ავტორიტარული მმართველებისთვის სახასიათოა ასეთი ქცევა, როცა ხელისუფალს ადამიანების სიღარიბეში დატოვება სურსო, ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი სალომე კანდელაკი. ასეთი ხელისუფლებისთვის სიღარიბე საყრდენად იქცევა, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს. პოლიტიკის ანალიტიკოსს სიღარიბის დაძლევის სახელით მოქმედ რამდენიმე პროგრამაზე ვესაუბრეთ, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე, რასაც ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს: მაგალითად, ქედაში, წონიარისში ტანკს ორი ადამიანი ალაგებს. ამდაგვარად დასაქმებული …
Tag Archives: არჩევნები 2024
არ გვეძლევა ბილბორდების გამოყენების საშუალება, მივმართავთ ცესკოს – ბრიფინგი ბათუმში
„ხორციელდება პოლიტიკური შევიწროება“ – განაცხადა დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, ნიკა ქაშიბაძემ. მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეძლევა საშუალება, გამოიყენოს სივრცეები პარტიის სარეკლამო ბილბორდებისთვის, რომელსაც შპს „ალმა“ აქირავებს. „ქუჩები აჭრელებულია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალით. როდესაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა შპს „ალმას“ წერილით, იმისათვის, რომ ჩვენ მოგვცემოდა შესაძლებლობა …
2 არჩევნები ერთ დღეს აჭარაში – უმაღლესი საბჭო საპარლამენტო არჩევნების ჩრდილში
წელს, 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გარდა კიდევ რა არჩევნები ტარდება აჭარაში? – ეს კითხვა დაუსვა „ბათუმელებმა“ მოქალაქეებს ბათუმის ქუჩებში. „არ ვიცი“ – ასე უპასუხა ამ შეკითხვას გამოკითხულთა უმრავლესობამ. 26 ოქტომბერს აჭარაში რეგიონში რეგისტრირებულმა, საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტის გარდა აჭარის უმაღლესი საბჭოც უნდა აირჩიოს. თუმცა უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაცილებით ნაკლებ ყურადღებას და ინტერესს …
Continue reading “2 არჩევნები ერთ დღეს აჭარაში – უმაღლესი საბჭო საპარლამენტო არჩევნების ჩრდილში”
თუ ჯერ კიდევ არ იცი ვის მისცე ხმა, ეს სტატია შენთვისაა
ყოველდღიურად ბევრნაირი არჩევანის წინაშე ვდგებით: რა ჩავიცვათ, რა ვჭამოთ, რა გზით გადავადგილდეთ, როგორ მოვექცეთ ირგვლივმყოფებს, რა მუსიკას მოვუსმინოთ, რა მოვიწონოთ სოციალურ ქსელებში… მალე კი ის დღეც დადგება, როცა მოგვიწევს ავირჩიოთ, მომდევნო 4 წელი როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. 2024 წელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია. 26 ოქტომბერს მხარი უნდა დავუჭიროთ იმ პარტიას რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩვენს მსოფლმხედველობასთან. …
Continue reading “თუ ჯერ კიდევ არ იცი ვის მისცე ხმა, ეს სტატია შენთვისაა”
მაუწყებელი ვალდებულია არ განათავსოს ომის პროპაგანდის შემცველი პოლიტიკური რეკლამა – მედიაომბუდსმენი
შეუძლია თუ არა მაუწყებელს უარი თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე – ამ საკითხზე „მედიაომბუდსმენის“ დირექტორს, ნათია კაპანაძეს ვკითხეთ. მისი განმარტებით, კანონმდებლობის და პრაქტიკის კიდევ ერთხელ შესწავლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევებში მაუწყებელი ვალდებულიც კი არის არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა. მმართველი პარტიის ვიდეორგოლებთან დაკავშირებული საკითხი „მედიაომბუდსმენმა“ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით დეტალურად გამოიკვლია „შეუძლია თუ არა მაუწყებელს …
სუს-ის ზეწოლის გამო ორმა კანდიდატმა აჭარაში საარჩევნო სიაზე უარი თქვა – ლელოს განცხადება
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ უმაღლესი საბჭოს სიიდან ორმა პირმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხდა. ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, კოალიციის წევრებზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება. „ლელოს“ ინფორმაციით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის ორმა წევრმა, სულიკო კოჩალიძემ და მერაბ ქურიძემ ზეწოლის გამო არჩევნებში მოანწილეობაზე უარი თქვეს: „თქვენ არ …
„ოცნების“ კანდიდატები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე – არის ეს უკანონო აგიტაცია?
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი „ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო ქობულეთში. ამ ღონისძიებაზე 30-ზე მეტი მასწავლებელი დააჯილდოვეს. შეხვედრის ამსახველი ფოტოები ცოტნე ანანიძემ თავადვე გამოაქვეყნა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და იქვე აღნიშნა, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ქობულეთის მერია იყო. ცოტნე ანანიძე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს სიაშია, წინასაარჩევნო კამპანიის …
99 პირი ერთი უბნის გადასატანი ყუთის სიაში რიგის ნომრების გარეშე – 13 საჩივარი ცესკოში აჭარიდან
ხელვაჩაურის საოლქო კომისიის მეხუთე საუბნო კომისიამ გადასატანი ყუთის სია წესის დარღვევით შეადგინა – კერძოდ, სიას თან არ ერთვის ამომრჩეველთა რიგის ნომრები – წერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენმ-ის წარმომადგენელი, გიგა თედორაძე. მან საჩივარს თან დაურთო ფოტომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ არის შედგენილი გადასატანი ყუთის სია. ამ ფოტომასალის მიხედვით, სიაში მხოლოდ სახელები/გვარები და დაბადების თარიღებია მითითებული. ამომრჩეველთა …
ხარაგაულის მერმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და საქმიანობაში ხელი შეუშალა
„წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით… თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ – ასე მიმართა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელს ლაურა გოგოლაძეს. შემთხვევა გუშინ, 16 ოქტომბერს, ხარაგაულში მოხდა. „ქართულ ოცნებას“ ხარაგაულის ცენტრში ამომრჩეველთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, რომელზე დასწრების უფლებაც ჟურნალისტებს არ მისცეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო პარტია ამომრჩეველთან შეხვედრებს ფარულად მართავს და …
Continue reading “ხარაგაულის მერმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და საქმიანობაში ხელი შეუშალა”
არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივდივარ – ბათუმელი სტუდენტი
22 წლის ანა ვარდმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს. იგი ამბობს, რომ მოახლოებული არჩევნები მისთვის და მისი თანატოლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ანა აქტიურად მონაწილეობდა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე და როგორც თავად ამბობს, კარგად იცის, რა ძალა აქვს ახალგაზრდების გაერთიანებას. ანა არჩევნებზე ოჯახის წევრებთან ერთად მიდის და ცდილობს დაარწმუნოს ყველა მის გარშემო, რომ …
Continue reading “არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივდივარ – ბათუმელი სტუდენტი”
„ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს საარჩევნო კამპანიას – ოპოზიციის ბრიფინგი ბათუმში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს, ღამით, ხელვაჩაურში მათი პარტიის ხელვაჩაურის შტაბის წევრებს ავტომობილი, რომელშიც სააგიტაციო მასალა იდო, უმიზეზოდ ჩამოართვეს და დალუქვის გარეშე საჯარიმოზე გადაიყვანეს. ამ თემაზე დღეს ბრიფინგი გაიმართა ენმ-ის ბათუმის ოფისში. „გუშინ, როცა ჩვენი ხელვაჩაურის შტაბის წევრები იყვნენ გასული სააგიტაციო მასალის გასაკრავად და დასარიგებლად, ადგილზე მისულებს მათ დახვდათ შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფები, …
რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – ფაქტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შემთხვევის განხილვა, როცა „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩევლებს ურეკავენ და ეკითხებიან, არიან თუ არა ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ მათ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ურეკავენ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის სატელეფონო ზარი ჩაიწერა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პირადი ტელეფონის ნომერი რომელიმე პარტიის წარმომადგენლისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია. იურისტ ირმა პავლიაშვილის …
„ნუ მისცემთ თქვენს პირადობას სხვას, წადით ყველა არჩევნებზე“ – ბათუმელი მეზღვაურების მიმართვა
ბათუმელ მეზღვაურთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და მიმართავენ კოლეგებს, არ წამოეგონ პროვოკაციას, რომლის თანახმადაც წინასაარჩევნოდ ადამიანებს პირადობის მოწმობები უნდა ჩამოართვან. „ნაკლებად გვეგულება ადამიანი ან პროფესია, რომელმაც მეზღვაურზე უკეთ იცის, რა არის თავისუფლება და რამდენად მძიმეა მისი შეზღუდვა. დღეს საქართველო გასაყარზეა. ან უნდა დავკარგოთ მოპოვებული თავისუფლება და ისევ მარწუხებში გავზარდოთ შვილები, ან გავაგრძელოთ სწრაფი განვითარება. უნდა გვახსოვდეს, …
ოცნების აგიტატორი „ოცნებას“ სასამართლოში უჩივის – „ყელიდან ნავთობის სუნი ამომდის“| ვიდეო
„ივანიშვილმა თქვა, ბიუჯეტი გადატენილია, გვაქვს ფულებიო და მე მეუბნებიან, ფული არ არისო… ვიწამლებით ხალხი, გამიყვანონ აქედან, ნავთობის სუნი ამომდის ყელიდან“, – ამბობს ბათუმში, ბარცხანაში მცხოვრები იზოლდა ჯაბნიძე. ერთ წელზე მეტია, რაც მისი სახლის ეზოში სავარაუდოდ ნავთობის ძველი მილიდან ნავთობის ნარჩენებმა გამოჟონა. ეზოში, სადაც ნავთობის სუნი შესვლისთანავე იგრძნობა, მოქალაქეს სხვადასხვა უწყებიდან მიღებული წერილები გამოაქვს. „უშედეგოა ყველაფერი, …
მოქალაქეები ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ და დისკუსია ბათუმში
დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან კამპანია „ამომრჩევლების“ ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა თავიანთ სფეროებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „სოლიდარობის თემის“ აქტივისტები, შშმ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები, რომლებმაც ქალაქის ურბანული განვითარების პრობლემებზე ისაუბრეს. დისკუსიის პარალელურად, გაიმართა აჭარაში არსებული ისტორიული მეჩეთების გამოფენაც. „სოლიდარობის თემის“ წევრებმა ისაუბრეს იმ …
Continue reading “მოქალაქეები ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ და დისკუსია ბათუმში”
ქუთაისში მოქალაქეები „ოცნების“ მიერ დაპირებულ პროექტებს, ფანრით ეძებენ
სამოქალაქო მოძრაობის, – „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრებმა, ბერძენი ფილოსოფოსის მეთოდით, ქუთაისში ძებნა გამოაცხადეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ დაჰპირდათ. სამოქალაქო აქტივისტები ფანრებით ხელში ეძებდნენ რეაბილიტირებულ რიონის პირა სახლებს, ელექტრომობილების ქარხანას, ოცნების ქალაქს, ტექნოლოგიურ ჰაბებს და სხვა პროექტებს, რომელიც წესით დასრულებული უნდა იყოს ამ დროისთვის, თუმცა, ადგილზე ძირითად შემთხვევაში რქოსანი პირუტყვი ბალახობს. „ჩვენ, …
Continue reading “ქუთაისში მოქალაქეები „ოცნების“ მიერ დაპირებულ პროექტებს, ფანრით ეძებენ”
რას ამბობენ ბათუმის აქციაზე მისულები „ოცნების“ საარჩევნო დაპირებებზე
არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან
წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს 18 წლის ნათია ვანაძე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის მეორე კურსზე სწავლობს. ნათიას არჩევნებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. სტუდენტი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მივა არჩევნებზე. ნათია, რატომაა თქვენთვის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი? მინდა ეს მთავრობა დასრულდეს. ჩემი აზრით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა არჩევნებზე წასვლა, რადგან ჩვენი ერთი ხმა ყველაფერს …
Continue reading “არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან”
„რა ეკონცერტება მთავრობას? კონცერტის ფულით ბინა მოგვცენ“ – უსახლკაროებმა ბათუმში აქცია გამართეს
„რა ეკონცერტება მთავრობას?“ – იკითხეს უსახლკაროებმა, რომლებმაც ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. წინა აქციებისგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოჩნდა და ბათუმის ვიცე-მერიც. დღეს ბათუმში „ქართული ოცნება“ კონცერტს მართავს. დაგეგმილია მმართველი პოლიტიკური პარტიის შეხვედრაც მოსახლეობასთან. უსახლკაროების თქმით, მათ ხელისუფლების დაპირებების აღარ სჯერათ, რადგან 2 წელია მართავენ აქციებს და მათთვის ყურადღება …
ივანიშვილი ჩიხშია – შესაძლოა დასავლეთში დაკარგოს ყველაფერი, რუსებთან კი არხეინად ვერ იცხოვრებ | ინტერვიუ
ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა უზრუნველყოს „ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“. „ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით ვხედავთ აშკარად, რა მოხდება ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. ის მოგვიყვა, რა შანსი რჩება ახლა ივანიშვილს პოლიტიკურ ველზე მოქმედებისთვის. „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო კახა, რას აჩვენებს …
რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება
აქვს თუ არა უფლება რომელიმე პარტიას, ამომრჩეველს დაურეკოს და ჰკითხოს, არის თუ არა მისი მხარდამჭერი? – არაერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს და ჰკითხეს: ხართ თუ არა „ოცნების“ მხარდამჭერი? „ბათუმელებმა“ სცადა ერთ-ერთ კოორდინატორთან დაკავშირება, ვინც ამომრჩეველს დაუკავშირდა, თუმცა ტელეფონზე არ გვიპასუხეს. ჟურნალისტმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს, …
Continue reading “რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება”
„შეიძლება ჩვენც დავალაგოთ გლობალური ომის პარტიასთან, გვითხრას ერთი რომელია“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში
არჩევნებს წელს უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც დააკვირდებიან
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები არამხოლოდ საუბნო კომისიებში მიმდინარე პროცესს დააკვირდებიან, არამედ უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც გაკონტროლებენ ვითარებას, როგორც ამას საარჩევნო კოდექსი ითხოვს. ყველას არა, თუმცა რამდენიმე ორგანიზაციას და პოლიტიკურ გაერთიანებას დამკვირვებელი უბანთან 100 მეტრის რადიუსშიც ეყოლება. როგორც გვეუბნებიან, გარე პერიმეტრის დამკვირვებლები შესაბამისი ტექნიკითაც აღჭურვეს, რომ დარღვევების შემთხვევაში მათი დაფიქსირება შეძლონ, გადიან ტრენინგებსაც. გარდა ამისა, …
Continue reading “არჩევნებს წელს უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც დააკვირდებიან”
კრიტიკული ტელევიზიები 2-ჯერ დასაჯა სასამართლომ ერთსა და იმავე საკითხზე – „მედიაომბუდსმენი“
„ქართული ოცნების” მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთსა და იმავე საკითხის გამო, ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“. სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას – აღნიშნულია „მედიამბუდსმენის“ ახალ ანგარიშში. „მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნო პერიოდში, 2024 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მთავარი მიგნებაა ასევე: მაშინ, როდესაც …
„მასწავლებელს უთხრეს, შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამო“ – შეხვედრა პედაგოგებთან ბათუმში
ხელისუფლება მასწავლებელს არ ენდობა იმაშიც, თუ რა ტანსაცმელს ჩაიცვამს მასწავლებლის პრემიის დაჯილდოებაზე – უთხრეს, რომ შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამ, გუშინდელ დაჯილდოებაზე კი [„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოება], სიჭრელე იყო. ძალიან თვალსაჩინოა ეს განსხვავება,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიმონ ჯანაშია აჭარის რეგიონში …
სასაცილოა გლობალური ომის პარტიის არსებობაზე საუბარი – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე
სასაცილოა გლობალური ომის პარტიის არსებობაზე ლაპარაკი – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე „პირიქით, ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა ომი“ – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე „არჩევნებზე პირველად მივდივარ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მარტივია არჩევანი,“ – გვითხრა ბაკურ ჭელიძემ, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტია. მას უნივერსიტეტის შესასვლელთან შევხვდით. ბაკურ ჭელიძე პირველად მიდის არჩევნებზე. ამავდროულად ის ერთ-ერთი საუბნო …
საზღვარგარეთ მყოფ ქართველ დევნილებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ – ცესკო
”საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ“, – აცხადებს ცესკო. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს, 5 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო. „საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ“, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარემ. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, იმისთვის, რომ …
Continue reading “საზღვარგარეთ მყოფ ქართველ დევნილებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ – ცესკო”
„უფსკრულამდე ვერ გავყვები „ოცნებას“ – რას ამბობენ სოცდაუცველები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დაასაქმეს
„სადაც მთავრობაა და საიდანაც დასაქმებული ხარ, არ უნდა უღალატო…“ – სიღარიბეში მცხოვრები მარინა ცეცხლაძე გვიყვება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში ვერ წავედი, მაგრამ ჩემი მეუღლე წავიდაო. დასაქმებულ სოციალურად დაუცველს უჭირს საუბარი, რის გამო მოუნდა ხულოდან თბილისში სახელისუფლებო პარტიის აქციაზე წასვლა, თუმცა დასძენს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვალშია, რადგანაც დაასაქმეს. ახლახან ცესკომ მარინას ქმარი ხულოში, სოფელ …
„კარგ ინტერნეტს ისევ დაგვპირდებიან, შერცხვებათ?“ – ინტერნეტის პრობლემა აჭარის სოფლებში
მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ინტერნეტის ხარისხზე წუხან. რამაზ ბოლქვაძე შუახევის სოფელ ბრილში ცხოვრობს. მას სახლში კომპანია SkyTel-ის ინტერნეტი აქვს. ბოლქვაძე ამბობს, რომ ინტერნეტი ხშირად ეთიშებათ: „ინტერნეტთან წვდომას აჩვენებს, თუმცა საერთოდ არ მუშაობს, რაც ინტერნეტის დაბალ ხარისხზე მიუთითებს. ინტერნეტის მოწოდების შეწყვეტას სისტემური ხასიათი აქვს. როცა სოფელში ვარ, ძირითადად დისტანციურად ვაკეთებ ჩემს საქმეებს, გასაუბრება იქნება ეს, ლექციაზე დასწრება …
ოპოზიცია აჭარის ტელევიზიაში ეთერს ითხოვს და რიჟვაძეს და ბოლქვაძეს დებატებში იწვევს
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ტელევიზიაში დებატებისთვის ეთერის დათმობას ითხოვს. კოალიციის განმარტებით, საეთერო დროში „ოცნების“ კანდიდატებს დებატებში იწვევენ. ოპოზიცია დებატებში იწვევს აჭარის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ სიის პირველ ნომერს, თორნიკე რიჟვაძეს და პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც ისევ დეპუტატობის კანდიდატია „ოცნებიდან.“ „ახლოვდება 26 ოქტომბერი, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია მოისმინოს ყველა პარტიის პროგრამა. ვინაიდან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, მოვუწოდებთ საზოგადოებრივ …
„ახლა ჩვენი ბედი წყდება, თაობა შეუჩვეველია რუსულ მმართველობას“ – ახალგაზრდები არჩევნებს აკვირდებიან
სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 28 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს მოხალისე დამკვირვებლად რეგისტრაციის თხოვნით. 30 სექტემბრის მონაცემით, კოალიციის სადამკვირვებლო მისიაში 1820 მოქალაქეა რეგისტრირებული. „ბათუმელები“ სამ მოხალისე დამკვირვებელს ესაუბრა, რომლებიც არჩევნებს აჭარაში დააკვირდებიან და დაიცავენ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს. მათე კონჯარია პროფესიით ოპერის მომღერალია. ის ამჟამად სხვადასხვა არასამთავრობოსთან თანამშრომლობს ახალგაზრდული მიმართულებით. …
რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრი სტუდენტი წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ისევე როგორც ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. „ბათუმელებმა“ სტუდენტებს ჰკითხა, მიდიან თუ არა არჩევნებზე, როგორია მათი მოლოდინი და ყველაზე მეტად რა უნდათ, რომ შეცვალოს ამ არჩევნებმა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს …
ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-ის და ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა
ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოს” და მისი ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ისინი საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. „ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ რომ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალდებულათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს …
„ოცნების“ მილიონერების სია საპარლამენტო არჩევნებისთვის
„ოცნების“ სია მილიარდერი ექსპრემიერით, ბიძინა ივანიშვილით იწყება, სიის ნახევარზე მეტი კი მილიონერია, რომლებიც ბიზნესში უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე პოლიტიკაში. მოქმედი პარლამენტარებიდან უმეტესობა, რომლებიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდნენ, სხდომებს არ ესწრებოდნენ, თუ ესწრებოდნენ, არ აქტიურობდნენ. „ოცნების“ ახალი სახეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის მიხედვით პოპულარული სპორტსმენები და ხელოვანებიც არიან, მეტწილად კი ბიზნესიდან მოსული პოლიტიკოსები. მათგან უმეტესობა მილიონერია. …
Continue reading “„ოცნების“ მილიონერების სია საპარლამენტო არჩევნებისთვის”
რა შემთხვევაში ვერ უშველის არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ – ინტერვიუ
„შეუძლებელია არჩევნების გაყალბების გარეშე „ოცნებამ“ არჩევნები მოიგოს. არჩევნების გაყალბებაც ვერ უშველით, რადგან ხალხი გამოვა და გადათელავს ამ ხელისუფლებას,“ – ამბობს რომან გოცირიძე, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ეკონომისტი. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მმართველი პოლიტიკური ძალა არჩევნებს გააყალბებს და ამ გზით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, „ოცნება“ ვერ დარჩება ხელისუფლებაში, რადგან ხალხი ამის უფლებას …
Continue reading “რა შემთხვევაში ვერ უშველის არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ – ინტერვიუ”
ახალი მიკროავტობუსები ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, მაგრამ არა ყველასთვის
ხელვაჩაური – ბათუმის გზაზე ახალი მუნიციპალური, სამარშრუტო მიკროავტობუსები მოძრაობს, მაგრამ კომფორტული და იაფი ტრანსპორტით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, ვერ შეძლებენ. ახალი მიკროავტობუსები არაადაპტირებულია. პროფესიით არქიტექტორი, 27 წლის ნოდარ ქარცივაძე ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობს და ბათუმში მუშაობს. ნოდარი ეტლით მოსარგებლეა და ეს პრობლემა მას უშუალოდ ეხება. 10 წელია ნოდარი ამ თემაზე საუბრობს, …
Continue reading “ახალი მიკროავტობუსები ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, მაგრამ არა ყველასთვის”