6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 3 საათზეა ჩანიშნული.
4 მარტს ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი – მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პატიმრობაში დატოვა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს სამმართველოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი კი, მის ადმინისტრაციულ საქმეში არსებული გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი].
სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მზიას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ არის სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაზე სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია, სამართალდარღვევაზე მითითებით მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების ყველა მკაცრი ზომის გამოყენება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი კი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
ხვალინდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლებმა უნდა ამტკიცონ, რომ მზია ამაღლობელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს – დაკავების დროს გადაღებულ ვიდეოკადრებში კი ჩანს, რომ მზია ამაღლობელი უსიტყვოდ მიჰყვება გრიგოლ ბესელიას, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს.
ადვოკატები ამ საქმეზე მოსამართლის აცილებას ითხოვენ – სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ნათესავია [დეიდაშვილის სიძე]. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის მხარის, ან მისი წარმომადგენლის ნათესავია“.
ნათესავად, კანონის მიხედვით, ითვლებიან დანათესავებული პირები [მოყვრები], ასევე პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახურ ურთიერთობაში არიან დაკავშირებულნი.
საიას იურისტის, ირმა აბაშიძის თქმით, მოსამართლე ხვალინდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას აცილების შესახებ შუამდგომლობაზე. მოსამართლეს ამ შუამდგომლობის განხილვა სხდომამდეც შეეძლო. თუ მოსამართლე საქმეს აიცილებს, ამ შემთხვევაში საქმეს სხვა მოსამართლეს გადასცემენ.
„ეს ჩემი ძმის სახლია, ეკომიგრანტი ოჯახია და ბათუმში ცხოვრობენ ნაქირავებში, სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის სახლია და მალე დაიწვა,“ – გვითხრა რესან აბულაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰყირდა.
ბათუმელმა ლადო მჟავანაძემ 13-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ სასამართლო დავა მთავრობას უზენაეს სასამართლოში მოუგო. 84 წლის ლადო მჟავანაძის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება გონიოს დასახლებაში კიდევ 83 ოჯახზე აისახება.
საუბარია ბათუმში, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 84 ოჯახს 1986 წელს გადასცეს, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, რომლებიც 2012 წელს ბათუმის მერიამ იძულებით დაანგრია. სადავო მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა ჯერ ხელვაჩაურის, ხოლო შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
ლადო მჟავანაძეს მიწის საკუთრების აღიარებაზე უარი ბათუმის მერიის მიწის კომისიამ 2016 წელს უთხრა. ეს საქმე ლადო მჟავანაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2023 წელს მოიგო, თუმცა ბათუმის მერიამ და სხვა უწყებებმა გადაწყვეტილება მოხუცს ზემდგომ ინსტანციებში გაუსაჩივრეს.
„ეს საქმე გამოხატავს, რა დრო სჭირდებათ ადამიანებს სამართლის მისაღწევად – 10 და 15 წელია ამისთვის საჭირო. მთავარი ტრაგედია სახელმწიფო ინსტიტუტების არათანმიმდევრულობაა, ერთ სახელმწიფო უწყებას ერთი პოზიცია აქვს, მეორეს – მეორე. არ შეიძლება ერთსა და იმავე საკითხზე სახელმწიფო ქონების სააგენტო სხვა რამეს ამბობდეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – სხვას, მერია და საკრებულო – კიდევ სულ სხვას,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.
ეს ორგანიზაცია იცავდა სასამართლოში ლადო მჟავანაძის ინტერესებს.
უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება ბათუმის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისიას, ასევე საჯარო რეესტრს გაეგზავნება აღსასრულებლად, თუმცა ანა ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, საჯარო უწყებებმა ახალი მიზეზი მოიფიქრონ და გონიოელებს, მათ შორის 84 წლის ლადო მჟავანაძეს, მიწების დარეგისტრირებაზე ისევ უარი უთხრან.
„დავით კოპინაძემ [ბათუმის მერიის მიწის კომისიის თავმჯდომარე] ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ არ აპირებს ამ მიწის საკუთრების აღიარებას. არ ვიცით, რას გადაწყვეტს იგი, როცა უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს,“ – დასძინა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.
ამ საქმეზე ლადო მჟავანაძის ერთ-ერთი მოპასუხე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია ის იყო, რომ გონიოში მდებარე მიწების საინვესტიციოდ გამოყენება სურდა.
„გონიოელებისთვისაც მისაღებია, რომ პლაჟთან ახლოს იყოს კარგი გარემო, მაგრამ უნდა არსებობდეს ერთიანი გეგმა… სახელმწიფოს ასევე შეეძლო სამართლიანი კომპენსაციის პრინციპით ემოქმედა – კომპეტენტურ და დამოუკიდებელ აუდიტს შეეფასებინა ამ მიწის ნაკვეთების ღირებულება და შემდეგ მიეღოთ შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილება,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.
4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ასევე, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველები აცხადებენ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
ნახეთ ფოტოები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველი ბევრი იყო.სასამართლოს გარეთ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობდასასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ქართული მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისხდომას ესწრებოდნენ მეგობრები და ოჯახის წევრებისასამართლოზე დასასწრებად ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრისასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატები ევროპული ქვეყნების სხვადასხვა საელჩოდანპროცესი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. დარბაზში ყველა მსურველმა ვერ შეძლო შემოსვლა ადგილების სიმცირის გამოპროკურატურის წარმომადგენლები: თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძემზია ამაღლობელის ადვოკატები: მაია მწარიაშვილი და გიორგი ხიმშიაშვილიმზია ამაღლობელი სასამართლო დარბაზში ბადრაგის ხუთმა თანამშრომელმა შემოიყვანამზია ამაღლობელიმზია ამაღლობელი და ადვოკატი მაია მწარიაშვილისასამართლო დარბაზიმზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზეწინასასამართლო სხდომა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს მიჰყავდაბადრაგი ხშირად ეფარებოდა მზია ამაღლობელს, რაც დარბაზში უკმაყოფილებას იწვევდამოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა, რასაც დარბაზის წამოშლა და საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. მოსამართლემ სწრაფად დატოვა სხდომაადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლომ, ფაქტობრივად წაართვა მზია ამაღლობელს დაცვის უფლება
პროკურორი თორნიკე გოგეშვილი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგპენიტენციური სისტემის მანქანა, რომლითაც მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა ციხეში გადაიყვანეს, სასამართლოსთან შეკრებილებმა შეძახილებით გააცილეს – „თავისუფლება მზიას!“
პროევროპული აქციების 9 მონაწილის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 6 მარტს გაიმართება.
საუბარია სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, მათ შორის 31 იანვრის აქციაზე, როცა პოლიციელებმა თქვეს, რომ აქციის მონაწილეები „არასაკმარისი რაოდენობის“ გამო ქუჩას ვეღარ გადაკეტავდნენ და აქტივისტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს. „ზებრა გადასასვლელით სარგებლობის საქმეზე“ ბათუმის სასამართლოში სულ 26 პირი დაიბარეს, მათ შორის 5 მოქალაქის პროცესი ხვალაა ჩანიშნული.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.
სასამართლოში დაბარებულ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებიან – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით“.
„ზებრა გადასასვლელზე მოძრაობის საქმეზე“ 6 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს მანუჩარ ხოზრევანიძის, არჩილ შოთაძის, გიორგი ჩხაიძის, გოჩა სურგულაძის და ელიზბარ ჩხიკვაძის საქმეებს. თუმცა ელიზბარ ჩხიკვაძისთვის და გოჩა სურგულაძისთვის საქმის მასალები არ ჩაუბარებიათ.
ზებრის საქმეზე დაიბარეს სასამართლოში მალხაზ ირემაძეც. მისი საქმის განხილვა გუშინ, 4 მარტს შედგა. პროცესის აბსურდულობის წარმოსაჩენად სასამართლო სხდომაზე მალხაზ ირემაძე ზებრის ფორმით გამოცხადდა.
6 მარტს გაიმართება ასევე 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მზია ამაღლობელის საქმე. მზია ამაღლობელის საქმეზე ოქმი და ვიდეომტკიცებულება გაყალბებულია, რაც შემდეგ მისი უკანონო პატიმრობის საფუძველი გახდა.
11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანის, ნინი შავაძის საქმის განხილვაც 6 მარტსაა ჩანიშნული.
12 იანვრის აქციაზე დაკავებული გიორგი კირთაძის საქმეს კი, მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.
6 მარტს გაიმართება თამარ კურატიშვილის პროცესიც. მან სტენსილი დატოვა ერთ-ერთ შენობაზე: „ირაკლი #ვაფშეარვიცნობ ბესელიას დგებუაძე გილოცავ ნათლისღებას“. კურატიშვილს შენობის ფასადზე წარწერის თვითნებურად შესრულებას ედავებიან.
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის უფლებადამცველები 4 მარტს ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ამაღლობელს დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება, დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ აღნიშნულ სხდომაზე (მოსამართლე – ვიქტორ მეტრეველი) იმსჯელა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველები აცხადებენ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
„სასამართლომ მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის საფუძვლით, კიდევ ერთხელ სრულიად დაუსაბუთებლად მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება. ბრალდების მხარე ამ არგუმენტს კვლავ ამყარებდა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების ფაქტით, რომლის უკანონობის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იყო ამავე საქმეში, რომლებიც დაუშვებლად ცნო სასამართლომ.
სასამართლომ პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდება არც კი მიუთითებდა, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.
დაცვის მხარემ იშუამდგომლა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით საკმარისი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარდგენილ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც პოლიციელზე თავდასხმად სასამართლომ არ შეაფასა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი, როგორებიცაა: პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის გარტყმა არაერთხელ, თვალბუდის, ტუჩის დაზიანება, 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა და ა. შ. აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი.
სასამართლომ, ასევე, იმსჯელა მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე და მიღებული გადაწყვეტილებით, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის 1 შუამდგომლობა, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან მოწმე ეთერ თურაძის ამოღებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად არ ცნო ბრალდების მხარის უკანონო და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გაცემული განჩინება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს მიეცა უფლება, მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან გამოითხოვოს პირადი, პერსონალური მასალა შეუზღუდავად. ამით, ირღვევა მისი საკუთრების, პირადი კომუნიკაციისა და პროფესიული საქმიანობის კანონითა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, მზია ამაღლობელის დაცვის მხარე გაასაჩივრებს წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის დაცვის უფლების გარეშე დატოვების თაობაზე 5 დღის ვადაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მზია ამაღლობელის უფლებების დასაცავად ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.
მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში.
მზია ამაღლობელის უფლებებს იცავენ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი;
ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებინათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველიგაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
ბათუმის აქციების მთავარი მედროშე თემურ ქათამაძე დღეს, 4 მარტს, თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ფორმულას“ დაუდასტურა, რომ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა კვლევები და მოთავსებულია თერაპიულ განყოფილებაში. მისი თქმით, ქათამაძის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.
დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.
დაკავების შემდეგ თემურ ქათამაძემ ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება მას ამ სტატუსზეც უარს ეუბნება.
თემურ ქათამაძეს აღნიშნულ საკითხებზე დავა აქვს სასამართლოში, მიმართა სახალხო დამცველსაც. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მარტის 21 საათიდან 6 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.
სინოპტიკოსების ცნობით, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში კი – ზვავსაშიშროება.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 3 გრადუსი სითბო – 2 გრადუსი ყინვა
მთიან რაიონებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7-8 მარტს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 880 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
ტანკი – 10 256 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 21 304 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 24 087 ერთეული [+23]
MLRS – 1 306 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 094 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 849 ერთეული [+108]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 39 512 ერთეული [+84]
სპეცტექნიკა – 3 769 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
45 267 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 977 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 224 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 432 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ვიქტორ მეტრეველს მიმართა და სთხოვა, ამაღლობელის საქმეს დაურთოს მისი ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.
კერძოდ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამაღლობელის საქმეში წარდგენილია დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი.
ვლადიმერ ჩიტაია 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს სწერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“.
სწორედ ამ პატაკით ითხოვს პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას.
მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი კი ამბობს, რომ რეალურად პატაკი ფორმალობაა და არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, თუ როდის და რა პირობებში გახსნა სინამდვილეში პროკურატურამ ტელეფონი.
„ამ პატაკის საფუძველზე არ შეიძლება არანაირი საპროცესო მოქმედების ჩატარება, არათუ განჩინების აღება,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ასე აფასებს პროკურატურის მოთხოვნას, საქმის მასალებში მოხვდეს მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.
„დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია ცამოწმენდილზე წერს, რომ „სიზმარში ვნახე“, რომ თითქოს [მზია ამაღლობელმა] მიიღო დავალება. ამიტომ უნდა დავათვალიეროთ მთელი ტელეფონი, თუკი რაიმე ინფორმაცია – პირადი თუ პროფესიული აქვს მზიას ამ ტელეფონში. გამოძიება უნდა დაჯდეს თურმე და ქექოს მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტექტივის პატაკის საფუძველზე. ამ პატაკის და ყველა შემდგომი დოკუმენტის დაუშვებლობა ვიშუამდგომლეთ ჩვენ დღეს სასამართლოში“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
მაია მწარიაშვილის თქმით, პროკურატურა „სამართლებრივად ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ეს ტელეფონი გახსნას და შიგ მიმოწერები ნახოს“.
ეს აჩვენებს ზუსტად, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის და მისი უკანონო მსჯავრდების საქმის უკან სხვა ინტერესები დგას. ეს სხვა ინტერესები უკავშირდება სწორედ მის პირად და პროფესიულ საქმიანობას. იქ ქექვა აინტერესებთ.
ჩვენ ვითხოვდით ტელეფონის დაბრუნებას იმიტომ, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან. რომ არ დაებრუნებინათ ეს ტელეფონი და გამოძიებას ექექა კარგად, ამიტომ გააჩინეს ეს პატაკი საქმეში. ყოველთვის მოიძებნება პოლიციელი, ვინც დაწერს ასეთ პატაკს – ჩემს ტელეფონზე, თქვენს ტელეფონზე, ვიღაცის ტელეფონზე. სასამართლო ასეთივე წარმატებით გასცემს განჩინებას. სირცხვილია ასეთი პატაკებით ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა სასამართლო პროცესზე ასე დაასაბუთა მზია ამაღობელის მობილური ტელეფონის გახსნის აუცილებლობა:
„კონკრეტული ქმედება [სილის გაწვნა] ჩადენილი იქნა იმ დროს, როცა ფაქტობრივად რამდენიმე წუთის გათავისუფლებული იყო მზია ამაღლობელი. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, არაერთხელ გვქონია პრაქტიკაში მსგავსი კატეგორიის თავდასხმა, წინააღმდეგობა და ა.შ. ამ დანაშაულს ძირითადად სჩადიან მამაკაცები, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ კანონთან და პოლიციასთან. მოცემულ შემთხვევაში, ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დანაშაულებრივი ქმედების, ასევე ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, გარემოებათა ერთობლიობით, პატაკის შინაარსის გათვალისწინებით, საკმარისი საფუძველი იყო ვარაუდისთვის, რომ მსგავსი ექსპერტიზა ჩატარებულიყო“, – თქვა თორნიკე გოგეშვილმა.
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეში დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.
როგორც „ბათუმელებისთვის“ არის ცნობილი პროკურორმა შოთა ჩხაიძემ შუამდგომლობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომ დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის საფუძველზე მისცემოდათ მზია ამაღლობელის კუთვნილ ტელეფონზე საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საშუალება.
მთავარ ფოტოზე: პროკურორი თორნიკე გოგეშვილი და პროკურორი შოთა ჩხაიძე მზია ამაღლობელის პროცესზე
„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას,“ – თქვა დღეს, 4 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა თავს დამნაშავედ.
დარბაზში ბრალდებულის ხმა ცუდად ისმოდა. ამის გამო მზია ამაღლობელმა სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, დაწერა.
თუმცა მაშინ, როცა ცდილობდა წერილი ადვოკატ გიორგი ხიმშიაშვილისათვის მიეწოდებინა, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მას ამის უფლება არ მისცეს.
მაია მწარიაშვილის თქმით, „მოსამართლე ვერ მიუთითებს ვერც ერთ ნორმას, რომლითაც ეს [ადვოკატისთვის წერილის გადაცემა] აკრძალულია“.
საბოლოოდ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელს უფლება მისცა, წერილი ადვოკატისათვის გადაეცა.
რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებინათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველიგაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2025 წლის 5 მარტს დაიწყება და 2 აპრილამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია:
ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები.
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.
ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.
განჩინებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა: “პუტინის სასამართლო”, “მონებო”, “სირცხვილია, სირცხვილი” – სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები.
განხილვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.
4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მეტრეველმა ამაღლობელისთვის აღკვეთოს ღონისძიების გადასინჯვის შესახებ იმსჯელა.
პროკურორებმა – შოთა ჩხაიძემ და თორნიკე გოგეშვილმა მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვეს. მათი მსჯელობა შაბლონურ არგუმენტებს ეფუძნება იმის შესახებ, რომ საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რაც, მათი შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ძალაში უნდა დარჩეს ძველი გადაწყვეტილება.
ესტონეთის მიერ სანქცირებული თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე, რომელიც მოგვიანებით ჩაერთო ამაღლობელის საქმეში, ამტკიცებდნენ, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მზია ამაღლობელი, შესაძლოა, მიიმალოს ან განმეორებით ჩაიდინოს სავარაუდო დანაშაული.
დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ, დარბაზიდანვე უნდა გათავისუფლებულიყო.
“იმდენად უსამართლო და დაუსაბუთებელი იყო ბრალდების პოზიცია, ელემენტარული სამართლიანობის არსებობის პირობებში, იმ პირობებში თუ მიუკერძოებლობის ელემენტარული მოლოდინი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ამ სასამართლო დარბაზში, ბრალდების ეს პოზიცია არ უნდა იყოს გათვალისწინებული და სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან [მზია ამაღლობელი]”, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მოითხოვა, რომ საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაცია. კონკრეტულად, მან თქვა, რომ არსებობს ვინმე ვლადიმერ ჩიტაიას 15 თებერვლით დათარიღებული პატაკი, სადაც წერია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, “მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს”. სწორედ ამ პატაკის საფუძველზე ითხოვდა პროკურატურა მზია ამაღლობელის პირად მონაცემებს. ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასებით, “გამოძიებას უნდა, რომ ქექოს მზიას პირადი და პროფესიული ცხოვრება”.
მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ეს პატაკი სადავო მტკიცებულად ცნო, მაგრამ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მტკიცებულებების დიდი ნაწილი. მათ შორის 20-მდე მოწმის გამოკითხვა. მათ შორის არიან მზია ამაღლობელის კოლეგები – “ბათუმელების” თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან – იქ, სადაც მზია ამაღლობელი დააკავეს.
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებებიც. მათ შორის ვიდეოკადრები და მტკიცებულებები ადმინისტრაციული დაკავების შესახებ.
“ძალიან მაინტერესებს, რაც დაწერეთ თქვენ განჩინებაში. სასამართლომ რატომ თქვა უარი შეხედოს ამ კადრებს. ანუ, რატომ თქვა უარი სასამართლომ მხედველობაზე, სმენაზე. სასამართლომ თქვა – არც მინდა დავინახო და არც მინდა გავიგო. მე არ გამიკვირდა, რომ ბრალდებამ იშუამდგომლა – ბრალდება მხარეა და იცის, სადაც უჭირს. მაგრამ სასამართლომ თქვას, რომ არც მინდა ვნახო, არც მინდა წავიკითხო და არც მინდა მოვისმინო დაცვის შუამდგომლობები, ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი პროფესიული სტაჟი მაქვს. მათ შორის, სამოსამართლეო და საპროკურორო. ხშირად მრცხვენია, რომ ოდესმე მოსამართლე ან პროკურორი ვიყავი ამ ქვეყანაში”, – ასე მიმართა ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოსამართლეს.
მოკლე რეპლიკით შემოიფარგლა თავად მზია ამაღლობელი. სხდომის დასაწყისში, მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამაღლობელმა უპასუხა, რომ თავი უკანონო პატიმრად მიაჩნია.
“არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ, მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელი “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორია. 18 თებერვალს, 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ მან საკების მიღების გადაწყვეტლება მიიღო.ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა მიიღო.
13 თებერვალს ამაღლობელის იურისტებმა, საქმეში ახალი გარემობებების გამოვლენის მოტივით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართეს. 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. 16 თებერვალს ყოლბაიას გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდა. თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად. ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.
დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ესწრებიან.
სასამართლო სხდომას ესწრება საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.
ასევე, სასამართლო სხდომას ესწრება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოადგილე და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.
დღეს წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.
ამ სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.
დიპლომატები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდნენ/მზია ამაღლობელის საქმედიპლომატები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდნენ/მზია ამაღლობელის საქმემზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საფრანგეთის ელჩი ესწრებამზია ამაღლობელიბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე/მზია ამაღლობელის საქმესხდომათა დარბაზი/მზია ამაღლობელის საქმემზია ამაღლობელის სასამართლო პროცესისხდომათა დარბაზი/მზია ამაღლობელის საქმეაქცია სასამართლოსთან / მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებინათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველიგაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ აჭარაში ახალი კულტურის სამინისტრო შექმნა და მინისტრად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ელისო ბოლქვაძე დანიშნა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო.
აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ახალი სამინისტროს შექმნის მიზეზად აჭარაში კულტურის დიდი პოტენციალი დაასახელა.
ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ 85 დეპუტატთაგან, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.
ერთი მხრივ, ელისო ბოლქვაძე მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას, მეორე მხრივ კი, ხშირად მოგზაურობს ევროპაში.
2024 წლის მაისში მას პარიზის აეროპორტში ქართველმა ემიგრანტებმა „მონა“ დაუძახეს და ასე შეახსენეს, რომ ის ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ კრემლის ინტერსებს. „შენ რა გინდა პარიზში? შენ მოსკოვში უნდა მიდიოდე, მონა“ – უთხრეს მას ემიგრანტებმა.
„ოცნების“ მინისტრად დანიშნულმა ელისო ბოლქვაძემ პირველი მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა, შემდეგ კი – არალეგიტიმურ მთავრობას.
„განსაკუთრებული ძალიან დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო, შემდეგ ჩვენს პრემიერს ირაკლი კობახიძეს და რა თქმა უნდა, ბათუმი, აჭარა ეს არის ის რეგიონი, სადაც კულტურა, კულტურის პოტენციალი იქნება ძალიან განვითარებადი და გავაკეთებთ ძალიან საინტერესო პროექტებს,“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს მშვიდობის ელჩია. მას შემდეგ, რაც მან „ოცნების“ რუსულ პოლიტიკას დაუჭირა მხარი, საქართველოს პენცენტრმა წერილით მიმართა UNESCO-ს და მოუწოდა, ჩამოერთვათ მისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ხელმომწერია, არ იმსახურებს ამ სტატუსს.
აჭარის 2025 წლის ბიუჯეტში კულტურის სამინისტროსთვის 44 482 700 ლარია გამოყოფილი, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნობის გრაფაში 1 893 ადამიანია მითითებული. ამავე ბიუჯეტის მიხედვით, აჭარის კულტურის სამინისტროში დასაქმებულთა ხელფასებისთვის წელს 21 634 600 ლარი დაიხარჯება.
2024 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 118,3 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან, სამინისტროში დასაქმებული 2 385 პირისთვის კი ხელფასებში ჯამში – 29,7 მილიონი ლარი.
მიმდინარე 2025 წელს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთვის 116,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან 528 დასაქმებულის ხელფასებისთვის, ჯამში, 15,3 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თუ წინა წელს გაერთიანებულ სამინისტროში ჯამში დასაქმებულთა რაოდენობას გაყოფილ ორ სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობას შევადარებთ, 2025 წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში 36-ით მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული, ვიდრე წინა წელს იყო.
სამივე სფეროში კი ჯამში 42 მილიონით მეტი ლარი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან 2025 წელს, ვიდრე 2024 წელს დაიხარჯა.
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება.
თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათის შეთავაზებები:
8 მარტის ჩათვლით, ნებისმიერ დღეს, 12- მდე ესთეტიკურ ცენტრში თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 30% მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
მხოლოდ 8 მარტს, ბარათის მფლობელები ქეშბექ შეთავაზებით ნიშ პარფიუმერიის გამორჩეული ბრენდების- Jo Malone-სა და არომატეკაშიც ისარგებლებთ და სასურველი ნივთების შეძენისას, გადახდილი თანხის 25%-ს, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებთ.
საგაზაფხულო შეთავაზებები ვრცელდება, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათებზე.
ახალი თიბისი კონცეპტბარათისშეთავაზებები:
7-8 მარტს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კატეგორიაში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით შოპინგისას, დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი მომენტალურად.
არ გამოტოვოთ საგაზაფხულო კვირეული, იხილეთ, თითოეული ბარათის შეთავაზების პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი და იშოპინგეთ განსაკუთრებული პირობებით.
გაითვალისწინეთ, ქეშბექები დაგიბრუნდებათ მხოლოდ თიბისი ტერმინალზე გადახდის შემთხვევაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 879 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
ტანკი – 10 255 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 21 298 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 24 064 ერთეული [+45]
MLRS – 1 306 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 094 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 741 ერთეული [+86]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 39 428 ერთეული [+101]
სპეცტექნიკა – 3 768 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
45 267 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 977 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 224 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 432 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის მეჩეთი დაიწვა. ხანძარი მეჩეთში დღეს, 3 მარტს, საღამოს გაჩნდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ეთნოლოგ რუსლან ბარამიძის ცნობით, „შენობის აგების თარიღი XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისია. თავდაპირველად მეჩეთი სოფელ პაქსაძეებში მდებარეობდა, შემდეგ დაუშლიათ და სამ სოფელზე – პაქსაძეები, ბეღლეთი და დიდაჭარა – გაუნაწილებიათ. დიდაჭარის ჯამე 1828 წელს ლაზ ოსტატებს შეუმკიათ. დიდაჭარაში შენობა 2002 წლამდე იდგა. ახალი შენობის აგების შემდეგ ის ამავე ხეობის ზედა ნაწილში, სოფელ საციხურისათვის გადაუციათ“.
შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა 2006 წლიდან.
დღეს, 3 მარტს, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. მათ შორის ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხოთ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმეში ფიგურირებენ.
„შავ სიაში ახლად შეყვანილი თანამდებობის პირები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე, დიდი რაოდენობით ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას.
ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც თითქმის 100 დღეა აპროტესტებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, სისტემურ ქმედებებს, რომელიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ამასთან, დღეს ესტონეთმაც დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი; ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში „დაზარალებულად“ ცნობილი ირაკლი დგებუაძე, მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე. ასევე, დასანქცირებულნი არიან: აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია, მისი მოადგილე – დავით ათაბეგაშვილი და ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ „კიევის რეჟიმსა და ზელენსკის მშვიდობა არ უნდათ“ და „მათ ომის გაგრძელება სურთ“.
პესკოვის თქმით, 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარმა სკანდალმა აჩვენა, თუ რამდენად რთული იქნება ვითარების დარეგულირება უკრაინაში.
„ამ სიტუაციაში აშკარად არ იქნება საკმარისი ვაშინგტონის ძალისხმევა და მხოლოდ მოსკოვის მზადყოფნა; ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი აკლია“ – თქვა მან.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „კოლექტიური დასავლეთი”, რომელსაც კრემლის პროპაგანდა რუსეთისა და მისი ინტერესების ერთ-ერთ უმთავრეს მტრად მოიაზრებს, ნაწილობრივ კარგავს თავის „კოლექტიურობას“ და ქვეყნების ჯგუფებად იშლება, მაგრამ ყველაზე მებრძოლი ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ომს, ინარჩუნებს თავის პოზიციებს. მან ეს ჯგუფი მოიხსენია, როგორც „ომის პარტია“ – სწორედ ამ ტერმინს იყენებს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული განცხადებებისას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ნაწილობრივ დაიწყო „კოლექტიურობის“ დაკარგვა, დაიწყო კოლექტიური დასავლეთის ფრაგმენტაცია, ნიუანსირება რიგი ქვეყნებისა და ქვეყნების ჯგუფების პოზიციებში.
რჩება ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც უფრო შეადგენენ „ომის პარტიას“, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა ომისა და სამხედრო ოპერაციების გაგრძელების უზრუნველსაყოფად“ – თქვა პესკოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა:
„რუსული მხარე აგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რათა მიაღწიოს ყველა იმ მიზნებს, რაც თავიდანვე იყო დასახული”, – თქვა მან.
2022 წლის თებერვალში რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. მაშინ კრემლმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო „სამშვიდობო ოპერაცია“ „უკრაინის დემილიტარიზაციისთვის“.
1921 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, უზენაესი სასამართლოს ზედიზედ 5 თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან სტალინური რეპრესიების ჩათვლით პერიოდში საქართველოში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების კარიერა, ძირითადად, დახვრეტით სრულდებოდა.
ამ 5 მოსამართლის შესახებ საკმაოდ მწირი მონაცემები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეც იძებნება:
დავით ხელთუფლიშვილი – 1921 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. „დავით ხელთუფლიშვილი ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი გახდა და იგი 1921 წელს დახვრიტეს. მისი ბიოგრაფიული მონაცემები, სამწუხაროდ, ვერ იქნა მოპოვებული,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.
ინფორმაციის განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ირემაძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ დავით ხელთუფლიშვილი არ დაუხვრეტიათ. ირაკლი ირემაძის თქმით, უზენაეს სასამართლოს ინტერნეტგვერდზე მცდარი ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული და ამის შესახებ იგი სასამართლოს 2018 წელს დაუკავშირდა. ირაკლი ირემაძეს უზენაესი სასამართლო ინფორმაციის ჩასწორებას დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ.
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს – სენატის თავმჯდომარე დავით ხელთუფლიშვილი 1921 წლის თებერვლის დასაწყისში გარდაიცვალა. სრულიად უსაფუძვლოდ შემდგომში გაჩნდა ცნობა, რომ ეს პიროვნება დახვრიტეს კომუნისტებმა. თუმცა აქ აშკარად ისტორიის გაყალბებაა. ცნობილი იურისტი რესპუბლიკის პირობებში გარდაიცვალა, მის სამოქალაქო პანაშვიდს კი ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის მთელი მთავრობა და დამფუძნებელი კრება. ხელთუფლიშვილი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა საბჭოთა ოკუპაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე,“ – მოგვწერა ირაკლი ირემაძემ.
გალაქტიონ ვაშაძე – ბოლშევიკური რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი გახდა უზენაესი სასამართლოს შემდეგი თავმჯდომარეც. ის გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს გამხდარა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემებით, იგი 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. მას ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა.
კონსტანტინე ცინცაძე – 1924-1926 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. „1927 წელს გახდა ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი – გადაასახლეს ჯერ ბახჩისარაიში, შემდეგ – იალტაში, სადაც 1931 წელს გარდაიცვალა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.
ალექსანდრე კაჭარავა – ისიც ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ალექსანდრე კაჭარავა 1926-1928 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. „დაიღუპა 1937 წელს ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.
ივანე ბოლქვაძე – 1931-1937 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დაიღუპა 1938 წელს, ისიც ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად. ივანე ბოლქვაძე 1937 წლის 10 ივნისს დააპატიმრეს და დახვრიტეს 1938 წელს.
ამ პერიოდის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს შორის რეპრესირებული მხოლოდ ილარიონ ტალახაძე არ ყოფილა. ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო 1928-1931 წლებში.
„დიდი სამამულო ომის წლებში მუშაობდა რესპუბლიკის პროკურორად, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მუშაობა საქართველოში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე შეფასებულია უარყოფითად,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით კი, ილარიონ ტალახაძე ჯერ აქტიურად იბრძოდა 1924 წელს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩასახშობად, 1937 წელს კი იგი იყო „დიდი წმენდის“ ერთი მთავარი მონაწილე.
1938 წლის შემდეგ რეპრესიების სერია უზენაეს სასამართლოში სრულდება – ქვეყანა და მართლმსაჯულებაც უკვე სრულად რუსეთის პოლიტიკურ დაკვეთას ემსახურება. მოსამართლეებიც მშვიდად არიან. წლების შემდეგ უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს წლობით აღარ ცვლიან, მაგალითად, 1972 წლიდან 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს აკაკი კარანაძე.
ესტონეთმა საქართველოს 55 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები და პარლამენტის წევრები, ესტონეთში შესვლა აუკრძალა. საუბარია სავიზო სანქციებზე.
ესტონეთის მიერ დასაქცირებულნი არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი; ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში „დაზარალებულად“ ცნობილი ირაკლი დგებუაძე, მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე.
ასევე, დასანქცირებულნი არიან:
აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია, მისი მოადგილე – დავით ათაბეგაშვილი და ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე.
საერთო ჯამში, ესტონეთმა დაასანქცირა:
ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თათარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებუაძე, ეკა ბარბაქაძე, ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე, გიორგი გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველიანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარი ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე, გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი, გოჩა ვანაძე.
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია.
მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე.
ინფორმაცია საქართველოს 55 მოქალაქის სანქცირების შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს, 3 მარტს გამოქვეყნდა.
დღეს, 3 მარტს, ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ და ლატვიამ საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირა. ამ ქვეყნების მიერ დასანქცირებულთა სია ჯერ ცნობილი არ არის.
ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა, შემდეგ მოდის ესტონეთი – 55 დასანქცირებულით და ლატვია – 16 დასანქცირებულით.
ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
„მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, დღის 2 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან შეიკრიბებიან.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.
ამ სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებინათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველიგაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
ბათუმში ბოლო დღეებში მოსული ნალექის მიუხედავად, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 3 მარტის დღის 2 საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM2.5] შემცველობის მაჩვენებელი ცუდია.
აღნიშნული ნაწილაკები დასაშვებ ნორმაზე მეტი რომ არის, ამას აჩვენებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც ბათუმში ორ ადგილზეა განთავსებული [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და ცენტრალურ პარკში]:
წყარო: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალიწყარო: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
გარემოს ეროვნული სააგენტო იანვრის თვეში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატებას საქართველოს ტერიტორიაზე „ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას“ უკავშირებდა, რაც სააგენტოს ინფორმაციით „სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით იყო განპირობებული.“
ამჯერად დაბინძურების წყარო სააგენტოს მითითებული არ აქვს.
სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.
2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, ბათუმში, პოლიციის შენობის წინ, აქციაზე, ლურჯქურთუკიანი ქალი დააკავეს.
ვიდეოკადრი, რომელიც მის დაკავებას უძღოდა წინ, მთელმა ქვეყანამ ნახა – ქალი სილას აწნის სამართალდამცავებით გარშემორტყმულ ბათუმის პოლიციის უფროსს. ის მიჰყავთ და ისმისპოლიციის უფროსის უშვერი გინება და მუქარა: „სისხლით დავიჭერ, სისხლით!“
მერე პოლიციის ეზოს რკინის ჭიშკარი მძიმედ იხურება და ლურჯქურთუკიანი ქალი ეზოს სიღრმეში უჩინარდება. სამი საათის შემდეგ შევიტყობთ, რომ გაწნული სილის პასუხი სისხლის სამართლის მუხლია და ქალს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, ბათუმში დააკავეს მზია ამაღლობელი, ქალი, რომელმაც 24 წლის წინ ბათუმში დააარსა თავისუფალი გაზეთი „ბათუმელები“. დააარსა იმ რწმენით, რომ მხოლოდ თავისუფალ მედიას შეუძლია იყოს ადამიანების ხმა უსამართლობის წინააღმდეგ.
მზია და „ბათუმელების“ დაბადება
ბათუმი, 2001 წლის 26 მაისი, ჟორდანიას ქუჩა. პატარა ოთახში დიდი ჩოჩქოლია. ხელიდან ხელში გადადის 8-გვერდიანი გაზეთი, რომელსაც აწერია „ბათუმელები“ და პირველ გვერდზე მსხვილი შრიფტით წერია: „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. გილოცავთ!“ და იქვე სარედაქციო წერილი იწყება სიტყვებით – „გამარჯობა, მკითხველო!“
ასე დაიბადა „ბათუმელები“, გაზეთი, რომელიც მეგობრებმა, მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ დააარსეს მაშინ, როცა აჭარას ასლან აბაშიძე მართავდა და მთელ რეგიონს მისი კლანი აკონტროლებდა.
მზია მაშინ 26 წლის იყო. ძალიან გამხდარი, აჭარის მთებში გაზრდილი გოგო, გრძელი თმით, რომელსაც მუშაობის დროს უკან იკრავდა და გადამდები, ემოციური საუბრის მანერით. მზიას ჟურნალისტობა უნდოდა, ყველაფერი აინტერესებდა, ბევრს წერდა, არ ეშინოდა „რთული თემების“ და არასდროს იხევდა უკან.
„თავიდან ვერავინ ხვდებოდა, რას ვაკეთებდით, რა გვინდოდა. დაანებეთ ამ ამბავს თავი და რამე სერიოზულ საქმეს მოკიდეთ ხელიო, – გვეუბნებოდნენ. ორი ოთახის დაქირავება მოვახერხეთ რედაქციისთვის, ერთი ძველი კომპიუტერი გვქონდა და რიგრიგობით ვსხდებოდით სამუშაოდ.
გაზეთის აწყობის შემდეგ ვხსნიდით პროცესორს და ხელით მიგვქონდა სტამბაში, მაშინდელ გორკის ქუჩაზე“, – იხსენებს ახლა, 24 წლის შემდეგ ეთერ თურაძე, გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი.
2001 წელს საქართველოში ბევრი ჟურნალ-გაზეთი იბეჭდებოდა და ამ ფონზე გამორჩევა ძნელი იყო, განსაკუთრებით რეგიონული მედიისთვის, მაგრამ „ბათუმელებს“ ჰქონდა „ხასიათი“, არ ერიდებოდა კრიტიკას, მწვავე თემებს, შეკითხვების დასმას და ავტორიტეტებს, ამიტომ „ბათუმელები“ მალე გახდა ცნობილი და მისი მკითხველების რაოდენობაც გაიზარდა.
მზია „ბათუმელებში“ წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი. ადამიანის უფლებები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო, შემდეგ კი, როცა „ბათუმელები“ განვითარდა და გაძლიერდა, მზია მედიამენეჯერი გახდა. აქ გადამწყვეტი მისი ხასიათი იყო – პასუხისმგებლობის აღების უნარი სარედაქციო საქმეებზე.
„ასე მოხდა უნებურად, თანდათან. თავიდან ერთად ვმუშაობდით, როგორც ჟურნალისტები. მე უფრო სწრაფად ვწერდი, მზია მეტ ხანს უნდებოდა და ამაზე სულ ვკამათობდით. სამაგიეროდ მას შეეძლო ეზრუნა სხვა დანარჩენზე, ეფიქრა, როგორ გაეზარდა გაზეთის ტირაჟი, როგორ ეპოვა საქმიანი პარტნიორები, ყოველთვის ჰქონდა სათადარიგო გეგმა და მონახაზი, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო. ასე, თანდათან გახდა მზია მედიამენეჯერი“, – ამბობს ეთერ თურაძე.
მზია ამაღლობელი. ფოტო: „ბათუმელები“
ჟურნალისტი ლელა დუმბაძე, რომელიც გაზეთის დაარსების დღიდან მუშაობს „ბათუმელებში“, მიიჩნევს, რომ ეს გამოცემა ქალაქის უახლესი ისტორიის ნაწილია და მეტიც – ამ ისტორიის ერთ-ერთი შემოქმედიც:
„სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატია ამ ქალაქში იზრდებოდა „ბათუმელებთან“ ერთად.
ჩვენ ვზრდიდით ერთმანეთს. საზოგადოება მიხვდა, რომ თურმე შეიძლება ავტოკრატის და რეჟიმის ხმამაღალი კრიტიკა. ეს შეცვალა „ბათუმელებმა“ აჭარაში“ – ამბობს ლელა.
2010 წელს მზია ამაღლობელმა თანადამფუძნებლებთან ერთად დააარსა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი“ თბილისში – ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როცა რეგიონულმა გამოცემამ შეძლო, გავრცელებულიყო მთელს ქვეყანაში ისე, რომ არ შეეცვალა დამფუძნებელი, არ ყოფილიყო არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ და დარჩენილიყო კრიტიკულ მედიად.
11-12 იანვრის ღამე – ორი დაკავება პოლიციის შენობასთან
2025 წლის 11 იანვარს, შაბათს, მზია ამაღლობელი რედაქციაში იყო, როცა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ შეიტყო. მზია იურისტებს გაჰყვა, რათა ადგილზე, საკუთარი თვალით ენახა, რა ხდებოდა.
ბათუმში იმ ღამეს პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებს ერთიმეორეს მიყოლებით აკავებდნენ, ზოგს ასფალტზე სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“, ზოგს – უბრალოდ შეკითხვისთვის – „რატომ დააკავეთ აქციის მონაწილე“.
პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელმა პოლიციის დამხმარე შენობის კედელზე სტიკერი გააკრა, რომელიც იმ წამსვე მოაძრო პოლიციელმა, მაგრამ მზია ამაღლობელი მაინც დააკავეს.
მზიას დაკავება გადაიღო მისმა დაარსებულმა გამოცემამ, „ბათუმელებმა“, რომელიც აქციას აშუქებდა.
„მზია ამაღლობელი დააკავეს, „ბათუმელების“ მენეჯერი დააკავეს ამ წუთას“, – ისმის „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერში.
დაკავებიდან ორ საათში მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს, თუმცა მალევე, მაშინ, როცა საპროტესტო აქცია ფაქტობრივად იშლებოდა, პოლიციელების ჯგუფი უეცრად წინ გამოიჭრა და ჭყლეტასა და დაპირისპირებაში დააკავეს მზიასთან მოსული ახლობლები, ძმები ლაშა და გიგა გაბაიძეები.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაკავებამდე მზია ამაღლობელი ჭყლეტაში წაიქცა, მას ფეხსაცმელი გასძვრა. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გრძელდებოდა – „რატომ დააკავეთ ეს ადამიანები? რატომ დააკავეთ? რას აშავებდნენ?“ – ისმის ვიდეოჩანაწერში სხვადასხვა ადამიანის ხმა.
12 იანვრის 00:50 საათზე მზია ამაღლობელი მეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე, სილის გაწვნისთვის.
სასამართლო სხდომა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, მზია ამაღლობელს პატიმრობაში დატოვებდნენ თუ გაათავისუფლებდნენ, 2025 წლის 14 იანვარს გაიმართა.
დღის 11 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხალხით გადაჭედილ დარბაზში ბადრაგმა მზია ამაღლობელი შემოიყვანა.
სასამართლო დარბაზში მზიამ ორიოდე წამით ხელი ასწია და დარბაზს ფილიპინელი ჟურნალისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია რესას წიგნი აჩვენა – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. წიგნი იმაზე, თუ რა ძლიერი ინსტრუმენტია თავისუფალი მედია დიქტატურის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
ეს არის მზია ამაღლობელის ყველაზე ცნობილი ფოტო, რომელიც იმავე დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა და გააზიარა თავად წიგნის ავტორმა მარია რესამაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, 14 იანვარს გადაწყვიტა, რომ მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის მარცხენა ხელით სილის გარტყმისთვის უნდა დაეტოვებინა წინასწარ პატიმრობაში. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – „პოლიციელზე თავდასხმა“, რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის წაყენებული „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდება აბსურდია, რადგან სილის გაწვნა, რომელსაც ფიზიკური და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია, არ შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად და უკანონოა მზია ამაღლობელის პირველი და მეორე დაკავებაც.
15 იანვარს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, მეორედ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ბათუმის პოლიციის უფროსი მზიას საცემად იწევდა და ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება დაგმო არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ.
შიმშილობა, როგორც პროტესტი
2025 წლის 17 იანვარს „ბათუმელების“ რედაქციას ადვოკატმა მზიას გამოგზავნილი წერილი გადასცა.
ამ წერილით „ბათუმელებში“ გაიგეს, რომ მზია დაკავების დღიდან შიმშილობს პროტესტის ნიშნად და მხოლოდ წყალს იღებს.
„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი.
ვშიმშილობ.
სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა…“
წერილის ხმამაღლა წაკითხვის შემდეგ რედაქციაში რამდენიმე წუთის განმავლობაში დუმილი და ცივი შიში ჩამოწვა.
ნაწყვეტი მზია ამაღლობელის ციხიდან გამოგზავნილი წერილიდან: „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“.
„ბათუმელებმა“ წერილი რამდენიმე დღის შემდეგ, 20 იანვარს გაასაჯაროვა, მას შემდეგ, რაც რედაქცია დარწმუნდა, რომ მზია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა.
4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, მზია ამაღლობელი ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
სტენსილი ბათუმში
ეთერ თურაძე ამბობს, რომ ეს ყველაზე მძიმე გამოცდაა „ბათუმელების“ ისტორიაში.
მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, ყოველ დღე, „ბათუმელების“ რედაქციაში შუაღამემდე ანთია შუქი, მაგრამ მზიას სამუშაო კაბინეტი ცარიელია.
ეთერი ამბობს, რომ თუ „მზია ამაღლობელის საქმე“ მარცხით დასრულდება, ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დიქტატურა დამყარდა:
„ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მზია ჟურნალისტი ან ჩემი მეგობარია. ეს სულ სხვა, წყვდიადის მსგავს შიშს მოიტანს ამ ქვეყანაში.
მაგრამ მე არ მჯერა, რომ წყვდიადი დადგება ამ ქვეყანაში.
ეს არ უნდა მოხდეს“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 4 მარტსაა ჩანიშნული.
მანამდე, თბილისში, კლინიკაში, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს. მის მხარდასაჭერად საქართველოში თითქმის ყოველ დღე იმართება აქციები.
ოთხ კედელში, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ხმა არ იმის, მაგრამ ციხის გარეთ, ქალაქების ქუჩებში ისმის მისი სახელი და ათასობით ადამიანის შეძახილი:
„თავისუფლება მზიას!”
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”
მზია ამაღლობელის სტენსილი ზუგდიდში პროკურატურის კედელზე
___________________
სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალურ გამოცემაში – „სინდისის პატიმრები“.
ხვალ, 4 მარტს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი. წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის 2 საათზე დაიწყება.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა დასაშვებობის საკითხი, ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.
ამ სხდომაზე მოსამართლე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.
რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 21 იანვარს დაუშვებლად ცნო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მზია ამაღლობლისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველიგაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ ზღვის ხელოვნური კვებისთვის მიმდინარე წელს 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშია შესატანი. ამ რაოდენობის ხრეშის შეტანა ზღვაში – ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად და ქალაქის სანაპირო ზოლის დასაცავად – ყოველწლიურადაა აუცილებელი.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად. შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი თანხა დაიხარჯება წელს ზღვის ხელოვნური კვებისთვის. აჭარის ბიუჯეტში კი საამისოდ 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები მოიცავს მდ. ჭოროხზე სამმართველოს მიერ მითითებული კარიერიდან ინერტული ნატანის ამოღებას, ტრანსპორტირებას და სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე სამმართველოს მიერ მითითებულ უბნებზე, წინა წლებში მოწყობილი რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის სამუშაოებს.
სანაპირო ზოლზე წინა წლებში მოწყობილი რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის მიზნით შესატანი ინერტული ნატანის ოდენობა შეადგენს 100 000 – 120 000 კუბ.მ. [რაოდენობა დაზუსტდება პროექტირების პროცესში], ხოლო კარიერიდან სანაპირო ზოლზე შეტანის უბნამდე მანძილი შეადგენს: დაახლოებით 6 – 11 კმ-ს [დაზუსტდება პროექტირების პროცესში],“ – აღნიშნულია ბაზრის კვლევის განაცხადში.
პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს მდინარე ჭოროხიდან ხრეშის ამოღებასა და ახალი ბულვარის გასწვრივ ზღვაში ჩაყრაზე.
ბათუმის სანაპირო, სადაც ხელოვნური პლაჟი უკვე წარეცხილია / 2.03.2025 წ.
ნატანის დეფიციტი ახალ ბულვართან ბათუმის სანაპიროს ერთი პრობლემაა. მეორე პრობლემა ბათუმის კონცხთანაა, სადაც პლაჟის უსაფრთხოებისთვის ჭარბი ნატანის ამოღება და გატანაა აუცილებელი.
ვინაიდან შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს ანგრევს, ხრეშის ხელოვნურად შეტანაც პერიოდულად აუცილებელია. 2023 წელს ზღვაში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, 2024 წელს კი 110 ათასი კუბური მეტრი. შესაბამისად, ორი წლის წინ ზღვის ხელოვნური კვებისთვის ბიუჯეტიდან 5 417 196 ლარი დაიხარჯა, გასულ წელს კი – 1 208 883 ლარი [ტენდერი 1 715 827 ლარით იყო გამოცხადებული].
შტორმი ბათუმში / 23.02.2025
შესაბამისი კვლევებით დადგენილია, რომ ახალ ბულვართან დღეისათვის არსებული ვითარების [ხელოვნური პლაჟის] შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველწლიურად 110-125 ათასი კუბური მეტრი ხრეშის ხელოვნურად შეტანა.
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით 3 წლის წინ მომზადდა, თუმცა „ახალ სტრატეგიაზე“ ჯერ მუშაობაც არ დაუწყიათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 878 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350]
ტანკი – 10 252 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 21 290 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 24 019 ერთეული [+60]
MLRS – 1 306 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 093 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 655 ერთეული [+61]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 39 327 ერთეული [+109]
სპეცტექნიკა – 3 768 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
45 174 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 966 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 215 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 405 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება ესაჭიროებათ.
ცენტრის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებული დიდთოვლობის გამო ადამიანები, განსაკუთრებით კი შშმ პირები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ ოპერატიულად დაუკავშირდა ორგანიზაციის 300-მდე მომხმარებელს აჭარის რეგიონში და გამოავლინა მათი გადაუდებელი საჭიროებები“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით შშმ პირებს სჭირდებათ:
16 პირს/ოჯახს ესაჭიროება პირველადი საკვები პროდუქტები;
2 პირს/ოჯახს ესაჭიროება სასმელი წყალი;
9 პირს ესაჭიროება სხვადასხვა სახის მედიკამენტები (მათ შორის ტკივილგამაყუჩებლები);
7 პირს ესაჭიროება სატრანსპორტო მომსახურება და სხვა სახის მხარდაჭერა (ექიმთან ვიზიტი, რეაბილიტაციის პროცედურების გავლა, სხვადასხვა სახის ტექნიკის შეკეთება და სხვა).
„სამწუხაროდ, ზემოთაღნიშნული 40-მდე შშმ პირის საჭიროების დაკმაყოფილებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები. ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის ბიზნესსექტორს მათი შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმარონ შშმ პირთა ზემოთაღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილებაში“-აცხადებს „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“.
მათივე ინფორმაციით, შშმ პირების დახმარების მიზნით, თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ორგანიზაციის ანგარიშზე TBC ბანკში: GE40TB7143936020100007
გარდა ამისა სურვილის შემთხვევაში მითითებული ნივთები, პროდუქტი შეგიძლიათ მატერიალური სახით მოიტანოთ ორგანიზაციის ოფისში, სამუშაო დღეებში, 11:00-18:00 საათებში. მისამართზე – ბათუმი, ლერმონტოვის ქ.N67/69.“
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) 45 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე, რომელიც გუშინ იმყოფებოდა თემურ ქათამაძის მოსანახულებლად, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
„რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის და ეს თვითონაც დამიდასტურა. ძალიან მძიმედ არის ჩემი აზრით“-გვეუბნება აკაკი გვიანიძე.
13 თებერვლის მდგომარეობით თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. მას შემდეგ 16 დღეა გასული და ოფიციალურად არ მოგვეპოვება ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან როგორც ადვოკატი ამბობს, თემურ ქათამაძე პროტესტის გამო უარს აცხადებს გამოკვლევებზე და ექიმთან შეხვედრაზე, რადგან როგორც საიამ განაცხადა, როცა თემურ ქათამაძე 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, კლინიკამ მის დატოვებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, თემურ ქათამაძე ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებს კვლევების ჩატარებაზე.
„გონება ნათელი აქვს და შეუძლია საუბარი, წერა, ამ მხრივ მხნედ არის, მაგრამ აქ ძალიან დიდია რისკი, რადგან როგორც ექიმები ამბობენ, შესაძლოა თავად ვერ გრძნობდეს მოშიმშილე რისკებს, მაგრამ როცა ამდენი ხნით შიმშილობს ადამიანი, შეიძლება უცებ გახდეს ცუდად.
არანაირი სამედიცინო მონიტორინგი არ მიდის და ეს არის მთავარი პრობლემა, ეს ამძიმებს მდგომარეობას“-ამბობს აკაკი გვიანიძე.
თემურ ქათამაძე ამ ეტაპზე მხოლოდ წყალს იღებს.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ათ წელზე მეტია რაც საქართველოში ცხოვრობს, ჩაბარებული აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო ტესტები, გამართულად ფლობს სახელმწიფო ენასაც, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.
თემურ ქათამაძეს ეს საკითხი სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
მას შემდეგ რაც, არჩევნების გაყალბების გამო საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, თემურ ქათამაძე აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ გამოსვლებში, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
ის 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან დააკავეს და რამდენიმე დღე იზოლატორში გაატარა. დაკავებისას, როგორც ის აღნიშნავდა, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც.
იზოლატორიდან გამოსვლისთანავე კი თემურ ქათამაძე მეორედ დააკავეს, ამჟამად მას საქართველოში უკანონოდ ცხოვრებას ედავებიან. ქათამაძე შს სამინისტროს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია და 3-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
„ოცნების“ ხელისუფლება მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხს განიხილავს, რასაც აპროტესტებს თემურ ქათამაძე.
პატიმრობის პერიოდში მან ასევე მოითხოვა ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი, რაზეც ასევე უარს ეუბნებიან და სწორედ ამაზე პროტესტის ნიშნად შიმშილობს ის.
თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს.
„მუდმივარ ფიქრობს ამ პროცესზე და იმ საქმეზე, რასაც თურქეთიდან მოყოლებული აქაც ემსახურება. ის ქართული დროში ტარების და საქართველოს სიყვარულის გამო ჰყავთ დაკავებული. ეს სასამართლო პროცესები დროსთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ახლა, საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს.
დიდი უსამართლობაა რაც მის გარშემო ხდება. ამიტომ ის ცდილობს თავისი პროტესტით მიიპყროს ყურადღება.
თემურ ქათამაძეს გერმანიის საელჩოსთვისაც აქვს მიმართული და ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, თუმცა რა შედეგით დასრულდება, ჯერ არ ვიცით“-ამბობს აკაკი გვიანიძე.
მისი თქმით, თემურ ქათამაძე მადლიერია სოლიდარობისთვის, რასაც მის მიმართ გამოხატავენ ადამიანები და ძალიან ახარებს მოქალაქეების წერილები, რომელსაც მას იზოლატორში უგზავნიან.
„აქციაც გაიმართა იზოლატორთან. იტირა კიდეც სტუდენტების დანახვაზე, შორიდან ეფერება თითოეულ მათგანს და ძალიან ემოციური იყო მისთვის ეს ყველაფერი. ვცდილობთ, მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება ამ ფაქტს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან დამძიმდეს თემურის მდგომარეობა“-ამბობს აკაკი გვიანიძე.
ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდი, გარკვეულ მონაკვეთში გადახსნილია.
ხიდი ფოლადისა და რკინა-ბეტონისგან შედგება. ერთ მონაკვეთზე სწორედ ბეტონებს შორის არსებულ ფოლადის გადაბმებში ხიდი გადახსნილია.
ფოლადის გადაბმებს შორის დაშორება საკმაოდ დიდია და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს.
იმ ნაწილში, სადაც ფოლადის კბილანები დაშორებულია ერთმანეთს, ადვილად შესამჩნევია ხიდის ქვემოთა ნაწილიც.
ხიდზე ავტომანქანები გადაადგილდებიან, ანუ მოძრაობა არ არის შეფერხებული, თუმცა ის, რომ ხიდი დაზიანებულია, ამის შესახებ არსად არ არის მინიშნება.
გონიოს ხიდი ერთ-ერთ მონაკვეთზეა შუაზე გახსნილი. ხიდის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არსად არ არის განთავსებული. ფოტო: ბათუმლები/როინ გუნდაძეხიდზე ფოლადის კბილანები ასე უნდა იყოს შეერთებული, თუმცა გარკვეულ მონაკვეთზე ეს მთლიანობა დარღვეულია. ფოტო: ბათუმელები/როინ გუნდაძე
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ჰკითხა, აქვს თუ არა ინფორმაცია ხიდის დაზიანების თაობაზე და რა კონკრეტული ღონისძიებები მიმდინარეობს ამ დაზიანების აღმოსაფხვრელად?
„როგორც ჩვენმა სპეციალისტებმა მითხრეს, ხიდი არ არის დაზიანებული. ეს ხიდის სადეფორმაციო ნაკერია და ხან გაწეულია და ხან შეერთებული.
ამ შემთხვევაში არ არის დაზიანებული, ხიდის დრეკადობისთვის და მეტი გამძლეობისთვის არის ნაკერი მოძრავი“-გვითხრეს გზების დეპარტამენტში.
გონიოს ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი გადახსნილია. ხიდზე არ არის შეჩერებული ავტომობილების მოძრაობა. ფოტო: ბათუმელები/როინ გუნდაძე
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხიდი ფოლადის და რკინა-ბეტონისგან შედგება და მდინარე ჭოროხზე, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 112-ე კმ-ზე მდებარეობს.
ხიდის სიგრძე 450 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე 11,5 მეტრი.
ხიდი 1989 წელს აიგო და მისი რეაბილიტაცია 2013-2014 წლებში განხორციელდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ ასრულებდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობდა.
აღნიშნულ წლებში, გონიოს ხიდის აღდგენისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2 მილიონ 399 ათას 573 ლარი უნდა დახარჯულიყო.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] უახლეს ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დახმარების შეწყვეტა უკრაინაში მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთის შანსს, მოიგოს ომი, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს რუსული აგრესიის გაძლიერება და ახალი ტერიტორიების მიტაცება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ ისეთ ამერიკულ სისტემებს, როგორიცაა Patriot-ი, HIMARS-ი და ATACMS-ი, რათა დაიცვან ქვეყანა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან, გაანადგურონ მტრის მიწოდების ჯაჭვები და შეარყიონ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული პოტენციალი.
„აშშ-ს სამხედრო და ფულადი დახმარების შეწყვეტა, რომელიც მიმართულია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, შეიძლება დაეხმაროს რუსეთს, მოიპოვოს უპირატესობა უკრაინაში ბრძოლის ველზე, რაც გაზრდის რუსეთის გამარჯვების ალბათობას უკრაინაში.
რუსეთი გამოიყენებს აშშ-ის მიერ უკრაინისადმი დახმარების შეწყვეტას, რათა მიიტაცოს მეტი ტერიტორიები უკრაინაში და შეეცდება ამოწუროს ევროპული მხარდაჭერა – ეს მიდგომა პუტინმა გამოკვეთა თავის გამარჯვების თეორიაში.
აშშ-ის დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის და რუსეთის შემდგომი მიღწევების შესაძლებლობა, გაამყარებს პუტინის რწმენას, რომ რუსეთს შეუძლია დაიპყროს და გააკონტროლოს უკრაინა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის – ნატოს წევრი ქვეყნებიც“ – წერს ISW-ი.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების შეწყვეტა ძირს უთხრის პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებულ მიზანს – დამყარდეს მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ამავე დროს, უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა გამოიწვევს აშშ-ის გავლენის შემცირებას მსოფლიოში და გაამხნევებს აშშ-ის მოწინააღმდეგეებს.
ISW-ი მიუთითებს რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბლოკზე, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების დამარცხებას მთელს მსოფლიოში:
„შეერთებული შტატების დახმარება უკრაინაში არის აშშ-ის ერთგულების დემონსტრირება, დაიცვას დემოკრატიები მიმდინარე და მომავალი აგრესიისგან მთელ მსოფლიოში…
რუსეთის ხელმძღვანელობით, ბლოკი ეძებს მარტივად სამართავ განხეთქილებებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის, რათა მოახდინოს შეერთებული შტატების იზოლაცია და დასუსტება გლობალურ ასპარეზზე, რაც მოწინააღმდეგეებს გაძლიერების და აშშ-თვის იმის კარნახის საშუალებას აძლევს, თუ სად და როგორ შეიძლება ჩაერთოს მსოფლიო მოვლენებში შეერთებული შტატები“ – წერენ ანალიტიკოსები.
ამავე დროს, ISW-ი ხაზგასმით წერს, რომ ომის დამთავრების მთავარი დაბრკოლება არის პუტინი და არა ზელენსკი.
ზელენსკი ადასტურებს თავის მზაობას მოლაპარაკებების გზით უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად… პუტინი და კრემლის სხვა მაღალჩინოსნები, პირიქით, მუდმივად ადასტურებენ განზრახვას უკრაინის ომის თავდაპირველი მიზნებისადმი, ეს არის უკრაინის სრული კაპიტულაცია, უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის შეცვლა პრორუსული მარიონეტული მთავრობით და უკრაინის ერთგულება ნეიტრალიტეტისა და დემილიტარიზაციისადმი – წერს ომის კვლევის ინსტიტუტი.
6 მარტს, საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის ახალი, ფართომასშტაბიანი ფინანსური დახმარების პაკეტს – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა La Tribune-თან ინტერვიუში, 1 მარტს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და საუბარია ასობით მილიარდი ევროს დაფინანსებაზე.
მაკრონმა განაცხადა, რომ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას, თუმცა დასძინა, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება:
„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ძალიან ძველ ევროპულ ჩვევებს. …ჩვენ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა ევროპულ სტრატეგიულ აღორძინებაში წარმატების მისაღწევად“ – ამბობს მაკრონი.
„მაკრონი დარწმუნებულია, რომ თუ არავინ შეაჩერებს კრემლის ბატონს, ის, „რა თქმა უნდა, წავა მოლდოვაში და შესაძლოა კიდევ უფრო შორს – რუმინეთში“ – წერს გამოცემა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მარტის 21 საათიდან 3 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი წვიმაა მოსალოდნელი.
მაღალმთიან აჭარაში კვლავ თოვაა მოსალოდნელი, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
ღამით: 12 – 17 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 4 მარტს ღამით და დილით წვიმაა მოსალოდნელი, მთაში – თოვა,დღისით და მომდევნო 2 დღეს, 5-6 მარტს კი მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 876 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
ტანკი – 10 241 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 21 274 ერთეული [+25]
საარტილერიო სისტემა – 23 959 ერთეული [+51]
MLRS – 1 306 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 091 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 594 ერთეული [+192]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 39 218 ერთეული [+117]
სპეცტექნიკა – 3 768 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
45 086 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 954 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 200 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 377 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. მანამდე არსებობდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი ხელს მოაწერდნენ შეთანხმებას, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნებოდა წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა.
დღეს, პირველ მარტს „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
რა აჩვენა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
ბატონო კორნელი, 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას მსოფლიომ ნახა სურათი, რომ აშშ-ი უკრაინას სთხოვს იმ ომის დასრულებას, რომელიც მათ არ დაუწყიათ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას, რაზე მეტყველებს აშშ-ს ეს პოზიცია?
რაც თეთრ სახლში ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება და ჩვენ ვხედავთ პირველ ნაბიჯებს ტრამპის ეგრეთ წოდებული დოქტრინის, რომლის ძირითადი აზრი არის ის, რომ ტრამპი ეყრდნობა რეალპოლიტიკის პრინციპებს. ეს იმას გულისხმობს, რომ შეერთებული შტატებისთვის აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი, თუნდაც საკუთარი მოკავშირეების პოზიციები, საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ამ ყველაფერზე უარს ამბობს.
რეალურად ხდება რევიზია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი საერთაშორისო წესრიგის, რაც იწვევს უამრავ პრობლემას.
მათ შორის ვნახეთ ის, რომ ეს შეხვედრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო აშშ-ის დიპლომატიაში – ასეთი რამ არასდროს მომხდარა თეთრ სახლში, რომ სტუმარი გაეძევებინათ.
ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრამ, რომ სატელევიზიო ეთერში, მთელი მსოფლიოს თვალში, საკუთარი მომხრეების თვალში გაეშავებინათ ზელენსკი და წარმოეჩინათ ისე, თითქოს ზელენსკი მშვიდობის წინააღმდეგია და ტრამპის ადმინისტრაციას უნდა მშვიდობა.
რა დგას ამის უკან, რის სანაცვლოდ შეიძლება მოხდეს ეს?
რამდენიმე მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით.
პირველი ის, რომ დღეს შეერთებული შტატები კარგავს მსოფლიოში დომინაციას და აქედან გამომდინარე მსოფლიო უფრო მულტიპოლარული ხდება.
ახლა ტრამპი ცდილობს ჩინეთის საპირისპიროდ იმოქმედოს რუსეთის მხარდაჭერით, როგორც ეს თავის დროზე მოხდა ნიქსონის პერიოდში, როდესაც აშშ-მა ჩინეთთან გააუმჯობესა ურთიერთობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, მათ აქვთ ილუზია, რომ რუსეთს გამოიყენებენ ჩინეთის საწინააღმდეგოდ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის გადახედოს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობას, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებს.
ტრამპს მიაჩნია, რომ რუსეთი არ არის მისი პრობლემა, ამავე დროს ის არ იქნება წინააღმდეგი თუ რუსეთი გაძლიერდება და ევროკავშირი, რომელსაც ტრამპი ასევე განიხილავს, როგორც მის ეკონომიკურ მოწინააღმდეგეს, დაკავებული იქნება რუსეთთან დაპირისპირებით. საბოლოო მიზანი ეს არის, რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიოს ამერიკის ეკონომიკური ძლევამოსილებას.
ეს გამოჩნდა გუშინაც და ამ ბოლო პერიოდშიც ვხედავდით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა ერთი ერთშია რუსეთის ხელისუფლების რიტორიკასთან. ამას რუსი კომენტატორები და ექსპერტებიც აღნიშნავენ. რამდენიმე მათგანმა იწინასწარმეტყველა კიდეც დაახლოებით, რა მოხდებოდა ამ შეხვედრაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, აშშ-ს და რუსეთის ხელისუფლებას ერთნაირი იდეოლოგიური ხედვა აქვთ.
ყველა შეთანხმება, რაზეც კი რუსეთი ხელს აწერდა, იყო დარღვეული, მათ შორის „ბუდაპეშტის მემორანდუმის” სახელით ცნობილი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ბირთვული იარაღის დათმობის ხარჯზე. რა აძლევს ამ იმედს ტრამპს, რომ მას არ უმუხთლებს პუტინი?
ტრამპი არის ტრანსაქციული პოლიტიკის მომხრე, რომლისთვისაც საერთოდ არაფერს წარმოადგენს დემოკრატიული ღირებულებები და პირდაპირ ამბობენ ამას. აქედან გამომდინარე, ისინი ამბობენ, რომ რადგან მულტიპოლარული ხდება მსოფლიო, ამერიკამ თავისი თავი უნდა გააძლიეროს და ნებისმიერ სხვას, პირველ რიგში ჩინეთს, განიხილავენ მოწინააღმდეგედ, მათ შორის ევროკავშირსაც.
თითქოს მე-19 საუკუნის იზოლაციონისტურ პოლიტიკას უბრუნდება, თუმცა, დღევანდელ სიტუაციაში ეს შეუძლებელია.
აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის რიტორიკა არ ემთხვევა ამერიკელი ხალხის პოზიციებს, რაც სხვადასხვა კვლევით დასტურდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა საზოგადოებამ ამოიღოს ამაზე ხმა, თუ რამდენად პასუხობს ეს პოლიტიკა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. პირიქით, ბევრი საუბარია იმაზეც, ხომ არ ასუსტებს ეს ამერიკის, დასავლეთის გავლენებს და საერთოდ თავდაყირა აყენებს არსებულ საერთაშორისო წესრიგს.
მშვიდობა კი არ მყარდება, პირიქით, ქაოსისკენ უბიძგებს არსებულ საერთაშორისო სისტემას.
ამ დაშოშმინების პოლიტიკამ წლების წინ რა მოიტანა, თუ ამაზე არ სწავლობს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, რომ აგრესორ სახელმწიფოს დაშოშმინების პოლიტიკით უფრო უჩნდება სურვილი, რომ იერიში მარტო უკრაინაზე კი არა, ნატოს წევრ სახელმწიფოებზეც მიიტანოს…
კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ პუტინის გაცხადებული გეგმაა საბჭოთა კავშირის აღდგენა და ასევე ნატოს ჯარების გაყვანა აღმოსავლეთ ევროპიდან, როგორც ეს იყო საბჭოთა პერიოდში. ეს წარმოუდგენელია დღევანდელ ვითარებაში.
ამიტომ, როცა ეს იცის ტრამპის ადმინისტრაციამ და აქვთ ყველა ინფორმაცია, მათ შორის იმაზეც, თუ რა არის რუსეთის მიზნები და როცა უკრაინის სახელმწიფო ლიდერს ექცევიან ასე, არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინთან შეხვედრაც იმის მსგავსად გაიმართება, რაც ვნახეთ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.
ტრამპი ამბობდა, რომ ზელენსკის არ უნდა მშვიდობა. ანუ რას გულისხმობს ის მშვიდობაში, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები რუსეთის სასარგებლოდ? ეს ხომ კაპიტულაციას ნიშნავს.
სწორედ ეს არის ტრაგედია – ვერ დაინახა ზელენსკიმ, რომ ის მიიღებდა მშვიდობის გარანტიებს თუნდაც იმ მინერალების დათმობის სანაცვლოდ, რაზეც მიდიოდა მოლაპარაკებები.
ზელენსკიმ უკეთ იცის, რას ნიშნავს პუტინის სიტყვა. აშშ-ს უნდა ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ რა პირობებში, არ არის ნათელი. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება და ამაზე დასავლური მედიაც მიუთითებს, რომ ტრამპი უკვე პუტინის მხარესაა.
ზელენსკიმ FOXnews-თან აღნიშნა: „გაგვიჭირდება თქვენი დახმარების გარეშე. თქვენი ხალხი ჩვენს ხალხს გადარჩენაში ეხმარება. ამიტომ ვართ აქ“. თუ შეწყვეტს ამერიკა დახმარებას, რა ელოდება უკრაინას, როგორ შეიძლება დავინახოთ მოვლენების განვითარება?
FOX-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თითქოს შეარბილა რიტორიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უკან დახევას აპირებს, რადგან უკრაინას არ აქვს უკან დასახევი გზა.
იმედია, მაინც იპოვიან საერთო ენას. მეორე მხრივ, შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის შანტაჟი დაიწყოს და იყო ამის ნიშნები, როცა თქვეს, რომ სტარლინკზე წვდომას შეუწყვეტენ ან სამხედრო დახმარება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ ევროპის ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას. ვხედავთ, რომ ევროპა და დანარჩენი მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ ამერიკის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.
იმედია, რაღაც შეიცვლება ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაში.
თუ გახსოვთ, ბოლო მოლაპარაკებებზეც ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდათ, ითხოვდნენ უკრაინისგან, რომ ეს დახმარება ვალად ეღიარებინათ და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლოს რაღაც შეცვალეს.
რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან დგას შეერთებული შტატების რეპუტაცია და არა მგონია „რესპუბლიკელებს“ მოსწონდეთ რუსეთის მიმართ მაამებლური დამოკიდებულება.
ეს ძირს უთხრის ამერიკის პრესტიჟს მსოფლიოში და ტრამპის პერსონალურ იმიჯსაც, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ მას ძალიან უნდა ნობელის პრემია მიიღოს. მაგრამ ასეთი „მშვიდობით“, როგორსაც ის აპირებს, ნებისმიერ ფასად, უსამართლობაზე დამყარებული „მშვიდობით“, არა მგონია მან ასეთ რამეს მიაღწიოს და მით უმეტეს, საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს.
ამ ფონზე, რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს? სამ თვეზე მეტია ხალხი ქუჩაშია და ითხოვს ახალ არჩევნებს. უნდა გვქონდეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დემოკრატიის მხარდაჭერის იმედი?
ობიექტურად თუ ვიტყვით, საერთაშორისო გარემო კომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას“, რადგან რაც უფრო არეულია საერთაშორისო პოლიტიკა, მით უფრო ასხამს ეს „ოცნების“ წისქვილზე წყალს. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გვქონდეს ქართული საზოგადოების იმედი, რომ ის დადგება თავისი ინტერესების სადარაჯოზე.
ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ წნეხი შიდა და გარე, ორივე ერთად იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-დან ამას არ უნდა ველოდეთ, ალბათ ეს უფრო ევროკავშირის მხრიდან იქნება – მთავარი გასაღები მაინც აქ დევს, რადგან ჯერ ისევ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
იქ, სადაც უკრაინის ინტერესები მეორეხარისხოვანია ამერიკისთვის, საქართველო საერთოდ არ წარმოადგენს არავითარ ღირებულებას. ეს საშუალებას აძლევს „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმი უფრო გაამყაროს.
ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ აშშ-ს ჯერჯერობით საქართველოსთან მიმართებით არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. იმედი მაქვს ევროკავშირი ბოლომდე მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, თუმცა ვხედავთ, რომ იქაც არ არის ერთგვაროვანი აზრი ამ საკითხზე.
არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ ამ ერთიანი ევროპული იდეის აყირავებას. თუმცა მაინც უნდა ვიქონიოთ მათი მხარდაჭერის იმედი.
ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს ამ პროცესებში, არის „ქართული ოცნების“ დაყოფის პოლიტიკა, რადგან ისინი უპირისპირდებიან ქართულ საზოგადოებას. მათ შორის საჯარო მოხელეებს, მედიას, ახლა უნივერსიტეტების წინააღმდეგ აპირებს რეგულაციების შემოღებას. მათი პოლიტიკა მიდის დაყოფის, ესკალაციისკენ და არა იქითკენ, რომ ერი გააერთიანონ.
_____________________
მთავარ ფოტოზე: ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE