როგორ აპირებს „ოცნება“ ე.წ. ავტორიტეტების საარჩევნოდ გამოყენებას? – ეკა ბესელიას კომენტარი

„მახსოვს, წინა საპარლამენტო არჩევნებზე როცა უბნებზე დავდიოდი, მობილიზებული იყვნენ იქვე, უბანთან, საეჭვო ახალგაზრდა კაცები… ახლა ამას უფრო დიდი დოზით გამოიყენებენ,“ – გვიყვება ეკა ბესელია, პარტია „სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი. მას ვესაუბრეთ შესაძლებლობაზე: რა სქემით შეიძლება სცადოს „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად ე.წ. ავტორიტეტების გამოყენება? პარლამენტის ყოფილ წევრს ვკითხეთ ამნისტიაზეც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ …

“აირჩიე ევროპა” – ახალი მოძრაობის დაფუძნებას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ესწრება

„აირჩიე ევროპა“ – დღეს, 11 ივლისს, ამ სახელწოდებით დაფუძნდა ახალი მოძრაობა, რომლის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ახალ მოძრაობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები არიან გაერთიანებული. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, „ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება უნდა, ირჩევს ევროპას“. „შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ნატოს სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან პარტნიორობაზე აღარ არის საუბარი. …

რას ითხოვენ აჭარის სოფლებში მოქალაქეები ოპოზიციისგან და რას ამბობენ ხელისუფლებაზე

„როცა ღიად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, სულ მეუბნებიან, არ გეშინია, როგორ არ გეშინიაო? რის უნდა მეშინოდეს, არ ვიცი ოღონდ. 38 წელია მასწავლებელი ვარ, რა უნდა გამიკეთონ?“ – ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები მერი გობაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ადამიანის სურვილია, დადგეს სიმართლის მხარეს. მას და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ: პრობლემაა თუ არა კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა, როცა სოფელში …

როგორ არჩევს ოპოზიცია „საარჩევნო ხმების მცველებს“ – კვალიფიციური და სინდისიერი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან რამდენიმე თვალსაზრისით არის გამორჩეული. წელს პირველად, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მოხდება, შესაბამისად, როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიებს გადამზადებული და კვალიფიციური კომისიის წევრები დასჭირდება. წელს საარჩევნოდ 3030 უბანი გაიხსნება. გარდა ამისა, წლევანდელ არჩევნებზე ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსის საკითხიც წყდება – საქართველოს მოქალაქეების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ …

არასამთავრობოები მსურველებს უფასოდ ასწავლიან, როგორ დააკვირდე არჩევნებს  

ავტორი: კოტე სტალინსკი სად მივიღოთ ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ? – ამ კითხვის მქონე  მოქალაქეები არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტრირდებიან. „ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს აპოლიტიკურ, ობიექტურ საარჩევნო დაკვირვებაში, ვიწვევთ უფასო ტრენინგ კურსებში მონაწილეობის მისაღებად. პირველ ეტაპზე ვამზადებთ ტრენერთა ტრენერებს, რათა მათ, თავის მხრივ, გადაამზადონ უშუალოდ დამოუკიდებელი მოხალისე დამკვირვებლები,“ – ამბობს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე კავკასიას“ თავმჯდომარე. …

„ჩვენ ტვინში ჩაბეჭდილია რა მოხდება, თუ ოცნების წინაშე არასწორად მოვიქცევით“ – სოცდაუცველი

„ჩემი მოვალეობაა – ნაგვის ყუთთან ნაგავი არ უნდა ეყაროს“ – თავის საქმეს გვაცნობს მალხაზ ჭანიძე, სოციალურად დაუცველი ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოდან, რომელიც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა. 40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, …

„ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა“ – უფლებადმცველი ლია მუხაშავრია

„ბუნებაში არის რაღაც, რასაც ვერ შეძლებ, რომ მოერიო, მაგალითად, გრავიტაციას. დაახლოებით ასეთი ძალა ამოქმედდა საქართველოში. ამ ძალას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება და ვერც რუსეთი ვერ მოერევა,“ – ოპტიმისტური განწყობით დაგვხვდა უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის სოფელ შუხუთში, სადაც ის უკვე ბოლო 7 წელია ცხოვრობს და განაგრძობს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. „ჩემი სოფლის, შუხუთის …

რას ითხოვს „ჯენზი თაობა“ საპარლამენტო არჩევნებზე – კვლევის შედეგები

„თაობა Z ხმას ღირებულებებს აძლევს და არა – კონკრეტულ პარტიებს და ლიდერებს. პოლიტიკურ პარტიებზე, მათ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაზე თაობა Z-ის ცოდნა მწირია, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ პარტიებს არ გააჩნიათ კონკრეტული იდეოლოგია და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული კომუნიკაცია,“ – ვკითხულობთ კვლევაში, სადაც თაობა Z-ის პოზიციებია ასახული. რა სურს „ჯენზი თაობას“, რომელმაც 2023 წლის მარტში ხელისუფლებას …

მარტო „ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ – ინტერვიუ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერთან

„ყველა ადგილს სიაში ვერ დავუთმობთ,“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, დავით ხაჯიშვილმა, რომელსაც ოპოზიციის ერთობაზე ვკითხეთ: რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას? ამ ეტაპზე ოპოზიციის გაერთიანების ნიშნების არ ჩანს. ერთობის გარეშე კი, კვლევების მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის ალბათობა მცირდება. როგორ უყურებენ ოპოზიციაში გამარჯვების შანსს, როცა არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება, რაც ცალ-ცალკე …

არჩევნებამდე ბათუმის მერია გარე სარეკლამო სივრცეს 10 წლით ასხვისებს – ოპოზიცია წინააღმდეგია

არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ბათუმის მერიამ საკრებულოს აცნობა, რომ გარე სარეკლამო სივრცე საიჯარო წესით გასასხვისებლად აუქციონზე უნდა გაიტანოს. მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილ განმარტებით ბარათში წერია ასევე, რომ რეკლამის განთავსების უფლების შემძენი 10 წლიან ხელშეკრულებას მიიღებს, საწყისი საფასური 8 მილიონი ლარი იქნება. ვის განკარგვაში გადავა ბათუმის გარე სარეკლამო სივრცე და რა ვადით, სულაც არ არის რიგითი …

რამდენად საჭიროა სკოლებში უფასო კვების შემოღება? – პარტიების ხედვა

საჯარო სკოლებში ბავშვების გამოკვების საჭიროება თითქმის ყველამ აღიარა, მათ შორის მმართველმა პარტიამ და წინა არჩევნებზე დაჰპირდა კიდეც მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა ეს დაპირება „ქართულ ოცნებას“ არ შეუსრულებია. სასკოლო კვების საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი ოპოზიციურმა პარტიებმაც. „ბათუმელები“ ამ საკითხზე ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ ხედავენ სასკოლო კვების დაფინანსებას და კვების რა …

„ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ სწრაფად გადაადგილდება“ – რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე

„თუ არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდება, ჩვენი სახელმწიფო უფრო ავტორიტარული მიმართულებით განვითარდება“, – ამბობს იენის უნივერსიტეტის მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას „ბათუმელები“ 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებსა და მის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა. ბატონო მიხეილ, თუკი „ქართული ოცნება“ მოახერხებს, რომ 2024 წლის არჩევნებშიც უმრავლესობით დარჩეს ხელისუფლებაში, შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს ამ ქვეყნის დემოკრატიას? ზოგადად, დემოკრატიის არსი არის …

„44 წელი პედაგოგი ვარ, „ლელოს“ მხარდაჭერის გამო გამათავისუფლეს“ – შემთხვევა ხელვაჩაურში

„გამათავისუფლეს იმიტომ, რომ „ლელოს“ ვუჭერ მხარს, პედაგოგად მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება მაქვს, ბოლო 13 წელია ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი ვარ,“ – ამბობს დავით დევაძე. ის საფეხბურთო კლუბი „მაჭახელას“ მწვრთნელად მუშაობდა თვეში 360 ლარად. „დირექტორმა დამიბარა და მითხრა, ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ გიგრძელებთ ხელშეკრულებასო. ვუთხარი, ბავშვები ცოდვა არიან-მეთქი და ჩვენ მივხედავთო. სხვა მწვრთნელებს გაუფორმეს ხელშეკრულება. „მაჭახელა“ ხელვაჩაურის სასპორტო …

„რეგიონები საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციას აფუძნებს

ახალშექმნილი პარტია, „რეგიონები საქართველოსთვის“ ბათუმში რეგიონულ ორგანიზაციას აფუძნებს. ლიდერები ახალშექმნილი პარტიის აქტივს სასტუმრო „რედისონში“ ხვდებიან. „რეგიონები საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა. ტარიელ ნაკაიძე იმედოვნებს, რომ ახალი პარტია იმ „მოწყენილობას აღმოფხვრის“, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზეა შექმნილი. „ეს არის პირველი შეხვედრა რეგიონებში და ჩვენ ვაპირებთ ეს პროცესი გაგრძელდეს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ქაოსის და …

„ოცნების“ დამფინანსებლები აჭარიდან

2023 წლის იანვრიდან დღემდე „ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მხარდამჭერების აქტიურობა ყოველდღიურად იზრდება. თითქმის ყოველდღე პარტიის ანგარიშზე ათამდე ან მეტი ფიზიკური პირი რიცხავს თანხას. მათ შორის უმეტესობა ბიზნესმენია. ზოგჯერ ერთი კომპანიიდან რამდენიმე პარტნიორის ინდივიდუალური შენატანიც ფიქსირდება. უშუალოდ კომპანიების მფლობელები არ სწირავენ 60 000 ლარზე ნაკლებს, მათი პარტნიორების, დირექტორების და მენეჯერების შენატანი კი …

ღარიბაშვილი მასწავლებლებს წინასაარჩევნო წელს ხელფასების ზრდას ჰპირდება

დღეს, 27 ოქტომბერს, მთავრობის მიერ დაარსებული „მასწავლებლის ეროვნული დღის“ ღონისძიება გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღარიბაშვილი მასწავლებლებს ხელფასის ზრდას დაჰპირდა და განაცხადა, რომ 2024 წლის განათლების ბიუჯეტიდან, 160 მილიონი ლარი მასწავლებლების ხელფასების ზრდას მოხმარდება. „სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება [ხელფასი]. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს, რადგან თქვენ ჩვენ შვილებს განდობთ“ – …

სოფელ კოკოტაურში 23 კაცი გზის მოვლაზე დაასაქმეს – როგორ ამუშავდა „ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა

„გზაზე ბევრია დასაქმებული, ფურცელს აწევენ თუ რაღაც, ხან გამოდიან გზაზე, ხან – არ გამოდიან. ხელფასს იღებენ, მე კი ყოველდღიურად ვმუშაობ,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე, რომელსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესახებ ვესაუბრეთ. დალი ქათამაძე-ბერიძე, როგორც სოციალურად დაუცველი, კოკოტაურის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ამ სოფელში დასაქმებული კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფლის ცენტრს და ადმინისტრაციულ …

ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს „ოცნება“ | VIDEO

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, ხულოში, სოფელ დიდაჭარის საბავშვო ბაღში დაასაქმეს. თეონა სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში კი, სულ 33 ბავშვი და 20 თანამშრომელია – 15 მუდმივი, ხუთი კი, დამატებით დაასაქმეს სოცდაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში. ივლისის დასაწყისში, როცა დიდაჭარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ადგილზე ვესაუბრეთ, ბაღის გამგეს „ბათუმელებისთვის“ …

ჟურნალისტებსა და ოპოზიციას საგარეჯოში ქვები დაუშინეს

დღეს, 6 ივლისს, საგარეჯოში, სადაც ენმ-ს წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ოპონენტებთან ხელჩართული ჩხუბი გამართეს და ქვები დაუშინეს. დაშავდნენ ჟურნალისტებიც. კადრებში ჩანს, რომ  მობილიზებული აგრესიული ადამიანები ისვრიან ბოთლებსა და ქვებს. კადრში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ნასროლი ქვა მასაც მოხვდა. დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც. ჟურნალისტის თქმით, მოძალადეებმა ჟურნალისტებს დაუზიანეს კამერა და მიკროფონი, რაც …

რას შეცვლის არჩევნების ელექტრონულად ჩატარება – დისკუსია ბათუმში

„ელექტრონული არჩევნებით „ოცნებამ“ მიაღწია მთავარს, რომ აი, კონტროლდება ყველაფერი. დაზღვევის მექანიზმი რა გვაქვს, რომ არჩევნების მიმართ ნდობა აღდგა?“ – იკითხა დისკუსიის დროს გია აბულაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ენმ-დან. 19 მაისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო გარემოზე შეხვედრა მოაწყო. სხვადასხვა პრობლემასთან ერთად გაჟღერდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებაც. გია …

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

„მათი ამომრჩეველი დაასაქმეს, ოთხ სოფელში მარტო 150 კაცი დამლაგებელი გახადეს. რომ დეინახავ ერთად, გეგონება მიტინგიაო,“ – ირონია ეტყობა შალვა ქობულაძეს, რომელსაც ქედის ერთ პატარა სოფელში – ზვარეში შევხვდით. მან გვიამბო, რა ხდება სოფელში, სადაც სხვა სოფლების მსგავსად სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმეს. შალვა ქობულაძე ეჭვობს, რომ „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველები პოლიტიკური, უფრო ზუსტად კი, საარჩევნო მიზნით დაასაქმა …

Exit mobile version