რომელი პარტიები მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – სია

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] 14 პარტიაა დარეგისტრირებული. უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული წესით. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, უსკოსთვის პარტიების …

აჭარაში 26 ოქტომბერს ორი არჩევნები ჩატარდება – როგორ ბიულეტენს მიიღებს ამომრჩეველი

26 ოქტომბერს აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. შესაბამისად, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში [ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო] ამომრჩევლები განსხვავებულ ბიულეტენებს მიიღებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ინფორმაციით, აჭარაში ამომრჩევლებს, საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად სასურველი პარტიებისთვის ხმის მიცემა ერთ ბიულეტენზე შეეძლებათ. ბიულეტენზე ცალკე სვეტში იქნება პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების …

„ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ ნაციონალები“ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, წინა არჩევნებზე – 2020 და 2021 წლებში – ჯამურად ოპოზიციას უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ამ მონაცემების და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წელს აღარც მაჟორიტარებს ვირჩევთ, რამდენად რჩება „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მოგების შანსი? ამ თემაზე „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ …

„ესპანეთის ბევრ სოფელში წყალი არ არის“ – „ოცნების“ კანდიდატის შეხვედრა ამომრჩევლებთან

„ესპანეთის ბევრ ქალაქში, სოფლებში, წყალი არ არის. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა აქვთ, რომ სოფლებში წყალი საერთოდ არ არის. ძალიან ბევრ სოფელშია ესე, როგორც იტალიაში“, – თქვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას. ხინჩეგაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის ვიდეოს „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ესპანეთის კი არა, საქართველოს მაგალითზეც შეეძლო ეთქვა, რომ ბევრ სოფელს წყალი არ მიეწოდება. მაგალითად, …

ვიღაც ოცნებობს ჩვენს რელიგიურ თუ სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციას ფლობდეს – სტუდენტი

„მე ვარ სტუდენტი, მეოთხე კურსზე ვსწავლობ ლიეტუვაში. 21 წლის ვარ და აქამდე არასდროს მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა – მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, მომავალში შევძლებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას საქართველოში, თუ შევძლებ ჩემი პატარა ძმის ნახვას. ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის, ემიგრანტის და სტუდენტის მომავალია დამოკიდებული ამ არჩევნებზე“, – ასე აფასებს 26 ოქტომბრის არჩევნებს …

ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგის შემდეგ TV პირველი ცესკოს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

დღეს, 12 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და  გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს“.  მას დღესვე გამოეპასუხა კრიტიკის ადრესატი, „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ცესკოს …

რატომ „წუხს“ რუსული დაზვერვა ქართულ არჩევნებზე – შეთქმულების თეორიები საქართველოს პატრონებზე

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური თავის მორიგ სიუჟეტში საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ახალ დეტალებს ამატებს. მათი თქმით, ვაშინგტონი გეგმავს საქართველოს არჩევნებში ჩასარევად ახალი ინსტრუმენტი აამოქმედოს – კერძოდ, კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი [ეუთო/ოდირი] გამოაქვეყნებს დასკვნას, რითაც საბაბს მისცემს „პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას“ დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები.  იქამდე რუსეთის დაზვერვამ საქართველოს მმართველი …

მგონია, 90-იანების სული დაბრუნდა ქვეყანაში – ემიგრანტი, რომელიც საქართველოსთვის იბრძვის

ავტორი: ნათია კაპანაძე _____ „რადგან ქვეყნიდან წამოვედი, არ ნიშნავს რომ ჩემი სამშობლოს განვითარების სურვილი არ მაქვს. თუ შევძლებ, აქედან ჩემ სამშობლოს ჩემი ხმა მივაწვდინო, თუ შევძლებ დემოკრატიის სასარგებლოდ ჩემი სიტყვა ვთქვა, დიდი სიამოვნებით“, – ამბობს მარიკა, რომელმაც ემიგრაციისას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ინტერვიუს დროს შეიტყო. ის წუხს, რომ ქართველ ემიგრანტებს აქტიურად არ მიეწოდებათ ინფორმაცია …

რამდენი ამომრჩეველია ბათუმისა და აჭარის სხვა ოლქებში – ცესკოს მონაცემები

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში. ეს 2 316 ამომრჩევლით ნაკლებია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მონაცემებით, 2024 წლისთვის [10 სექტემბრის მდგომარეობით], 2021 წელთან შედარებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ ბათუმში – 3 585 ამომრჩევლით, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში …

ხულოს სკოლის დირექტორები „ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე

ხულოში 3 სექტემბერს, ასევე 7-8 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამომრჩეველთან. წინასაარჩევნო შეხვედრას ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ცენტრის თანამშრომლები, 11 საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა. შეხვედრაზე იმყოფებოდა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც. „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პარტიულ შეხვედრაზე მიყვანა? – ვკითხეთ …

როდის შეგიძლიათ საარჩევნო უბნის შეცვლა და რა დრო დაგრჩათ სიაში მონაცემების შესამოწმებლად

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი. ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება კი, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, …

საარჩევნო უბნები აჭარაში, სადაც ხმის მიცემა ძველი წესით ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ცნობით, 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები აჭარაში 66 უბანზე ძველი წესით ჩატარდება. დანარჩენ უბნებში კი კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. აჭარის 6 საარჩევნო ოლქში ჯამში 316 საარჩევნო უბანი იქნება. ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ყველა [88 უბანი] საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. გამონაკლისია დანარჩენი ოლქები აჭარაში, …

საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დააკომპლექტეს – ენმ

დღეს, 7 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ქაშიბაძემ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, თანამდებობის პირებითა და მათი ოჯახის წევრებით დააკომპლექტა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. „მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საოლქო კომისიამ დღეს დაამტკიცა უბნებზე კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ …

პენსია 1000 ლარი – როგორ შეძლებს ამ საარჩევნო დაპირების შესრულებას „ძლიერი საქართველო“?

1000-ლარიან პენსიას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ [ლელო, თავისუფლების მოედანი, ხალხისთვის, მოქალაქეები] ჰპირდება ამომრჩეველს. „ძლიერი საქართველო“ დაუყოვნებლივ გაზრდის მინიმალურ პენსიას 1000 ლარამდე და ყოველწლიურად დაარეგულირებს მას ინფლაციის შესაბამისად, რათა ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულმა წევრებმა ღირსეულად იცხოვრონ,“ – აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში „ილიას გზით“. რა გათვლებით აპირებს „ძლიერი საქართველო“ ამ დაპირების შესრულებას? – „ბათუმელები“ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკონომისტ …

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

„ოცნების“ კოორდინატორებმა ადგილზე მოიყვანეს მარშუტკები და რეესტრში წაგვიყვანეს – დაგვარეგისტრირეს. რა დოკუმენტიც იუსტიციაში მოგვცეს, ყველაფერი კოორდინატორებს დავუტოვეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩაგვაბაროთო,“ – ერთნაირად გვიყვებიან ახალ ამბავს „ოცნების ქალაქის“ ახალ კორპუსებში შესახლებულები. ე.წ. ოცნების ქალაქში 12-წლიანი ლოდინის შემდეგ საარჩევნო, 2024 წელს წელს, 600-მდე ოჯახს ბინა გადასცეს. ამჯერად ბინები ამ ოჯახების საკუთრება ფორმდება. ქოხებში დარჩენილებიც წაიყვანეს …

„ოცნების“ შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ 253 000 ლარის შემწირველი კომპანია ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს. კერძოდ, „გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ ბათუმის მერიამ შპს „ახალ ბულვარს” 2021 წლის 1-ელ სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი. „კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და …

აღარ არის დავით გარეჯი „ოცნებისთვის“ საქართველო? – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან

„დავით გარეჯი საქართველოა“ – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი ეს იყო. მაშინ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია, მათ შორის, დავით გარეჯის ისტორიული მონასტერი აზერბაიჯანს გადასცა. არჩევნებამდე რამდენიმე დღის ადრე ამ საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს… თუმცა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას ამ განცხადებებიდან 4 წლის თავზეც …

ბებია 6 წელია აშშ-ია მინიმალური პირობები რომ გვქონდეს, მთავრობა კი კონსპირაციებით გვკვებავს – სტუდენტი

მარიამ ბიძინაშვილი 18 წლისაა და თბილისში მეორე კურსზე სწავლობს. გაზაფხულზე მარიამი აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი. ჩემი ოჯახი ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს სახლში ჯდომას, ჩემი აქციებზე ყოფნა ერჩივნათ“. როგორი განცდა იყო აქციებში მონაწილეობა? საქართველო ორჯერ ვნახე გაერთიანებული. ერთხელ აქციებამდე, ფეხბურთის პერიოდში. მაშინ ნამდვილად …

ეს კითხვა მეც გამჩენია, რატომ გვეხმარება ევროკავშირი უანგაროდ? – ბათუმელი სტუდენტი

მე ვარ მეა მალაყმაძე და ვარ სტუდენტი ბათუმიდან. თბილისში ვსწავლობ, კერძოდ ჯიპაში. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ჟურნალისტიკა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი თამაშობს ძალიან დიდ როლს ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩემი ფაკულტეტი ახლოსაა ჟურნალისტიკასთან. როდესაც მშვიდად უნდა მესწავლა და დრო გამომეყენებინა საკუთარი თავის განვითარებაზე, ის პერიოდი რუსთაველზე ვიდექი. სამწუხაროა, რომ ჩვენს მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის. იყო აქციებზე მომენტები, …

ჩემ ნაცვლად პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე დანიშნეს – დირექტორი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე

„თანამდებობიდან გაუფრთხილებლად გამათავისუფლეს, ჩემს ადგილზე კი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე დანიშნეს, რომელსაც სამეურვეო საბჭომ ხმა არ მისცა“, -ამბობს „ბათუმელებთან“ სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა. მისი თქმით, ის სამი წელია ადგილობრივი თვითმმართველობის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, რადგან არ იზიარებს მმართველი პარტიის პოლიტიკას. „2014 წლიდან ვარ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ორჯერ …

კობახიძე არ გამორიცხავს თავდასხმებს ოპოზიციის ლიდერებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების მიზნებით ხსნის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილის შუშის ყუთით მოგზაურობას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 4 სექტემბერს გამართულ პრესონფერენციაზე თქვა. ამავე პრესკონფერენციაზე პრემიერმა არ გამორიცხა თავდასხმები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგაც. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა: „უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე …

ზამლეთი-ხიხაძირის 7 კილომეტრიანი გზა, რომელიც ოთხმა პრემიერმა ვერ დაასრულა

ზამლეთი-ხიხაძირის გზის შესაკეთებლად დაწყებული სამუშაოები 2021 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გზის ეს მონაკვეთი ამ დრომდე გაუკეთებელია. ამჯერად, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას, რითაც ცვლილება შეიტანა 2019 წლის განკარგულებაში და გზების დეპარტამენტს სამუშაოების განახლება დაავალა. მთავრობის განკარგულებით, სამუშაოებს ზამლეთი-ხიხაძირის გზაზე შეასრულებს კომპანია „არალი“, რომელიც სულ სხვა გზის სამუშაოების ტენდერშია გამარჯვებული. …

პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის განვითარებაში – IT ინჟინერი ამერიკიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე ____ გიორგი ღუღუნიშვილი ინჟინერია, ის გუგლის ნიუ იორკის ოფისში სამი წელია მუშაობს. იუთუბის მუსიკის დეპარტამენტში საქმიანობის პარალელურად, თვალს აქტიურად ადევნებს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. გიორგი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ამერიკიდან გერმანიაში სპეციალურად გაემგზავრა. დავინტერესდით, როგორ ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს ინჟინერი და აპირებს თუ არა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ცხადია, ინტერვიუ არ წარმოადგენს გუგლის ხედვას განხილულ …

ივანიშვილი გამარჯვებულის როლს თამაშობს, ოღონდ ტყვიაგაუმტარი შუშის ყუთიდან – კობა სუბელიანი

ავტორი: ნათია როყვა ___ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მინისტრი და პარლამენტის ორგზის დეპუტატი კობა სუბელიანი ამბობს, რომ 2012 წელს გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მიერ გადაბირების უშედეგო მცდელობის გამო, მასზე განხორციელებული შანტაჟის, მუქარის, დევნისა და შევიწროების გამო, 2018 წელს საქართველოდან აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა. კობა სუბელიანმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და როგორც ამბობს, ოთხი წლის შემდეგ „ჯოჯოხეთური ტანჯვაც“ …

ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დაახოცვინებს მეორე ნაწილს – ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ჰპირდება, რომ საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს. რამდენად რეალურია განსხვავებული აზრის, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და რატომ აირჩია ივანიშვილმა ნეგატიური, ხალხისთვის დამაზიანებელი გზავნილები საარჩევნოდ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა. ბატონო გია, მმართველი პარტია ამომრჩეველს ეუბნება, რომ თუ ამირჩევ მე ქვეყანაში მექნება …

ქვეყანა ჩრ.კორეად გადაიქცევა, თუ ოპოზიცია არ იქნება – რას ფიქრობს ხალხი ბათუმში ოცნების დაპირებაზე | გამოკითხვა

წელს რეკორდული რაოდენობით ჯენზი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას – სტუდენტი –

გვანცა მიკაელა გვანცელაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც უტყუარად სჯერა, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერც მმართვლი პოლიტიკურო ძალა შეაჩერებს და ვერც სხვა ძალები, რადგან ეს ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჯენზიმ უკვე გადაწყვიტა. „ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ დრო ჩამოგვრჩა“ – ამბობს გვანცა, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ „თუ არჩევნებზე არ წავა, ქვეყანა არასდროს დალაგდება და თავისთავად“. გვანცა, პირველ …

„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყლის სისტემის მოსაწყობად გამოცხადებულ 16-მილიონიან ტენდერში ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“ უჩივიან. მომჩივანი კომპანია „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანიაა, რომელიც „ბათუმის წყალს“  მომსახურებას 185 ათასი ლარით ძვირად, 15 მილიონ 85 ათას ლარად სთავაზობს. ტენდერი „ბათუმის წყალმა“ …

„ოცნებას“ ყველაზე ბევრი აჭარიდან შესწირეს – მშენებლების „ფანდრაიზინგი“

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. დელეგატების წარდგენის შემდეგ თქვა, რომ საარჩევნოდ პარტიის ფანდრაიზინგი მას ევალება. ეს იგივეა, რაც არჩევნებზე პიარისთვის დასახარჯი ფულის შეგროვება. პრემიერმა განგვიმარტა ისიც, რომ „მთელ მსოფლიოში“ ასე ხდება. შემოწირულობა ერთხელაც თუ გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ აგვისტოში ყველაზე მეტი ფული პარტიისთვის ირაკლი კობახიძეს აჭარაში შეუგროვებია, ეს თანხა ნახევარ-მილიონზე მეტია. ერთი თვალის გადავლებით მიხვდებით იმასაც, …

„ოცნების“ დაპირებები არ სრულდება, მათ უკვე აღარ ვენდობი“ – მემთეურები გომისმთიდან

„ბათუმელები“ გომისმთაზე იმყოფებოდა, სადაც შუახევის სხვადასხვა სოფლიდან მთაში ამოსულ მემთეურებს ესაუბრა. მემთეურები საუბრობენ სიღარიბეზე, მათ სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლა აწუხებთ ყველაზე მეტად და ასევე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია. შუშანა გოგრაჭაძე სოფელ წყავროკიდანაა. ამბობს, რომ მემთეურობის ტრადიცია ნელ-ნელა ქრება, რადგან ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან, მოხუცებს კი ძალა აღარ შესწევთ. „წავიდა ახალგაზრდობა სოფლიდან, მაგრამ რა ქნან, ფული უნდათ. …

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 2,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გამართვისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. უსკოს დადგენილების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სულ 2 829 980 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 2 227 980 ლარი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებში [შრომის ანაზღაურებაში] დაიხარჯება, ხოლო 602 ათასი ლარი მოხმარდება სხვადასხვა საჭირო საქონლისა და …

„ოცნებამ“ კვოტირება იმისთვის გააუქმა, რომ ფულიანი კაცები ჩაესვა სიაში“

„ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგრეთ წოდებული გამსვლელი სია წარადგინა, სადაც 22 დასახლებული პირიდან არცერთი არ არის ქალი. „ოცნებამ“ ბოლო სასესიო სხდომაზე გააუქმა კვოტირების სავალდებულო მოთხოვნაც, რომელიც პოლიტიკაში ქალების ჩართულობას და გაძლიერებას უწყობს ხელს. მთავარ სცენაზეც, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიესალმა, მხოლოდ კაცები იდგნენ. როგორ ცდილობს „ოცნება“ გააქროს ქალები პოლიტიკური ველიდან და …

„ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს – სოლო კონცერტი ბათუმში

ბათუმელი მომღერალი არჩილ ბერიძე „ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში დაასახელა. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ის გამსვლელ სიაში იქნება. საარჩევნო სიაში დასახელებამდე ხუთი დღით ადრე კი მომღერალმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე სოლო კონცერტი გამართა, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან დაუფინანსეს. არჩილ ბერიძეს სოლო კონცერტისთვის აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 60 000 ლარი გადაიხადა. კონცერტის …

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანები ემიგრაციაში აღარ წავიდნენ – ემიგრანტი აშშ-დან

„მინდა ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. თუ „ოცნება“ დარჩება ისევ ხელისუფლებაში, კარგი არაფერი ელოდება ამ ქვეყანას. ამიტომაც ვართ ემიგრანტები მონდომებული, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ეს უნდა მოხდეს ერთიანი ძალებით, მანდ მყოფი ადამიანების და ჩვენი მონდომებით, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ ძალას და ქვეყანას დავუტოვოთ ევროპული მომავალი“, – ამბობს ხათუნა გურგენაშვილი. ხათუნა ექიმი-ნევროლოგია და თითქმის 20 წელია აშშ-ში, პენსილვანიაში …

თანამდებობის პირები, რომლებიც დასავლეთს აშავებენ, მაგრამ ევროპულ სიკეთეებზე უარს არ ამბობენ

ეს თანამდებობის პირები – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დეპუტატები, წლების განმავლობაში იღებდნენ დასავლურ დაფინანსებას, ბევრი მათგანი სწავლობდა დასავლეთში, ბევრი მათგანის ყველაზე ახლობელი ადამიანები – ოჯახის წევრები დღემდე ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანის შვილი ევროპაში დაიბადა კიდეც, მაგრამ ამ ადამიანების ძალისხმევით და უშუალო მონაწილეობით ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაიკეტა. მათ მიიღეს რუსული კანონი – ევროკავშირმა კი …

102 ათასი ლარი ფურშეტზე, 97 ათასი წამყვანებს და მუსიკოსებს – მასწავლებლის ეროვნული დღის ხარჯები

განათლების სამინისტრომ არჩევნების გამო „მასწავლებლის ეროვნული დღე“ სექტემბერში გადმოიტანა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, 14 აგვისტოს ბრძანებაშია ნათქვამი. გასულ წელს, ეს ღონისძიება 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღნიშნეს, წელს კი 13 სექტემბერს გაიმართება. „ვინაიდან, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, გამონაკლისის სახით, წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება 13 სექტემბერს“, – წერია …

Exit mobile version