მთავარი,სიახლეები

ესტონეთმა დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეები, პროკურორები და ირაკლი დგებუაძე

03.03.2025
ესტონეთმა დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეები, პროკურორები და ირაკლი დგებუაძე

ესტონეთმა საქართველოს 55 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები და პარლამენტის წევრები, ესტონეთში შესვლა აუკრძალა. საუბარია სავიზო სანქციებზე.

ესტონეთის მიერ დასაქცირებულნი არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“  დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი; ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში „დაზარალებულად“ ცნობილი ირაკლი დგებუაძე, მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე.

ასევე, დასანქცირებულნი არიან:

აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია, მისი მოადგილე – დავით ათაბეგაშვილი და ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე.

საერთო ჯამში, ესტონეთმა დაასანქცირა:

ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თათარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებუაძე, ეკა ბარბაქაძე, ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე, გიორგი გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველიანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარი ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე, გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი, გოჩა ვანაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრები: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია.

მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე.

ინფორმაცია საქართველოს 55 მოქალაქის სანქცირების შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს, 3 მარტს გამოქვეყნდა.

დღეს, 3 მარტს, ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ და ლატვიამ საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირა. ამ ქვეყნების მიერ დასანქცირებულთა სია ჯერ ცნობილი არ არის.

ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა, შემდეგ მოდის ესტონეთი – 55 დასანქცირებულით და ლატვია – 16 დასანქცირებულით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: