მთავარი,სიახლეები

შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს

15.02.2025
შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], მისი შიმშილობის 30-ე დღეს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელებს” თემურ ქათამაძის მეგობარი უდასტურებს.

„დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის მეგობარმა ნინო კაკულიამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი მარიამ გაბროშვილი, რომელიც თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში აუცილებელი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.

„ბოლოს გუშინ, 14 თებერვალს მოვინახულე ბატონი თემური. შიმშილობის ამ ვადაზე ბუნებრივია აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება, რასაც თან ახლავს სისუსტეც. თუმცა თავს მაინც კარგად გრძნობს. გუშინვე მაცნობა, რომ დღეს გეგმავდა დასთანხმებოდა კლინიკაში გადასვლას გამოკვლევების ჩატარების მიზნით,“ – უთხრა „ბათუმელებს“  მარიამ გაბროშვილმა.

თემურ ქათამაძე თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, შიმშილობდა.

მან შიმშილობა 16 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ რაც ის მეორედ დააკავეს.

„17 კილოგრამი აქვს დაკლებული“ – რას ამბობს ადვოკატი თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: