უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 876 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
- ტანკი – 10 241 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 21 274 ერთეული [+25]
- საარტილერიო სისტემა – 23 959 ერთეული [+51]
- MLRS – 1 306 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 091 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 594 ერთეული [+192]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 39 218 ერთეული [+117]
- სპეცტექნიკა – 3 768 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 656 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 45 086 უპილოტო საფრენი აპარატი
- 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 954 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 22 200 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 32 377 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„რაც თეთრ სახლში ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება“ – ინტერვიუ
„ვირს და სკუტერს რომ გამოიყენებ, ამაშიც ეტყობა რუსებს როგორ უჭირთ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან






