი არ აქვთ, ამიტომ ბავშვები 15 სექტემბერს სკოლაში წასვლას ვერ ახერხებენ. ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან და შემდეგ კლასებში სწავლობენ: მე-2, მე-3, მე-6, მე-8, მე-9.  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ერთ-ერთი მენეჯერი, ქეთი ადეიშვილი აცხადებს, რომ ვისაც სურს და …

Exit mobile version