მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის საქმე – წინასასამართლო სხდომა ბათუმში | ფოტორეპორტაჟი

05.03.2025
მზია ამაღლობელის საქმე – წინასასამართლო სხდომა ბათუმში | ფოტორეპორტაჟი

4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ასევე, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.

როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველები აცხადებენ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.

ნახეთ ფოტოები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველი ბევრი იყო.

სასამართლოს გარეთ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობდა

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ქართული მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

სხდომას ესწრებოდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები

სასამართლოზე დასასწრებად ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი

სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატები ევროპული ქვეყნების სხვადასხვა საელჩოდან

პროცესი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. დარბაზში ყველა მსურველმა ვერ შეძლო შემოსვლა ადგილების სიმცირის გამო

პროკურატურის წარმომადგენლები: თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე

მზია ამაღლობელის ადვოკატები: მაია მწარიაშვილი და გიორგი ხიმშიაშვილი

მზია ამაღლობელი სასამართლო დარბაზში ბადრაგის ხუთმა თანამშრომელმა შემოიყვანა

მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელი და ადვოკატი მაია მწარიაშვილი

სასამართლო დარბაზი

მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს მიჰყავდა

ბადრაგი ხშირად ეფარებოდა მზია ამაღლობელს, რაც დარბაზში უკმაყოფილებას იწვევდა

მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა, რასაც დარბაზის წამოშლა და საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. მოსამართლემ სწრაფად დატოვა სხდომა

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლომ, ფაქტობრივად წაართვა მზია ამაღლობელს დაცვის უფლება

 

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

პენიტენციური სისტემის მანქანა, რომლითაც მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა ციხეში გადაიყვანეს, სასამართლოსთან შეკრებილებმა შეძახილებით გააცილეს – „თავისუფლება მზიას!“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: