რას ედავება პროკურატურა პაატა ბურჭულაძეს და კიდევ 4 ბრალდებულს

დღეს, 6 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ნადირაძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად]; 225-ე მუხლის პირველი ნაწილით [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა] და 317-ე მუხლით [მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ] წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად] და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა] წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგენილია, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ: ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს.

იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.

პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის.

მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ.

აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს,“ – განაცხადეს დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურაში.

აქციის ორგანიზატორების გარდა 4 ოქტომბერს არაერთი დემონსტრანტი დააკავეს აქციაზე, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ასევე ის, თუ რა მუხლით არიან ისინი დაკავებული.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 116 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 235 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 313 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 33 464 ერთეული [+18]
  • MLRS – 1 516 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 223 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 67 226 ერთეული [+363]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 841 ერთეული [+38]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 63 496 ერთეული [+63]
  • სპეცტექნიკა – 3 971 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 88 173 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 361 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 593 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 195 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 43 231 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თბილისში პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 1991 წელს დაბადებული მ.გ. პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა.

დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – იუწყება შსს.

პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Zourabichvili Urges Public to Defend Rustaveli Protest, Says October 4 Was a Russian Operation Aimed at Discrediting Movement

On October 5, Georgia’s fifth president, Salome Zourabichvili, addressed the public. Responding to the Ministry of Internal Affairs’ statement classifying all gatherings and assemblies as an “attempt to overthrow the government,” she called on people to protect the Rustaveli protest and continue the peaceful demonstrations.

According to Zourabichvili, a “Russian special psychological operation” was carried out on October 4, but the public did not fall for it, and the majority remained at Rustaveli in the framework of peaceful protest. She emphasized that the main goal of the regime is to discredit and ban the protest.

In a video address, Zourabichvili stated that lessons must be learned from the events of October 4. She also spoke about local elections and the revival of protest.

“First of all, we need to recognize that the regime failed in the elections. People did not go to vote because, as some have said, the Georgian people are wise. When you expect a rigged parliamentary election to be corrected and a new parliamentary election to be scheduled, you cannot accept a local farce. Our citizens understood this well, and those who were not forced or otherwise interested simply did not participate,” Zourabichvili said.

She added that the protest has revived, “as a protest against these local elections.”

“Around 70,000 to 80,000 people came out – which Irakli Kobakhidze found a small number – and even more will come. The third factor was that a Russian special operation failed. This was a real Russian special operation, a long-prepared psychological operation, based on many different components… It played on the despair and fatigue that may have built up among the protesters, setting a kind of trap: the storming of the Presidential Palace. This trap was also about me because it directly undermines the president’s legitimacy – the legitimacy that truly remains and is recognized by the people,” she said.

Despite this, Zourabichvili emphasized that the protest remained peaceful.

“Any dictatorship is powerless in the face of such peaceful protest. Its only response is force and violent methods. When you remain peaceful, it can no longer present itself as a legitimate force with a claim to change you or provoke you into other actions,” she said.

She said that yesterday, the people stood calmly and steadfastly at Rustaveli Avenue.

“Yes, Kobakhidze tried to say that everyone there was responsible for violent acts. That is nonsense. Everyone stood very peacefully, and there is abundant footage to prove it. I have never seen such conscious, disciplined people. Seeing this, the regime today, more than ever, wants to crush the Rustaveli protest. That is why, today more than ever, it is necessary for all of us to go to Rustaveli together. Rustaveli must be protected. The protest has lasted over 300 days, during which we have defended the Constitution, the European future, and the specific articles of the Constitution that reflect this European future. We will not engage in any unconstitutional actions. We cannot be deceived or forced into another regime. We are a peaceful protest, and Rustaveli is the guarantee that this regime will eventually collapse; that external isolation will continue; that we trust each other; and that the day will come for real elections, where we will truly make our choice,” Zourabichvili said.

She called on the public to go to Rustaveli today and continue the peaceful protest.

On October 5, the Ministry of Internal Affairs issued a statement warning that any assembly held today or in the coming days would be considered a continuation of yesterday’s attempted “overthrow of the government” and that appropriate measures would be taken.


October 4 Rally Organizers Face Up to Nine Years as Total Detainees Remain Unknown and MIA Warns Against All Assemblies

Security Service Says It Seized Large Cache of Firearms and Explosives Linked to October 4 Events

The State Security Service of Georgia (SSSG) claims that a large quantity of firearms, ammunition, and explosives with a detonator has been discovered in connection with October 4 events.

According to the SSSG, on the instructions of a Georgian representative of a military unit operating in Ukraine, Georgian citizen B. Ch. acquired a significant amount of firearms, ammunition, and explosive devices.

“According to the operational information available to us, these materials were intended for sabotage acts in parallel with the group violence and the attempted seizure of the Presidential Palace in Tbilisi on October 4,” said Lasha Maghradze, First Deputy Head of the State Security Service, at a briefing on October 5.

He added that authorities were able to neutralize the circle of individuals who were reportedly supposed to transport the weapons and explosives into central Tbilisi.

“The firearms, ammunition, and explosives were hidden in a special cache in a forested area near Tbilisi. We have also identified the individual who, on B. Ch.’s order, manufactured the detonator and the detonator’s control device, which could have been used to trigger the explosives. That person is now in the custody of the Security Service, and investigative actions are ongoing.

In connection with this crime, B. Ch. has been formally held responsible and is now wanted. Today, his apartment in Vake was searched, and his personal phone — which he used while in Georgia — was seized. Examination of the phone revealed key evidence, including several videos in which B. Ch. shows an as-yet unidentified person the firearms and explosives he acquired and provides an account regarding them,” Maghradze said.

The investigation has been launched under Article 236, Part 3 of the Criminal Code, which criminalizes the illegal acquisition or possession of firearms, ammunition, explosives, or explosive devices. Conviction carries a prison sentence of three to six years.


October 4 Rally Organizers Face Up to Nine Years as Total Detainees Remain Unknown and MIA Warns Against All Assemblies

ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გუშინ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მაშინ როცა საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, დაშავდნენ ჟურნალისტები. ამასთან დაიკარგა და დაზიანდა პროფესიული ტექნიკა.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ტექნიკის ხელყოფის ყველა შემთხვევას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს,” – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დეტალურად აქვეყნებს სად და რა ვითარებაში დაშავდნენ ჟურნალისტები;

“ორჯერ დაშავდა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია.  ვიდეოში ჩანს, რომ მას სუნთქვის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

ოპერატორმა მუშაობა გააგრძელა, რა დროსაც მას ფეხზე, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა მოხვდა.

“ტვ პირველის” ჟურნალისტს ირაკლი ბახტაძეს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დამიზნებით ესროლეს, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა.

ჟურნალისტი მძიმე დაზიანებისგან ჩაფხუტმა იხსნა.

პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ჟურნალისტს აგინებენ, ხელს ჰკრავენ და ტერიტორიიდან აგდებენ.

გიორგი დიასამიძეს ჰქონდა პრესის მაინდენტიფიცირებელი ნიშნები და ის პოლიციელებს ეუბნება კიდეც, რომ მედიას წარმოადგენს. თუმცა ეს გარემოება პოლიციელებს არ აჩერებს.

დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო.

მან „მედიაჩეკერს“ უთხრა: „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა”.

„სტუდია მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის თქმით, კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა იმ დროს, როცა ის იღებდა, თუ როგორ მისდევდნენ პოლიციელები მოქალაქეებს დასაჭერად.

პოლიციელები ჟურნალისტს უყვიროდნენ და ეჯაჯგურებოდნენ. ქეთი თუთბერიძემ პოლიციელებისგან თავი კოლეგების დახმარებით დაიხსნა.

რუსთაველის გამზირზე დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64-მა”, “ნეტგაზეთმა” და “მაუწყებელმა”.

ჟურნალისტებს დრონები ამ დრომდე არ უპოვნიათ.

აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი სითხე, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, შეასხეს „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს  – შალვა სუმბაძეს, ნიკა ცირიკიძეს და ვახო ლეკიაშვილს.

ჟურნალისტ შალვა სუმბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მათგან გადაღების შეწყვეტას ითხოვდნენ. ის პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა და დამცავი საშუალება – აირწინაღი, მოიხსნა, რითაც თავდამსხმელებმა ისარგებლეს.

აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მათ მანამდე ხელითაც შეეხნენ. წამყვანის თქმით, დაზიანდა ტექნიკაც.სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფსაც“,- წერს ქარტია.

როგორც ქარტიისთვის გახდა ცნობილი, პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, ასეთივე ოპერატიულობით შეუდგეს პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებისა და დრონების გატაცების ფაქტების გამოძიებას და მედიასაშუალებებს დრონების დაბრუნებაში დაეხმაროს.

Burchuladze Son Says Clashes at Presidential Palace May Have Been the Result of Betrayal, Not the Original Plan

Lekso Burchuladze, son of Paata Burchuladze, told TV Pirveli that he believes the plan was not to storm the Presidential Palace, but that there may have been another plan, possibly involving a peaceful entry – “they would have come over to our side”. He said he feels there was a betrayal from within and called on the organizers to reveal what the original plan was and who betrayed the protest.

“We probably realized that there was a possible betrayal when we started moving toward Atoneli. I was a bit behind and arrived relatively late, and when I later saw the footage of what happened, I understood that something wasn’t going according to the plan as it might have been laid out.

Murtaz’s [Zodelava] words confirmed this – that there was a major betrayal from the inside. It’s possible that going to Atoneli was part of the plan, but what happened there, I’m sure no one can say it was part of the plan or a ‘Plan B.’ We simply cannot believe that. It was a betrayal. Something completely different was probably supposed to happen, and I also think that since Paata kept saying everything should be done peacefully, I can imagine that, frankly, if we had gone in that would be through the open-door option, there shouldn’t have been any clashes. I don’t know whether they were supposed to come over to our side from there or what the idea was exactly.

[…] As time passes, more questions arise than answers. I think the five people who were the organizers need to tell us what the plan was — everyone is interested. Even if just to know who the traitor was and what they did, so that in the future we don’t have to deal with that person again,” – said Lekso Burchuladze speaking to TV Pirveli.

Just before his arrest on Rustaveli Avenue, Murtaz Zodelava called on people telling them don’t talk or trust to people with big financial resources.

“We may have been less creative, less organized, but I’ll tell you straight – in a dictatorship, you won’t find a donor for your processes. You can’t organize seriously, because if a donor comes to you, it means you have to sell your homeland or your principles. No one will provide resources to help you organize better otherwise. This is a kind of ‘cheat sheet,’ advice for those who will continue the fight.

This fight must continue. No one can defeat this nation, no one can break it. They may try to suppress us, to pressure us, but we will not be crushed. This nation showed that today, fantastically.

I want to make sure I say this (before being arrested): organizing is difficult, even impossible, because this is a complete dictatorship. Don’t speak to people with (financial) resources – it’s pointless, don’t waste your time on that. Look for people like you, passionate people like yourself. That’s where you’ll find more benefit, more support, and the ability to keep secrets. That is extremely important. Trust those whose inner sense of trust you have. If something in you tells you not to trust someone – don’t trust them. In short, don’t give up.

We acted with an honest heart. Personally, I won’t put my responsibility on anyone else – this was my personal rebellion. I do not regret it,” — said Murtaz Zodelava.

What Happened  

Against the backdrop of more than 60 political prisoners and ongoing repression of independent media, civil society, and the opposition, Georgian Dream held local self-government elections on October 4, which were boycotted by most opposition parties.

At the same time, a large-scale rally took place in Tbilisi. Shortly after it began, Burchuladze and the organizing committee addressed the participants, declaring that – given the rigged 2024 elections and the Georgian Dream’s deviation from the Constitution, which they said endangered Georgia’s sovereignty – the Georgian people were taking power into their own hands and announcing the Declaration of the National Assembly.

Following the announcement, Murtaz Zodelava urged the men to follow him to “get the keys” to the Orbeliani Presidential Palace. Part of the crowd on Rustaveli Avenue then marched toward the palace and unsuccessfully attempted to seize it. Some protesters damaged the fence but were pushed back by special task forces using pepper spray, water cannons, and tear gas.

October 4 Rally Organizers Face Up to Nine Years as Total Detainees Remain Unknown and MIA Warns Against All Assemblies

დუგინი საქართველოზე: ახლა უკიდურესად გვჭირდება წარმატების ისტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, კვლავ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და “მტრებისთვის” მდგომარეობის სასწრაფოდ გაუარესებას მოითხოვს:

“საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჩვენ, ბოლო დროს ყველაფერი უკეთესად გვაქვს და არა უარესად. და ამას არც მას და არც ჩვენ არ გვაპატიებენ.

დროა ვიღაცისთვის საქმეები გაუარესდეს და თანაც ოპერატიულად. ძალიან რომ გაუარესდეს. მტრებისთვის, ბუნებრივია“, – წერს ის საკუთარ ტელეგრამ არხზე.

რუსი პროპაგანდისტი ისევ მიმართავს ყალბ შეთქმულების თეორიებს საქართველოზე საუბრისას და აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ წარმატების ისტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში:

„სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერი პროგნოზირებადია. გლობალისტები ხედავენ, როგორ ახერხებენ ისინი ჩვენ მანევრირებას პოსტსაბჭოთა სივრცეში და აქ, საქართველო აშკარად ვარდება მათი ტენდენციიდან. მას აბსოლუტურად არ სურს რუსეთთან ბრძოლა. ეს ნიშნავს, რომ დროა იქ ფერადი რევოლუცია მოეწყოს.

ჩვენ ახლა უკიდურესად გვესაჭიროება წარმატების ისტორია. პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მარტო. უბრალოდ წარმატების ისტორია. ნათელი და ხელშესახები.

მოიქეცით ისე, როგორც გსურთ. პუტინის გარშემო მყოფი ბევრი ადამიანი იყენებს საკუთარ პოზიციას. ახლა დროა, პასუხი აგოთ ამ პოზიციისთვის.

წარმატების ისტორია სტუდიაში. თორემ სტალინს დაიჩხავლებთ საკუთარ (და ჩვენ) თავზე”.

 

October 4 Rally Organizers Face Up to Nine Years as Total Detainees Remain Unknown and MIA Warns Against All Assemblies

All members of the organizing committee of the October 4 rally announced by opera singer and one of the leaders of the Rustaveli Avenue movement, Paata Burchuladze, have been arrested, including Burchuladze himself. They face up to nine years in prison.

On October 5, the Ministry of Internal Affairs issued a statement warning that any assembly held today or in the coming days would be considered a continuation of yesterday’s attempted “overthrow of the government” and that appropriate measures would be taken.

According to the Ministry of Internal Affairs, the investigation is underway under Georgia’s Criminal Code (Articles 317, 222, 225, and 187) in connection with actions aimed at threatening state power, attempting to seize strategically important facilities, organizing and/or participating in organized violence, and causing property damage.

🔴 Paata Burchuladze – former opera singer, one of the leaders of Rustaveli Avenue Movement
🔴 Irakli Nadiradze – member of the United National Movement
🔴 Lasha Beridze – former military officer, colonel
🔴 Paata Manjgaladze – “Strategy Aghmashenebeli” party
🔴 Murtaz Zodelava – former Prosecutor General

On October 4, the Ministry of Internal Affairs also detained other participants of the rally; however, it has not yet disclosed under which charges they were arrested or how many people are currently in custody.
Georgian Dream–appointed Prime Minister Irakli Kobakhidze stated that “over 30 people would have to be arrested”.

What Happened

Against the backdrop of more than 60 political prisoners and ongoing repression of independent media, civil society, and the opposition, Georgian Dream held local self-government elections on October 4, which were boycotted by most opposition parties.

At the same time, a large-scale rally took place in Tbilisi. Shortly after it began, Burchuladze and the organizing committee addressed the participants, declaring that – given the rigged 2024 elections and the Georgian Dream’s deviation from the Constitution, which they said endangered Georgia’s sovereignty – the Georgian people were taking power into their own hands and announcing the Declaration of the National Assembly.

Following the announcement, Murtaz Zodelava urged the men to follow him to “get the keys” to the Orbeliani Presidential Palace. Part of the crowd on Rustaveli Avenue then marched toward the palace and unsuccessfully attempted to seize it. Some protesters damaged the fence but were pushed back by special task forces using pepper spray, water cannons, and tear gas.

Georgia’s fifth president, Salome Zourabichvili, who remained on Rustaveli Avenue with most of the demonstrators, condemned the incident, calling it a staged provocation aimed at discrediting the peaceful protest, and released several public statements.

Former Prime Minister and now opposition party “For Georgia” leader Giorgi Gakharia, who had participated in the local elections like the Lelo party, also distanced himself from the attempt, as did Lelo.

According to the Ministry of Health, as a result of the events that unfolded during the October 4 rally, six protesters and twenty-one law enforcement officers were transported to medical facilities by emergency crews.

The ministry also reported that around 30 people received medical assistance on the spot.

“Those hospitalized sustained various types of injuries. The condition of one police officer is serious. Some of the injured are undergoing medical examinations and remain under doctors’ supervision,” the Ministry of Health stated.

Lekso Burchuladze, son of Paata Burchuladze, told TV Pirveli that he believes the plan was not to storm the Presidential Palace, but that there may have been another plan, possibly involving a peaceful entry — “they would have come over to our side”. He said he feels there was a betrayal from within and called on the organizers to reveal what the original plan was and who betrayed the protest.

Just before his arrest on Rustaveli Avenue, Murtaz Zodelava called on people telling them don’t talk or trust to people with big financial resources.

“I want to make sure I say this (before being arrested): organizing is difficult, even impossible, because this is a complete dictatorship. Don’t speak to people with (financial) resources – it’s pointless, don’t waste your time on that. Look for people like you, passionate people like yourself. That’s where you’ll find more benefit, more support, and the ability to keep secrets. That is extremely important. Trust those whose inner sense of trust you have. If something in you tells you not to trust someone – don’t trust them,” — said Murtaz Zodelava.

გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა საერთო ამომრჩევლების 27,2-მა პროცენტმა მისცა – არჩევნების შედეგები აჭარაში

ცესკოს 5 ოქტომბრის მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ხმების 80,6 პროცენტი, ანუ 42 876 ხმა მიიღო. იგივე ცესკოს მონაცემებით კი, ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა, საერთო, ანუ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 27,2-მა პროცენტმა მისცა.

ისევე როგორც ბათუმის მერის შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შევადარებთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნებში იმაზე გაცილებით ნაკლები ხმები მიიღეს პროცენტულად, ვიდრე ცესკო აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ცესკო ამა თუ იმ კანდიდატის მიერ მიღებულ პროცენტს ანგარიშობს მხოლოდ ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობიდან, ანუ, ჯამში არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით, ვისი ხმაც არ გაბათილებულა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე აჭარის მუნიციპალიტეტებში „ოცნების“ მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:

ბათუმი – გიორგი ცინცაძე – 42 876 ხმა [80,63%], ანუ საერთო ამომრჩევლის 27,23%

ქობულეთი – ირაკლი ცეცხლაძე – 26 847 ხმა [92,299%], ანუ საერთო ამომრჩევლის 40,44%

ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე – 17 026 ხმა [88,319%], ანუ საერთო ამომრჩევლის 39,22%

ქედა – მამუკა თურმანიძე – 9 024 ხმა [91,124%], ანუ საერთო ამომრჩევლის 57,56%

შუახევი – ომარ ტაკიძე – 7 756 ხმა [90,333%], ანუ საერთო ამომრჩევლის 53,79%

ხულო – ვახტანგ ბერიძე – 11 265 ხმა [86,547%], ანუ საერთო ამომრჩევლის 48,33%

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ცესკოს მონაცემებით აჭარაში სულ 320 615 ამომრჩეველია, საიდანაც არჩევნებში 4 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო 146 845-მა ამომრჩეველმა [45,8 პროცენტმა]. აქედან „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 104 692-მა ამომრჩეველმა, ანუ აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 32,6-მა პროცენტმა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ მონაცემს თუ ავიღებთ, ბათუმში 157 439 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 59 901-მა ამომრჩეველმა, ანუ 38,05-მა პროცენტმა.

მთლიანად აჭარაში კი, ცესკოს მონაცემებით: რეგისტრირებული 320 615 საერთო ამომრჩევლიდან [ბათუმის ჩათვლით] 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 146 845-მა ამომრჩეველმა, ანუ 45,8 პროცენტმა.

ზოგადად ამ არჩევნებზე 1991 წლიდან დღემდე პერიოდში ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ამ თემაზე: ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა

ცესკოს 5 ოქტომბრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის [3 061 უბნის] შედეგი:
„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“, — ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში კომისარ მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში.

 

დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექიმი

შსს-ს ინფორმაციით 4 ოქტომბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციისას დაშავდნენ სამართალდამცველები.

დღეს, 5 ოქტომბერს, დაშავებული სამართალდამცავის შესახებ კომენტარი გააკეთა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა. ექიმის თქმით,  კლინიკაში შეყვანილ ერთ პოლიციელს ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა აქვს.

„გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფიით პაციენტთან გამოვლინდა ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა, თუმცა დღეს დილით ჩაუტარდა განმეორებითი ტომოგრაფია სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. რაიმე ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება, იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ,“ – თქვა ექიმმა ანი დალაქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აქციიდან ინგოროყვას კლინიკაში სულ 5 პაციენტი შეიყვანეს. აქედან სამ პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები და მალევე გაეწერნენ ბინაზე, ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას თავის ტვინის მსუბუქი შერყევით და ერთი პაციენტის მდგომარეობა კი იყო შედარებით საყურადღებო.

დღეს, 5 ოქტომბერს დაშავებული პოლიციელი მოინახულა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ.  შსს-ს განმარტებით „4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა“.

„აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთა  ნაწილი გაწერილი იქნა სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ორი სამართალდამცველი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ, დღეს კი შედარებით სტაბილურობა გვაქვს. ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება.

მსურს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო – პროპორციული ძალა საკმაოდ მაღალი სტანდარტით იქნა გამოყენებული.

მინდა, ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, – განაცხადა გელა გელაძემ.

შს მინისტრის კომენტარს და დაშავებული პოლიციელის კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის 21 საათიდან 6 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7-8 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები დააკავეს, ბრალი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს, ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა საპროტესტო აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდგომ,  აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების შედეგებისა და ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.“ – აცხადებს შსს.

ამავე თემაზე:

“ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს” – მურთაზ ზოდელავას ბოლო კომენტარი დაკავებამდე

აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს საავადმყოფოში – ჯანდაცვის სამინისტრო

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობაზე, სავარაუდოდ, „30-ზე ბევრად მეტ ადამიანს“ დააკავებენ სისხლის სამართლის წესით. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება 4 ოქტომბერს გააკეთა, თბილისში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

შსს კი ამ დრომდე არ აკონკრეტებს აქციის რამდენი მონაწილე დააკავეს გუშინ, 4 ოქტომბერს.

დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 115 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 230 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 299 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 33 446 ერთეული [+18]
  • MLRS – 1 516 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 222 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 66 863 ერთეული [+320]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 803 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 63 433 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 3 971 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 88 173 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 361 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 593 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 195 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 43 231 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა

ცესკოს ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116 ამომრჩეველმა. არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 3 მილიონ 513 818 ამომრჩეველი.

საქართველოს ისტორიაში ეს არჩევნები ყველაზე დაბალი აქტივობით არის გამორჩეული და იმითაც, რომ საარჩევნო პროცესს არ აკვირდებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 4 ოქტომბერს, დილის 10 საათისთვის 7.85% იყო, 12 საათისთვის – 17.15 %, 15:00 საათისთვის – 28,22 %, 17:00 საათისთვის – 33.46 პროცენტამდე გაიზარდა, 20:00 საათისთვის კი 40,93 პროცენტზე ავიდა.

ცესკოს მონაცემებით, თბილისში რეგისტრირებული 1 მილიონ 043 482 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 324 281 -მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 31.08 პროცენტია.

აჭარაში რეგისტრირებული 320 615 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 146 845 – მა ამომრჩეველმა [45,8 %] .

ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 59 901 – მა ამომრჩეველმა – სულ რეგისტრირებული იყო 157 439 ამომრჩეველი.

ყველაზე მაღალი აქტივობა – 58.77 დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, აქ რეგისტრირებული 29 117 ამომრჩევლიდან ხმა 17112-მა ამომრჩეველმა მისცა.

ამავე თემაზე: 

4 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა

4 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ცესკოში მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა. აქ არ არის ასახული იმ საჩივრების რაოდენობის შესახებ, რომლებიც საარჩევნო  უბნებიდან საოლქო კომისიებში შევიდა.

თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი საჩივარი არც საოლქო კომისიებში იქნება დარეგისტრირებული, რადგან 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ფაქტობრივად დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა.

არჩევნებს არ აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები,  რომლებიც წლებია აკვირდებიან არჩევნებს, ასევე – ცნობილი საერთაშორისო მისები.

ცესკოს ვებგვერდის მონაცემებით, საჩივრები მცირე რაოდენობით დაუწერიათ პარტიებს: „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“.  როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე დარღვევები ვერც იმ ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ, თუმცა მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი არ არის.

ცესკოს თანახმად, 24 საჩივრიდან 3 საჩივარი „ოცნების“ წარმომადგენლებს დაუწერიათ. სამივე საჩივრით „ოცნების“ წარმომადგენლები „ლელოს“ წარმომადგენლებს უჩივიან და ვიდეოგადაღების წესების დარღვევას ედავებიან.

„ლელოსა“ და გახარიას პარტიის საჩივრებში კი, ძირითადად, უბნიდან ასი მეტრის რადიუსში სიებიანი პირების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვაზე, უბანთან აგიტაციაზე, პარტიის წარმომადგენლისთვის ხელშეშლაზე, ხმის მიცემის წესის დარღვევაზე, რეგისტრატორების მაგიდების განლაგებასა და სხვა, მსგავს საკითხებზეა საუბარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ოცნების“ მასშტაბური რეპრესიების ფონზე, ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე.

ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეების დაკავებას აანონსებს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობაზე, სავარაუდოდ, „30-ზე ბევრად მეტ ადამიანს“ დააკავებენ სისხლის სამართლის წესით.

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს, 4 ოქტომბერს გააკეთა, თბილისში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

„როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი, რომ რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. რეალურად დღეს დაინახეს, რომ რვა საათი ხდებოდა და თავისუფლების მოედანი სანახევროდაც არ იყო შევსებული. მათ გადაწყვიტეს ეჩქარათ და იმთავითვე გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე. მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა და ამისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს.

ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს. რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში.

მე ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად აქეთკენ წაიყვანეს პროცესები.

დანარჩენი დაელოდონ პასუხს – პასუხი იქნება მკაცრი. შეუტიეს პრეზიდენტის სასახლეს, ელოდნენ, რომ იქ არ იქნებოდა სპეცრაზმი, თუმცა მიიღეს სიურპრიზზე ცოტა უფრო დიდი სიურპრიზი. უცბად გამოვიდა სპეცრაზმი იმ შენობიდანაც.

ყველა ასეთ პატარა სიურპრიზზე მიიღებენ იმას, რომ მთლიანად განეიტრალდება ეს პოლიტიკური ძალა – უცხოური აგენტურა და მათ აღარ მიეცემათ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობის საშუალება,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. საღამოს 7 საათისათვის, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ და ენმ-ის წევრმა მურთაზ ზოდელავამ მიმართეს.

მურთაზ ზოდელავამ მოქალაქეებს მოუწოდა წასულიყვნენ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციისაკენ და „ჩაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“.

პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას გაემიჯნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიების „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერები.

დემოკრატიას ვერ გააჩუმებ, მოლდოვა თქვენს გვერდითაა – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში მრავალათასიან საპროტესტო აქციას პლატფორმა X-ზე ეხმიანება:

„ჩემი ფიქრები ქართველ ხალხთანაა, რომელიც თავისუფლებისა და საკუთარი ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა“ – წერს მაია სანდუ.

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო მიმდინარეობს, „ქართული ოცნება“ კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ზეიმობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ოცნების“ მასშტაბური რეპრესიების ფონზე – ამ დროისთვის ქვეყანას ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მათ შორის არიან საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები, რომელთა მიმართაც არ არსებობს დანაშაულის ობიექტური მტკიცებულებები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.

საპროტესტო აქცია თბილისში ამ წუთებშიც [22:00 სთ] გრძელდება.

შსს აცხადებს, რომ დღეს აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული

დღეს, 4 ოქტომბერს, ღამით, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

„რამდენიმე პირია დაკავებული,“ – აცხადებს „ოცნების“ შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და არ აკონკრეტებს, რამდენი პირია დაკავებული, ასევე – რა სამართლებრივი საფუძვლით.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლის შესაბამისად უკვე დაწყებულია.

„თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას,   საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს.

აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან  განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების,  მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების  მიერ სამართალდამცველების მისამართით  ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად,  ამ ეტაპზე არსებული  მონაცემებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს  14 თანამშრომელია დაშავებული.

დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის  დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით.

ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  სამართალდამცველების მიერ ჩატარდება საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, ყველა იმ პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.

კიდევ ერთხელ, უმკაცრესად მოგიწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას,“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ.

ამავე თემაზე: 

დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს

„ოცნების“ არჩევნებში „ოცნება“ იმარჯვებს – წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ცინცაძე, რომელიც ამავდროულად მერის მოვალეობას ასრულებს, პირველივე ტურში 80,55 პროცენტით იმარჯვებს.

10,493 % აქვს გოჩა გუგუნავას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ბათუმის მერობის კანდიდატს. ცესკოს ინფორმაციით ბათუმის ოთხმოცდაათი საარჩევნო უბნიდან 88 უკვე დათვლილია.

წინასწარი მონაცემებით დიდი უპირატესობით იგებენ მუნიციპალიტეტების „ოცნების“ მერობის კანდიდატებიც. მაგალითად  ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე 92,312 პროცენტით იგებს.

 

თბილისში „ოცნების“ კანდიდატს 71, 557 პროცენტი აქვს, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ერთობლივმა თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ კი 12, 459 პროცენტი მიიღო. ამ დროის მონაცემებით თბილისის 584 უბნიდან დათვლილია 572 უბანი.

რაც შეეხება ადგილობრივი პროპორციული კენჭისყრის შედეგებს, წინასწარი მონაცმების მიხედვით თბილისში „ოცნებამ“ 70, 155 % მიიღო, დათვლილია  573 უბანი 584 უბნიდან.

ქვეყნის მასშტაბით 80,76 მიიღო „ოცნებამ“ 3061 საარჩევნო უბნიდან, დათვლილია  2233.

4 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის დაბალი აქტივობა შეინიშნებოდა. ამ დროსითვის ცესკოს მხოლოდ 17:00 საათის მონაცმები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც აქტივობა ამ დროისთვის იყო ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 33.46%.

არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ბოიკოტი აქვს გამოცხადებული 8 ოპოზიციურ პარტიას.

4 ოქტომბრის მდგომარეობით, დაპატიმრებულია 7 პოლიტიკური ლიდერი, ციხეში ხვდებიან არჩევნებს სამოქალაქო აქტივისტები და გასული წლის დეკემბერში დაუსაბუთებელი ბრალით დაკავებული საპროტესტო აქციების მონაწილეებიც.

„რეჟიმს ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო კლოუნების გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი.

ამის მიზეზი მარტივია: ეს არაა ბრძოლა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის. ესაა ბრძოლა დემოკრატიულ პროცესსა და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიას შორის. გავარღვევთ და ყველა ოლიგარქს და ავტოკრატს – ყველა ფლანგზე, მათი მფრინავი მაიმუნებიანად ერთად ჩავრეცხავთ. ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან,“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. საღამოს 7 საათისათვის, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ და ენმ-ის წევრმა მურთაზ ზოდელავამ მიმართეს.

მურთაზ ზოდელავამ მოქალაქეებს მოუწოდა წასულიყვნენ ათონელის რეზიდენციისაკენ და „ჩაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“.

პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას გაემიჯნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე – მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე პარტიების „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერები.

ამავე თემაზე: 

დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს

„საბოლოოდ გავსწორდით წელში“ – ბიძინა ივანიშვილი

დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 80% დაუწერა.

ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმართა. პარალელურად რუსთაველზე გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქცია.

„აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ…

როგორ შეიძლება, 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 4 ოქტომბერს.

პროევროპული, მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა აგენტურასა და „სუვერენიტეტის გაძლიერებაზე“, თუმცა ისევ არ უხსენებია რუსეთი და ვერც ის თქვა, სად, რა ნაწილში გაძლიერდა საქართველოს სუვერენიტეტი, როცა „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურმა მთავრობამ პირდაპირ ჩაუკეტა გზა ქვეყანას ევროპისკენ და ევროპელი პარტნიორების გარეშე დატოვა.

„საბოლოოდ გავსწორდით წელში, აი, ეს არის რეალური შედეგი. ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა…

თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგა სუვერენიტეტი. ვინც ერკვევით პოლიტიკაში, მე არ ჩამოვთვლი, არ არის საჭირო სცენიდან ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ, რომელი ქვეყნები იგულისხმება ამაში. ძალიან ბევრ ქვეყანას მიაქანებენ კატასტროფაში.

ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ოცნების“ მასშტაბური რეპრესიების ფონზე – ამ დროისთვის ქვეყანას ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მათ შორის არიან საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები, რომელთა მიმართაც არ არსებობს დანაშაულის ობიექტური მტკიცებულებები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.

ამავე თემაზე:

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

 

„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება – „ეს არის მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია“

ოპოზიციური პარტიები: „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

„ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს – ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს.

აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ. ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია – საზოგადოება გახლეჩილი.

ერთადერთი სწორი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნაა!“ – აღნიშნულია „ლელო ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორბელიანის სასახლის აღების მცდელობას ემიჯნება გახარიას პარტიაც.

„რაც ახლა ხდება, არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, ძალადობა მიუღებელია!

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში! ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია,“ – აცხადებენ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის.“

ორბელიანის სასახლის აღების მცდელობას გაემიჯნა სალომე ზურაბიშვილიც. მან განაცხადა, რომ „ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული“. 

თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პროევროპული საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმმა გამოიყენა აქციის დაშლის სპეციალური საშუალებები.

დაძაბულობა თბილისში საპროტესტო აქციაზე ამ დრომდე [20:50 სთ] გრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი – „ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული“

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროვოკაციას უწოდებს თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან რომელიმე ადმინისტრაციული შენობის დაკავების მცდელობას.

„არანაირი სადღაც შევარდნა, გამოვარდნა, რაც ახლა ტარდება, არ შეიძლება რომ არსებობდეს, თუ ეს არ არის პროვოკაცია. მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, არაფერში არავინ არ მკითხა, გამოვედი სასახლიდან, რამეთუ ლეგიტიმურ პრეზიდენტს არ სჭირდება შენობა, მას სჭირდება ხალხის ლეგიტიმაცია,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან „ტვ პირველთან“ ეთერში განაცხადა, რომ ეს პროვოკაციაა:

„აქ ვინც დგას, არავის არ სჯერა სასწაულების, არ სჯერა პროვოკაციების და ახლა რაც ხდება იქითკენ, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი ვის მიერ არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ ის, რაც დღეს ნამდვილად ეწინააღმდეგება რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ეს ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან.

მთავარია, აქ გაგრძელდეს მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვრებიან, მეც ხვალ ვიქნები და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც“.

იგი სოციალურ ქსელ X-ზეც გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე მოვლენებს და ორბელიანის სასახლის აღების მცდელობას ფარსი უწოდა:

„პრეზიდენტის სასახლის აღების ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული ქართველი ხალხის 310 დღიანი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, ოფიციალურად უარვყოფ ამას და მშვიდობიანად გავაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეების ნაწილმა ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა.

ამავე თემაზე: 

დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 4 ოქტომბერს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები.

ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს,“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც მათ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მურთაზ ზოდელავამ მოუწოდა.

პაატა ბურჭულაძე – „დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ“

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაახლოებით 19:00 საათისთვის ხალხის დიდი რაოდენობა პრეზიდენტის ათონელის სასახლესთან შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებმა მოარღვიეს რკინის ჯებირები და შეეცადნენ სასახლეში შეღწევას, პრეზიდენტის სასახლეში მყოფმა სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ათონელის სასახლესთან მისვლამდე პაატა ბურჭულაძემ მიმართა ხალხს და სამოქმედო გეგმა გააჟღერა:

„ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია. და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად.

დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ. ჩვენ არ ვართ აქ მოსული შეტაკებებისთვის. ჩემი შვილიშვილებიც აქ არიან. მაგრამ ჩვენ ვერ წავაგებთ. დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ.

დღეს არის არა აქცია, არამედ ეროვნული კრება. ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია, რომელიც ხელში მიჭირავს.

თუ თქვენ ამას ხმას მისცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წუთიდან ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს.

4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია:

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ, რომ ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა. სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ხალხის ნებას.

საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს.

ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას უზურპატორისგან, რომ დაიცვას მშვიდობა უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაყენებთ შემდეგ საკითხებს:

  1. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს.
  2. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
  3. ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას. ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვას.

ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი ისინი ამას გადაუხვევენ, ე.ი. ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტას.

და მათ გასაგონად, კიდევ უნდა მივცეთ ხმა ერთ მნიშვნელოვან საკითხს. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ოცნების“ წევრ 6 ადამიანზე. ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები, რომელთაც აქამდე მოგვიყვანეს. მოვითხოვოთ მათი სასწრაფოდ დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში:

  1. ირაკლი კობახიძე
  2. შალვა პაპუაშვილი
  3. ანზორ ჩუბინიძე
  4. მამუკა მდინარაძე
  5. თეა წულუკიანი
  6. ბიძინა ივანიშვილი“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნახეთ რა ხდება ორბელიანის სასახლესთან – „ნეტგაზეთის“ პირდაპირი ჩართვა: 

დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს

დღეს, საღამოს, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ეზოში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც სპეცრაზმი გამოჩნდა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა და აქციის მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლი გაუშვეს.

ორბელიანების სასახლესთან ვითარება დაძაბულია, ისმის შეძახილები: „რუსებო, რუსებო!“ გარდა ამისა ისმის სროლის ხმა, სავარაუდოდ, სპეცრაზმი ისვრის ცრემლსადენ გაზს.

როგორც ჟურნალისტები ადგილიდან გვატყობინებენ, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. ვითარება ორბელიანების სასახლესთან დაძაბულია.

დღეს, 4 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში საპროტესტო  აქციის მონაწილეებს პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.

პაატა ბურჭულაძემ „ეროვნული კრების დეკლარაცია“ წაიკითხა. მან ხალხს დეკლარაციის კონკრეტული პუნქტების მხარდაჭერა სთხოვა.

„ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს. ე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.

ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრებაზე დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ ასევე დაასახელა „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი, მათ შორის: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ კრება მოითხოვს  მათ დატყვევებას. მან ასევე განაცხადა, რომ შსს ვალდებულია დადგეს ხალხის მხარეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ „დღეს მოქმედებას დაიწყებს მამაკაცური ძალა“, ჩაიბარებენ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეების პრეზიდენტის სასახლისკენ, ათონელის რეზიდენციისკენ დაიძრნენ და ჯებირები მოანგრიეს, პოლიციამ კი წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო.

სიტუაცია ამ დრომდე [19:40 სთ] უკიდურესად დაძაბულია.

ნახეთ, „ნეტგაზეთის“ პირდაპირი ჩართვა: 

კობახიძემ 61 განკარგულება დამალა ბოლო 1 წელში

ირაკლი კობახიძის განცხადებების მიუხედავად, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებენ, გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, ჯამში, 61 განკარგულება დამალა – ისინი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის ატვირთული.

„მას შემდეგ, რაც დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, მე გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობოებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 12 აპრილს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ბათუმელებმა“ გასული წლის ივლისშიც გამოითხოვა მთავრობის ადმინისტრაციიდან ის განკარგულებები, რომლებიც არ იყო გასაჯაროებული, თუმცა, არცერთი განკარგულების ასლი ჩვენთვის არ მოუწოდებიათ.

აღნიშნული განკარგულებების ნაწილი მთავრობამ ჩვენი წერილის შემდეგ გაასაჯაროვა [ისინი, ძირითადად, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას შეეხებოდა], ნაწილი კი დღემდე არ არის გამოქვეყნებული [ეს განცხადებები, როგორც მაშინ მთავრობიდან მოგვწერეს – გადასახადის გადამხდელებთან გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმებებს უკავშირდებოდა].

ვრცლად ამ თემაზე: საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს

სქრინები მთავრობის ვებგვერდიდან, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი განკარგულება არ არის გამოქვეყნებული

ზემოთ აღნიშნული გასაიდუმლოებული 61 გადაწყვეტილება „ბათუმელებს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აღარ გამოუთხოვია.

„ბათუმელების“ გადამოწმებით ასევე აღმოჩნდა, რომ მინიმუმ 20-ზე მეტ განკარგულებაში გასაიდუმლოებულია, თუ ვის გადაეცა სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ან/და იჯარით. ასევე განკარგულებებში, რომლებიც ამა თუ იმ კერძო პირის[კომპანიის] საქმიანობის ხელშესაწყობად არის მიღებული – არ ჩანს, თუ ვის უწესებს მთავრობა შეღავათებს, ვისთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეაქვს ცვლილება და სხვა.

მთავრობის განკარგულებები სადაც კერძო პირების ვინაობა გასაიდუმლოებულია
მთავრობის განკარგულებები სადაც კერძო პირების ვინაობა გასაიდუმლოებულია

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ივნისს ისიც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კერძო კომპანიას სახელმწიფო ქონება სწორედ პირდაპირი წესით, ანუ აუქციონის გარეშე მიჰყიდეს.

ამ თემაზე: „პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა

სახელმწიფო ქონების გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას სხვადასხვა საჯარო უწყებაც მალავს.

მაგალითად, „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონებისა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოებს ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ სახელმწიფო ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2025 წლის 16 ივლისს წერილობით მიმართა, თუმცა, მიმართვიდან 80 დღე გავიდა და პასუხი არცერთი სააგენტოდან არ მიგვიღია.

ამავე თემაზე:

საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს

 

 

 

ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს 4 საათზე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოსთან

პროევროპული აქციის მონაწილეები დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საკონსტიტუციოსთან შეიკრიბებიან მოქალაქეები და უწყვეტი საპროტესტო აქციების ის მონაწილეები, რომლებმაც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ვერ მოახერხეს წასვლა.

დღეს პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციის 311-ე დღეა.

დღეს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული

პროტესტის ფონზე, დღეს, 2025 წლის 4 ოქტომბერს „ოცნების“ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ატარებს, მაშინ, როცა ქვეყანაში 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია.

ციხეში უკანონოდ, დაუდასტურებელი ბრალით ზის სტუდენტი, ექიმი, მწერალი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, იუმორისტი, მსახიობი და სხედან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ამავე თემაზე: 

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

არჩევნები დამკვირვებლების გარეშე, რეპრესიებისა და ბოიკოტის ფონზე

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 ქალაქის მერი და 64 საკრებულოს 2 058 წევრი – ნაწილი პროპორციული, ნაწილი კი მაჟორიტარული სისტემით.

არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას.

4 ოქტომბრის მდგომარეობით, დაპატიმრებულია 7 პოლიტიკური ლიდერი, ციხეში ხვდებიან არჩევნებს სამოქალაქო აქტივისტები და გასული წლის დეკემბერში დაუსაბუთებელი ბრალით დაკავებული საპროტესტო აქციების მონაწილეებიც.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

  • წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000 – მდე ახალგაზრდას.
  • გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია.
  • არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.
  • ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 061 საარჩევნო უბანი ემსახურება. რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ხოლო 777 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი“.

4 ოქტომბრის არჩევნებს არ აკვირდება არცერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია.

წელს პირველად არჩევნებს არ აკვირდება ეუთო/ოდირი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება  არჩევნებს.

საია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო – სამი დიდი ქართული ორგანიზაცია, რომელიც დაარსების დღიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს აკვირდებოდა, 4 ოქტომბრის არჩევნებს ასევე არ აკვირდება.

ცესკო თავის მიერ გავრცელებულ რელიზში კი წერს, რომ „საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედია ორგანიზაციის 1000-მდე წარმომადგენელი“.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე ვერ მიდიან, ცესკო გადასატან ყუთს გაუგზავნის.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.

დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება.

დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 114 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 226 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 298 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 33 428 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 515 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 222 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 66 543 ერთეული [+450]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 803 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 63 398 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 3 971 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 87 714 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 338 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 149 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 43 126 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

არჩევნები 60-ზე მეტი პოლიტპატიმრით და ოპოზიციის ლიდერებით ციხეში

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველო 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრით ხვდება.

ციხეში უკანონოდ, დაუდასტურებელი ბრალით ზის სტუდენტი, ექიმი, მწერალი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, იუმორისტი, მსახიობი და სხედან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ავტორიტეტული უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელი“ დღეს, 3 ოქტომბერს, განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ „საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე მიმდინარეობს“.

„ამნესტი ინტერნეშენელმა“ დააფიქსირა რეპრესიების ფართომასშტაბიანი კამპანია, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება შემზღუდავი კანონებითა და სადამსჯელო ზომებით, ასევე, მომიტინგეების ფართოდ გავრცელებული თვითნებური დაკავება და არასათანადო მოპყრობა.

„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავდასხმის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ისეთ კონტექსტში ატარებს, სადაც ადამიანების გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები ირღვევა“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.

  • ოპოზიციის ლიდერები ციხეში

3 ოქტომბრის მონაცემებით დაპატიმრებულია პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ყველა ლიდერი – ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მელია. ასევე, დაკავებულია კოალიციის ორი წევრი – გელა ხასაია და საბა სხვიტარიძე.

დაკავებულია პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და პოლიტიკოსი გივი თარგამაძე.

პატიმრობაში იყვნენ პარტია „ლელოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.  „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად მათ საპატიმრო დროზე ადრე დატოვეს.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია კი არჩევნების დღეს საქართველოში არ იქნება. ის მიმდინარე წლის ივნისიდან ემიგრაციაშია.

„ლელო“ და „საქართველოსთვის“ ის ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც დიდი ელექტორატი ჰყავთ, არჩევნებში არ მონაწილეობენ.

  • არჩევნები არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვების გარეშე

პირველად თავისი არსებობის ისტორიაში არჩევნებს არ დააკვირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

„2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა,  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას. საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს,“ – ასე ახსნა საიამ მიზეზი, თუ რატომ ვერ დააკვირდებოდა არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით.

4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება არც „სამართლიანი არჩევნები“.

„სამართლიანი არჩევნების“  მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დიდწილად არ არის დაცული:

„რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას,“ – ნათქვამია ISFED-ის განმარტებაში.

თავისი 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად არ დააკვირდება არჩევნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

TI-ის განმარტებით, ამის მიზეზი, პირველ რიგში ის რეპრესიული გარემოა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა.

„როგორც ცნობილია, მიღებულია რამდენიმე კანონი, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და ჯარიმებით და სისხლის სამართლის წესით დევნით გვემუქრება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისათვისაც – შექმნილ სიტუაციაში ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ „ქართული ოცნების“ ტიტუშკების თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე, როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან.

საქართველოში არსებულ კონტექსტში, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით (1990) გათვალისწინებული პრინციპების დაცვისთვის სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიაგარემოს თავისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს.

შესაძლო პოლიტიკური კონკურენტების დისკრედიტაცია და ოპოზიციური პარტიების წევრების პატიმრობაში გაშვება თავისუფალი არჩევნების დამახასიათებელი არაა.

სახეზეა გარემო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. არჩევნებზე დაკვირვებით ჩვენ არ და ვერ შევქმნით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიას,“ – ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიცია.

ადგილობრივ არჩევნებს არ დააკვირდება არც ეუთო/ოდირი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება  არჩევნებს.

ფოტოზე: სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი. ფოტო: „პუბლიკა“.

ამავე თემაზე:

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

„ოცნების“ 5 დაპირება ბათუმს, რომელიც არ შესრულდა

ბათუმის მერია არ პასუხობს კითხვას, რატომ არ იწყება ადლიაში მოქმედი უკანონო, არასტანდარტული ნაგავსაყარის დახურვა. არადა, მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი, სტანდარტული ნაგავსაყარის მშენებლობა-გამართვა დასრულებულია, თუმცა ის ჯერ არ გაუხსნიათ.

მთავრობის დაპირებით, ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებისთანავე უნდა დაწყებულიყო ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება ადლიაში, ასევე, უნდა გაუქმდეს ქობულეთის ძველი ნაგავსაყარიც.

წლების წინ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მოსაწყობად 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი გამოიყო. აქედან 3 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხი, ხოლო 4 მილიონი ევრო შვედეთის სახელმწიფოს გრანტია.

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. პროექტს შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“] ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის მთავრობა.

ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ააშენეს, პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად, პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი, შემდეგ კი, 2022 წლის ბოლო დაასახელეს, თუმცა მისი გახსნა აჭარის მთავრობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო კი, წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ვალდებულების საკომისიოს იხდიდნენ.

  • წყალარინების პროექტი

პერიოდულად ბათუმის ახალ ბულვარში მცხოვრებლებს კანალიზაციის სუნი აწუხებთ. როგორც აქ ამბობენ, სუნი განსაკუთრებით მძაფრია წვიმიანი ამინდების შემდეგ. რიგ შემთხვევებში ამას ემატება ისიც, რომ ახალაშენებული კორპუსების სარდაფებში წყალი დგება და სწრაფად თუ არ ამოტუმბეს, ჭაობდება.

ბათუმის გარეუბნებში აშენებული მაღალსართულიანი კორპუსების უმეტესობა საკანალიზაციო სისტემაზე დაერთებული არ არის და ე.წ. შამბოებზეა დამაგრებული, თუმცა ამ შამბოების მომსახურებაც ვერ ხდება ეფექტურად, რაც დამატებითი გამოწვევაა ქალაქისთვის.

ხუთი წლის წინ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, ბანკი დამატებით 60 მილიონამდე ევროს გამოყოფდა, რომელიც ძირითადად შემოერთებულ ტერიტორიებს ადლიას, აეროპორტის დასახლებას, კახაბერს, ხელვაჩაურს, მეჯინისწყალს, მახინჯაურს და მწვანე კონცხს უნდა მოხმარებოდა.

„ამ დასახლებებში მთლიანად მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება“, – ასეთი იყო დაპირება.

გერმანულმა ბანკმა მეხუთე ფაზისთვის სესხი [53 მილიონი ევრო] გამოყო, თუმცა ეს თანხა, მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყალკანალის სისტემის მოსაწყობად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბათუმის მერიაში კი წინასაარჩევნოდ ამ დასახლებებში წყლის სისტემის მოწყობაზე 16 მილიონი ლარით გამოაცხადეს ტენდერი, რომელიც წყალარინების ანუ საკანალიზაციო სისტემის მოწყობას არ ითვალისწინებს.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, სავარაუდოდ, მე-6 ფაზაში განიხილება.

  • მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა

მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროგრამასა თუ თავშესაფრის [ძაღლთსაშენის] მშენებლობას მერია უკვე რამდენიმე წელია აანონსებს. თუმცა, უშედეგოდ.

2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილი, მერი ლაშა კომახიძე იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“. პროექტის მიხედვით, რომელიც ყოფილმა მერმა დააანონსა, პირს ან ოჯახს, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარი უნდა მიეღო. მერია ამ პროგრამით ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას გეგმავდა, თუმცა პროგრამა არ დაწყებულა.

2020 წელს კი აჭარაში დააანონსეს ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ.

2021 წელს მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული. ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა.

ხელახალი ტენდერი სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს. თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].

2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.

მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ არის.

  • ბათუმის გენგეგმა

„ბათუმს ისევ არ აქვს გენგეგმა“ – უკვე გაცვეთილი ფრაზაა. ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება-დამტკიცება იმ დაპირებების ჩამონათვალშია, რომელიც გასცა წინა არჩეულმა მერმა, იმის წინა არჩეულმა და იმის წინამაც. თუმცა, უშედეგოდ.

ამავე თემაზე: „ფულის კეთება არ მორჩა“ – ყოფილმა მერმა გენგეგმის დასრულება ვერ შეძლო

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბათუმის გენგეგმის მომზადებას ამომრჩეველს 11 წელია, ანუ 2014 წლიდან ჰპირდება. ამ პერიოდში უკვე სამი მერი და ერთი მოვალეობის შემსრულებელი გამოცვალეს. ყველა მათგანის წინასაარჩევნო დაპირება ბათუმის გენგეგმის მომზადება იყო.

ამ წლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა ახალი სამშენებლო კოდექსი დაამტკიცა. მაშინ ბათუმის ქაოსური განაშენიანებით შეწუხებულ მოქალაქეებს გაუჩნდათ განცდა, რომ მერია მშენებლობის ნებართვების გაცემას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მალევე საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება კანონში ბათუმისთვის, რამაც ბათუმის მერს „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში სამშენებლო ნებართვის გაცემისას კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების გვერდის ავლის შესაძლებლობა მისცა.

გარდა ამისა, პარლამენტმა ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების მიზნით სამშენებლო კოდექსში ცვლილების პროექტი განიხილა და დაამტკიცა.

წლების განმავლობაში შეუსრულებელი დაპირება კიდევ ბევრია. მათ შორის არის „ღამის თავშესაფრის მშენებლობა“ ბათუმში, რომელიც მერიამ დაიწყო და ჯერ არ დაუსრულებია.

  • ძველი ბათუმის ეზოების გადარჩენის პროექტი

ძველი ბათუმის ეზოების გადარჩენა მათი მფლობელების ეკონომიკური გაძლიერებით, ბათუმის ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის იდეა იყო. მერიას ამ ეზოების ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეესწავლა, შემდეგ კი პროექტების წარდგენაზე გამოეცხადებინა კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე, რომლებსაც 10-10 ათასი ლარით დააფინანსებდა.

მაშინ ამ პროექტმა ძეგლების დამცველების მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა მერიამ მის შესრულებას, როგორც ბევრ სხვა პროექტს, თავი ვერ მოაბა. ეზოები შეარჩიეს, თუმცა მხოლოდ 2 ეზო დააფინანსეს. ამის შემდეგ პროგრამა არ გაგრძელებულა.

ბსუ-ს რექტორს უკვე 3 მოადგილე ჰყავს – „არც კი ვიცნობ სულხან თამაზაშვილს“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს, ტიტე აროშიძე 3 მოადგილე ჰყავს. მანამდე უნივერსიტეტის რექტორს ორი მოადგილე ჰყავდა.

რატომ დასჭირდა ბსუ-ს რექტორის კიდევ ერთი მოადგილე? – ახალი შტატი ბსუ-ში მას შემდეგ გაჩნდა, როცა 2025 წლის იანვარში სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. ტიტე აროშიძე მანამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

ბსუ-ს წინა რექტორი, მერაბ ხალვაში ახალი რექტორის მოადგილე გახდა. მას ტიტე აროშიძემ ინოვაციების და სტრატეგიული განვითარების მიმართულება ჩააბარა. რექტორის მოადგილეა ასევე თამარ სირაძე – საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

გიორგი ქათამაძე კი, რექტორის კიდევ ერთი მოადგილე, სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით გახდა ბსუ-ს რექტორის მოადგილე. ის ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორია. „ბათუმელები“ მას დაუკავშირდა და ჰკითხა: შექმნეს თუ არა ახალი შტატი სპეციალურად მისთვის, იმიტომ, რომ მას რექტორობისთვის ამზადებენ?

  • ბატონო გიორგი, თქვენ რექტორის მოადგილე ხართ ახალ შტატზე. ბსუ-ს რექტორს უკვე სამი მოადგილე ჰყავს. რატომ გახდა ეს საჭირო?

უნივერსიტეტში აქამდე იყო ორი პრორექტორი: სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით. ახლა უკვე ცალკეა ინოვაციების და პროფესიული მიმართულება, გაჩნდა საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების პრორექტორი, ანუ რექტორის მოადგილე და ასევე, სასწავლო-სამეცნიერო მიმართულება. მანამდე თავმოყრილი იყო ერთად.

ინტერნაციონალიზაციაზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება: უცხოური პროგრამები, გაცვლითი პროგრამები…

  • მას შემდეგ, რაც „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, გაქვთ მოლოდინი, რომ ეს პროგრამები ისევ გექნებათ?  

პირიქით, დაემატა უცხოეთის უნივერსიტეტთან, მაგალითად, სტაჟირების პროექტი, გაცვლითი პროექტები, ძლიერდება  საერთაშორისო მიმართულება… არცერთი მიმართულებით შეფერხება ჩვენთან არ ყოფილა.

  • არ თვლით პრობლემად იმას, რომ ევროპულ გზას საქართველო დაშორდა? რუსეთის ორბიტაზე გადასვლაზე არ აისახება უნივერსიტეტის პროგრამებზე?

მე არ ვარ პოლიტიკაში კარგად ჩახედული. მე გეტყვით ჩემს პოზიციას ამ წუთას, სადაც ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში – სასწავლო-სამეცნიერო პროცესს რაც შეეხება…

ჩვენ რაც დაწყებული გვაქვს, ის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, პირიქით, გეუბნებით, რომ კიდევ სამი-ოთხი ახალი პროექტი დავიწყეთ.

  • თქვენ გამზადებენ უნივერსიტეტის რექტორობისთვის, ამიტომ დაგნიშნეს რექტორის მოადგილედ?

არ ვიცი, რა გითხრათ, საიდან? ეს პირველად მესმის, აქამდე არ გამიგია, პირველად მესმის თქვენგან ნამდვილად.

  • აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან აქვს კავშირი და ამიტომაც სურთ ტიტე აროშიძის ჩანაცვლებაო.

საიდან? პირადად არც კი ვიცნობ სულხან თამაზაშვილს.

მე არ მაქვს სულხან თამაზაშვილთან ნათესაური კავშირი ნამდვილად, გარდა იმისა, რომ უბრალოდ, წარმოშობით ქობულეთიდან ვარ.

  • ვისი ინიციატივა იყო თქვენი რექტორის მოადგილედ დანიშვნა, თანაც, როცა შტატი დაამატეს? 

ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ უნივერსიტეტში, კერძო სექტორში მუშაობის პარალელურად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრიც ვიყავი უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტისგან ადმინისტრაციულ პოზიციაზე აქამდეც ბევრჯერ მქონია შემოთავაზება, მათ შორის, წინა რექტორისგან. უნივერსიტეტში მუშაობა ჩემი საყვარელი სფეროა. აქამდეც აქტიურად განიხილებოდა გარკვეული ადმინისტრაციული პოზიციები, თუმცაღა პრობლემა იყო დრო და ასე შემდეგ. ამჯერად მივიღე ეს გადაწყვეტილება და დავთანხმდი.

ამავე თემაზე: 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე სტუდენტების პროტესტის ფონზე აირჩიეს

ვინ და როგორ გაინაწილა აბასთუმანი

ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მასშტაბური პროექტების განხორციელების პირობით აბასთუმანში სახელმწიფო ქონება იყიდეს, 2025 წლიდან სააქციო საზოგადოება „ტერას“ და ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დარეგისტრირდნენ. ორივე კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია.

კურორტ აბასთუმანში ბოლო წლებში სახელმწიფო და კერძო ქონება იყიდეს და მშენებლობის ნებართვები მიიღეს ასევე „ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა. ამ კომპანიების დამფუძნებლები „ოცნების“ მხარდაჭერას მსხვილი ფულადი შეწირულობითაც გამოხატავენ.

ამ სტატიაში გიამბობთ, რომელი კომპანიები ახორციელებენ მსხვილ პროექტებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე და ვინ დგას ამ კომპანიების უკან. 

  • „პანორამა აბასთუმანი“

შპს „სანაპიროს ხედი“, რომელიც აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებს, ახალმა მფლობელმა დაირეგისტრირა. კომპანიას ოფშორში, კერძოდ პანამაში დაფუძნებული „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი“ ფლობდა, როცა სახელმწიფოსგან აბასთუმნის ყოფილი ტუბდისპანსერის შენობა და მასთან დაკავშირებული ორი მიწის ნაკვეთი შეისყიდა.

2025 წელს კომპანიის მფლობელი შეიცვალა და ახლა შპს „სანაპიროს ხედის“ ასივე პროცენტს სააქციო საზოგადოება „ტერა“ ფლობს. „ტერა“ ბიძინა ივანიშვილმა 2008 წელს დააფუძნა.

აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის შენობა, ფალიაშვილის ქუჩა #40-ის მიმდებარედ და მიწის ნაკვეთები 2 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს. ტუბდისპანსერის შენობა და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთები ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს პირობიანი აუქციონით გაყიდა.

კომპანიამ მიწის ნაკვეთები და შენობა ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა და აქ აშენებულ ახალ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის – „პანორამა აბასთუმანის“ გახსნას გეგმავს.

ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, ქონების ნაწილზე არაუმეტეს ორი საცხოვრებელი სახლის ან სასტუმროს მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, ხოლო პროექტები არაუმეტეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულიყო.

გარდა ამისა, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, საპრივატიზებო ქონება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონებად გამოაცხადეს. ამ პერიოდში გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებაც, ანუ მას შემდეგ, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. 

ქონება, რომლის საწყისი ფასი 3 მილიონ 485 ათასი ლარი იყო, შპს „სანაპიროს ხედმა“ 3 მილიონ  540  000 ლარად შეისყიდა.

ამ ნაკვეთის მიმდებარედ კომპანიამ კიდევ ერთი მიწის  ნაკვეთი, 4563 კვ.მეტრი დაირეგისტრირა 2020 წელს, საჯარო რეესტრის მონაცემებით აქ აშენებულია სახლი, რომლის ფართობიც 212 კვ.მეტრია. ნაკვეთს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული და ასევე დაურეგისტრირებელი ფართობები ესაზღვრება.

  • „პარაგრაფი აბასთუმანი“

აბასთუმანში ყოფილ სანატორიუმ „ცისარტყელას“ ტერიტორიაზე 2 ჰექტრამდე [18 545 კვ მეტრი] ფართობზე სასტუმროს შპს „ცისარტყელა“ აშენებს. კომპანია ტურიზმის განვითარების ფონდს ეკუთვნის, რომლის ასი პროცენტიც ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა.

„ქართუ“ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია.

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, შპს „ცისარტყელამ“ ყოფილი სანატორიუმის ტერიტორია 2018 წელს უპირობო აუქციონით იყიდა და 1,8 ჰექტარ ფართობზე სასტუმრო „პარაგრაფ აბასთუმანს“ აშენებს.

აბასთუმანი, მონიშნულია შპს „ცისარტყელას“ ტერიტორია ასათიანის ქუჩაზე

აბასთუმანში, შპს „სანაპიროს ხედის“ უკვე თითქმის დასრულებული პროექტის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები შეისყიდა და მშენებლობა დაიწყო შპს „ემერალდმა“ – ამ კომპანიის ასივე პროცენტი „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.

„ემერალდი“ 2018 წელს ირაკლი კაცაძეს დაუფუძნებია, მალევე მან კომპანია „ქართუ ჯგუფს“ სიმბოლურ ფასად, 100 ლარად მიჰყიდა, მანამდე კი ელექტრონულ აუქციონზე აბასთუმანში შეისყიდა მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ, რომლის ფართობიც 3000 კვ.მეტრზე მეტია.

აბასთუმანი. მონიშნულია შპს „სანაპიროს ხედისა“ და „ემერელდის“ ტერიტორიები ფალიაშვილის ქუჩაზე

აბასთუმანში მშენებლობა უკვე დაასრულა „აბასთუმანი 2019-მა“. კომპანია ფალიაშვილის ქუჩაზე ფლობს მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობიც 582 კვ.მეტრია.

2019 წელს ეს ქონება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას, „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელს“ ეკუთვნოდა, 2025 წლიდან კი ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოება „ტერას“ საკუთრებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია აბასთუმანში, ფალიაშვილის #24-ში, საპატრიარქოს ქონებასთან ახლოს, 5000 კვ.მეტრზე მეტ ფართობს ფლობს.

შპს „აბასთუმანი 2019“- ის ტერიტორია

 

  • ლაშა პაპაშვილის პროექტები აბასთუმანში

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანიები აბასთუმანში 2 სამშენებლო პროექტს ასრულებენ.

შპს „სასტუმრო პოეტი“ აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე, სასტუმროს აშენებს, კომპანიის საკუთრებაშია 7823 კვ. მეტრი ფართობი. გარდა ამისა, აბასთუმანში ლაშა პაპაშვილის სხვა კომპანია  -„სამეფო აბასთუმანი“ ამავე ქუჩაზე კიდევ ერთ კომპლექსს ასრულებს. აქ პაპაშვილის კომპანია 8374 კვ.მეტრ ფართობს ფლობს.

ლაშა პაპაშვილის კიდევ ერთი კომპანია შპს „აღობილი“ აბასთუმანში, „აღობილის დასახლებაში“  7 ჰეტარზე მრავაფუნქციური ობიეტის გახსნას გეგმავს, მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

„აღობილი“

გარდა ამისა, ლაშა პაპაშვილი აქ ძველი აბანოების აღდგენის პროექტს ახორციელებს.

შპს „სასტუმრო პოეტისა“ და შპს „სამეფო აბასთუმნის“ მიწის ნაკვეთები და მიმიდნარე პროექტები აბასთუმანში

ლაშა პაპაშვილი არის ბიზნესმენი, რომელსაც უკავშირდება „სკინტლის სკანდალი“ – პაპაშვილის საწარმო „ყვარლის ბაგაში“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა. მის საწარმოში ყიდულობდნენ რძეს კომპანიები: „აგროჰაბი“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“. ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ლაშა პაპაშვილის მშენებარე პროექტთან ახლოს ასათიანის #2-ში 6168 კვ მეტრ ფართობს ფლობს თემურ ბიწაძე, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის შვილი და „ალიანს ჯგუფთან “ დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის მფლობელია. თემურ ბიწაძე, ისევე როგორც კომპანიის პარტნიორები „ოცნების“ შემწირველები არიან.

თემურ ბიწაძის მიწის ნაკვეთი
  • „აჭარა ჯგუფი“ აბასთუმანში

ცენტრალური დასახლებისგან მოშორებით, აბასთუმნის წიწვოვანი ტყის შუაგულში სანატორიუმ „არაზინდოს“ ტერიტორიაზე  „აჭარა ჯგუფმა“ სასტუმროს მშენებლობა დაასრულა და აქ „რუმსის“ კომპლექსის გახსნას გეგმავს. პროექტს შპს „არაზინდო“ ახორციელებს, კომპანიას კი „აჭარა ჯგუფი“ ფლობს.

სანატორიუმი „არაზინდო“ 1924 წელს აშენდა და მთელს კავკასიაში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სამკურნალო და დასასვენებელი ადგილი იყო. „რუმს აბასთუმანი“ რიგით მეხუთე სასტუმრო იქნება „რუმსის“ ბრენდის ქვეშ – ყაზბეგის, თბილისის, ბაკურიანის და ბათუმის შემდეგ.

ყოფილი სანატორიუმი „არაზინდო“ აბასთუმანში საქართველოს მთავრობამ 2021 წელს პირდაპირი წესით გაყიდა, განკარგულება ყოფილი სანატორიუმის გასხვისების თაობაზე გამოსცა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი განკარგულებებს არ ასაჯაროებდა, ცნობილი არ არის, ზუსტად რა ფასად გაყიდა მთავრობამ ქონება.

„აჭარა ჯგუფი“-ს ტერიტორია აბასთუმანში

შპს „არაზინდოს“, ისევე, როგორც „აჭარა ჯგუფის“ სხვა კომპანიებს, ოთარ ბერიშვილი ხელმძღვანელობს, „აჭარა ჯგუფი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები კი ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის. ოთარ ბერიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის მეუღლეა.

აბასთუმანში მიწის ნაკვეთს ფლობს შპს „ოცხე 2020“, რომელსაც ეს ნაკვეთი სამშენებლოდ 2020 წელს ელექტრონულ აუქციონზე შეუძენია. კომპანიის მფლობელი შპს „ზიმოს“ თანამფლობელი და „ქართული ოცნების“ შემწირველი ზურაბ კიკნაძეა. „ზიმო“ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობს და მაღალბიუჯეტიან ტენდერებს იგებს.

აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე მიწის ნაკვეთს ფლობს და ვილებს აშენებს ზურაბ კიკნაძის კიდევ ერთი კომპანია „ვილა აბასთუმანი“. კომპანია აქ 5000 კვ.მეტრ ფართობზე მეტს ფლობს.

შპს „ვილა აბასთუმანის“ ტერიტორია

„ვილა აბასთუმნის“ 25 პროცენტს ზურაბ კიკნაძე ფლობს, მეწილეები არიან ასევე დავით ბალანჩივაძე – 51%, დიმიტრი დუგლაძე – 7% და ვახტანგ კარიჭაშვილი – 17%.  დავით ბალანჩივაძეს ვილებთან ახლოს 1535 კვ.მეტრ ფართობზე ორსართულიანი შენობაც აქვს დარეგისტრირებული.

დავით ბალანჩივაძე „ოცნების“ მხარდამჭერია. 2016 წლიდან დღემდე მან „ოცნებას“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირა. წლების განმავლობაში ის რამდენიმე მაღალბიუჯეტიან კომპანიას ხელმძღვანელობდა, ეს კომპანია საქართველოში  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი სს RMG Gold-ის წილების მფლობელია.

დავით ბალანჩივაძის შეწირულობები „ოცნებას“

„არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს შენადნობს. „არემჯის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები.

RMG Gold ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საყდრისი ააფეთქა

„ვილა აბასთუმნის“ 17-პროცენტიანი მეწილე ვახტანგ კარიჭაშვილი საქართველოში 20-ზე მეტ კომპანიას ფლობს, მათ შორის არის შპს „მელიქიშვილი ინნ“, სადაც წილებს ივანიშვილის დეიდაშვილთან – უჩა მამაცაშვილთან ინაწილებს. პარტნიორები კომპანიის 50-50 პროცენტს ფლობენ. კომპანია თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის #5-ში, სასტუმროს აშენებს.

„ვილა აბასთუმნის“ კიდევ ერთი მეწილე, დიმიტრი დუგლაძე შპს „ვორლდ ვინტნერს ჯორჯიას“ თანამფლობელი და შპს „ინვესტმენტ-სპოტ“ – ის 100 პროცენტის მფლობელია.

შპს „თი ქეი ვენჩერსი“ აბასთუმანში 3625 კვ.მეტრს ფლობს კომპანიამ აქ ვილები ააშენა. კომპანია ლუიზა დოლიძეს ეკუთვნის, დირექტორი გოჩა მურუსიძეა. ლუიზა დოლიძე ფლობს ასევე შპს „წყნეთი რიალ ისთეითის“ ასივე პროცენტს.

აბასთუმანში, შპს „სამეფო აბასთუმანის“ მიმდინარე სამშენებლო პროექტის მიმდებარედ 8000 კვ.მეტრზე მეტს ფლობს შპს „პარკ ჰოტელი“. ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელია მარიკა უგრეხელიძე. ის რამდენიმე ათეული კომპანიის მფლობელია, მათ შორის არის შპს „დიზონ სასტუმროები“.

შპს „პარკ ჰოტელ“ – ის ნაკვეთი

2025 წლის სექტემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აბასთუმანში სახელმწიფო პროექტების გაგრძელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ კურორტის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭიროა ახალი ეტაპის დაწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არქიტექტორების ჩართულობით, იწყებს კურორტის განვითარების მომდევნო ეტაპისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვაზე მუშაობას.

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მთავრობის დაფინანსებით აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. 2018 წლიდან დღემდე საჯარო უწყებებმა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტები ასობით მილიონი ლარით დააფინანსეს, ამ პროექტებთან დაკავშირებული შესყიდვების ფარგლებში სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტების უმეტესობა კი „ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს.

სოლიდარობის თემი მუშაობას აჩერებს „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გამო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ მუშაობას აჩერებს.

ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 3 ოქტომბერს, ფეისბუქზე გაავრცელა.

როგორც „სოლიდარობის თემი“ აცხადებს, მათი შეჩერება უკავშირდება „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკას.

ორგანიზაციის განცხადებით, სოლიდარობის თემი მუშაობას განუსაზღვრელი ვადით წყვეტს.

„მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერსა და თანამოაზრეს.

გუნდი ვრჩებით ორგანიზაციის ღირებულებების ერთგული და გავაგრძელებთ საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სოლიდარობის თემი“ რამდენიმე წლის წინ, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დააარსეს.

აშუქებდნენ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს – საუბრობდნენ მოწყვლადი ჯგუფების უფლებებზე, მუსლიმი თემის ინტეგრაციაზე, ქალების უფლებებზე და სოფლად მცხოვრები ადამიანების გამოწვევებზე.

ასევე „სოლიდარობის თემმა“ კვლევა ჩაატარა აჭარაში მუსლიმური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ და აღწერა მათი კრიტიკული მდგომარეობა.

ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რუსულ კანონებს.

Exit mobile version