შსს იუწყება, რომ დააკავეს თურქეთის მიერ ძებნილი 12 პირი

შს სამინისტროს ცნობით, საქართველოს და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით, გასულ 24 საათში საქართველოში თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები.

დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.

ამასთან, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა“ – წერს შსს.

უწყების ცნობით, თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

_____________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

______________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 066 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
  • ტანკი – 11 099 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 127 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 31 429 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 465 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 207 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 50 852 ერთეული [+99]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 558 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 58 265 ერთეული [+46]
  • სპეცტექნიკა – 3 937 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 76 916 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 559 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 585 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 456 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 598 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში მშვიდობის გზა კიევის გარეშე ვერ გადაწყდება – ევროპელი ლიდერები

გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„რატომ დადიან ევროპაში და არა ჩელიაბინსკში? გააზრების კი არა, პროპაგანდის პრობლემაა“ – ინტერვიუ

„თუ ჩვენ რეჟიმს შევეგუებით, თავისუფლებას არავინ გვაჩუქებს. დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციასაც. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა, ვანახოთ ევროპას, რომ ვიბრძვით“-ამბობს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ბათუმელებთან“.

მას იმ საფრთხეებზე ვესაუბრეთ, რასაც უქმნის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციას და ამავე დროს, რა ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია ამ პროცესის შესაჩერებლად.

  • ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს პირობები შესასრულებელი, რომელიც აუცილებელია ვიზალიბერალიზიის შესანარჩუნებლად. თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს ამ პირობების შესრულებისთვის. ოპოზიციის წევრებს თუ გაქვთ კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან ამ თემაზე და როგორ აპირებთ მუშაობას თუნდაც ამ ერთ თვეში მათთან?

გარდა იმისა, თუ რა უნდათ გავაკეთოთ გარეთ, ევროკავშირის განცხადებაში არის ის, რომ მან ნათლად დაუსახა ქართველ ხალხს, ქართულ პროდასავლურ ოპოზიციას, ძალიან კონკრეტული ამოცანა. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ „ქართული ოცნებისგან“ არაფერს არ ველით, იმიტომ რომ რუსული ოცნებაა და ისინი რეალურად არაფერს გააკეთებენ ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ ვიდგეთ და ვიძახოთ, რა ცუდია „ქართული ოცნება“ და მისი ბრალია, რომ ქვეყანას არ ექნება ლიბერალიზაცია.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.

პირველ რიგში ეს მოქმედება არის პროტესტი და მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი ამ საკითხს უდგება პასუხისმგებლობით და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ ეგუება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას, რაც იმას ნიშნავს, რომ იბრძვის მათი წასვლისთვის.

ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მკაფიო ამოცანაა, რომ სექტემბერში პროტესტის ახლი ეტაპი დაიწყოს. მათ შორის ვიზებთან დაკავშირებით. ეს ღიად უნდა ვთქვათ. 31 აგვისტო არა მხოლოდ „ოცნებისთვის“ არის დედლაინი, არამედ ჩვენი მოქმედების დედლაინიცაა გარკვეულწილად.

ჩვენ სექტემბერში უნდა ვაჩვენოთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ძალიან დიდი მასშტაბით.

ელენე ხოშტარია/ „დროა“.
  • ხომ არ იქნება სექტემბერი დაგვიანებული ახალი მოქმედებების დასაწყებად?

აგვისტო არის „ოცნებისთვის“ დედლაინი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექტემბერში დაიწყება შეჩერების პროცედურა. მათაც იციან, რომ„ოცნების“  მთავრობა არაფერს იზამს და დაიწყება განხილვები სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმატში.

ამიტომ ჩვენ ქართველი ხალხის ბრძოლა კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ კარგად ევროპას, რომ მოცემულობა არის არა მხოლოდ რუსული მთავრობა, არამედ ქართველი ხალხის ბრძოლაც. ჩვენ ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვიბრძვით ამ რეჟიმის წინააღმდეგ და მარტო ვიზალიბერალიზაციაზე არ არის აქ საუბარი, საკუთარი სახელმწიფოებრიობა, ღირსება, თავისუფლება და შესაბამისად, ევროპული პერსპექტივა თავის ვიზალიბერალიზაციით უნდა შევინარჩუნოთ, მოვუფრთხილდეთ და არ გავატანოთ რუსულ ოცნებას.

მეორე კომპონენტი არის გარე კომუნიკაცია. ამ გარე კომუნიკაციაში გვაქვს ორი ამოცანა, ერთი ისევ და ისევ ბრძოლის ჩვენებაა. მეორეა იმის ჩვენება, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, თუ რა მარტივია იმ მოთხოვნების შესრულება, რაც აქვს ევროკავშირს დაყენებული.

ოპოზიციის კოალიციური ხედვა, რვა პარტიას ამაზე რაც გაგვაჩნია, ჩამოყალიბებულია და ამაზე ვმუშაობთ სწორედ, რომ ეს ხედვა ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც დისტანციური, რადგან ამ პერიოდში ვიზიტების დრო არ არის, ევროპაშიც შვებულებების პერიოდია, მაგრამ კომუნიკაცია არის მუდმივი, როგორც ევროპარლამენტთან, ასევე ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურებთან, ცალკეულ დედაქალაქებთან, რადგან ესეც ცალკე ამოცანაა, რომ დედაქალაქებთანაც გვქონდეს ეს კონტაქტი.

სალომე ზურაბიშვილი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ამ გარე ფრონტზე და მას ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები.

გიორგი წერეთელი მუდმივად დადის ვიზიტებზე, თინა ბოკუჩავას აქვს ასევე მნიშვნელოვანი ვიზიტები და ვფიქრობ, ეს ფუნქციები გადანაწილებული იქნება.

ევროპასთან კომუნიკაცია გვაქვს ასევე საელჩოების მეშვეობით, მიმოწერის მეშვეობით და ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება, მაგალითად, პოლიტპატიმრებს, აქტივისტებს, ნინო დათაშვილზე მივაწოდეთ ინფორმაცია და ასე შემდეგ. ყველაფერი მყისიერად ეგზავნება ჩვენს პარტნიორებს, რომ მათ ჰქონდეთ სრული სურათი.

ჩვენი ამოცანაა ერთი მხრივ დავანახოთ პარტნიორებს, რომ ვიბრძვით, მეორეს მხრივ დავანახოთ მათ, რომ გვაქვს ხედვა, როგორ უნდა შევცვალოთ „ოცნების“ ხელისუფლება და მესამე, – როგორ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულებები.

  • „ოცნებას“ ალბათ აწყობს კიდევ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადგან ამით კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას ევროკავშირს და დაუახლოებს რუსეთს, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს ამ საფრთხეებს, იმ ხალხთან კომუნიკაციის ფორმა უნდა შეიცვალოს? თქვენ თუ ხედავთ ამის საჭიროებას, რომ კარგად აუხსნათ ხალხს, რა განსაცდელში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა იზოლაციის პირობებში?

ვფიქრობ, ხალხს ესმის ევროპის მნიშვნელობა, ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, შემოსავლისთვის და სწორედ ამიტომ არის უამრავი ადამიანი წასული საქართველოდან ევროპაში.

რატომ არიან ევროპაში და არა ჩელიაბინსკში? – იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, მათ შორის, ცალკეული ოჯახების დონეზე, რომ პერსპექტივა და შესაძლებლობა არის სწორედ ევროპაში.

აქედან გამომდინარე, გააზრების პრობლემა არ არის, აქ სხვა პრობლემა გვაქვს და ეს არის პროპაგანდის პრობლემა.

„ქართული ოცნება“ ხან ომის პროპაგანდით, ხან „დიფ სთეითით“ ემუქრება ხალხს, რომ თითქოს არანორმალურ რაღაცებს გვთხოვენ ევროპიდან და ასე შემდეგ. ამიტომ პოლიტიკური სპექტრის ამოცანა არის ამ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ და საზოგადოება ვერ მოატყუოს „ოცნებამ“.

  • როგორ აპირებთ დაპირისპირებას, გაქვთ ნაფიქრი?

ჩვენ, რვა პარტიას, გვქონდა, მაგალითად პროექტი სწორედ პროპაგანდასთან დაპირისპირების მიზნით. გავაკეთეთ ვიდეო მასალა, ფილმი ომისა და მშვიდობის თემაზე, რომელიც გავუშვით რუსთაველზე და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა.

რუსთაველზე ვინც დგას, ვფიქრობ მას გააზრებული აქვს ეს საფრთხეები მეტ-ნაკლებად.

რუსთაველის ჩვენება არის პოლიტიკური აქტი, სოცმედია პროდუქტი, რომელიც სწვდება ძალიან ბევრ ადამიანს და ძალიან დიდი ინტერესი იყო. ასევე ვაპირებთ, რომ არაერთ ქალაქში და უბანში გვქონდეს ასეთი კომუნიკაცია და მარტო ერთ ფილმზე არ არის აქ ლაპარაკი, რადგან პროპაგანდასთან ბრძოლას სჭირდება როგორც სატელევიზიო პროდუქტი და სოცმედია, ასევე უშუალო, პირადი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

როცა ჩვენ დავიწყეთ ადამიანების რეგისტრაცია წინააღმდეგობის მოძრაობაში, ამას ჰქონდა დიდი გამოხმაურება, უამრავი ადამიანი დარეგისტრირდა და მერე მათთან გვქონდა შეხვედრები, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პროპაგანდისტულ ხაზებს და შემდეგ ეს ადამიანებიც გახდნენ ამ პროპაგანდაში სიმართლის მატარებლები და გამავრცელებლები. ამიტომ ეს ხედვა, თუ როგორ არ უნდა მივცეთ საშუალება პროპაგანდას იმუშაოს, გვაქვს, როგორც სოციალურ და სატელევიზიო მედიაში, ასევე, პირდაპირ კომუნიკაციაში.

  • თქვენ თქვით, რომ გააზრების პრობლემა არ არის ხალხში. მაშინ  პროპაგანდა როგორ ახდენს გავლენას მათზე?

პროპაგანდა იმაში მდგომარეობს ზუსტად, რომ ადამიანებს გააზრების უნარის პირობებშიც კი ურევს სიმართლეს, ანუ ანაცვლებს რაღაც ცნებებს და ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციას.

პროპაგანდა სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ის ემსახურება ადამიანების დაბნევას, პირველ რიგში. იმას, რომ ეჭვი დაბადო ადამიანების ტვინში, საერთოდ ვერ გაიგონ რა ხდება და ასე შემდეგ.

მანიპულაცია არის პროპაგანდის იარაღი, რომელსაც ჰიბრიდული ომის პირობებში იყენებს რუსული ოცნება აქტიურად და თავის დროზე იყენებდა რუსეთი.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს გააზრებული აქვთ ეს, მაინც სჭირდებათ პოლიტიკური სპექტრისგან მკაფიო ინფორმაციის მიწოდება.

  • ბევრი ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი, ვისაც ვესაუბრებით, ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო გრძელვადიანი სტრატეგიებისთვის, რომ საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, თუ იქნება ძლიერი პროტესტი, ამან შესაძლოა შეცვალოს ევროკავშირის პოზიცია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე? თუ ფიქრობთ, რომ ისინი მაინც მიიღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებას?

გარე ფონზე ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სურათი. ერთი არის ის, რომ გეოპოლიტიკური სურათი იცვლება აბსოლუტურად რუსეთის საწინააღმდეგოდ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდაც.

ვხედავთ, რომ რუსეთი სუსტდება სირიაში, ირანში, უკრაინაში ვერ აღწევს საკუთარ მიზნებს, ამერიკისთვის ეს არის დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი საკითხი. ევროპულ დედაქალაქებთან ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთის პრობლემის მოგვარებასთან ერთად, რუსული რეჟიმიც მოცილებული იყოს ამ რეგიონიდან, რომელსაც მართლა გაუჩნდა ნამდვილი მშვიდობის პერსპექტივა.

შესაბამისად, გარე მოვლენები არის ერთი მიმართულება, რომ ჩავჯდეთ ამ გეოპოლიტიკურ სურათში, რომელიც იკვრება. მეორეა აჩვენო, რომ იბრძვი. იმიტომ, რომ თუ იქ არ ჩანს, რომ შენ იბრძვი, მაშინ შენ იქ წარმოგადგენს „ოცნების“ მთავრობა.

ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ „ოცნება“ არის არალეგიტიმური, რომ ჩვენ მასთან არ ვთანამშრომლობთ, აქ არ არის ნორმალური ვითარება, რომ აქ არის კრიზისი და ქართველი ხალხი იბრძვის, რომ უდიდესი ნაწილი არის ციხეში და ციხეში არიან სწორედ იმიტომ, რომ არ ეგუებიან ამ რეჟიმს. შესაბამისად, როდესაც ჩვენი პარტნიორები ხედავენ უმრავლესობის ბრძოლას, მაშინ ამ გეოპოლიტიკურ სურათში ჩაჯდომით ბევრად უფრო დიდი საშუალება გვაქვს.

თუ ჩვენ შევეგუებით რეჟიმს, თავისუფლებას არავინ გვაჩუქებს. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა – ვაჩვენოთ გარეთ, რომ ვიბრძვით. არ ვიცი რამდენხნიანი იქნება ეს ბრძოლა, შეიძლება ხვალ, შეიძლება ერთ საათშიც ჩამოიშალოს ეს რეჟიმი. მთავარია – ჩვენ რეჟიმს ვუტევთ, თუ ვეგუებით.

რა თქმა უნდა, ევროპა უსასრულოდ არ დაელოდება საქართველოს, მაგრამ დრო იმ თვალსაზრისით მუშაობს, რომ ყოველი დღე პრობლემა უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენ ვხედავთ შიდა ბზარებსაც.

  • შესაძლოა სასარგებლოდ მუშაობს ამ მხრივ დრო, მაგრამ შესაძლოა მუშაობდეს საზიანოდაც, რადგან ვხედავთ რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, ისე წყდება პოლიტიკური საკითხები, რომ არსად ისმის საქართველოს ხმა. ამ კონტექსტში თუ შეუძლია ოპოზიციას გავლენიან ფიგურანტებისთვის ხმის მიწვდება?

უხერხულ მდგომარეობაში ნამდვილად ვერავის ჩავაყენებ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან კომუნიკაცია არის, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

მთავარია ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც ამ რეგიონში ნამდვილი მშვიდობის მშენებლობით არიან დაკავებული, ესმოდეთ, რომ საქართველოს გარეშე ეს მშვიდობა ვერ იქნება სრულყოფილი.

მეორე – საქართველოს გარეშე ვერც ზანგეზურის დერეფანი იმუშავებს სრულყოფილად, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამხრეთ კავკასიაში სამივე ქვეყნის ერთად მუშაობით არის მხოლოდ შესაძლებელი იმ სიკეთეების მოტანა, რაც ამ შეთანხმებაშია. ამაზეა სამუშაო ჩვენს პარტნიორებთან. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ ეს სამხრეთ კავკასიის თემას სცდება და ეს არის შემაკავშირებელი, პრაქტიკულად აბრეშუმის გზა.

  • თუმცა ამ აბრეშუმის გზამ შესაძლოა საქართველოს დაუკარგოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიაში.

ვერ აგვივლის გვერდს ეს ჩვენ, იმიტომ, რომ რუსულ რეჟიმს მოვიცილებთ და ის ამოცანები, რაც დგას ამ აბრეშუმის გზის წინაშე, მათ შორის, ღრმაწყლოვანი პორტის აუცილებლობა, იქნება საჭირო. ამიტომ, მთავარი, რაც ჩვენ ახლა გვაბრკოლებს, ეს არის ამ რეჟიმის არსებობა და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ერთადერთი წინაღობა დაგვრჩა მისი სახით.

მთელი მსოფლიო ლაგდება ისე, როგორც საქართველოს ინტერესებს შეეფერება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ სამხრეთ კავკასიის ერთად შეკვრით და შავი ზღვის უსაფრთხოებით არის შესაძლებელი მხოლოდ ევროპაში მშვიდობა და ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.

ევროპას ძალიან კარგად ესმის და ამერიკასაც, რომ შეკრული სამხრეთ კავკასიის რეგიონი და სამივე ქვეყნის თავისუფლება რუსეთისგან არის მათ ინტერესში. უბრალოდ უნდა დაინახონ, რომ ამ ინტერესისთვის მათ კი არ ვავალებთ, რომ რაღაც შემიცვალე აქ, არამედ ჩვენ თავადაც ვიბრძვით და მხარდაჭერას ვთხოვთ, რომ ეს ისტორიული ბრძოლა გავაგრძელოთ.

_______________

ფოტოზე: ჩელიაბინსკი, რუსეთი და ამსტერდამი, ნიდერლანდები

რატომ ექაჩება „ბნელეთის იმპერიისკენ ოცნება ქვეყანას“ და გვაშორებს ევროპას“ – ნიკოლოზ ალავიძე

„ქართული ოცნება“ გვაშორებს ევროპას, ნამდვილად გვაშორებს. გვაშორებს ღია და შეფარული მიდგომებით, მეთოდებით და აღსრულების პოლიტიკით.

გვაშორებს ფარულადაც, პროპაგანდით. პროპაგანდით, რომელიც ემსახურება ნეგატიური კონტექსტის შექმნას, ჭიქაში ქარიშხლის გაჩენას, მოწყვლად მოსახლეობაში ემოციური პოსტულატებით არარსებული რეალობის შესახებ მითის შექმნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ანტრეპრენერი, ნიკოლოზ ალავიძე.

ნიკოლოზ ალავიძის თქმით, საქართველოში დღეისათვის კარგად მუშაობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. მისი თქმით, ამ პროპაგანდის მსხვერპლი სავარაუდოდ არ გახდება ის ხალხი, ვინც სათაურებს მიღმა, ცოტა მეტს კითხულობს, მაგრამ აუცილებლად გახდებიან ისინი, ვისაც არ აქვს სრულყოფილი წვდომა გადამოწმებულ ინფორმაციაზე.

მოქმედი ხელისუფლება კი, პროპაგანდის ყველა საშუალებას – ტელევიზიას, სოციალურ ქსელს იყენებს ანტიევროპული ნარატივის გასავრცელებლად. ევროპასთან დაშორების ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად, სწორედ ღრმადფესვგადგმულ პროპაგანდას მიიჩნევს ნიკოლოზ ალავიძე.

„პროპაგანდისტული ნარატივები ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს… ძველი ქართული ანდაზა ხომ იცით – „შეძახილმა ხე გაახმოო“.

ამასთან ამ პროპაგანდის დასაფინანსებლად იყენებენ ბიუჯეტს. ეს არის „რბილი ძალის“ გამოყენება, რომელიც ფიზიკური ძალისხმევის გარეშე, მასობრივად მოიცავს ნებისმიერი ასაკის მოსახლეობას, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა. რიგ შემთხვევებში, პროპაგანდის პირდაპირი ადრესატები არიან სოციალურად დაუცველი ჯგუფები, რომლებიც უფრო მეტ პრობლემას აწყდებიან ყოფით ცხოვრებაში,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

მისი თქმით, კიდევ ერთი ნიშანი, რითაც თვალნათელი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ ევროპას გვაშორებს, არის ინსტიტუციური მეხსიერების წაშლა, ინსტიტუციების რღვევა.

„ამაზე გადასვლის საფუძველი პროპაგანდამ შექმნა. კონსტიტუციური გადატრიალება წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ”. არალეგიტიმურად, ყველანაირი კანონის დარღვევით. ამ განგსტერულმა ჯგუფმა, რომელიც იურისტებისგან შედგება, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ  შექმნეს ეს კონსტიტუცია, მგონი უნდა ახსნან, რა მოხდა, რომ კონსტიტუცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი დოკუმენტი და მისი 78-ე მუხლიც, არის სრულიად უდიერად უგულებელყოფილი, დარღვეული და მიწასთან გათელილი.

როდესაც ქვეყანა გადის უმთავრესი კანონიდან, ოფიციალური საჯარო განცხადებებით, მაშინ უკვე ნებისმიერი სხვა კანონი ხდება მეორეხარისხოვანი.

კონსტიტუცია ერგება ჩვენი მთავარი მოძრაობის ვექტორს, რომელიც იყო გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში კანონის ძალა იქნებოდა უზენაესი.

ბნელი 28 ნოემბრის დღეს გაკეთდა განცხადება ევროპასთან დაშორების შესახებ, როდესაც ოფიციალურად, ქვეყნის დე იურე მოქმედმა მთავარმა პირმა განაცხადა, რომ ის აჩერებს ევროპისკენ სვლას, კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ იწყებს ქვეყანა სვლას და ამაზე არანაირი პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს დღემდე.

ეს არის მთავარი პოსტულატი, ქვაკუთხედი, რაზეც დგას ეს უკანონობა,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

ნიკოლოზ ალავიძის თქმით, „ქართული ოცნება“ აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ეს არ მომხდარა ერთ დღეში. პროპაგანდამ, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში მოამზადა ნიადაგი იმ ყველაფრისთვის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში.

„პროპაგანდამ შექმნა საფუძველი, რომ ადამიანებმა უბრალოდ აღარ დასვან კითხვები მნიშვნელოვან საკითხზე. მერე რა თუ ირღვევა… რაღაცა ერთი პატარა მუხლია კონსტიტუციის, კონსტიტუციით ხომ არ ვცხოვრობთ ყოველდღიურად? „აბა ასფალტი უნდა ვჭამოთ?“ რეჟიმში გადაიტანა პროპაგანდამ საკითხი.

და ეს პროპაგანდა ფინანსდება კორუფციით. ასე ვთქვათ, სახელმწიფო, დე იურე სახელმწიფოებრივი კორუფციით, რადგან ისევ და ისევ ბიუჯეტიდან აფინანსებს ამ ყველაფერს,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

ის წუხს, რომ ევროპასთან დაშორების ერთ-ერთ ნიშნად იქცა საჯარო სამსახურების ჩამოშლა, ჩამონგრევა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა სრული დემოტივაცია.

ნიკოლოზ ალავიძე ფიქრობს, რომ დღეს საჯარო სამსახურში თითქმის ვეღარავინ აკეთებს საქმეს კარგად და ორიენტირებული არიან შეინარჩუნონ ის ბენეფიტები, რასაც „დაბალეფექტური საქმიანობიდან“ იღებენ.

„მთელი ამ ინსტიტუტებს, სამინისტროებს, საჯარო სამსახურების უმეტესობას, იქნებოდა ეს ცენტრალური თუ რეგიონულ, მუნიციპალური დონეზე, ყველას ჰქონდა გაწერილი გაიდლაინები, რეფორმების სია, ჰარმონიზების ნაწილი, რომელთა შესრულება აუცილებელი იყო, რომ ჩვენ იურიდიულად შევსულიყავით ოდესღაც ევროკავშირში, ამ ცივილური სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავით,“ – დანანებით აღნიშნავს ნიკოლოზ ალავიძე.

ანტრეპრენერი არსებული სიტუაციიდან გამოსავლად ხედავს სამოქალაქო საზოგადოების, პარტიების, პროტესტში ჩართული ხალხის მხრიდან ზუსტი დიაგნოზის დასმას და შემდეგ „მკურნალობის“ დაწყებას.

პირველ რიგში, უნდა გადავწყვიტოთ, რას უნდა უნდა „ვუმკურნალოთ“, დიაგნოზი უნდა დავსვათ. რატომ არის “ქართული ოცნება” ასე ჩაბღაუჭებული ამ გაუგებრობებს, რატომ ექაჩება რაღაც სიბნელისკენ და ბნელეთის იმპერიისკენ ქვეყანას? რატომ არ უნდა ცივილიზაციის მიმართულებით სვლა?

ჩემი აზრით, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ კორუფციაში, არაპროფესიონალიზმსა და კლეპტოკრატიაში ჩართული, არსაიდან მოსული ტიპები უცბად გახდნენ დიდი ფიზიკური, ფინანსური აქტივების და სიმდიდრის მფლობელები.

ეს პატარა ჯგუფი იმიტომ ეჭიდავება ქვეყნის მომავალს, რომ მათ იციან, ინსტიტუციურად განვითარებულ, ჩამოყალიბებულ საზოგადოებაში ასეთი სახით უცბად გამდიდრება არ ხდება. რადგან ცივილიზებულ, დასავლურ საზოგადოებაში არის კონკურენციული გარემო, სადაც შენ განათლებასა და შრომაზეა დამოკიდებული წარმატება.

კორუფციაში კი არც სხვებზე არ ზრუნავენ, არც გარემოზე და ყველა სიკეთე მხოლოდ პატარა ჯგუფს თავისთვის უნდა, რომ უფრო მეტი „ხიზილალა მიირთვან“, უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე უნახავთ. ოღონდ არ იციან ეს რა არის და საიდან მოდის. ამათ ჰგონიათ, რომ „ხე ისხამს ხიზილალას და შეიძლება მოიხმარონ“, – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

ასეთ გარემოში, ის ხაზს უსვამს საზოგადოების როლს და თითოეული ადამიანის პირად, ინდივიდუალურ ბრძოლას, როგორც საერთო გამარჯვების მიღწევის ფორმულას.

„საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, თვითონვე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აი ამ რეალობაზე, რაც გვაქვს. მათ შორის მეც და ყველა ჩვენგანმა, როგორც ქალბატონმა მზია ამაღლობელმა აიღო ყველას მაგივრად ეს პასუხისმგებლობა, როგორც კიდევ რამდენიმე ადამიანმა, ვინც მსხვერპლია ამ გაუგებრობების და ამ ძალადობრივი მოვლენების.

ოპოზიციურმა პარტიებმა, განსაკუთრებით რეგიონებში, კარგად უნდა აუხსნან მოწყვლად მოსახლეობას ის, რომ ის სოციალური დახმარება, რასაც ეს ხალხი იღებს და ჰგონიათ, რომ ამას დე ფაქტო ხელისუფლება აძლევს, სინამდვილეში მათ ამ დახმარებას აძლევს საქართველოს ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტის თანაბარი მესაკუთრეები არიან ისინიც, სოციალური დახმარების მიმღებები. მიუხედავად იმისა, ისინი ავსებენ თუ არა ამ ბიუჯეტს, ნებისმიერი ადამიანის საკუთრებაა ეს ბიუჯეტი.

სწორედ აი, ამ ელემენტარული რაღაციდან უნდა დავიწყოთ,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

მისი თქმით, ცვლილებები გარდაუვალია, რადგან „არაფერი ისეთი მუდმივი არ არის, როგორც ცვალებადობა“.

„ყველა წავა, მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს, მან არ უნდა ჩაანაცვლოს იგივე კლეპტოკრატიული სისტემა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად გავაზიაროთ და გავზარდოთ ცოდნა, გავაჩინოთ მოლოდინი ერთმანეთის მიმართ, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ პასუხისმგებლები ჩვენს თავებზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე.

არჩევნები კი ყალბდება, მაგრამ თუ ხმას არ ამოიღებს ყველა ერთად ამის წინააღმდეგ, „ძალა ერთობაშია“, უბრალოდ დარჩება წარწერად ჩვენს გერბზე, ტყუილად დახარჯული მელანი იქნება.

მშვიდობიანი პროტესტით, მშვიდობიანი ახსნით უნდა გავაგრძელოთ. მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი არ ნიშნავს მარტო, რომ რაღაცას ვაპროტესტებთ, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანად ავუხსნათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებსაც, ვისაც რაღაც რწმენა აქვს.  ვიღაცას მართლა სჯერა “ქართული ოცნების”, ვიღაცას მართლა სჯერა, რომ ვიღაცები ბავშვის სისხლით იკვებებიან. ეს შეთქმულების თეორიები მე -17, მე -18 საუკუნიდან იწყება.

ესეც უნდა ავუხსნათ ამ ხალხს, უბრალოდ პრაგმატულ ნაწილზე უნდა გადმოვიდეთ და ველაპარაკოთ,“ – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

„კრიზისიდან გამოსვლა არ არის ოცნების ინტერესში“ – ლია მუხაშავრია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს,“ – ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე.

„31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ.

მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა და თავდადება გადაგვარჩენს, გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსვლა საერთოდ არ არის ხელისუფლების ინტერესებში და ვის ინტერესებშიც არის ეს, უნდა გამოვიყენოთ, რაც შეიძლება დროულად,“ – ამბობს ლია მუხაშავრია.

„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოდან ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობს.

  • ქალბატონო ლია, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა გვაშორებს ევროპას – აგვისტოს ბოლოს ევროკავშირმა საქართველოსთან შესაძლოა უვიზო მიმოსვლა გააუქმოს. თქვენი აზრით, კონკრეტულად რას ვკარგავთ ამით? 

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, ის ევროკავშირის ტერიტორიაზე სამოგზაუროდ დადის, საქმიანად, დასასვენებლად, სამკურნალოდ თუ განათლების მისაღებად.

სამწუხაროდ, საზოგადოებას კარგად არ აქვს გაცნობიერებული რა ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ევროპის ეს გადაწყვეტილება. მე პირადად ევროსასამართლოს საქმეებზე ვმუშაობ და თუ დამჭირდება ევროსასამართლოში ჩასვლა ჩემი საქმეების გამო, იძულებული ვიქნები, ევროსასამართლოს ვთხოვო ვიზის გამოგზავნა. რა თქმა უნდა, მე მივიღებ ასეთ მოწვევას, მაგრამ სხვა მოქალაქეებისთვის ეს იქნება რთული.

გარკვეულ წრეებში ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვფიქრობთ, ვმსჯელობთ და მიგვაჩნია, რომ 31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ.

ვისარგებლებ ამ შემთხვევით და გავაჟღერებ: ჩვენ უნდა შევაგროვოთ ხელმოწერები, იმ ადამიანებმა, ვისაც ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანი დანაკარგია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაკარგვა. ამ ხელმოწერებით და კონკრეტული პეტიციით, ჩვენი თხოვნით უნდა მივმართოთ შესაბამის სტრუქტურას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი არ დავკარგოთ.

  • მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი არ იხევს უკან, რის გაკეთება შეგვიძლია ამ პროცესში მოქალაქეებს? 

დიახ.

მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩვენი, როგორც სახელმწიფოს სახელით მოქმედებს ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც არც გვისმენენ, არც ჩვენი ინტერესები არ აინტერესებთ. მათ აქვთ საკუთარი კერძო, ძალიან ვიწრო და ანგარებითი მოტივები.

ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან და დავანახოთ, მათ შორის, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომელზეც დგას საქართველოს მთავრობა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, უშვერი და სრულიად მიუღებელი ლექსიკით გალანძღოს ევროკავშირის წარმომადგენლები, ელჩები და სხვა ოფიციალური პირები.

ამიტომაც არის საჭირო, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ევროკავშირს. პეტიციები დიდი ხანია კარგად გამოგვდის… მინდა, ყველას მოვუწოდო, თუნდაც საკუთარი ტექსტი დაწერონ და ამ ტექსტის ქვემოთ ხელი მოაწერონ. უმჯობესია, გუნდურად გაკეთდეს პეტიცია. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მოაწერს ამას ხელს.

ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს.

  • რა მასშტაბის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე? 

ეს არის აშკარა ნიმუში და მაგალითი, რაც უდავოს ხდის, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა საერთოდ შეიძლება დასამარდეს.

თუ კიდევ ვიღაცას ჰგონია, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს და ეს უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის დაკარგვა დიდი არაფერია, გარწმუნებთ, რომ ამ ნაბიჯს, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალში გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ იმიტომ, რომ ასეთი შეკვეცა უფლებების, რა თქმა უნდა, მიდის იქითკენ, რომ ევროკავშირი უარს ამბობს ჩვენთან, როგორც სახელმწიფოს, მის რიგებში გაწევრიანებაზე.

„ქართული ოცნების“ მთავრობა გვაშორებს ევროპას. უფრო მეტიც: როდესაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგია გაუქმდება, საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს უკვე აღარ ექნება ევროპაში თუნდაც 90 დღით ყოფნის უფლება და მასობრივად მოხდება ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია.

ეს ადამიანები დაკარგავენ შემოსავლის წყაროებს, სამუშაო ადგილებს, თავისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, რომლითაც ისინი საქართველოში თავიანთ ოჯახებს ფინანსურად მხარს უჭერენ და აძლებინებენ. ამიტომაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ის გვეხება თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა დამოკიდებულებისა თუ პოზიციისა.

ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული, ჩვენთვის სრულიად მიუღებელი, სახელისუფლებო წრე, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება დაგვაშოროს ევროპას, რომ ჩვენი ხმა აღარ ისმოდეს არც ევროკავშირში და არც მის სტრუქტურებში.

  • გაქვთ მოლოდინი, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებიც აღარ შეასრულოს საქართველომ, როგორც ეს რუსეთში ხდება? 

არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დროებით, ვიდრე ისინი [„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა] ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ჩვენი თანხმობის გარეშე დაპარპაშებენ და თავს უფლებას აძლევენ ასეთი თავხედობის, მაგრამ ეს დამთავრდება და როგორც კი დამთავრდება, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო სამართალი, საქართველოს კონსტიტუცია და ქართული კანონმდებლობა.

მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ დიდი ხანია უკვე საქართველოს მთავრობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს [ევროინტეგრაციის სავალდებულოობა]. ამას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს. სამწუხაროდ, მექანიზმი, რომელიც ამ დარღვეული კონსტიტუციური უფლების აღდგენის შესაძლებლობას მოგვცემს, აღარ არის ხელმისაწვდომი და არ არის ქმედითი – ვგულისხმობ ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამიტომაც ყველა სხვა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული, რომ თავი დავაღწიოთ ჩვენთვის მიუღებელ კონსტიტუციურ დარღვევას.

  • აუცილებელია, ანტიკონსტიტუციური მთავრობა გადადგეს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს? 

უფრო მეტსაც გეტყვით: ჩვენ უნდა მოვიხმოთ პირდაპირი დემოკრატიის, უშუალო დემოკრატიის მექანიზმი, იმიტომ, რომ როგორც ყველანი დავრწმუნდით, საარჩევნო მექანიზმების გამოყენებით ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენივე მოთხოვნების რეალიზაციას.

შეუძლებელია ამ მოცემულობაში ავირჩიოთ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადეკვატურად გამოხატავენ ჩვენს პოლიტიკურ მოთხოვნებს და ჩვენს პოზიციებს, ხომ?! ამიტომ არსებობს პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის ფორმები, როდესაც ხალხი პირდაპირ აკეთებს თავის არჩევანს, ყოველგვარი საარჩევნო მექანიზმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გამოყენების გარეშე. მოქალაქეების ის რაოდენობა, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოდიან, ამის შესაძლებლობას იძლევა.

  • მაგალითად, დღევანდელ მოცემულობაში რის გაკეთება, რის შეცვლა შეიძლება? 

აგვისტოს დღეები არის შედარებით მდორე და ნაკლებად აქტიური პერიოდი, ვფიქრობ, სექტემბრისთვის თუ ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას და ავუხსნით აი, ამ პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის გამოყენების აზრს, ეს მართლაც შედეგიანი იქნება.

ასეთი პრეცედენტები ევროპაში იყო, მაგრამ არა პირდაპირი დემოკრატიის ფორმით, არამედ სხვა ფორმებით, როდესაც ხელისუფლება კრიზისის პირობებში გადადგება ხოლმე და ადგილს უთმობს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც დროებით მოდის, რომ კრიზისიდან ქვეყანა გამოიყვანოს და მოამზადოს ნამდვილი, დემოკრატიული არჩევნები იმისათვის.

სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს მე პირადად, როგორც იურისტი და როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი, ვერ ვხედავ.

ჩვენ გვაქვს უღრმესი კრიზისი, ტოტალური კრიზისი: საითაც არ გაიხედავ, ყველგან კრიზისული ვითარებაა და ასეთ მდგომარეობაში ხელისუფლება ისე მიერეკება, გეგონება აღფრთოვანებული უნდა ვიყოთ ყველანი – თურმე, ბიზნესი გაიფურჩქნა და აყვავდა ქვეყანაში. ამ დროს ჩვენ ყოველდღე ვაწყდებით და თვალსაჩინოდ ვხედავთ, რომ კრიზისია ყველა სფეროში: ეკონომიკაში, ფინანსებში, პოლიტიკაში, მართლმსაჯულებაში, სოციალურ სფეროში…

მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა და თავდადება გადაგვარჩენს, გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსვლა საერთოდ არ არის ხელისუფლების ინტერესებში და ვის ინტერესებშიც არის ეს, უნდა გამოვიყენოთ, რაც შეიძლება დროულად.

ძალიან ბევრი გონიერი ადამიანი ელოდება შეთავაზებას, თუ რა იქნება არარევოლუციური, არაძალისმიერი, კანონიერი ღონისძიება. თეორიულად ეს ასე წარმომიდგენია – ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით კონკრეტულად და პრაქტიკულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას – ყველაზე მასშტაბურ აქციაზე, რომელსაც შეიძლება არანაკლებ 100 000 ადამიანი ესწრებოდეს, უფლება აქვთ გამოაცხადონ ახალი, დროებითი, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა, გამოაცხადონ, რომ ისინი ამ მთავრობას აძლევენ უფლებამოსილებას, განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები, ხოლო არსებული მთავრობა გამოაცხადონ დაშლილად და არალეგიტიმურად.

ეს ტექნიკური მთავრობა უნდა შეუდგეს მისი მოვალეობების შესრულებას. თუკი ეს მოვლენა ჩატარდება ისე, როგორც უნდა მოხდეს ეს ამბავი და ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცივილიზაციის საუკეთესო წარმომადგენლები – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამაში უცილობლად დაგვიჭერენ მხარს, იმიტომ რომ დღეს არსებული სიტუაცია პოლიტიკის სფეროში აბნევს ჩვენს უცხოელ და სტრატეგიულ პარტნიორებს,

ეს ამოცანა შესრულებადია და დარწმუნებული ვარ, უამრავი ასეთი ადამიანი გვყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – გულანთებული ადამიანები, რომლებიც თანახმა იქნებიან, გამოვიდნენ თავისი პროფესიული საქმიანობის სფეროდან გარკვეული პერიოდით და თავდადებულად ემსახურონ სახელმწიფოს და სამშობლოს იმისათვის, რომ დავძლიოთ როგორმე ეს კრიზისული მდგომარეობა.

დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე

„დამღუპველია“ – უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბრის დროს ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი შალვა შავგულიძე ხშირად ამ სიტყვას ახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაშია.

„მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, არის უბრალოდ ამ ქვეყნის საუკუნოვანი სწრაფვის ღალატი. ეს ღალატია ყველა იმ მსხვერპლისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მომავლისთვის, იმ მომავლისთვის, რომელიც ახლა ხელის გაწვდენაზეა.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს,“ – მიიჩნევს შალვა შავგულიძე.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ ვერ დაგვაშოროს ევროპას, რას ვკარგავთ უვიზო რეჟიმის გაუქმებით? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე შალვა შავგულიძეს ესაუბრა. იგი არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატია, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმის. შალვა შავგულიძე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია.

  • ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რას კარგავს საქართველო, თუ უვიზო მიმოსვლას „ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის გამო გაგვიუქმებენ? 

უვიზო რეჟიმი ნიშნავს იოლ კომუნიკაციას, იოლ მიმოსვლას ევროპასთან. თუ ეს არ გვექნება და შეგვეზღუდება, მოგეხსნებათ, რამდენად რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული ევროპის ქვეყნებში ვიზის აღება. ეს გარკვეულ მატერიალურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.

ეს ნიშნავს დაშორებას დასავლური ცივილიზაციასთან, რაც არის უდიდესი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ კონკრეტულ სიკეთეებზე, რაზეც წვდომა გახდება რთული, ან შეუძლებელი: სამუშაოდ წასვლა ევროპაში, სამედიცინო მომსახურება ევროპული სტანდარტით, რაც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში და ასე შემდეგ. მრავალი სხვა, კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილება მოაკლდება ჩვენს ხალხს.

უმთავრესს გავიმეორებ: ეს არის დაშორება ევროპული, დასავლური ცივილიზაციისგან! ეს არის დამღუპველი.

  • დამღუპველი ახსენეთ – როგორ იცვლება ჩვენი დღევანდელობა „ოცნების“ დამსახურებით?  

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა, სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს და გაკეთოს ყველაფერი დასავლურ სივრცეში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირებისთვის. ამ ხელისუფლებამ კი, პირიქით – ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ ჩვენ დავშორებულიყავით და დავშორდეთ ევროპას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს.

კონსტიტუციაში წერია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო ევროკავშირთან და ნატოსთან, დასავლურ ცივილიზაციასთან სრულფასოვანი ინტეგრირებისთვისო და შენ საერთოდ ისე იქცევი, რომ ევროპა იძულებული ხდება, უარი თქვას და გაგიუქმოს ეს პრივილეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებ, რადგან ჩვენი ქვეყნის კეთილი მომავალი მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირებით არის შესაძლებელი.

როდესაც შენ ამას სპობ და რატომ სპობ? რის გამო აკეთებ ამას? – პირადი კეთილდღეობისთვის! პირადი ვალდებულებები აქვს ბიძინა ივანიშვილს რუსეთის წინაშე და იძულებულია, მოემსახუროს ამ ვალდებულებებს. პირადი ვალდებულება აქვთ მთავრობის წევრებს ბიძინა ივანიშვილთან – დაწყებული პრემიერი კობახიძიდან, დამთავრებული რიგით მინისტრით, თუ მათი მოადგილეებით, რომლებიც მხარს უჭერენ პრორუსულ პოლიტიკას.

იგივე პარლამენტის წევრები პირადი ხეირის გამო ღუპავენ დღეს ქვეყნის იმ მომავალს, რომლისკენაც საუკუნეების მანძილზე მიისწრაფოდა ქრისტიანული საქართველო? მენტალურად ჩვენ დასავლური, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ვიყავით და ეს მენტალობა გვქონდა.

დასავლეთი არის ქრისტიანულ სამყაროსთან ინტეგრირება, დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრირება. ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა და ამას შესწირეს თავი თაობებმა ომებით და ბრძოლებით, რადგან აქ ხედავდა ჩვენი გენეტიკური კოდი – დასავლურ, ქრისტიანულ ცივილიზაციაში ინტეგრირებით ხედავდა თავის გადარჩენას და თავის მომავალს.

ახლა ამის ღალატი, ეს ქვეყნის ღალატია.

  • რა შემთხვევაში უშვებთ, რომ „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოს, რაც არის საჭირო უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად?  

არავითარი ასეთი მოლოდინი არ მაქვს.

მარტივად დგას საკითხი: ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი ვალდებულება რუსეთის წინაშე და ის იძულებულია, მოემსახუროს ამ ვალდებულებას, მას აქვს თავისი დღის წესრიგი: როგორმე უნდა მოახერხოს და ეს ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს, რომ დაუტოვონ ის ფული, რაც რუსეთში აშოვნინეს.

ამ მთავრობის წევრებს, „ოცნების“ წარმომადგენლებს, აქვთ თავიანთი ვალდებულებები ივანიშვილის წინაშე და არავითარ ვალდებულებას არ გრძნობენ ხალხის წინაშე – ამას არც ფიქრობენ. იციან, რომ თუ მოემსახურებიან ივანიშვილის ინტერესებს, დარჩებათ და კიდევ გაზრდიან მატერიალურ სიკეთეს, რომელიც სწორედ სამშობლოს ღალატში იშოვეს. თუ არ მოემსახურებიან, პიროვნულად დიდს არაფერს არცერთი არ წარმოადგენს, რომ თავისით შეძლონ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება.

ეს ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის ყიდიან ქვეყნის ინტერესებს. ეს არ არის რაღაც კონკრეტული, ერთი ინტერესი – ეს არის ამ ხალხის და ამ სახელმწიფოს საუკუნოვანი სწრაფვა: ბოლოს და ბოლოს გავხდეთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი!

ადრე სხვა განზომილება იყო დროის და სივრცის: მუსლიმური იმპერიები გვქონდა, ერთის მხრივ, ოსმალეთის და სპარსეთის სახით, მეორეს მხრივ, რუსეთი, რომელსაც თანამშრომლობა შევთავაზეთ და მუხანათურად გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა. რუსეთი ყველაზე დიდი დამპყრობლად თვითონ გადაგვექცა. ადრე ვერ აუდიოდი იქიდან რუსეთს, აქედან – სპარსეთს და ოსმალეთს. გეოგრაფიულად დრო და სივრცით ვიყავით შემოსაზღვრული და ვერ აუვლიდი ამას ადვილად გვერდს. ამიტომაც იყო, რომ სულხან-საბას და ჩვენი სხვა მოღვაწეების მცდელობა – დასავლეთისკენ მეტი ინტეგრირებისა – ვერ აღწევდა წარმატებას, მაგრამ ასე აღარ არის დღეს.

დღეს შეცვლილია დრო: ერთ მანძილზეა ნიუ-იორკი, გორი და ნოვგოროდი, შეიცვალა დროის და სივრცის განზომილება და ეს მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა. ამიტომაც ხდება დღეს მსოფლიოს გეოპოლიტიკის რაღაცნაირი გადალაგება – მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, არის უბრალოდ ამ ქვეყნის საუკუნოვანი სწრაფვის ღალატი. ეს ღალატია ყველა იმ მსხვერპლის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მომავლისთვის, იმ მომავლისთვის, რომელიც ახლა ხელის გაწვდენაზეა.

რუსეთმა მოახერხა და აქ პრორუსული მთავრობის ხელისუფლებაში მოყვანით შეძლო, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ეს მისწრაფება – დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციისკენ. ვიმეორებ, ეს არის ქრისტიანული ცივილიზაცია, ეს არის ლიბერალური-დემოკრატია, სადაც ადამიანია პრიორიტეტი და არა რაღაც მოგონილი ღირებულებები. სწორედ ეს არის ქრისტიანობის ქვაკუთხედი: ერთ ადამიანს აქვს თავისი გზა ღმერთთან – ეს არის ქრისტიანობა!

  • რის გაკეთებაა საჭირო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპას ვერ დაგვაშოროს? 

წინააღმდეგობა საჭიროა, სწორი და გონივრული, თანმიმდევრული ბრძოლა, რომ ეს ეტაპი გავიაროთ და მოვერიოთ ამ პრორუსულ შემოტევას.

მოქალაქეებს რაც შეუძლიათ, აკეთებენ – ვხედავთ ხანგრძლივ წინააღმდეგობას, მაგრამ მარტო ეს არაა საკმარისი. საჭიროა პოლიტიკური სპექტრის უფრო გონივრული და მიზანდასახული, სწორი მოქმედება.

უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაუღალავად იბრძვის და ამ პროტესტს თითქმის ერთი წელია გამოხატავს.

“Russia’s Pressure on Georgia” — Breaking Down Kobakhidze’s Statement on the Origin of the August 2008 War

“A statement that the war was started by Georgia — no matter how bad a ruler Georgia had at the time, that ruler still represented Georgia — directly harms Georgia’s territorial integrity and the hope that one day it might be restored. This is a betrayal of the country’s interests, regardless of the fact that Irakli Kobakhidze is an illegitimate prime minister,” says analyst Kakha Gogolashvili.

According to the analyst, Kobakhidze’s statement about the August 2008 War will be used not only by Russia but could also influence the international community’s attitude toward Georgia.

In Gogolashvili’s view, Kobakhidze’s statement is a preparation of Georgian society for what Russia is demanding from its ally — Georgia’s illegitimate government: recognition of the independence of the Russian-occupied territories.

“Such a statement is made because Russia’s pressure on Georgia is strong — to sign a non-aggression pact with the occupied South Ossetia and Abkhazia. This practically means recognizing their independence. In order for this to be somehow justified in the eyes of the public later, Kobakhidze has launched this campaign, saying: ‘Look, we are the guilty ones,’” says Gogolashvili.

Batumelebi interviewed Kakha Gogolashvili, Director of the European Studies Center at the Georgian Foundation for Strategic and International Studies (Rondeli Foundation).

Kakha Gogolashvili

– Mr. Kakha, according to the prime minister of the “Georgian Dream’s” illegitimate government, in 2008 the war was started not by Russia but by the “Saakashvili;s bloody regime” at the instruction of the ‘deep state’. What does this statement mean to you?

– This statement contains many things. The first is betrayal of the country’s interests — regardless of the fact that Irakli Kobakhidze is an illegitimate prime minister. This statement is of great importance, first of all for the Russian audience and the Russian government, which will, of course, use it.

The second point: the claim that Mikheil Saakashvili started the war. Saakashvili did not invade Russia and did not start a war. You can accuse Saakashvili of escalating a conflict on his own country’s territory in a separatist enclave and raise the issue of whether he could have prevented this escalation. But under no circumstances can you accuse him of starting a war.

It is absolute nonsense to blame Saakashvili for starting the war: war means fighting another country, and in this case, another country invaded us — we did not attack another country.

The claim, repeated by Zakharova, that “our peacekeepers were attacked,” has never been proven. The Tagliavini Commission report explicitly states that Russia failed to present evidence that Georgian soldiers had killed Russian soldiers.

– The International Criminal Court in The Hague and the European Court of Human Rights have also ruled out Georgian responsibility for the August 2008 War.

– Yes, that is absolutely the case.

The third element in Kobakhidze’s absurd statement is dragging in the “deep state.” Of course, it is unclear what “Georgian Dream” means by this — whether they mean the then-U.S. government, or the U.S. administration, such as the intelligence services, or other agencies possibly acting without the central government — but in any case, this is a completely vague statement, made without evidence.

– You mentioned betrayal of the country’s interests. Do you believe Kobakhidze blames Georgia for starting the August 2008 War because he is carrying out the Kremlin’s orders? Kobakhidze did not mention Russia at all when talking about the war.

– When we talk about patriotism, betrayal of the country has several dimensions. First of all, it concerns the country’s territorial integrity.

A statement that the war was started by Georgia — no matter how bad a ruler Georgia had at the time, that ruler still represented Georgia — directly harms Georgia’s territorial integrity and the hope that one day it might be restored.

Kobakhidze’s statement also gives the international community a pretext to create divisions over supporting Georgia’s territorial integrity. This annihilates the possibility that Georgia could one day restore it by military force, because if Georgia is seen as responsible for provoking the conflict, it will no longer have support.

For example, when Azerbaijan restored its territorial integrity by military means, it had a fully legitimate right to do so, because it had not violated any international law concerning anyone in relation to Karabakh.

Thus, when Azerbaijan started armed conflict in Karabakh, the international community could say nothing significant and did not assist Armenia — everyone believed and knew that Azerbaijan had the legitimate right to reclaim its territories by force.

If Georgia is considered to have violated international law and caused war and destruction, then we know other examples — for instance, Kosovo, whose independence was recognized by much of the international community, including the civilized world, not just “savage” countries like Russia.

In the Israel–Gaza conflict, some accuse Israel of escalation and of violating humanitarian law, and thus actively support Palestinian independence.

Statements like Kobakhidze’s contribute to the loss of the country’s territorial integrity and minimize the chances of restoring it. A country must have the ability — and the enemy must know — that even if not now, it might one day try to restore its territorial integrity by military means. The enemy must know this, so they agree to negotiations.

Therefore, the consequences of this statement will be devastating for us: Zakharova has said that a non-aggression pact should be signed with South Ossetia and Abkhazia, followed by border delimitation.

This would deprive Georgia of any right to exert pressure — even the threat of military force. It means that Abkhazia and South Ossetia would never come to the negotiating table.

– The international community knows that Kobakhidze is an illegitimate prime minister. We understand the diplomatic and political harm — could there also be legal consequences?

– The international community is not monolithic: perhaps the United States will not act on it, but the political movements around someone like Trump are harder to predict — it’s not impossible that a future Trump-like administration might use this statement. So what if an illegitimate government makes such claims? In international relations, it is often not the sense of justice or humanitarian considerations that prevail, but interests. Later, statements like Kobakhidze’s are used to justify decisions.

First and foremost, Russia will use it — and other undemocratic countries like Russia.

In my opinion, such a statement today is more about the strong Russian pressure on Georgia to sign a non-aggression pact with occupied South Ossetia and Abkhazia, which would practically mean recognizing their independence. And for this to be somehow justified to the public later, Kobakhidze has started this campaign of “we are the guilty ones.”

– Does this explain why, in 2018, Kobakhidze said something different about who started the war — that it was Russia? “In 2008, of course, the aggressor that started the war was the Russian Federation…” he said seven years ago.

– Words lost their meaning a long time ago, especially in “Georgian Dream’s” rhetoric. We have often heard what Ivanishvili once said, and then how he changed it: he claimed he was building democracy but built authoritarianism instead. Words no longer matter — we have entered a stage where power, not words, decides.

– How decisive could the current developments in the South Caucasus be for defeating Russia? Besides Armenia and Azerbaijan moving away from the Russian orbit, yesterday the leaders of these countries met with the U.S. president.

– This process means that Russia will intensify its pressure on Georgia’s government, because Georgia remains the only place where Russia still has a chance to maintain a firm foothold in the Caucasus.

Russia’s grip here is not yet completely secure, as the vast majority of the population opposes it, but if the government manages to coerce the population, Russia will feel rehabilitated despite losing Armenia and Azerbaijan. Russia believes it will be able to fully pursue its strategic interests in the Caucasus through Georgia.

– Will Russia succeed, if the South Caucasus — and thus Georgia — appears on the U.S. agenda?

– In the cases of Armenia and Azerbaijan, the U.S. has specific, localized interests related to Iran: securing the Zangezur Corridor against possible Iranian aggression and creating leverage over Iran. U.S. presence along the corridor is also a means of influencing Turkey and Azerbaijan — the U.S. acts as a guarantor and facilitator between the Turkic world and Armenia.

For Armenia, this is an opportunity for strong access to Central Asia and the Turkic-speaking world — a vital interest for Armenia.

Turkey, too, will defend Armenia — Armenia will never again fall under Russian influence if it establishes good relations with Turkey and Azerbaijan. It will be in Turkey’s vital interest to protect Armenia from Russia.

Georgia, in this context, will be in a rather vulnerable position — Georgia will no longer be as important. The U.S. may no longer care about Abkhazia and South Ossetia if the Zangezur Corridor is secured. Whether Georgia falls under Russian or Turkish influence may no longer matter to them.

The only possible exception is that Turkey might set certain conditions for Russia regarding Adjara: not to restrict Turkish investments or trade between Turkey and Georgia. In other respects, even if Russia stationed military forces throughout Georgia, this might not pose a significant problem for Turkey.

„ბათუმში 38 ბაღიდან 12 ახალ სასწავლო წელს ვერ შეხვდება ნორმალურ მდგომარეობაში“ – „ლელო“

„ახლა ვიმყოფებით ქალაქ ბათუმის 34-ე ბაღთან, რომელიც 2018 წელს დიდი ზარზეიმით გაიხსნა. მასში მილიონობით ლარი გაიხარჯა და დღეს ეს ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საბავშვო ბაღებიც კი ჩვენი ხელისუფლებისთვის გახდა კორუფციის წყარო,“ – პარტია „ლელო“ ბათუმში არსებულ საბავშვო ბაღების პრობლემაზე საუბრობს.

დღეს, 12 აგვისტოს, „ლელოს“ წევრებმა თამარის დასახლებაში მდებარე 34-ე საბავშვო ბაღთან ბრიფინგი გამართეს.

ბათუმის 34-ე საბავშო ბაღი მიმდინარე წლის აპრილში დაიხურა. ადმინისტრაციამ მშობლებს დახურვის მიზეზად, შენობაში გაჩენილი ბზარები დაუსახელა.

ბაღი ახლადაშენებულია. შესყიდვების პორტალის მიხედვით ბათუმის მერიამ ტენდერი 34-ე საბავშვო ბაღის აშენებაზე 2017 წელს გამოაცხადა. მის ასაშენებლად კი, 1 მილიონ 574 ათასი ლარი დაიხარჯა. დამატებითი თანხები დაიხარჯა ასევე შენობის რემონტსა და ინვენტარით აღჭურვაზე.

„ქალაქში, სადაც მუნიციპალური ბაღები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ქალაქში, სადაც ყოველწლიურად ათასობით ბავშვი რჩება მუნიციპალური ბაღების გარეშე, 38 ბაღიდან 12 ახალ სასწავლო წელს ვერ შეხვდება ნორმალურ მდგომარეობაში, ვერ შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს [საბავშო ბაღები] არ არის მთავარი პრიორიტეტი,“ – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ლელოს“ წევრმა ვაჟა დარჩიამ.

ვაჟა დარჩიას თქმით, დღეს ბაღის ასაკის მქონე ბავშვების მშობლებისთვის, შვილების სახელმწიფო ბაღში დარეგისტრიტება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა.

„დარეგისტრირებაც კი იქცა კორუფციის წყაროდ, მშენებლობებიც იქცა კორუფციის წყაროდ. მაშინ როცა ჩვენს ქალაქში ათასობით ადამიანი ცხოვრობს საბჭოთა სახლებში, წარმოუდგენელია 7 წლის წინ აშენებული ბაღი დაიხუროს იმ მიზეზით, რომ მას ჰქონდეს ავარიულის სტატუსი. მაშინ როცა მასში დაახლოებით 4 მილიონ ლარამდეა დახარჯული.

ამიტომ ეს მიუთითებს ერთ რამეზე, იმაზე რომ ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, ბავშვების ნორმალურ პირობებში ჩაყენება. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა არის რაღაცნაირად კორუფციული ინტერესები გამოკვეთონ და არა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინტერესები,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.

რამდენი ბაღია ბათუმში მზად სექტემბერში ბავშვების მისაღებად და რამდენია ავარიულ მდგომარეობაში ან რემონტს საჭიროებს – ამ კითხვით მივმართეთ ბათუმის ბაღების გაერთიანებას.

პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.

 

Veteran of 2008 Russo-Georgian War and Prisoner of Conscience Jailed for Two Years in War Anniversary Week

Veteran soldier and prisoner of conscience Anatoli Gigauri has been sentenced to two years in prison. The verdict was delivered by Judge Jvebe Nachkebia.

The judge altered the charges against Gigauri in the same way as in the case of conscience prisoner and journalist Mzia Amaglobeli, who was also sentenced to two years in prison.

Initially, Gigauri had been charged under Article 353¹ of Georgia’s Criminal Code – Attacking a police officer, an employee of the Special Penitentiary Service, or another representative of authority or a public institution – a crime punishable by four to seven years in prison. However, her final sentence was delivered under Part One of Article 353 – Resistance, threat, or violence against a protector of public order or other representative of the authorities – a lesser offense punishable by a fine, up to two years of house arrest, or two to six years’ imprisonment.

“Whatever verdict is delivered, we will face it with pride, with applause, and we will not allow evil to triumph over good,” Gigauri told his family members and supporters in the courtroom before the hearing began.

On the day of the verdict, he wore a T-shirt with a map of Georgia printed on it.

When Judge Nachkebia granted him the right to make his final statement, Gigauri briefly summarized the testimony of the witnesses brought forward by prosecutor Tamar Iakobidze.

“I want to use my final statement to draw attention to the kind of people the prosecutor brought as witnesses.

Let’s start with the first police officer – I asked him, in your presence, when my rights were being violated and I was asking for help, what were you doing? The man told me, ‘That’s not my business.’ So apparently, when human rights are violated, it’s not a police matter, but rather something for ‘other bodies’ to investigate – namely, crimes committed by police officers. That’s one.

The second police officer was made to say, here in front of you, that he had no physical contact with me – which doesn’t match the video evidence. He lied. Then a third officer was brought, who said the same – that he hadn’t touched me. Again, he lied – right in front of you and the video footage. Such people cannot be trusted.

Then came the investigator. He told you that Gigauri exercised his right to remain silent, and then, somehow five minutes later, claimed that I told him exactly how I was injured, what injuries I sustained, and how it happened – as it turns out he knew everything.

Another investigator was brought in, who proudly spoke here about carrying out some investigative actions – yet somehow missed the footage clearly showing a police officer striking me. This is our prosecution.

Then they brought the so-called ‘victim.’ Not a victim – an aggressor, a torturer. The man who tortured me, who struck me in the head with his fists while I was handcuffed, causing a concussion. And you tell me he’s the victim?

And after all this, we are expected to speak of justice? To say the word ‘justice’ and declare that he is the victim? I was attacked once, attacked again, third time, I was tortured – and have been held in prison for nine months – and now you want to talk to me about justice? Where is justice? Let’s see what kind of justice you deliver,” With these words, Anatoli Gigauri addressed Judge Nachkebia.

Anatoli Gigauri was arrested on November 25, 2024, while walking home from a protest rally.

In this case, the state prosecution is represented by prosecutor Tamar Iakobidze. The original charge carried a prison sentence of four to seven years. After reclassification, Judge Nachkebia imposed the harshest possible penalty — imprisonment — although the article also allows for a fine or house arrest.

The defense maintains that Gigauri’s intent was not to injure the police officer, and that he acted solely within the limits of necessary self-defense. Therefore, they argue, he should have been fully acquitted.

Gigauri acknowledges that he pushed police officer Vakhtang Gabunia but insists it was an act of self-defense. Video footage reviewed by the court shows that at the protest rally, Gabunia was the one who first punched Gigauri. According to Gigauri, the officer also insulted him at the moment of striking. Gigauri claims that Gabunia attempted to punch him a second time, prompting him to swing his arm in defense — a movement that touched the officer on the jacket, near the neck area.

Furthermore, Gigauri alleges that Gabunia assaulted him not only during the rally but also after his arrest, inside the police station. He says he was beaten at the moment of detention as well. According to his account, before taking him into the station, officers tried to stop his bleeding because they did not want to bring him inside covered in blood. Upon arriving at the station yard, they turned back, took him to a nearby pharmacy, purchased first-aid supplies, stopped the bleeding, and only then brought him back to the station.

The Prosecutor’s Office is investigating the allegations of police violence against Gigauri. However, no charges have yet been brought against any of the officers. 


What is Happening in Georgia

In late fall 2024 and the beginning of winter, massive daily protests erupted across Georgia. The demonstrations were sparked by the ruling Georgian Dream party’s November 28 announcement to “postpone” the country’s EU integration bid until the end of 2028.

By that time, the ruling party had already been accused of massive electoral fraud during the October 26, 2024 parliamentary elections and of unconstitutionally forming a parliament boycotted by all opposition parties. The one-party parliament then proceeded to elect the government and appoint the president — all widely regarded as Georgian Dream-appointed, underscoring their perceived illegitimacy.

The protests, often referred to as the “Georgia Protests,” were met with violent crackdowns. Numerous journalists and citizens sustained physical injuries, and hundreds reported inhumane treatment at the hands of police and in detention, including cases amounting to torture. Journalists were attacked by uniformed, unidentified law enforcement officers during live broadcasts — none of which have been investigated.

Amidst police impunity and tightening repressive legislation, over 60 people have been jailed on criminal charges widely viewed as trumped-up and politically motivated attempts to silence dissent.

Since the late spring of 2025, eight opposition leaders were jailed for refusing to participate in a parliamentary commission purportedly formed to investigate crimes committed by the previous government, which left office in 2012. This commission has been widely criticized as a tool aimed at banning opposition parties. Notably, most opposition leaders summoned had never held high-ranking positions during the previous government’s rule, reinforcing suspicions that the commission’s true goal is to suppress the current opposition rather than investigate past crimes.

One of the main opposition figures, Giorgi Gakharia — who previously served as Interior Minister and Prime Minister under Georgian Dream — has been abroad “on an international business trip” since June, 2025. Meanwhile, an investigation is underway into his role in opening a checkpoint during his tenure as Interior Minister. The investigation involves criminal charges including sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, aiding hostile activities on behalf of a foreign organization or one under foreign control, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and national security.

These are serious charges that carry potential prison sentences ranging from 7 to 15 years.

As trials of prisoners of conscience arrested during the pro-European protests continue, by August 12, eight individuals have been convicted and sentenced to imprisonment — all of whom pleaded not guilty. Among them is Mzia Amaglobeli, sentenced to two years in prison, making her the first female journalist to become a prisoner of conscience since Georgia regained its independence from the Soviet Union in 1991.

Two defendants pleaded guilty and sought plea deals but were nonetheless convicted and sentenced to prison without leniency. Only one defendant was acquitted and released in the courtroom.

 

დუგინი ალიევსა და ფაშინიანზე: „თვალსაჩინოდ უნდა დაისაჯონ, ყველაფერი დავკარგეთ“

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, კრემლის წამყვანი პროპაგანდისტების მსგავსად აღშფოთებულია ტრამპის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გამო.

პროპაგანდისტული მედია „ცარგრადი“, რუბრიკაში „დუგინის დირექტივა“ ციტირებს პროპაგანდისტს: „ამ შეთანხმების ვაშინგტონში დადება ჩვენი უმნიშვნელობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ არაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი“.

„ჩვენ არ გვინდა სისხლი, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა. როცა ვხედავთ, რომ ადამიანები დაუსჯელი რჩებიან სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პოლიტიკის სრული კრახის გამო, ეს დამამცირებელია.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ვაშინგტონში დადება – სამხრეთ კავკასიაში რუსული პოლიტიკის ღრმა დამცირება და კრახია. რუსეთმა დაკარგა კონტროლი რეგიონზე და ამაზე პასუხისმგებელნი დაუსჯელები რჩებიან. დადგა დრო, რომ ვაღიაროთ შეცდომები და მოვითხოვოთ სამართლიანობა დიდი სახელმწიფოს სტატუსის აღსადგენად“, – ამბობს ის.

„როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები სრულიად დაუსჯელი რჩებიან სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პოლიტიკის წარუმატებლობის გამო, ეს დამამცირებელია. ამ შეთანხმების დადება ვაშინგტონში ჩვენი უმნიშვნელობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ არაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი. ასეთ ვითარებაში ვინ გაგვიწევს ანგარიშს უფრო მაღალ დონეზე? ეს ტკივილი, ეს შეურაცხყოფა, ეს სილა ზუსტად ასე უნდა აღიქვათ – როგორც სილა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ რუს ადამიანს. აზრი არ აქვს იმის თქმას: „რა ცუდები არიან! თითქოს გეუბნებოდით, რომ ფაშინიანი სოროსის ლეკვია, ალიევი კი ნაძირალა, რომელიც ერდოღანისთვის მუშაობს და ჩვენს მეგობრობას ღალატობს“.

პროპაგანდისტი ამბობს, რომ ევრაზიული ინტეგრაცია სრულად ჩავარდნილია. ის საკუთარ ტელეგრამ არხზე ასევე წერს:

„პრეზიდენტისგან იყო დირექტივა, რომ ევრაზიულ ინტეგრაციაზე გვემუშავა. ევრაზიულმა მოძრაობამ და სხვა რამდენიმე გულმხურვალე ევრაზიელმა 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე შემოგვთავაზეს მასში სრულად ჩართვა.

გვთხოვეს, არ ინერვიულოთო, ამბობდნენ, ყველაფერი კონტროლდებაო. 25 წელი გავიდა. ევრაზიული ინტეგრაცია სრულიად ჩავარდნილია: ერევანი, ბაქო, ასტანა, კიშინიოვი, ტაშკენტი, დუშანბე, ბიშკეკი – ყველაფერი დავკარგეთ. თბილისსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. და ყველა ჩვენი გეგმა, რომელიც არესტოვიჩის და სხვების მოყვანით კიევთან კონფლიქტის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად, რაღაც საოცრად ცინიკური ღიმილით აღიქმებოდა.

ეს რა იყო? ევრაზიული ინტეგრაცია დაევალა მათ, ვისაც ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და ატლანტიზმზე და დასავლეთზე იყო ორიენტირებული. შედეგი აშკარაა. 25 წელი გავიდა და ახლა არის ევრაზიული პოლიტიკის სრული კოლაფსი.

ისევ არ მოხდება დასკვნების გამოტანა და ყველა დაწინაურდება. რა საშინელებაა ეს?“ – წერს ის.

დუგინი ალიევისა და ფაშინიანის სამაგალითო დასჯას მოითხოვს:

„რაც მოხდა ალიევსა და ფაშინიანთან – ჩვენი დამცირებაა. ჩვენ წავაგეთ. საჭიროა თვალსაჩინოდ დაისაჯოს ის, ვინც ჩვენი საგარეო პოლიტიკა ასეთ შედეგამდე მიიყვანა.

ჩვენ გვჭირდება თვალსაჩინო დასჯა იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენი ქვეყანა ასეთ შედეგამდე მიიყვანა ჩვენს ახლო საზღვარგარეთის საგარეო პოლიტიკაში.

დროა ეს დავასრულოთ. ან ვართ იმპერია, სუვერენული სახელმწიფო-ცივილიზაცია, ან ვიმსახურებთ ყველაფერს, რაც ვაშინგტონში ვნახეთ, როდესაც ჩვენმა ორმა „მოკავშირემ“ ჩვენი მტრის ჩექმები გაილოკა…“

___

ამავე თემაზე:

სომხეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ „მკაფიო ნაბიჯების გადადგმაზე“ ლაპარაკობს კრემლის პროპაგანდისტი სერგეი მიხეევიც.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 065 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 11 098 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 119 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 31 406 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 464 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 205 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 50 753 ერთეული [+107]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 556 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 58 219 ერთეული [+106]
  • სპეცტექნიკა – 3 937 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 76 676 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 546 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 585 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 426 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 561 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში მშვიდობის გზა კიევის გარეშე ვერ გადაწყდება – ევროპელი ლიდერები

გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა დაამარცხებს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის მათრახსა და თაფლაკვერს იყენებს – ინტერვიუ

სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთი რამდენიმე საერთო წესით ცდილობდა ამ დრომდე კონტროლის შენარჩუნებას: მაგალითად, სომხეთს და საქართველოს ეუბნება, რომ ევროპა გარყვნილია, იდენტობას დაგაკარგვინებთ, აზერბაიჯანელებს კი, გაყალბებული სტატისტიკით აფრთხობს: რუსეთში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს!

ხომ არ გეცნობათ იგივე გზავნილი საქართველოში? – რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ამ დროს რეალური მონაცემები არავის დაუთვლია.

„მათრახი და თაფლაკვერი“ – ისტორიკოს ბექა კობახიძის დაკვირვებით, რუსეთი ყველაზე აქტიურად ამ პრინციპს იყენებს სამხრეთ კავკასიაში.

„…მაგალითად, რუსეთმა 2020 წელს გამოიყენა მათრახი სომხეთის წინააღმდეგ, ხოლო თაფლაკვერი – ალიევთან მიმართებით, შემდეგ უკვე აერია, რადგან რესურსი აღარ ეყო,“ – ამბობს ისტორიკოსი და ყურადღებას ამახვილებს, „ოცნებაც“ უნდა ელოდოს რუსეთისგან მათრახს, პუტინის ვასალობის მიუხედავადო.

„თამამად შეიძლება ვთქვა, როგორც ისტორიკოსმა, რომ 1918-21 წლებში სამხრეთ კავკასიის ერთიანობა რომ ყოფილიყო, 1920 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანში, 1921 წელს კი, საქართველოს ოკუპაცია ვერ მოხდებოდა. რუსეთმა მაშინ სწორედ ამით ისარგებლა – ჩვენ ერთიანი არ ვიყავით,“ – მიიჩნევს ბექა კობახიძე.

რა წესებით მოქმედებს რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და რა ამარცხებს მას?  – „ბათუმელებმა“ ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ბექა, თქვენი დაკვირვებით, ისტორიულად და ახლა რა მექანიზმებს იყენებს რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გავლენის შესანარჩუნებლად? ჩანს, რომ ბევრი მსგავსებაა: რუსეთს არ აწყობს კონფლიქტების დასრულება და აშინებს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, მაგალითად, ფაშინიანი; რუსეთი სომხეთსა და საქართველოში იმეორებს ერთი და იგივე ანტიდასავლურს გზავნილებს, რომ ევროპა გარყვნილია, იდენტობას დავკარგავთ…

სომხეთსა და აზერბაიჯანში ამ დრომდე რუსეთი მთლიანად ეყრდნობოდა ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ კონფლიქტს. წლებია გვახსოვს, როცა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ჩადიოდნენ რუსეთში – ძალიან არასასიამოვნო სცენა იყო, როცა პუტინი იდგა შუაში და გვერდით ედგა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, მაგრამ ამით არაფერი არ მოგვარდა. არ მოგვარდა კონფლიქტი იმიტომ, რომ რუსეთის ინტერესი არ ყოფილა ეს.

2020 და განსაკუთრებით 2023 წლის მოვლენების შემდეგ, რუსეთმა დაკარგა კონტროლის მექანიზმები, მას შეზღუდული აქვს უკვე ზემოქმედების რესურსი სომხეთსა და აზერბაიჯანში – არცერთ ქვეყანას არ სჭირდება რუსეთი. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული აზერბაიჯანს ისედაც ჰქონდა ანტირუსული, ეროვნული მეხსიერება. ყარაბაღის საკითხმა ეს მეხსიერება გააჩინა და გააძლიერა სომხეთშიც. ვხედავთ კონტურებს, რომ მათ არ უნდათ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში.

2020 წელს რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ყარაბაღის წაგებული ომის შემდეგ ფაშინიანს შეცვლიდა სომხეთის განაწყენებული მოსახლეობა, მაგრამ ფაშინიანმა არჩევნები მოიგო – ფაშინიანის ოპონენტები, პრორუსი ქოჩარიანის დაჯგუფება, საოცრად დისკრედიტებულია და ასოცირდება არა ყარაბაღთან, არამედ კორუფციასა და სომხეთის გაღარიბებასთან, უპერსპექტივობასთან…

  • ამჯერად რუსეთი სომხეთში 2026 წლის არჩევნებისთვის ემზადება, რომ ფაშინიანი ჩამოიცილოს. არ აქვს შანსი? 

დიახ, რუსული პროპაგანდა სრული დატვირთვით არის ჩართული, მაგრამ ვხედავთ, რომ დაპირისპირება სომხეთის პრორუსულ ფლანგსა და ფაშინიანს შორის, ფაშინიანის უპირატესობით მიმდინარეობს. სომხეთში პრორუსული ფლანგიდან ბოლო კარტიც გადმოაგდეს, რომ აი, თითქოს ფაშინიანი ეკლესიასაც უტევს. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ 2024 წელს, როცა საქართველოში რუსული კანონი შემოაბრუნეს.

ბექა კობახიძე

ფაშინიანი გადასულია შეტევაზე… რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ ჩააჭიროს და გამოიყენოს სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდი, რადგან სამხედრო მეთოდის გააქტიურების საშუალება სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსეთს ამ ეტაპზე არ აქვს.

სომხეთს აქვს უპირატესობა – მას უშუალო საზღვარი არ აქვს რუსეთთან, აზერბაიჯანს აქვს, მაგრამ 2020, ასევე 2023 წლის მოვლენების დროს დამტკიცდა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არაა იოლი საკბილო. აზერბაიჯანი გეგმავს ასევე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ბაზა ააშენოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ამ მოცემულობაში რუსეთს არ აქვს რესურსი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდეს და იქიდან გადავიდეს სომხეთში. საეჭვოა უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგაც რუსეთს გაუჩნდეს სამხედრო მეთოდების გამოყენების საშუალება .

საინტერესოა ირანის პოზიციაც: აიათოლა ხამენეის მრჩეველმა თქვა, რუსეთის, ან რუსეთის გარეშე დავბლოკავთ ზანგეზურის დერეფანსო. ირანს უშუალო სახმელეთო საზღვარი აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე უშუალოდ ზანგეზურის კორიდორთან. გასათვალისწინებელია, რომ ირანის ძალა ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი – 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ასეთი სუსტი ირანი არასდროს ყოფილა.

მნიშვნელოვანია, რეალურად აშშ რა ძალით ჩაერთვება ზანგეზურის კორიდორის ინფრასტრუქტურის შექმნაში: ერთია დეკლარაცია და მეორე – მისი განხორციელება. ასევე, სომხეთს და აზერბაიჯანს რამდენად ეყოფათ ნება, ბოლომდე მიიყვანონ შეთანხმება.

ბევრი მსგავსი შემთხვევა გვინახავს, როცა ლამაზი სიტყვებით შედგენილ ხელშეკრულებას ხელს აწერენ, მაგრამ საქმე არ მიდის ბოლომდე. მაგალითად, ამერიკელების და ბრიტანელების შუამავლობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა 1919 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი ფაქტობრივად აუქმებდნენ საბაჟოებს საზღვარზე – საქონლის უბაჟო მიმოსვლა უნდა ყოფილიყო, ასევე გამორიცხავდნენ ტერიტორიული დავების ძალისმიერ გადაწყვეტას, პირობას დებდნენ დავის მოლაპარაკებებით და არბიტრაჟით გადაწყვეტას, თუმცა ეს ხელშეკრულება არ შესრულდა: მალე ყარაბაღში მოხდა სომხური აჯანყება, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან მოჰყვა პასუხი და ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები შეიყარა ყარაბაღის ფრონტზე.

ამ დროს ბაქო დარჩა უკონტროლოდ და დაცარიელებულ ბაქოში ბოლშევიკები ჯერ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ, შემდეგ კი, ტყვიის გაუსროლელად იქ ორჯონიკიძეს შეჰყავს მე-11 არმია…

ამჯერად ასეთ დრამატულ მოვლენებს არ ველით, მაგრამ ისტორიაში ბევრი მაგალითია, როცა მშვიდობაზე მოილაპარაკეს, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

  • საქართველოში კრემლის პროპაგანდის მთავარი გზავნილია: აბა, ომი გინდათ? კიდევ უფრო გაძლიერდება რუსეთის გავლენა საქართველოზე მას შემდეგ, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს? 

რა თქმა უნდა. ახლა საქართველო რუსეთის ერთადერთი დასაყრდენია რეგიონში.

საქართველოსთან მიმართებით სხვა მდგომარეობა გვაქვს – თუ ბოლო წლებია რუსეთს შეუსუსტდა გავლენის ბერკეტები სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველოში პირიქით, გავლენის ბერკეტები ძლიერდება.

დავიწყოთ იმით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს თავისი ბაზები, ასევე, ქართული ეკონომიკა მიბმულია რუსეთის ეკონომიკაზე: თუ 2012 წელს ნული ბოთლი ღვინო გადიოდა რუსეთში ექსპორტზე, ახლა ქართული ღვინის 80 % რუსეთზე გადის.

რუსეთმა სტრატეგიული შეცდომა ამ რეგიონში მაშინ დაუშვა, როცა გადაწყვიტა ფაშინიანის ჩამოშორება: ფაშინიანი რევოლუციონერია, რუსეთი კი, სამეზობლოში რევოლუციებს ვერ იტანს, თვლის, რომ რევოლუციები გადამდებია. ფაშინიანმა ერთი „ცოდვა“ 2018 წელს დაუშვა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა რევოლუციის გზით, შემდეგ კი, პირდაპირ შეუტია და კორუფციაში ამხილა პრორუსული ფლანგი, მათ შორის, ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი.

ამის შემდეგ ფაშინიანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის ყოფნის მიზანშეწონილობა: რამდენად იცავს ეს ორგანიზაცია სომხეთს? ასევე, სომხურ ტელევიზიებში შეიზღუდა რუსულენოვანი მაუწყებლობა, რასაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სომხეთში რუსეთის საელჩოს მხრიდან.

გაითვალისწინეთ, რომ ფაშინიანი ერთბაშად რუსეთს არ დაშორებია. მან თანდათანობით დაიწყო მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის კეთება: რუსეთთან ვართ, მაგრამ სხვებთანაც უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა. ფაშინიანის ხელისუფლების მოსვლის წლიდან, ანუ 2018 წლიდან სომხეთი პირველად აფიქსირებს ნეიტრალურ პოზიციას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ბოლო ორი წელია, ფაშინიანის ხელისუფლება საქართველოს უჭერს მხარს.

ამ პროცესის პარალელურად სომხეთში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სომხეთში რუსული ბიზნესის მონოპოლია არ უნდა იყოს, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორზე.

ამ ყველაფერმა დააფიქრა რუსები: თუ ლიბერალური დემოკრატიის სახელით და რევოლუციის გზით მოსული კაცი ამ ანტირუსულ პოლიტიკას გაიტანს და წარმატებას მიაღწევს, ეს მაგალითი იქნება სხვებისთვის – ფაშინიანი უნდა დასჯილიყო. ზუსტად აქ დაუშვეს რუსებმა სტრატეგიული შეცდომა, როცა ალიევის ხელით გადაწყვიტეს სომხეთის დასჯა. რუსეთი ელოდა, რომ სომხები ფაშინიანზე გაბრაზდებოდნენ და თავად გამოცვლიდნენ მას. ეს იმდენად მკაფიო ტყუილი აქტი ოყო, ხალხი არა იმდენად ფაშინიანზე, არამედ რუსეთზე გაბრაზდა.

ყარაბაღის მეორე წაგებულმა ომმა უკვე 2023 წელს ანტირუსული განწყობები გააღვივა, როცა აზერბაიჯანმა სრულად დაიკავა ყარაბაღი. ამ დროს რუსეთს ძალა აღარ ჰქონდა, აზერბაიჯანი შეეჩერებინა და სომხებმა იხილეს 100 ათასზე მეტი დევნილი ყარაბაღიდან. ფაშინიანმა დაიწყო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის და აშშ-ს მიმართულებით.

ამავდროულად, აზერბაიჯანის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთმა ამოწურა თავისი ფუნქცია, რასაც მოჰყვა ურთიერთობის გამწვავება რუსეთთან. ასე მოვედით ამ მდგომარეობამდე.

  • საქართველოშიც დიდი ხანია აღარავის სჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა რამეს სასიკეთოდ შეცვლის, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს… ფაშინიანზე იმიტომ ამახვილებთ ყურადღებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში მთავრობის არჩეული კურსია? 

იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ ბევრს საუბრობს „დიპ სთეიტებსა“ და გლობალური ომის პარტიაზე, სხვა ათას სისულელეზე, „ოცნებას“ ყველაზე მეტად რუსეთის ეშინია. ისინი რუსეთის ლოიალური ვასალები არიან, მაგრამ არსებობს ისტორია: 1801 -ელ წელს რუსეთი საქართველოში ბაგრატიონებმა შემოიყვანეს და ისინი რუსებმა გაასახლეს. 1921 წელსაც, როცა საქართველოს ოკუპაცია ქართველების ხელითაც ხდებოდა, ის ქართველები 1937 წელს დახვრიტეს…

1993-94 წლებში ედუარდ შევარდნაძემ დსთ-ში შეიყვანა საქართველო და სამინისტროების წამყვანი პორტფელები რუსეთს გადასცა: იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრი გახდა, ვარდიკო ნადიბაიძე – თავდაცვის მინისტრი, თემურ ხაჩიშვილი – შს მინისტრი. ამის მიუხედავად შევარდნაძეს 1995 წელს ტერაქტი მოუწყვეს „კაგებეს“ ოფიციალურმა თანამშრომლებმა.

ასე რომ, ეს პატრონალისტურ-ვასალური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ და რუსეთს შორის არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისგან თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს.

პროცესი უნდა დავინახოთ დინამიკაში: 2012 წლიდან, როგორც კი მოდის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, აქტიურდება რიტორიკა, რომ ყველაფერი სააკაშვილის ბრალია და დაიწყეს, პირველ რიგში, ეკონომიკის რუსეთზე მიბმა. დღეს საქართველოს ეკონომიკა სრულად მიბმულია რუსეთის ეკონომიკაზე. რომ აირიოს საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, საქართველოს ეკონომიკა შევა რეცესიაში: არ იქნება ტურიზმი, ფრენები, ნავთობპროდუქტები, ღვინო, თუ სხვა.

„ქართული ოცნება“ ისედაც უიდეოლოგიო წარმონაქმნია. ამას ეკონომიკური რეცესიაც რომ დაემატოს, საკუთარ მხარდამჭერებსაც აღარ ენდომება, რომლებსაც ვეღარ დააპურებს.

„ოცნებამ“ დაიწყო ის რიტორიკა, რომ აი, ჩვენ არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, რომ შესაძლებელია რუსეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამ დროს რუსეთის ხელშია ცხინვალის რეგიონის ანექსიის შესაძლებლობა. 2012 წლიდან, ნატოს და მაღალი დონის წვრთნების დროს, რუსეთი მუდმივად იწყებდა საუბარს ცხინვალის რეგიონის ანექსიაზე. ეს რომ მოხდეს, რას უპასუხებენ საკუთარ ამომრჩეველს? 13 წელია ამბობენ, რომ რუსეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება არის შესაძლებელი.

„ქართულ ოცნებას“ არასდროს უზრუნია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაზე: საქართველოში მშპ-ს მხოლოდ 1.7 % იხარჯება თავდაცვაზე. ფაქტობრივად, ხელფასების ფულია. ამ დროს სომხეთი მშპ-ს 6.1 %-ის ხარჯავს, აზერბაიჯანი 5 %-ზე მეტს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია იხსენებდა: 2014 წელს, რუსეთის მოთხოვნით ივანიშვილმა დაბლოკა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენაო. ასე რომ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იმთავითვე აკონტროლებს რუსეთი.

  • სომხეთის პრემიერი დაუპირისპირდა პატრიარქსაც. არსებობს მოსაზრება, რომ სომხეთსა და საქართველოში რუსეთი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს ეკლესიას. 

დიახ, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით სომხეთის ხელისუფლებას აღმოაჩნდა გამბედაობა, რომ ყველაფრისთვის დაერქმია თავისი სახელი, მათ შორის, პირდაპირ ემხილებია სომხეთის ეკლესია, რომელიც იყო და არის რუსეთის დამოკიდებულებაში. რუსეთს ძლიერი გავლენა აქვს სომხეთის ეკლესიაზე.

საქართველოში ხელისუფლებები ერთი-მეორის მიყოლებით ბოლო 35 წელია ყველაფერზე თვალს ხუჭავენ და არათუ მხილება, არამედ მაამებლობის გზას ადგანან. აღმოვჩნდით მდგომარეობაში, როცა რუსული ჰიბრიდული ელემენტია ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია საქართველოში – საპატრიარქო და ეკლესია.

  • რაც შეეხება აზერბაიჯანს: საქართველოს მსგავსად აზერბაიჯანელებს რუსული პროპაგანდა კონკრეტული ღია მონაცემების გარეშე ეუბნება, რომ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელია რუსეთში და მათი ბედი რუსეთის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული. 

დიახ, როცა დაიწყო საქართველომ ურჩობა 2006 წელს რუსეთთან მიმართებით, ქართულ დიასპორას შეუტიეს და გვახსოვს ყველას, როგორ გამოყარეს ქართველები სატვირთო თვითმფრინავით. მაშინ პირწავადნილი პრორუსებიც კი შეაწუხებს, მაგალითად, ზურაბ წერეთელსაც მიადგნენ.

ასე რომ, ეს უკვე ნანახი ფილმია.

ანალოგიური ამბავი მოაწყვეს რუსებმა ახლა უკვე აზერბაიჯანელებს, როცა აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების დაკავებები დაიწყეს ველური ფორმებით. ამას ალიევმა სარკისებური პასუხი გასცა: სუვერენიტეტი დაიცვა და თავმოყვარეობაც.

ის, რომ მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ფოლკლორული ლეგენდაა. არავის დაუთვლია რამდენი ქართველია რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, რამდენია საქართველოს მოქალაქე.

  • სომხეთის და აზერბაიჯანის ბოლო მაგალითებმა რა გვაჩვენეს – რა ამარცხებს რუსეთს? 

რუსეთის პრინციპებია: „დაყავი და იბატონე“, ასევე „მათრახი და თაფლიკვერი“. მაგალითად, რუსეთმა 2020 წელს გამოიყენა მათრახი სომხეთის წინააღმდეგ, ხოლო თაფლიკვერი – ალიევთან მიმართებით, შემდეგ უკვე აერია, რადგან რესურსი აღარ ეყო.

რუსეთი ახლა „ქართულ ოცნებასთან“ თაფლაკვერს იყენებს: კარგად იქცევით და დაგეხმარებითო, მაგრამ ამას ლიმიტი აქვს, თავისი წესები, მაგალითად, არანაირი სარგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ იქნება, თუმცა ბევრი ტურისტი ჩამოვა და ბათუმში იქნება ბევრი რუსული ენა.

  • რუსული ენა, მგონი, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში რუსეთის განსაკუთრებული ბერკეტია, არა? მაგალითად, ბათუმში ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხანი არ რეაგირებდა რუსულენოვან ბარებზე, სადაც სახელმწიფო ენაზე მომსახურებას ვერ მიიღებდით. 

დიახ და ბათუმში ყველაზე მეტად იგრძნობა ეს. ამ საფრთხეებს არავინ აკონტროლებს.

იგივე 2020 წელს, როცა კოვიდპანდემიის გამო აზერბაიჯანმა ჩაკეტა რუსეთთან საზღვრები, ეს საზღვარი მას დღემდე არ გაუხსნია – აზერბაიჯანს არ სურს, რომ რუსეთის ეს ნაკადი შევიდეს მასთან. ალიევი ამ ხალხს ხედავს თვლის საფრთხედ ეროვნული ინტერესებისთვის.

რუსები რომ ჩამოდიან საქართველოში, არ აქვთ განცდა, რომ სტუმრად არიან. მათ აქვთ განცდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არიან, „რუსული სამყაროს“ კუთხეში – საქართველოში.

  • სადაც საჯარო უწყებებშიც კი, რუსულად ესაუბრებიან. 

სამწუხაროდ, ასეა.

რუსეთის მოქალაქეები ასევე საქართველოში მასობრივად იღებენ უძრავ ქონებებს, დაიწყეს მოქალაქეობის მიღებაც. კრემლი მათ განიხილავს, როგორც საკუთარ დემოგრაფიულ ერთეულს, რომელთა დასაცავად კონკრეტული ქმედებები შეიძლება ჰქონდეს. ასე არ იყო ცხინვალში, ან აფხაზეთში, დონბასში, ან ყირიმში? ამ ყველაფერზე კონტროლი და რეაგირება არის ნული. კმაყოფილი ვართ იმით, რომ ორი კაპიკი შემოდის დღეს. ხვალ რა გველოდება?

  • უნდა ელოდეს „ქართული ოცნება“ რუსეთისგან მათრახს, როცა ის კრემლის გზავნილებს იმეორებს და დავალებებს ასრულებს?

რასაკვირველია. ნებისმიერი ურჩობის შემთხვევაში, შეიძლება რუსეთმა თაფლაკვერი მათრახით შეცვალოს.

მეტწილად ეს ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე: როგორ დამთავრდება ომი, რა შედეგი იქნება? ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს რუსეთმა, როგორი იქნება მისი ურთიერთობა ე.წ. ახლო საზღვარგარეთთან, როგორც ის განიხილავს პოსტსაბჭოთა სივრცეს.

  • რა შეიძლება შეცვალოს ამ მოცემულობაში სამხრეთ კავკასიურმა ერთობამ? 

თამამად შეიძლება ვთქვა, როგორც ისტორიკოსმა, რომ 1918-21 წლებში სამხრეთ კავკასიის ერთიანობა რომ ყოფილიყო, 1920 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანში, 1921 წელს კი, საქართველოს ოკუპაცია ვერ მოხდებოდა. რუსეთმა მაშინ სწორედ ამით ისარგებლა – ჩვენ ერთიანი არ ვიყავით.

პარადოქსია, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველო ითვლებოდა ერთადერთ პროდასავლურ ქვეყნად ამ რეგიონში, ახლა კი, ერთადერთი პრორუსული სახელმწიფო ვართ, თუმცა ეს შემობრუნებადია. დაუძლეველი პრობლემა უფრო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი იყო. თუ ეს დაიძლია, მჯერა, ადრე თუ გვიან სამხრეთ კავკასიის ერთიან პაკეტს საქართველო აუცილებლად ჩაებმება.

„საქართველოს ხიფათი ელის წულუკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ“ – ინტერვიუ

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ წულუკიანის დასკვნა იქნება ტოლფასი ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშისა, რომ „თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა დროშა“, – ამბობს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“.

მას ვთხოვეთ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღეს, 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადების შეფასება, სადაც მან არაერთხელ გაიმეორა, რომ „სააკაშვილი იყო მოღალატე“, „უცხოური აგენტი“ და რომ სწორედ მან დაიწყო 2008 წლის ომი.

რატომ ცდილობს „ოცნება“ აგვისტოს ომი დააბრალოს საქართველოს და არა მის რეალურ წამომწყებს, ოკუპანტ რუსეთს, რას უპირებს საქართველოს პუტინი ბიძინა ივანიშვილთან ერთად? – „ბათუმელები“ ლელა ჯეჯელავას ამ თემაზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ლელა, დღეს კობახიძემ ზედიზედ მინიმუმ სამჯერ გაიმეორა, რომ „სააკაშვილია მოღალატე“ და ომის დამწყები. „ოცნება“ ცდილობს, „სამშობლოს ღალატის“ ისრები, რაშიც მას „რუსული კანონის“ ინიციირების და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ადანაშაულებდნენ, ახლა სხვა მიმართულებით გადაიტანოს. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამაზე?

ეს არის ძალიან ცნობილი და აპრობირებული მეთოდი – დააბრალო სხვას ის, რასაც ჩადიხარ შენ. ეს არც კობახიძის გამოგონებაა და არც ივანიშვილის, ცნობილი მეთოდია ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების.

ახლანდელი ისტერია მიემართება იმას, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ოფიციალურად კაპიტულაცია გამოაცხადოს რუსეთის წინაშე და ამ კაპიტულაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უკვე შექმნილია წულუკიანის კომისიის დასკვნის სახით, რომელსაც ჯერჯერობით დღის სინათლე არ უნახავს, მაგრამ რასაც ახლა ახმოვანებს პაპუაშვილი, კობახიძე და ასე შემდეგ, ეს არის ამ დოკუმენტის ექო.

ლელა ჯეჯელავა

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ წულუკიანის ეს დასკვნა ტოლფასია ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშისა, რომ „თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა დროშა“.

დიახ, ეს არის სრული კაპიტულაცია, რასაც ეს დოკუმენტი ემსახურება და რომელმაც სამართლებრივად მოამზადა ბაზა ამისათვის.

მერე რა, რომ პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს სდებენ ბრალს, გგონიათ არ იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მაშინ საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი?! ეს იგივეა, თქვა, რომ ომი დაიწყო საქართველომ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროინტეგრაციას და ასეთია ევროკავშირის გადაწყვეტილება, დღეს ჩვენ მაინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმოგვადგენს და ამიტომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი ევროინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაციის თემაც და სხვა ბევრი სიკეთე და მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა საქართველოს დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე, თავისი ბრძოლით და მიზანმიმართული ქმედებებით მოიპოვა.

ჩვენ რომ სწორედ ეს ხელისუფლება წარმოგვადგენს დღეს, ამიტომ დგას საფრთხის წინაშე ჩვენი ყველა ეს მონაპოვარი.

  • თქვენ თქვით, რომ „ოცნება“ აპირებს კაპიტულაციას, ანუ რას აპირებს – კონკრეტულად რომ განვუმარტოთ მკითხველს?

ეს კაპიტულაცია არის ლეგიტიმაციის მინიჭება 2008 წელს, საქართველოში რუსეთის არმიის შემოჭრისა და შემდგომ, აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის აღიარებისა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

  • რამდენიმე თვის წინ, როცა მაგალითად თინა ხიდაშელს ვკითხეთ ოკუპირებული რეგიონების შესაძლო აღიარებაზე „ოცნების“ მხრიდან, მან თქვა, რომ ნებისმიერი პარტიისთვის ეს იქნება თვითმკვლელობის ტოლფასი და ამას ალბათ ვერ გაბედავს „ოცნება“. თქვენ ფიქრობთ, რომ „ოცნება“ ჰარაკირს იკეთებს დღეს, ანუ მიდის ამ ნაბიჯზე?!

მე მაინტერესებს, აქამდე რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რა ნაბიჯებიც გადადგა, ის, რომ ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოაქცია, არ არის ჰარაკირის ტოლფასი? მაგრამ ხომ გადადგა ეს ნაბიჯები. 28 ნოემბრის განცხადება რა იყო, არ იყო ჰარაკირი? მაგრამ ხომ გაკეთდა ეს განცხადება და შემდეგ ამას მიება შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები.

როცა ჩვენ ვიცით, რომ გაცხადებული მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანა და საბოლოოდ მოწყვეტა ჩრდილო-ატლანტიკური სივრცისთვის, მაშინ რატომ არის მიზნის მისაღწევად გადადგმული ეს ნაბიჯი ჰარაკირი „ქართული ოცნებისთვის“ – ის ემსახურება იმ მიზანს, რაც აქვთ დასახული.

ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ რაღაცებით.

  • თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მართლა დადებს მსგავს დოკუმენტს წულუკიანის კომისიის მეშვეობით, ეს ნიშნავს, რომ აპირებენ აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის აღიარებას?

რასაკვირველია.

ამისთვის მზადება დიდი ხანია მიდის „ქართული ოცნების“ წიაღში. უბრალოდ, შესაბამისი დრო და პოლიტიკური კონტექსტი იმის ფონზე, რომ უარი არ ჰქონდათ ნათქვამი ასე მკაფიოდ ევროინტეგრაციაზე, აქამდე ვერ იპოვეს.

და ახლა, ყველაზე შესაფერისი კონტექსტია. იმიტომ, რომ ქვეყანა იზოლირებულია, ჩვენ აღარ გვყავს რეალურად მეგობრები და პარტნიორები, მათ შორის კავკასიის რეგიონშიც კი, იმიტომ რომ მკაფიოდ ასცდა ჩვენი განვითარების გზები უკვე ერთმანეთს. ასეთ დროს ყველაზე შესაფერისი კონტექსტია ამ ნაბიჯის გადასადგმელად „ქართული ოცნების“ მხრიდან.

  • აფხაზეთის ომიც ხომ სააკაშვილის დროს არ მომხდარა, ამას რით გაამართლებენ?

აფხაზეთის აღიარებას გაამართლებს რუსეთის მხრიდან იმით, რომ რუსეთი „გახდა იძულებული“, გადაედგა ეს ნაბიჯი და შესაბამისად, არალეგიტიმური არ იყო მისი ეს ქმედება.

ეს ერთი და მეორე, თქვენ იცით, რომ რუსეთს აფხაზეთში კარგა ხნით ადრე ჰქონდა დარიგებული რუსეთის პასპორტები და ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა აფხაზეთში. ასევე, პირდაპირ წერია რუსეთის უსაფრთხოების დოქტრინაში, რომ მას აქვს უფლება ნებისმიერ ტერიტორიაზე, მათ შორის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაიცვას რუსეთის მოქალაქეები. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც „ოცნების“ გაკეთებული დასკვნის შემდეგ ხელს შეუწყობს იმას, რომ რუსეთმა ნელ-ნელა დაიძვრინოს თავი საერთაშორისო სამართლის პასუხისმგებლობისგან.

  • კობახიძემ დღეს ასევე დასძინა, რომ კი, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%-ი, მაგრამ ეს ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს „მშვიდობიანი გზით“. ეს „მშვიდობიანი“ გზა რა არის, თქვენი აზრით?

„მშვიდობიანი“ გზა არის დიდი ალბათობით ის მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც კარგა ხანია მუსირებს ე.წ. კონფედერაციის შესახებ, როდესაც ქართველები, აფხაზები და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი დადებენ ხელშეკრულებას კონფედერაციის ფარგლებში, როგორც სამი თანასწორუფლებიანი სახელმწიფო.

აი, ეს არის ყველაზე დიდი ხიფათი, რომელიც ელის ამ დასკვნის (წულუკიანის კომისიის) შემდეგ საქართველოს. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდეს კონფედერაციული კავშირი.

  • თუ როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ისე მოაწერს „ოცნება“ ხელს, მაშინ საქართველოს როგორ ამთლიანებენ. „დამოუკიდებელ“ აფხაზეთთან თანამშრომლობაა მშვიდობიანი გაერთიანება?

კონფედერაციის მოწყობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეიძლება გვყავდეს საერთო ჯარი, გვქონდეს საერთო ფული და ასე შემდეგ. და ეს მოიაზრება სწორედ „მშვიდობიან“ გამთლიანებაში „ქართული ოცნების“ აზრით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველაზე დიდი რისკი, რაც ამას ემუქრება არის ის, რომ ამ აღიარების შემდეგ, თუნდაც მეორე კვირაში, ერთსაც და მეორესაც უფლება აქვთ უარი თქვან და უკვე ლეგიტიმურად დატოვონ კონფედერაციის ფარგლები.

ანუ, იმას, რასაც დღეს ჩვენ ვეძახით სეპარატიზმს, კონფედერაციის პირობებში, აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შეეძლებათ დატოვონ ეს გაერთიანება, რაც გახდება მათი სრული ლეგიტიმაციის და დამოუკიდებლობის საფუძველი.

სრულიად წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა ეს ტერიტორიები, განსაკუთრებით კი აფხაზეთის შავი ზღვის რეგიონი, თავისი ნებით დათმოს.

  • ადრე რუსეთის მხრიდან საუბარი იყო 3+3 ფორმატზე, სადაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები უნდა დარჩენილიყვნენ ირანის, რუსეთისა და თურქეთის გავლენის ქვეშ, თუმცა ჩვენ ვხედავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის პროდასავლურ პოლიტიკას. ზანგეზურის დერეფანზე აშშ-ს მხრიდან კონტროლის დამყარება არ შეუშლის ხელს რუსეთის ჩანაფიქრს საქართველოსთან მიმართებაში?

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ცოტა წინ ვუსწრებთ მოვლენებს.

8 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება არ გულისხმობს აშშ-ს მხრიდან ზანგეზურის დერეფნის მართვაში აღებას. ამ ხელშეკრულებას აქვს სხვა ტიპის ბენეფიტები და პირველი ბენეფიტი არის ის, რომ ამერიკა იქნება გარანტორი ინფრასტრუქტურის განვითარებისა ამ რეგიონში და ის, რომ აბსოლუტურად გარანტირებული იქნება ამ ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკამ კავკასიის რეგიონი უკვე მონიშნა, როგორც თავისი გეოსტრატეგიული გავლენების სფერო და ამას დაეთანხმა კავკასიის ორი სახელმწიფო.

ზანგეზურის დერეფნის მნიშვნელობა, გარდა იმისა, ამერიკელები აიღებენ თუ არა იჯარით, ეს არის ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ამერიკელებმა გადადგეს ნაბიჯი ცენტრალურ აზიაში თავისი ინტერესების გასამყარებლად.

ამიტომ, ჩვენ ახლა ვუყურებთ ცენტრალური აზია-კავკასიიდან რუსეთის გავლენის ამოგდების პროცესს. გარდა ამისა, პირველად, მე მგონი 300 წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ დამაბრკოლებელი რგოლი თურქულ სამყაროში რუსეთის სახით, ვარდება.

  • თუ „ოცნება“ ასე გამწარებით ცდილობს ბოლომდე მიიყვანოს რუსეთის ჩანაფიქრი საქართველოში და შესაბამისად კავკასიაშიც, საქართველოს რა როლი რჩება ამ გეოპოლიტიკურ გადალაგებაში?

საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ გადასვლა ახლა პრობლემურია არა მარტო დასავლეთისთვის, არამედ თურქეთისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვისაც, რადგან, რომ წარმოვიდგინოთ, საქართველო არის ეკალი ბორბლებში, რომელმაც შესაძლოა სრულიად ამოაგდოს რელსებიდან ის გეოპოლიტიკური ახალი პროექტი, რომელიც იბადება კავკასია-ცენტრალური აზიის გზაზე.

ამიტომ მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ჩვენი მეზობლები რეგიონში და პარტნიორები, ძალიან შეეცდებიან, რომ საქართველომ ვერ შეძლოს ბოლომდე მიყვანა, „ქართული ოცნების“ იმ მართლა მოღალატეობრივი მიზნისა, რასაც ჰქვია საქართველოს რუსული პოლიტიკური გავლენის ქვეშ დაბრუნება.

ამ ინტერესებმა და ქართველი ხალხის ნების სინერგიამ შეიძლება გადაარჩინოს ეს ქვეყანა.

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა საქართველოს მოქალაქეებთან. ასეთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მიღებული ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები რამდენად ლეგიტიმური იქნება საერთაშორისო დონეზე, თუნდაც?

დავიწყოთ იქიდან, რომ ლეგიტიმურიც რომ იყოს ეს ხელისუფლება, ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა ის იღებს წულუკიანის დასკვნის ჩათვლით, არის არაკონსტიტუციური. იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ასევე – ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს „ქართული ოცნება“ 2022 წლის შემდეგ.

ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის ძალიან ხელჩასაჭიდი სამართლებრივი მიზეზი იმისათვის, რომ შემდგომში ყველა ეს გადაწყვეტილება იყოს გაბათილებული.

მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მცირე დრო გვაქვს დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელშიც სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიების ნაწილიც მონაწილეობს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები არ იყოს ცნობილი ლეგიტიმურად.

მე მეჩვენება, რომ ჩვენ, იმ საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობს პროტესტში, კარგად ვერ ვაჩვენებთ იმ საფრთხეებს, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც ომის საფრთხით რეალურად მთლიანად პარალიზება გაუკეთა ქვეყნის დასავლურ კურსს. ჩვენ ვერ ვაკეთებთ ალტერნატიულს და ცოტა ვაგებთ საინფორმაციო ომს.

ჩვენ ვერ ვაჩვენებთ საფრთხეებს ბოლომდე, თუ რა ელის საქართველოს „ქართული ოცნების“ პირობებში. ამას ვერ ხედავს კარგად საზოგადოება. ვფიქრობ, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული პოლიტიკური პარტიების, ყველა გავლენის ჯგუფების მცდელობა, რომ ძალიან ზუსტად ვაჩვენოთ რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის „მშვიდობის“ თვალსაზრისით, საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასვლას.

ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ცაიტნოტში ვართ, რადგან მანამდე გვაქვს დრო, სანამ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. მანამდე უნდა გადავწყვიტოთ ამ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი.

გრძელვადიანი სტრატეგიების დასახვის ფუფუნება ჩვენ აღარ გვაქვს.

  • წულუკიანის კომისია კი შექმნეს თითქოს სააკაშვილის ხელისუფლების გასასამართლებლად, მაგრამ იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ „ოცნების“ პოლიტიკური ნაბიჯების, მათი განცხადებების და ქმედებების სახით, არის საკმარისი იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ მართვის დასრულების შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის გასამართლდეს?

იცით რატომ შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ასე ჰარი-ჰარალეზე ილაპარაკოს „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობაზე და ასე შემდეგ?! ჩვენ არ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული და ჩამოყალიბებული რა არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

ეს რომ გვქონდეს, მაშინ ძალიან მარტივი იქნება კრიტერიუმების დადგენა, უღალატა თუ არა რომელიმე ხელისუფლებამ ამ სახელმწიფო ინტერესებს.

  • ერთ-ერთი ხომ არის ევროინტეგრაცია?

ამათი მთავარი გზავნილი და ლუზუნგი ხომ არის ის, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ჩვენ საქმეში არავინ უნდა ჩაერის. სინამდვილეში, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დღემდე, საქართველოს ისეთი დესუვერენიზაცია არ მომხდარა, როგორიც ახლაა.

შეხედეთ, კავკასიის რეგიონში ხდება ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის ფორმირება და საქართველოს იქ არავინ არაფერს ეკითხება. ყველაფერს წყვეტენ სხვები და მათ შორის იმასაც გადაწყვეტენ სხვები, საქართველოს ადგილი სად იქნება.

  • „ქართული ოცნება“ არ აკეთებს, მაგრამ სხვა პოლიტიკური ძალები, იგივე ოპოზიცია არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესებში?

მართალი გითხრათ, მე ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. მგონია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ბოლომდე ვერ აცნობიერებს იმ რისკებს, რომლის წინაშეც ახლა ჩვენ ვდგავართ.

დიახ, მგონია, რომ ახლა ქართული პოლიტიკური სპექტრი აქტიურად უნდა მუშაობდეს, როგორც მეზობელი სახელმწიფოების ხელისუფლებებთან, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან, სადაც უნდა წარმოდგენილი იყოს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო ხედვა, სად არის ჩვენი ადგილი ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, როგორია ჩვენი ფუნქცია და როგორ უნდა მივიდეთ მის რეალიზაციამდე.

ენმ-ის კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი “ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატი გახდა

დღეს, 11 აგვისტოს, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში მერობის კანდიდატად გიორგი ცინცაძე დაასახელა.

გიორგი ცინცაძე 39 წლის ფინანსისტია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდიდან მოყოლებული საჯარო სექტორშია, მაღალ თანამდებობებზე.

კერძოდ, გიორგი ცინცაძე 2008-2011 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას, ხოლო 2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი.

2018-2022 წლებში გიორგი ცინცაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა უფროს მრჩევლად.

2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.

2025 წლის 13 აპრილიდან კი გიორგი ცინცაძე იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას.

გიორგი ცინცაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წელს აქვს შევსებული, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს.

დეკლარაციის მიხედვით, 2022 წლისთვის, გიორგი ცინცაძის მეუღლემ, როზალია ჯომიდავამ იყიდა 95 ათასი დოლარის ღირებულების 69 კვ.მ ბინა თბილისში. ის ასევე ფლობდა 320 000 დოლარის ღირებულების საცხოვრებელ სახლს დაბა კოჯორში.

გიორგი ცინცაძის მიერ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში კოჯორში მდებარე სახლის ფასი შეცვლილია 320 ათასი ლარით და წერია, რომ გიორგი ცინცაძის მეუღლეს ეს სახლი მამამ აჩუქა.

2022 წლის დეკლარაციაში ჩანს გიორგი ცინცაძის სახელზე მემკვიდრეობით მიღებული 166 კვ.მ ფართობის მქონე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

ასევე, 2022 წელს გიორგი ცინცაძემ იყიდა სამი მიწის ნაკვეთისაგარეჯოში, სოფელ მანავში, ჯამური ღირებულებით – 38 ათასი ლარი.

2023 წლის დეკლარაციაში ასევე აღარ იძებნება მიწის ნაკვეთები საგარეჯოში, სოფელ მანავში. უცნობია გაყიდა თუ გააჩუქა ის ბათუმის მერობის კანდიდატმა.

ბოლო დეკლარაცია გიორგი ცინცაძეს 2024 წლის სექტემბერში აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, როზალია ჯომიდავა ისევ ფლობს სახლს კოჯორში, ასევე ნაყიდი აქვს 89 628 ლარის ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა Toyota Rav4-ს.

გიორგი ცინცაძის სახელზე 2024 წლის დეკლარაციაში არანაირი უძრავი ქონება აღარაა მითითებული. 2024 წელს, დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ცინცაძეს ჰქონდა 15 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი და 71 700 ლარად განვადებით შეძენილი ავტომობილი.

გიორგი ცინცაძეს სამი შვილი ჰყავს, მისი უმცროსი შვილი 2020 წელს ვენაშია დაბადებული.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

257 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში ახალი არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

„ძალიან ბევრ ქართველ ბავშვს აჩუქა ავსტრიამ სიცოცხლე“ – ემიგრანტი

„ჩამოსვლას ვაპირებდი მოგვიანებით, მაგრამ, როცა გავიგე მზია ამაღლობელის სასამართლოს დასკვნითი სხდომა იყო ჩანიშნული, სწრაფად დავასრულე ყველა საქმე, რომ აქ ვყოფილიყავი.

ჩემი ვალია, რომ ამ დღეს აქ ვიდგე და დემოკრატიის დანგრევას ავსტრიიდან არ ვუყურო, იმიტომ, რომ დემოკრატიის დანგრევა ნიშნავს ყველანაირი უფლების წართმევას.“ – გვითხრა მაკა ხომერიკმა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შევხდით. ემიგრაციიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის დასკვნით სასამართლო სხდომებზე დასწრებად მივიდა, თუმცა დარბაზში შესვლა ვერ შეძლო და შენობის შესასვლელთან მზიას მხარდასაჭერ აქციას შეუერთდა.

მაკა ხომერიკი მზია ამაღლობელის პორტრეტით – ემიგრანტი მედიამენეჯერის მხარდასაჭერად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

მაკა ათ წელზე მეტია ავსტრიაში ცხოვრობს და მუშაობს. მას ვკითხეთ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით „ოცნების“ რიტორიკაზე – „ღვთიური მანანა ხომ არ არისო“.

„რაღაც სულელურ იდეებს გვაწვდიან მთავრობის წარმომადგენლები, რომ „ქალი ქალია“, „კაცი კაცია“ და „რად გვინდა ევროპა“.

რად გვინდა ევროპა? – ევროპა არ არის მხოლოდ წავიდეთ და რომი ვნახოთ, ათენი ან – ვენაში მუზეუმი. არა, ევროპა არის ბევრი ქართველის გადარჩენილი სიცოცხლე. მე პირადად ძალიან ბევრ ქართველს დავეხმარე, როგორც თარჯიმანი, იურიდიული დახმარებაც გამიწევია. როცა უვიზო არ გვქონდა ევროპასთან, პაციენტი კვირები, თვეები ელოდა, რომ აეღო ვიზა რომელიმე საელჩოში, არა აქვს მნიშვნელობა ეს ავსტრია იქნებოდა, გერმანია თუ სხვა. ახლა ეს ყველაფერი არ სჭირდება, ჩანიშნავს შეხვედრას ექიმთან, აიღებს ბილეთს, წამოვა და ამით შეუძლია თავისი სიცოცხლე გადააჩინოს“. 

მაკა ჩვენთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეებზე, რომლებსაც ევროპაში ჩასვლა მოკლე დროში, ვიზისა და ბიუროკრატიული საკითხებისთვის დროის დაკარგვის გარეშე სჭირდებათ და ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ძალიან ბევრია ონკოპაციენტი ავსტრიაში. პაციენტები ჩამოდიან და ხშირ შემთხვევაში უსასყიდლოდ იღებენ სამედიცინო მომსახურებას. მე მყავს ძალიან ბევრი ახლობელი, საქართველოს მოქალაქე, შეიძლება მილიონი ევროც კი დაჯდა მისი მკურნალობა, ლეიკემიის, რომელიც გადაუხდა ავსტრიულმა დაზღვევამ. ძალიან ბევრ ქართველ ბავშვს აჩუქა ავსტრიამ სიცოცხლე“. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რასაც საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში დაკარგავს, მაკას აზრით, ეს ევროპაში განათლების მიღების შანსია:

„ავსტრიაში სტუდენტი რომ გახდე, არის ძალიან მარტივი, სჭირდება ატესტატი და ენის A2- დონეზე ცოდნა, ონალინ შეავსებთ საჭირო დოკუმენტებს და შეიტანთ. სწავლის პარალელურად შეგიძლია იცხოვრო, იმუშაო კიდევაც 20 საათი კვირაში, ხარ დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაქვს უფასო მომსახურება ექიმთან, რაც დაგჭირდება ყველაფერი გაქვს უფასოდ. ამ ყველაფერზე უნდათ, რომ გვათქმევინონ უარი, როცა მათი შვილები არიან ევროპაში და ამერიკაში და ჩვენი ახალგაზრდები უნდა ჩაკვდნენ ამ რუსულ რეჟიმში“.

მაკა ევროპაში 2007 წლიდან ცხოვრობს. როცა წავიდა, მისი გეგმა განათლების მიღება და სამშობლოში დაბრუნება იყო. ამბობს, რომ ოჯახურმა პირობებმა ამის საშუალება არ მისცა:

„დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ოჯახური პირობების გამო მომიწია დარჩენა ემიგრაციაში. უფასო განათლება მომცა ავსტრიამ, მარტოხელა დედა ვარ, გავზარდე შვილი, მივიღე პედაგოგიური და ეკონომიური განათლება, ახლა იურიდიულს ვამთავრებ, ვმუშაობ და შვილს ვზრდი, ვინახავ აქ ოჯახს, პენსიონერ დედას, რომელსაც მისი პენსია წამლებშიც კი არ ჰყოფნის და ეს ყველაფერი მომცა ევროპამ“.

მაკას ნახევრად ხუმრობით ვკითხეთ გვართმევს თუ არა ევროპა ქართველობას.

„რაც შეეხება იმას, რომ ქართველობას გვართმევენ. მე ვხელმძღვანელობ ავსტრიაში ქართულ სათვისტომოს, გვაქვს ქართული სკოლა, მე პირადად ძალიან ბევრი უცხოელისთვის მისწავლებია ქართული ენა, ანბანი, წერა-კითხვა, ცოტა სალაპარაკო. იქ ვაწყობთ ქართულ ვიორქშოპებსაც, აღფრთოვანებულია ყველა ჩვენი კულტურით და ვინც კი ერთხელ ქართულ სიმღერას მოისმენს, ცდილობს ტექსტი ისწავლოს და წაიღიღინოს“ – გვითხრა მაკამ.

მაკა პროევროპულ აქციაზე

შევეხეთ „კაცი კაცია, ქალი ქალიას“ თემასაც.

„კაცი კაციას“ რაც შეეხება – ავსტრიაში არის ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია, მაგრამ არის ძალიან ბევრი ქვეყანა ევროპაში, სადაც ეს არ არის დაკანონებული. როგორ არ იცის ეს ხელისუფალმა?! რა ვიცი, დიუსელდორფში რომ ხარისხს იღებ, შეიძლება ცოტა ამ ქალაქის გარეთაც გაიხედო, მიხვდე, რომ კაცი კაცს ქუჩაში არ გამოეკიდება და ამ საქართველოში კაცს ვინ მოიყვანს ცოლად, არ ვიცი“.

საუბრის ბოლოს მაკამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მზია ამაღლობელის მიმართ და გვითხრა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა ავსტრიაში დიდი განხილვის თემაა:

„მზია ამაღლობელი ძალიან აქტუალური თემაა ავსტრიაში. ჩამოსული იყო ქალბატონი ლენა შელინგი, რომელიც რომელიც „მწვანეების “ ლიდერია [ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი აქტიურად უჭერს მხარს მზია ამაღლობელს]. ქალბატონმა ლენამ თქვა, რომ ეს დაუჯერებელი იყო მისი კოლეგებისთვის…“

საუბრის დასასრულს მაკამ იმის მაგალითად, რომ ევროპის დემონიზების ნაცვლად მთავრობამ სჯობს რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, სასამართლოს საპირფარეშო მოიყვანა:

„საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქში, ბათუმში, შებრძანდით სასამართლოს შენობაში, გაუხვიეთ მარცხნივ, მიდით საპირფარეშოსთან და იქ „ქალი ქალია, კაცი კაცია“ კი არა, არის ერთი აყროლებული საპირფარეშო, რომელიც არ იკეტება და იქ ქალიც უნდა შევიდეს და კაციც. ჩამოვყალიბდეთ, ეს ყველაფერი არის უბრალოდ სამარცხვინო“ – ამბობს მაკა.

მაკა ხომერიკი

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

ხშირად გვესმის, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ცხოვრების პერსონალურ ამბავს ქმნის. ამ გზის ერთგული მეგზური, რომელიც ჩვენი მიზნებისკენ შეუპოვარი სწრაფვის პროცესში მარტო არასდროს გვტოვებს – განათლებაა. განათლება, როგორც საკუთარი თავის პოვნის, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებისა და ზოგჯერ უბრალოდ დაჯერების მთავარი ინსტრუმენტია.

თიბისიშიც ამის სჯერათ და ამიტომ, განათლებით საკუთარი ამბის შექმნაში აქტიურად ეხმარებიან ახალგაზრდებს და სწორედ ამ მიზნით დაუპარტნიორდა თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის”. გაგაცნობთ სტუდენტებიდან ერთ-ერთს, რომლის ამბავიც განათლებით იქმნება და ყოველ ჯერზე, თვითრწმენის განცდით, სრულიად ახლებურად იწერება.

ანი გოგია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია და ადამიანების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ბავშვობიდან ზუსტად იციან საით უნდა წავიდეს მათი კარიერული ორიენტირი. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ხშირად, სრულიად შემთხვევით, ამბის დასაწყისში გვკარნახობს შინაგანი ხმა სწორ გზას, მისი უბრალოდ უნდა დავიჯეროთ.

„იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდანვე მიზიდავდა სამედიცინო სფერო, უშუალოდ სტომატოლოგობა სკოლის ბოლო წლებში გახდა ჩემი მიზანი. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩემთვის განათლება აღმოჩნდა მნიშვნელოვანი გზამკვლევი. ბავშვობის ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ბიოლოგიის და ქიმიის სწავლამ უფრო გამიღრმავა, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო“.

ბუნებრივია, რომ ამბის პირველ ეტაპებზე კარიერული გზის შემდგომი ეტაპები ბუნდოვანია, მეტიც, შეიძლება სვლასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანდება, თუმცა ანის ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ განათლება ამ კარიერულ საფეხურებს ყველაზე უკეთ გვინათებს ხოლმე.

„განათლება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესიული განვითარება, ეს არის ერთგვარი ძალა, რომელიც გიბიძგებს, იყო შენი თავის უკეთესი ვერსია, იყო მეტად თავდაჯერებული, ჯიუტი და უშიშარი.“

ანისთვის განათლებაა ის, რაც ხშირად ახსენებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია და ამ გზაზე მხარდაჭერას მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს. ამიტომ, თითქოს შენი თავის დაჯერება და ფიქრი იმაზე, რომ არაფერი არსებობს, რაც არ გამოვა, განათლების მიღების აუცილებელი და განუყოფელი სულისკვეთება აღმოჩნდა. რასაც მისი სიტყვებიც ადასტურებს:

„განათლების მიღების გზაზე, ვფიქრობ, უნდა გახსოვდეს, რომ თუ გჯერა, მართლა ყველაფერი შესაძლებელია. თუ გჯერა, მომავლის იმედი მოგცემს ძალას, რომ ყველა მიზანს მიაღწიო“.

ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა

საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის ვადა გაახანგრძლივეს 2026 წლის იანვრამდე.

იუსტიციის მინისტრის მიერ 5 თვის წინ გამოცემული შესაბამისი ბრძანებების მიუხედავად, დღემდე უცნობია როდის დაიწყებენ ახალი დიზაინის მოწმობებისა და პასპორტების გაცემას.

„ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც 11 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილს ID ბარათების აღების ფასი გაუნახევრა:

ვრცლად: მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად – 30 ლარად შეძლებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაიცემა არა ახალი ფორმის, არამედ იმ ფორმის პირადობები [ID ბარათები], რომლებიც დღეს მოქმედებს.

„რაც შეეხება პირადობის, პასპორტის და სხვა მოწმობების ტექნიკური მახასიათებლების/ფორმების შეცვლას, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ცვლილების შეტანის ვადები გადაიწია, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყება ახალი ფორმის დოკუმენტების გაცემა, არ არის დადგენილი. ახალი ფორმის დოკუმენტების გაცემის დეტალები მიმდინარე წლის ბოლომდე დაზუსტდება“ – გვითხრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ახალი ფორმის დოკუმენტების გაცემის დაწყება? – ამ კითხვაზე სააგენტოს ცხელ ხაზზე პასუხი ვერ გაგვცეს.

  • რა ხდება?

იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა შეცვლილიყო საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები:

ვრცლად: პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება

იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის ბრძანებით კი, დამტკიცდა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ასევე ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ახალი ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები.

ახალი ფორმის პასპორტების გაცემაც 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო.

ვრცლად: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება

მოგვიანებით ამ ბრძანებებში შეტანილი ცვლილებებით ვადა – 4 ივნისი შეცვალეს 1-ლი აგვისტოთი.

ვრცლად: ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა აგვისტოდან გაიცემა – ცვლილება ბრძანებაში

აგვისტომდე ერთი დღით ადრე, ანუ 31 ივლისს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, კვლავ შეიცვალა დოკუმენტების ფორმების შეცვლასთან დაკავშირებული ვადები.

ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის მოწმობის დიზაინის ცვლილებაზე ბრძანებები ამოქმედდება 2025 წლის 6 ოქტომბრიდან.

თუმცა, „პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად“, არსებული დიზაინის მოწმობისა და პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს 2026 წლის 1-ლი იანვრისა და იმოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

ამასთან, ახალ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნული [დღეს არსებული ფორმის] დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემის დროებითი წესის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დოკუმენტების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი დოკუმენტების სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები“.

ცნობისთვის, როცა ახალი ფორმის დოკუმენტების გაცემა დაიწყება, უკვე გაცემული [ანუ, დღეს არსებული ფორმის] დოკუმენტების მოქმედება რჩება ძალაში მათზე მითითებული ვადის განმავლობაში.

განახლება: შესაბამის ბრძანებაში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილებით, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმა დაამტკიცეს.

„რუსული კანონის“ საქმეზე 19-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე გაიგზავნა.

2023 წლის მარტში, „ქართული ოცნების“ მიერ „რუსულ კანონის“ მიღების მცდელობას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. მასშტაბური აქციების გაშუქებისას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას.

ძალადობის ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა და საქმეები პროკურატურას გადაეცა. მანამდე, საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “მედიაომბუდსმენის” მოთხოვნა და დაზარალებულის სტატუსი 12 ჟურნალისტს მიანიჭა. არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები თუ რატომ არ ცნეს დანარჩენი ცხრა პირი დაზარალებულად.

ბოლო მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ არის იდენტიფიცირებული და დასჯილი. საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს საქმესთან შემხებლობაში მყოფი არცერთი ძალოვანი.

2023 წლის მარტში, კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და ოპერატორები სამიზნედ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ.

საჩივარში მითითებულია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებები:

  • სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
  • გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
  • სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).

საქმეში განმცხადებლები არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, შემდეგი მედიასაშუალებებიდან: ტელეკომპანია „პირველი“, ტელეკომპანია „ფორმულა“,  ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“, ონლაინ გამოცემა „ბათუმელები“, ტელეკომპანია „მთავარი“, რადიო „თავისუფლება“ და ონლაინ გამოცემა on.ge.

„რუსული კანონის“ საქმე მედიაზე სისტემური წნეხისა და ძალადობის უწყვეტი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. საქართველოში კრიტიკული მედიის საქმიანობა უფრო და უფრო საფრთხისშემცველი ხდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დემოკრატიული ღირებულებების შესანარჩუნებლად“ – ვკითხულობთ „მედიაომბუდსმენის“ განცხადებაში.

სალავიოვი სამხრეთ კავკასიაზე: შეიძლება უკრაინა არ აღმოჩნდეს ჩვენი თაობის ბოლო სამხედრო ოპერაცია

კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები იმდენად „სახიფათოა“, რომ შესაძლოა, უკრაინის ომი არ აღმოჩნდეს ამ თაობის უკანასკნელი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – სწორედ ასე უწოდებს კრემლი უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას. 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც აქ, სამხრეთ კავკასიაში ხდება, ძალიან დიდი პრობლემაა. შესაძლოა მალე კასპიის ზღვა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ იქ ნატოს ბაზებიც გაჩნდეს. და ეს იმდენად სახიფათოა, რომ თუ გეოპოლიტიკური პოზიციიდან განვიხილავთ, შესაძლოა ამან ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რომ ეს [უკრაინაში ომი] არ აღმოჩნდეს ჩვენი თაობის უკანასკნელი სპეციალური სამხედრო ოპერაცია. 

ამიტომ აქ უნდა ჩაირთოს დიპლომატიის ყველა შესაძლო მეთოდი, რათა ყველა მონაწილე [ქვეყანა] მიხვდეს, რომ რუსეთის ინტერესებს პატივი უნდა სცენ“ – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა „Соловьёв LIVE-ს“ ეთერში.

გადაცემაში მიწვეულმა კრემლის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, სერგეი მიხეევმა დასძინა, რომ კავკასიაში ნამდვილად რთული სიტუაციაა და საჭიროა „მკაფიო ნაბიჯების გადადგმა“:

„ჩვენთვის რეალურად დიდი პრობლემაა – ჩვენი მტრების პერსპექტივა გავიდნენ კასპის ზღვაში“ – თქვა მან.

მიხეევმა გააჟღერა ირანის პოზიცია, რომელიც, მისივე თქმით, რუსეთის მოკავშირეა ამ საკითხში:

„ირანელებმა ღიად განაცხადეს, რომ ყველა ეს ტრამპის დერეფნები, რომელთა მოწყობასაც ისინი სამხრეთ კავკასიაში აპირებენ, სხვა საკითხებთან ერთად, მათ წინააღმდეგაა მიმართული და ისინი ამას დაუპირისპირდებიან. სხვათა შორის, ისრაელის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ირანელებმა ღიად განაცხადეს, რომ რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ირიბად ეხმარებოდნენ ამ თავდასხმას.

თუ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ყველა დანარჩენი, მათ შორის ცენტრალური აზია, შეხედავს და იტყვის – ასე შეიძლება – გააბრიყვო ათწლეულების განმავლობაში, შეიძლება ატყუო, ერთად ვართო – შემდეგ კი რაღაც მომენტში გადაგაგდონ და არაფერი მოხდება. ეს ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანი სიტუაციაა“ – დასძინა მიხეევმა.

კრემლის პროპაგანდისტების განხილვის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასია და ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა.

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება.

ინფორმაცია მერობის კანდიდატის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ცინცაძე ამ დრომდე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

ის ამ პოსტზე აჭარის მთავრობაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც თორნიკე რიჟვაძე მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და მის ნაცვლად სულხან თამაზაშვილი დანიშნეს.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნეის შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

257 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში ახალი არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

განახლება:

გიორგი ცინცაძის ოფიციალური ბიოგრაფია.

გიორგი ცინცაძე 2025 წლის 13 აპრილიდან იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას.

2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.

2018-2022 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოში და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა უფროს მრჩეველად.

2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2008-2011 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებას.

მას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფინანსების სპეციალობით მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი.

2005-2006 წლებში მონაწილეობდა ბერლინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის „FHTW“ გაცვლით პროგრამაში.

ამავე წლებში დასრულებული აქვს თბილისის კავკასიის ბიზნესის სკოლა, ფინანსების მიმართულებით.

გიორგი ცინცაძეს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების არაერთი კურსი და ტრენინგი სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ინგლისში.

ის დაიბადა ბათუმში და არის 39 წლის.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მუნიციპალიტეტებში დღეს, 11 აგვისტოს, მერობის კანდიდატები დაასახელა.

ოფიციალურ წარდგენამდე, მოსახლეობამ მუნიციპალურ ცენტრებში გამოკრული დიდი სარეკლამო ბანერებით გაიგო, ვინ იყრიდა კენჭს “ოცნებიდან” მათი ქალაქის მერის პოზიციაზე.

ქობულეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე იქნება.

ირაკლი ცეცხლაძე 14 მაისს დაინიშნა ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებლად, მას შემდეგ რაც არჩეული მერი, ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა.

ლევან ზოიძის თანამდებობიდან გადადგომა თორნიკე რიჟვაძეს უკავშირდება. ქობულეთის არჩეული მერი რიჟვაძის კადრი იყო და მისი დიდი ნდობით სარგებლობდა.

მას შემდეგ რაც აჭარაში ადგილობრივი მთავრობა შეიცვალა და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გახდა, თორნიკე რიჟვაძის კადრებმა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს თანამდებობები. თუმცა ოფიციალურად მათი წასვლა გაფორმდა, როგორც ნებაყოფლობითი გადადგომა.

ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატი აჭარის არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ ბერიძე იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ვახტანგ ბერიძე ერთხელ უკვე იყო ხულოს მერი, 2021-2024 წლებში.

შუახევის მოქმედი მერი ომარ ტაკიძე იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი შუახევში.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ქედაში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი  მამუკა თურმანიძე იქნება, ხოლო ხელვაჩაურში მოქმედი მერი ზაზა დიასამიძე.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნეის შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

257 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში ახალი არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი სამხარაულის ბიუროს ხელმძღვანელად ინიშნება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მურვანიძე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად ინიშნება.

ინფორმაციას ამის შესახებ პროსამთავრობო არხები „რუსთავი 2“ და „იმედი“ ავრცელებენ.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე 14 მაისს დანიშნეს. გიორგი მურვანიძე მანამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელს დღეს მოაწერს.

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, დღეს, 11 აგვისტოს, 5 საათზე დასახელდება აჭარის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები.

დღესვე გახდება ცნობილი ვინ იქნება ბათუმის მერობის კანდიდატი.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ 2025 წლის 14 მაისს ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი ჩაანაცვლა.

თავდაპირველად სწორედ ის მოიაზრებოდა ბათუმის მერობის კანდიდატად 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ამავე თემაზე:

4 ცათამბჯენის კონცეფცია ბათუმის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში წინა დღით ჩასვეს

6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში – ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 10 აგვისტოს 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ბოლო ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 81 წლის ქალი დაიღუპა, მისი ცხედარი ნანგრევებში იპოვეს, მიწისძვრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

მიწისძვრის შედეგად ბალიქესირში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.

მედიის ცნობით, მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა იზმირში, სტამბოლში, მანისაში და სხვა რეგიონებსა და ქალაქებში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 064 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000]
  • ტანკი – 11 093 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 114 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 31 380 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 462 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 204 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 50 646 ერთეული [+191]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 556 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 58 113 ერთეული [+131]
  • სპეცტექნიკა – 3 936 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 76 497 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 539 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 585 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 387 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 500 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში მშვიდობის გზა კიევის გარეშე ვერ გადაწყდება – ევროპელი ლიდერები

გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა და მაღაზიაში შევარდა

ბათუმში კრიმინალური პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა: “ბათუმელებს” თვითმხილველმა უთხრა, რომ კრიმინალური პოლიციის ავტომანქანა გრიბოედოვის და გორგილაძის ქუჩების კვეთაში ჯერ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზიაში შევარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 10 აგვისტოს მოხდა. ავტომანქანა სავარაუდოდ ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებას ეკუთვნის.

უცნობია, ავარიის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.

“ბათუმელები” ელოდება ინფორმაციას შსს-დან.

განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა და სისხლის სამართლის წესით გამოძიება არ დაუწყიათ. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად.

„მეწყრული პროცესების გამო, დროებით გაყვანილია 15 ოჯახი“ – ხელვაჩაურის მერია

„საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით გაყვანილი იქნა 15 ოჯახი,“ – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში გზის ჩაკეტვის და მეწყრის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელ მახოდან დაუკავშირდნენ. აქ გვითხრეს, რომ მერიიდან ტელეფონზე დაუკავშირდნენ, მაგრამ ამ დრომდე „მთავრობიდან ისევ არავინ გამოჩენილა“.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზები და რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციაზე განვითარებული მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურებისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ადამიანური რესურსი,“ – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი ფოტო: მეწყერი ხელვაჩაურის სოფლებში. ხელვაჩაურის მერიის ფოტო.

ამ თემაზე:

„მეწყერმა გზა მოგვიჭრა და სახლს მოადგა, მთავრობიდან არავინ ჩანს“ – მოქალაქე ხელვაჩაურიდან

 

 

 

ახალი მტკიცებულება ნინო დათაშვილის საქმეში: „სხეულზე ჰქონდა დაზიანებები…“

ადვოკატი, უფლებადამცველი ელისო რუხაძე ამბობს, რომ მოიპოვა დოკუმენტი, რაც ადასტურებს იმას, რომ საკანში მოთავსების დროს დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

„ეს არის ოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც მითითებულია, რომ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანის დროს ნინო დათაშვილს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები… ეს დაზიანებები მან მანდატურების მიერ განხორციელებული ძალადობის დროს მიიღო,“- ამბობს ნინო დათაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ელისო რუხაძე.

  • ნინო დათაშვილი პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტია. ის 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. ნინო დათაშვილს პროკურატურა ედავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოხელეზე თავდასხმას: საუბარია 2025 წლის 9 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრების პროცესზე დასასწრებად მისული ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან. დათაშვილი მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა და ითხოვდა პასუხს კითხვაზე, რატომ აძევებდნენ. ის შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. საბოლოოდ, დათაშვილს წარუდგინეს ბრალი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნინო დათაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ ადვოკატმა ელისო რუხაძემ მონაცემები ნინო დათაშვილის  წინასასამართლო სხდომის შემდეგ მოიპოვა. შესაბამისად, ის ამ დოკუმენტაციას არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე წარადგენს, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს.

მზია ამაღლობელის საქმის მსგავსად, არც ამ შემთხვევაში იძიებს პროკურატურა ნინო დათაშვილზე ფიზიკურ ძალადობას – ამ საქმეშიც ადვოკატები სასამართლოში გაადღებულ კადრებზე მიუთითებენ და ამტკიცებენ, რომ ნინო დათაშვილი თავად არის დაზარალებული. მზია ამაღლობელის მიმართ ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება, მართალია, დაწყებულია, თუმცა არავინ დაუსჯიათ.

მანდატურების მხრიდან ძალადობის შესახებ ნინო დათაშვილს იმავე დღეს – 9 ივნისს დაურეკავს 112-ში. აქტივისტი არავის გამოუკითხავს:

„მიმართული მაქვს 112-თვის და ველოდები დეტალურ ინფორმაციას: რა ინფორმაცია მიაწოდა მან 112-ს, როცა ძალიან განერვიულებული იყო, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში…

საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხეულზე დაზიანებების დეტალიზაციისგან თავს შევიკავებ, თუმცა რაც კადრებში ვიხილეთ – შეხლა-შემოხლა და ძალადობა ნინო დათაშვილზე – თანხვედრაშია აღნიშნულ დაზიანებებთან.

ჩემს ხელთ არსებული ეს ინფორმაცია ძალიან მსუყე ინფორმაციაა, რომ მინიმუმ გამოძიება დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით,“ – ამბობს ელისო რუხაძე.

დაიწყო თუ არა ნინო დათაშვილის მიმართ ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა პროკურატურის პრესცენტრს, თუმცა ინფორმაცია არ მიგვიღია.

ელისო რუხაძე, ადვოკატი

ნინო დათაშვილს პროკურატურა 9 ივნისს მომდარ შემთხვევაზე ედავება თავდასხმას, მაგრამ ის 20 ივნისს დააკავეს. როგორ დადასტურდება ის, რომ დაზიანებები, რომელიც საკანში შესვლის დროს ნინო დათაშვილის სხეულზე დაფიქსირდა, 9 ივნისის დაპირისპირებას უკავშირდება?

„ეს დაზიანებები ხანდამულობით არის ძველი… ნინო დათაშვილს ასევე მითითებული აქვს, რომ ეს დაზიანებები მიიღო 9 ივნისს.

დროებითი მოთავსების იზოლატორსაც დაფიქსირებული აქვს ნინოს სხეულზე დაზიანებები. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ნინო დათაშვილია რეალურად დაზარალებული იმ ფაქტზე, რაზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი.

7 აგვისტოს სხდომაზე ნინო დათაშვილმა ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, ისე ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობაზე…  მიუხედავად იმისა, რომ თავად ნინო დათაშვილმა დაურეკა 112-ს, ასევე, არაერთხელ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ვიდრე ის გაუქმდებოდა, გენერალურ პროკურატურას, თუ შსს-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სახელმწიფოსთვის ნინოს მიმართ განხორციელებული ძალადობა უხილავია – ერთადერთი უწყება, რომელიც სწავლობს ნინოს მიმართ განხორციელებულ ძალადობას, სახალხო დამცველია. მე პირადად გენდერის დეპარტამენტს მივმართე, რათა შეისწავლონ ნინოს მიმართ განხორციელებული ძალადობა გენდერულ ჭრილში,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ.

ადვოკატი ელისო რუხაძე ნინო დათაშვილის საქმეზე საუბრის დროს ხაზს უსვამს საზოგადოების რეაქციის და მხარდაჭერის მნიშვნელობას, რამაც პროკურატურას სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების კუთხით უკან დაახევია:

„ეს სამართლებრივი ნონსენსია: პროკურატურამ დანიშნა სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ისე ჩატარდა სასამართლო პროცესი, რომ მხარეები ინფორმირებული არ ვიყავით. გამოდის, რომ სასამართლომ იშრომა, მოსამართლემ თქვა, რომ ნინო დათაშვილს სჭირდება ფსიაქიატრიული ექსპერტიზა, შეიძლება შეურაცხადიაო, თუმცა საბოლოოდ პროკურატურამ ეს განჩინებები [ამ საქმეზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომაც] არ გამოიყენა, მან უარყო მისივე დანიშნული სტაციონარული ექსპერტიზა და დაუშვა უფრო მსუბუქი – ამბულატორიული, სადაც ნინო დათაშვილის თანხმობა, ან დაუთანხმებლობა იქნებოდა გადამწყვეტი.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ყველამ ავიმაღლეთ ხმა და განსაკუთრებით ფსიქიატრებმა დააფიქსირეს პოზიციები, რომ ეს იყო აბსურდი და სახელმწიფოს მხრიდან დისკრედიტაციის მცდელობა – ადამიანის ჩაგვრა. საზოგადოებამ ძალიან ნათლად დაინახა, რომ ეს იყო ჩაგვრის ინსტრუმენტი. ეს რეზონანსი აღმოჩნდა სწორედ აქ გადამწყვეტი.

პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულის საუკეთესი ინტერესიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ და დავნიშნეთ ამბულატორიული ექსპერტიზაო. ცხადია,  ეს ცინიზმია,“ – მიიჩნევს ადვოკატი ელისო რუხაძე.

“ჩუმად შეაპარეს სამხარაულის ექსპერტები” – ადვოკატის თქმით, ნინო დათაშვილს ციხეში ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაუტარეს

დინამო ბათუმის ფან-კლუბი: „მტერი სახელითაც ვიცით – რუსეთი!“

„სამწუხაროა, რომ 2025 წელსაც გვიწევს იმის ახსნა, ვინ არის ის, ვინც კლავს, იტაცებს და ანგრევს, სანამ ჩვენი მიწა თავისუფალი არ იქნება – ჩვენ არ გავჩერდებით!“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც „ბათუმის დინამოს“ ფან-კლუბი „პირატები“ 9 აგვისტოს შემთხვევას ეხმაურება:

საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს” ფან-კლუბი „ჯუნგლების“ ინფორმაციით, 9 აგვისტოს გამართულ მატჩზე პოლიციამ ფან-კლუბის წევრებს ჩამოახსნევინა ბანერი, რომელზეც ეწერა „რუსეთი ოკუპანტია”.

„მტერი სახელითაც ვიცით – რუსეთი! და მაინც, გუშინ ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბს „ჯუნგლებს” – „მილიციელებმა” ოკუპანტების მისამართით გამოკრული ბანერი ჩამოახსნევინეს… ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია. ეს არ არის დავიწყებული ისტორია – ეს არის დღევანდელობა, სადაც მტერი ჩვენს მიწაზე დგას. არცერთი დღე ოკუპაციაში არ არის ნორმალური,“ – აღნიშნულია „პირატების“ ფეისბუქგვერდზე დღეს, 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს” ფან კლუბი „ჯუნგლები“ მანამდე აღწერდა იმას, თუ რა მოხდა „იბერიას“ გასვლითი თამაშის დროს:

„2025 წლის 9 აგვისტოს, „იბერიასთან“ გასვლით თამაშზე, ტრიბუნაზე გადმოვფინეთ ბანერი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, და ჩვენდა გასაკვირად, რამდენიმე წამში ბანერთან მოდიან პოლიციის თანამშრომლები და გვეუბნებიან მის ჩამოხსნას. როცა ვიკითხეთ მიზეზი, თუ „რატო?“, პასუხი ასეთი იყო: „რუსეთის და პუტინის დედაც, მაგრამ ზემოდან გვიბრძანეს და ჩამოხსენითო…“

შეიძლება დღეს ტრიბუნიდან ბანერი ჩამოგვახსნევინეთ, მაგრამ ამით ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდით და მომავალშიც დაზარალდებით!!!“

ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 10 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, ორი მცდელობის მიუხედავად ვერ დაჯდა.

თვითმფრინავი [ISR885] ამ წუთებში [12:48 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს.

განახლება:

თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაჯდა [დაახლოებით 12:56 საათზე].

მიზეზს რაც შეეხება, „ბათუმელებს“ ბათუმის აეროპორტში უთხრეს, რომ „ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურული ამბავი ოპერირების ნაწილში“.

თვითმფრინავი [ISR885] ამ წუთებში [12:48 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს / 10.08.2025
თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაჯდა [დაახლოებით 12:56 საათზე] / 10.08.2025

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 12 და 13 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 063 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 11 089 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 107 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 31 343 ერთეული [+70]
  • MLRS – 1 460 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 204 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 50 455 ერთეული [+140]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 556 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 57 982 ერთეული [+126]
  • სპეცტექნიკა – 3 936 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 75 813 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 504 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 584 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 318 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 356 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთს 121 დრონით შეუტიეს, არის ხანძარი და მსხვერპლი — მედია

უკრაინაში მშვიდობის გზა კიევის გარეშე ვერ გადაწყდება – ევროპელი ლიდერები

გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს:

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მეწყერმა გზა მოგვიჭრა და სახლს მოადგა, მთავრობიდან არავინ ჩანს“ – მოქალაქე ხელვაჩაურიდან

„გამოკეტილი ვართ ფაქტობრივად, დილიდან ვრეკავთ 112-ში და არავინ გამოჩნდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი დუმბაძე. ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოდან დაგვიკავშირდა.

მოქალაქის თქმით, დილიდან ამ სოფელში პრობლემებია: რამდენიმე ადგილზე, მათ შორის, მარი დუმბაძის ჭიშკართან ჩამოწვა მეწყერი, შიდა სასოფლო გზაზე გადაადგილება ფეხითაც კი შეუძლებელია.

ამას გარდა, რამდენიმე ოჯახს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.

მეწყერი მარი დუმბაძის სახლთან

„მეწყერი რომ ჩამოწვა, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ბოძიც – ნაპერწკლებს ყრიდა და ამიტომ ჩვენ თვითონ გავთიშეთ დენი. მთავარი პრობლემა გზაა, რადგან ფეხითაც კი, ვერ გახვალ სოფლის ცენტრალურ გზაზე.

დილით 11:25 საათზე დავრეკე პირველად 112-ში და ამ დრომდე არავინ მოსულა. მხოლოდ მოვიდა სოფლის რწმუნებული, ფოტოები გადაიღეს და წავიდნენ. არანაირი ტექნიკა და სამსახური აქ არ გამოჩენილა.

ვითხოვთ, გაკეთდეს ის, რაც საჭიროა, რომ სოფელი იყოს დაცული. ბოლო 2 – 3 წელია იწერებოდა განცხადებები მერიაში, რომ მოექციათ ყურადღება, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

ახლა მეწყერი ჩვენს სახლსაც მოადგა, სად წავიდეთ? საფრთხეა ღამით აქ გაჩერება, მაგრამ ვერსად მივდივართ,“ – ამბობს მარი დუმბაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრს – აქ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, რასაც მიღებისთანავე გაგაცნობთ.

 

„აღარ დამირეკავს მერიაში და 112-ში, რა აზრი აქვს?“ – მოქალაქე დატბორილი ბათუმიდან

„დღეს აღარ დამირეკავს ბათუმის მერიაში და 112-ში, რა აზრი აქვს?“ – კითხულობს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძე. მისი ორსართულიანი სახლის პირველი სართული წვიმის შემდეგ დღესაც დაიტბორა.

დღეს, 9 აგვისტოს წვიმის შემდეგ ბათუმის არაერთი ქუჩა დატობორილია. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში…

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა სანიაღვრე არხების პრობლემას ბათუმში წლებია არ აგვარებს.

დატბორილი პუშკინის ქუჩა ბათუმში
დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძე ამბობს, რომ ყოველ გაწვიმაზე იტბორება მისი სახლი და ეზო, მაგრამ ბათუმის მერია პრობლემას არ აგვარებს, ამ ოჯახს არც ზიანის ანაზღაურება მიუღია.

დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძის სამეზობლოც დატბორილია. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ მერიასა და მთავრობაში მათი პრობლემების შესახებ კარგად იციან, მაგრამ წლებია არაფერი იცვლება.

„112-ში ადრე რამდენჯერაც დავრეკე, მიპასუხეს, რომ ქუჩაში უნდა გავიდეს ჯერ წყალი, დაიწრიტოს და მერე ამოვტუმბავთო. ქუჩიდან რომ გავა წყალი, მერე სახლიდანაც გავა, რაში მჭირდება ამოტუმბვა?

ამიტომაც არ დამირეკავს არსად.

ყოველ გაწვიმებაზე ვიტბორებით, ავეჯი სულ გაფუჭებულია და აგურებზე შემოდებული, მერე გავა წყალი, დაალაგებ და გაწვიმდება ისევ, ამ ჩაყოლებაზე სულ ასეა ჩაიკოვსკიმდე…

ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, აბა, გლეხმა რა? მერიის წარმომადგენლემა მითხრა, აგემაღლებინათ ეზოო. ესაა მთავრობის პასუხი, წყალში უნდა დავიხრჩოთ?

დღეს არავინ მოსულა. მოდიან ისე, ფოტოებს გადაირებენ და წავლენ, ვიცით, რომ იტბორებითო. ზიანის ანაზღაურება არასდროს მიგვიღია,“ – გვითხრა დარიკო გოგოლიშვილმა-თურმანიძემ და დატბორილი სახლი გვაჩვენა.

დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძის დატბორილი სახლი და ეზო

მერიის სამსახურებიდან არავინ მოსულაო, გვითხრეს მელიქიშვილის ქუჩაზე
ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა

„ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ დღეს, 9 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები. „ბათუმის წყლის” და „აჭარის წყლის ალიანსის” სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები. შეფერხებები დაფიქსირდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

მდინარეებზე სიმღვრივის დონის მომატების გამო წყალმომარაგება შეიზღუდა რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე, ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სინოპტიკოსების ცნობით, 10 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, 11 აგვისტოდან კი გამოიდარებს.

ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა ქალი

ხულოში, მთა ზორტიყელისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა ქალი, დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს.

დაღუპული ქალი დაახლოებით 40 წლისაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსებს პირველ რიგში მდინარეების ფორსირება უჭირთ, მით უმეტეს, როცა მდინარის მეორე ნაპირი შემაღლებულია და იქ უკრაინელი მებრძოლები არიან ჩასაფრებული:

„ამ ომის გამოცდილებიდან რასაც ვხედავთ, ყველა მდინარის გადალახვა რუსებისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენს,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარ გენერალს ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც ომი თითქოს სააკაშვილის მთავრობამ, შესაბამისად საქართველომ  დაიწყო „დიფ სთეითის“ დაკვეთით.

„ვინ გაისროლა პირველი, ეს არ არის ომის დაწყების განმსაზღვრელი ინდიკატორი. როდესაც საგუშაგოზე დგას სამხედრო მოსამსახურე და საგუშაგოს მიმართულებით ხორციელდება თავდასხმა, ამ დროს საგუშაგოდან გუშაგი ახორციელებს გასროლას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუშაგმა განახორციელა აგრესია და შეუტია მომხვდურებს,“ – ბრაზი დაეტყო გადამგარ გენერალს და იმასაც გაუსვა ხაზი, კობახიძის ეს განცხადება ზახაროვამ რომ უკვე გაიმერა.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე, რა ცვლილებებია?

დიდი ცვლილებები არ არის, კვლავ რუსებს აქვთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა, მაგრამ დიდი დანაკარგის ფასად. ამავე დროს, უკრაინელები ახორციელებენ მეორე ოპერატიული ეშელონის მშენებლობას – ორგანიზება – ფორტიფიცირებას. ეს არის იმ შემთხვევისთვის, თუ მოუწევთ უკან დახევა. ეს ეხება აღმოსავლეთ-ცენტრალურ მიმართულებას.

პოკროვსკის მიმართულებაზე, სიღრმეში, სადაც არის მეორე ოპერატიული ეშელონები, უკრაინელებმა შესაძლოა უკან დაიხიონ – 16 კილომეტრამდე არიან ერთმანეთთს მიახლოვებული რუსების ალყის შემქნელი დანაყოფები. აქ რუსები ცდილობენ სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ალყაში მოაქციონ პოკროვსკი, დასახლებული პუნქტი, სადაც დიდი ხანია ბრძოლა მიმდინარეობს.

ამ ალყის მარწუხები თუ ერთმანეთს მიუახლოვდება 10 კილომეტრით და უფრო მეტად, რაც რუსებს საშუალებას მისცემს, ღრიჭო ორივე მხრიდან დაფარონ ცეცხლით, რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის დადგება საკითხი, გავიდნენ და არ მოხვდნენ ალყაში. ისინი თუ გავლენ ამ ალყიდან, წინასწარ უნდა იყოს მომზადებული უკან დახევის შემდგომი პოზიციები.

  • გამოდის, რუსებს აქვს რაღაც ტიპის წარმატება ამ ეტაპზე? 

ფრონტი მთლიანად არის 1500 კილომეტრზე გადაჭიმული და შედგება რამდენიმე მონაკვეთისგან. თითოეულ მონაკვეთზე არის განსხვავებული ვითარება, რაც დამახასიათებელია იმ მონაკვეთისათვის. მაგალითად, სუმის მიმართულებაზე უკრაინელებმა შეძლეს პოზიციების შენარჩუნება და დაპირისპირების გადაყვანა სტაბილურ ვითარებაში. შესაბამისად, უკრაინელებმა შეძლეს რუსების შეტევის მოგერიება ამ მიმართულებაზე.

ასევე, საინტერესოა ლიმანის მიმართულება. ლიმანი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, რომელიც ადრე რუსებმა დაიკავეს და შემდგომ უკრაინელებმა გაათავისუფლეს – ამ მიმართულებით რუსები ახორციელებენ შეტევას, აგვისტოს დასაწყისიდან გარკვეული წინსვლა აქვთ, მაგრამ წინსვლა აქვთ ძალიან მცირე მანძილზე და ძალიან ნელი ტემპებით.

ლიმანიდან შესაძლებელია სლავიანსკი-კრამატორსკის აგლომერატზე გასვლა ჩრდილო-დასავლეთის აღმოსავლეთი მიმართულებიდან, მაგრამ ეს რომ განახორციელონ რუსებმა, მათ ჯერ ორი მდინარის ფორსირება უნდა შეძლონ. პირველი – ჩორნი ჟერებეცი დიდი მდინარე არ არის, მაგრამ ამ ომის გამოცდილებიდან რასაც ვხედავთ, ყველა მდინარის გადალახვა რუსებისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენს.

წინსვლისთვის რუსებმა უნდა გადალახონ ეს მდინარე, მერე ალყა შემოარტყან ლიმანს – დასახლებულ პუნქტს, მისი აღების შემდეგ კი, რუსებს წინ დახვდებათ საკმაოდ ფართო და ხშირი ტყის მასივი, სადაც შეტევის განხორციელება ძალიან დიდი ძალისხმევის გამოყენებითაც კი, ურთულესი ამოცანაა და არა მგონია, უკრაინელებმა ეს არ გამოიყენონ დაცვისთვის.

ტყის მასივში რომც გავიდნენ რუსები, მიადგებიან უკვე მნიშვნელოვან მდინარეს – სევერნი დონეცს. ტყის მასივის გამოყენება მომგებიანია ზოგადად ფარულად მიახლოვებისთვის წყლის ზღუდეზე, მაგრამ ტყის მასივი ხელს უშლის მნიშვნელოვანი საინჟინრო ტექნიკის გადაადგილებას – ტექნიკის გარეშე კი, მდინარის ფორსირება რუსებისთვის შეუძლებელია. ამ მდინარის მეორე ნაპირი უკრაინელებს აქვთ დაკავებული – აქ არის ქალაქი სლავიანსკი, რომელიც ძლიერად გამაგრებულია, რის აღებაც ასევე, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია რუსების დღევანდელი შესაძლებლობით.

წარმოუდგენლად მეჩვენება წლის ბოლომდე რუსებმა შეძლონ ლიმანის აღება და მიუახლოვდნენ სლავიანსკის მიმართულებას.

გააქტიურება შეიმჩნევა ზაპოროჟიე-ხერსონის მიმართულებაზეც. ქალაქ ხერსონს გააჩნია გარეუბანი კარაბელნი, რომელიც ძირითადი, ცენტრალური ნაწილიდან გამოყოფილია მდინარე დნეპრის ერთ-ერთი ტოტით – ამ რაიონის ცენტრთან დამაკავშირებელ ხიდს ურტყამენ რუსები ბოლო პერიოდში. ვერ გეტყვით, რა სამხედრო მიზანი გააჩნია ამ დარტყმებს, არა მგონია, რომ მნიშვნელოვანი სამხედრო დატვირთვა ჰქონდეს ამ ხიდს იმის გარდა, რომ ცხოვრებას გაურთულებს ამ რაიონში მაცხოვრებლებს.

ასევე გამოჟონა რუსების წყაროებიდან, რომ თითქოს პუტინმა ბრძანება გასცა სასწრაფოდ დაიკავონ ხერსონის და ზაპოროჟიეს რაიონებში ის ადგილები, რაც დაკავებული არ აქვთ რუსებს.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გათვლებით მოქმედებს ამჯერად პუტინი?

მას აქვს გაცხადებული, რომ ეს არის რუსული რაიონები, რომლის ნაწილიც უკვე დაკავებულია.

ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან ამ შემთხვევაში პუტინი თითქოს ახერხებს იმ დანაპირების შესრულებას, რომ დაიკავებდა 4 რაიონს მთლიანად, ესაა: ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. ბოლო ორ რაიონში რუსეთს ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი აქვს დაკავებული.

  • ბრძოლის არსებული ტემპის მიხედვით, ალბათ მარტივად ვერც დაიკავებენ ამ რაიონებს სრულად რუსები. პუტინი აპირებს, რომ კონკრეტულად ხერსონის და ზაპოროჟიეს ოკუპაციაზე კონცენტრირდეს? 

მარტივად კი არა, უდიდესი ძალისხმევითაც კი ძალიან ეჭვი მეპარება, შეძლოს. აქ საუბარია დნეპრზე, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, არ არის მდინარე გუმისთავი – ჩხერიმელა. ეს არის მდინარე, რომლის გადალახვა საჭიროებს შესაბამის ტექნიკურ და საინჟინრო მომზადებას. ამის ძალა და საშუალება რუსეთს არ გააჩნია. ამას დიდი ხანია ვაკვირდებით.

ამას ემატება ისიც, რომ მარჯვენა ნაპირი, ანუ მდინარე დნეპრის უკრაინული ნაპირი არის უფრო მაღალი, ვიდრე რუსების მიერ დაკავებული, დაჭაობებული მარცხენა ნაპირი. ეს კიდევ უფრო ურთულებს რუსებს ამოცანას. უდიდესი ალბათობით რუსები ამას წლის ბოლომდე ვერ შეძლებენ. არ ვიცი, რა ცვლილებები იქნება მომავალ წელს.

გაჟონა ასევე ინფორმაციამ, რომ ამ მიმართულებაზე აპირებენ გადაისროლონ ე.წ. „აფრიკული კორპუსის“ ძალები – ყოფილი ვაგნერელები, 2 ათასამდე კაცი, ვინც აფრიკაში იმყოფება, თუმცა ვაგნერელები ხიდს ვერ გადებენ ახლა მდინარეზე და პონტოვნებს ვერ აიკიდებენ ზურგზე, ეს უნდა გააკეთონ საინჟინრო ძალებმა, ამის ძალა კი, რასაც რუსეთს ვუყურებთ, დღეს არ გააჩნია.

  • 8 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს კიევის ოლქზე. დრონებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც… რა დონეზე ახერხებს უკრაინა საჰაერო თავდაცვას? 

ამ დრონების დიდი რაოდენობა უკრაინელებმა ჩამოაგდეს. როცა 500 დრონი უტევს და იქედან 20 ხვდება მიზანს, დათვალეთ, რა პროცენტულობით ხდება მათი განადგურება. მსოფლიოში არ არსებობს არსად 100%-იანი საჰაერო თავდაცვა. ეს არც ისრაელს გააჩნია და არც რომელიმე სხვა ქვეყანას.

ძირითადად ეს თავდასხმა მიმართულია სამოქალაქო ობიექტებზე, ხარკოვის მიმართულებაზეც დაბომბეს, მაგალითად, სანოტორიუმი: ორი ბავშვია დაზიანებული, დაღუპულებიც არიან და დაშავებულებიც. არანაირი სამხედრო ობიექტი იქ ახლო-მახლო არ არის. ეს რუსების ხელწერაა, რაც არ შეიცვლება. უკრაინაში ალბათ ამას უკვე შეგუებულიც კი არიან.

  • პუტინის და ტრამპის შეხვედრის შესახებ მინდა გკითხოთ: რა მოლოდინი გაქვთ? 8 აგვიტოს გავიდა ცეცხლის შესაწყვეტად რუსეთისთვის მიცემული ვადა. ტრამპმა თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.

ჩემი გადასახედიდან საქმე გვაქვს შემდეგთან: ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვდება პუტინს და შემდეგ იქნება სამმხრივი შეხვედრა, ანუ უკვე ზელენსკის მონაწილეობით. მოგეხსნებათ ისიც, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს აქვთ შეხვედრა ვაშინგტონში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ტრამპი ცდილობს, რომ აიღოს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. განცხადებებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ტრამპის მიზანია, ცეცხლის შეწყვეტას მაინც მოახერხოს, რაც ჩაითვლება პოზიტივში.

კარგია, რომ კონკრეტული პირობები დადებულია რუსების მხრიდან. რამდენად მისაღებია ეს უკრაინისთვის, ცალკე თემაა, მაგრამ კონკრეტიკა ისმის.

ვრჩები იმ აზრზე, რომ წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას.

  • მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთი არ აპირებს სრულმასშტაბიან ზავზე დათანხმებას და შესაბამისად რუსეთის არმიის სახმელეთო იერიშები გაგრძელდება, თუმცა დათმობის სახით კრემლში განიხილავენ საჰაერო დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადებას. რა გათვლით შეიძლება აწყობდეს პუტინს ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე? 

ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე მიღწევადია არსებულ ვითარებაში.

გასაგებია, რომ პუტინს აწვდიან იმ ინფორმაციას, რაც მას მოეწონება და რაც შორია რეალობიდან, რეალობა კი საკმაოდ მძიმეა, მაგალითად, უკრაინაში გამოქვეყნდა დაზვერვის მიერ მოპოვებული რამდენიმე დოკუმენტი, რაც არის რუსეთის 41-ე საველე არმის შტაბიდან გამოტანილი მონაცემები და ეს გაერთიანება მოქმედებს პოკროვსკის მიმართულებაზე.

ამ მონაცემების მიხედვით, არმიის მიერ დაღუპულთა ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების რაოდენობით დგინდება, რამდენი კაცი ჰყავთ დაღუპული. საუბარია იმაზე, რომ 2025 წლის ივნისის დასაწყიდან დღემდე 8600 კაცი არის დაღუპული. არმიის ზომა კი, არის 20 ათასი, მაქსიმუმ 25 ათასი. დაღუპულები ძირითადად არიან საბრძოლო დანაყოფებიდან, ახლა გამოვითვალოთ, რამდენი პროცენტია დაღუპული არმიაში, თუ 25 ათასიდან 8600 კაცია დაღუპული?!

გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია ასევე მოცემულია დეზერტირთა პროკურატურაში გადაცემული საქმეები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 8 ათასამდეა. ამის გარდა, გამოქვეყნებულია იმ ოჯახების რაოდენობა, რომელსაც დახმარება ეძლევა უგზო-უკვლოდ დაკარგულებისთვის. მათი რაოდენობა კი, დაახლოებით 10 ათასი კაცია. ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩათვალეთ, რომ ან ტყვეა უკრაინაში, ან დიდი ალბათობით, მოკლულია და მისი გვამის გატანა ვერ ხერხდება.

ეს ყველაფერი რომ შეაჯამოთ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამ არმიამ თავიდან ბოლომდე შეიცვალა პირადი შემადგენლობა.

საინტერესოა, ასევე, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ 2024 წელს დარიგდა 150 ათასი პროთეზი. პროთეზი ძირითადად დარიგებული იქნება სამხედრო მოქმედებებში მონაწილეებისთვის.

ეკონომიკურად რომ უჭირს რუსეთს, ესეც ფაქტია: რამდენიმე საწარმოში – ეს იქნება ავტობუსების წარმოება, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, თუ ქვანახშირის მომპოვებელი მაღარო – გადადიან 4-დღიან სამუშაო კვირაზე. ეს ხდება იმის გამო, რომ მათი პროდუქტი აღარ არის საჭირო – ვერ ასაღებენ.

  • ამ მოცემულობაში როგორ შეიძლება თავი იმართლოს პუტინმა, თუ ის ცეცხლს შეწყვეტს? 

პუტინი თავის მართლებას არავისთან არ აპირებს, მით უმეტეს, შიდა აუდიტორიისთვის. ეს არის მისთვის მორჩილი, როგორც თვითონ ეძახიან ბიო-მასა, რომელსაც რასაც ჩასძახებ, იმას დაიჯერებს.

რუს პროპაგანდისტებს რომ მოუსმინო, რუსები წარმატებული არიან. ბოლო ტყუილი იყო ის, რომ თითქოს აშშ-მა შესთავაზა პუტინს შეხვედრა. შემდეგ გამოდის აშშ-ს წარმომადგენელი და აცხადებს, რომ პუტინის მიერ იქნა ტრამპისთვის შეთავაზებული შეხვედრაო. ვის უფრო დაეჯერება?

რუსეთის გზავნილი ესაა, რომ ებრძვიან ნატოს, ებრძვიან მთელ მსოფლიოს და რუსეთი მარტოა, როგორც ლავროვმა განაცხადა, პირველად ხდება მსოფლიო ისტორიაში – რუსეთი მარტო ეომება მთელ დასავლეთსო. თითქოს დაავიწყდა ბელარუსი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

რუსეთისთვის ეს არის დამახასიათებელი – თვალებში გიყუროს და ისე მოგატყუოს შავით თეთრზე.

  • დანაკარგები და ეკონომიკური დასუსტება არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც პუტინს აწყობს ცეცხლის შეწყვეტა? 

დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მას არ აწყობს ომის დასრულება – ამ შემთხვევაში ეს შეიარაღებული ბრბო მიუბრუნდება უკან და იქნება დიდი სოციალური პრობლემა.

წარმოიდგინეთ, 300-ათასიანი ჯარის უკან დაბრუნება, როცა მათ უკვე ხელფასი აღარ ექნებათ. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი ჯარები რჩებიან პოზიციებზე, რჩებიან განსაზღვრულ რაიონებში და იღებენ ხელფასს.

  • რამდენად ძლიერდება ამ დროს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები? დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის და რუსეთის ენომიკური, პოლიტიკური დასუსტების გათვალისწინებით, რამდენად იქმნება იმის პირობა, რომ უახლოეს პერსპექტივაში გარდამტეხი მომენტი დადგეს რუსეთ – უკრაინის ომში?

მიჭირს რაიმეს თქმა გარდამტეხი მომენტის დადგომაზე – უკრაინა უნდა გაძლიერდეს, მან უნდა გამოყენოს ეს ცეცხლის შეწყვეტა და გაძლიერდეს ისე, რომ გარდატეხა შეიტანოს, ან ყოველ შემთხვევაში დაელოდოს უახლოეს მომავალში მომენტს, როცა შესაძლებელი იქნება გარდატეხის შეტანა არსებულ ვითარებაში.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ის, რომ უკრაინელების განწყობები კარგად ვიცი და ისინი არ არიან კმაყოფილი ცეცხლის შეწყვეტის იდეით. არ არის ისე, რომ ერთი სული აქვთ, როდის მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ხვდებიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს უკრაინაზე ამ მიმართულებით.

ცეცხლის შეწყვეტა იქნება გამოწვევა ორივე მხარისთვის. გამოწვევის დროს მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ გამოიყენებ არსებულ ვითარებას. ორივე მხარე შეეცდება გამოიყენოს ეს თავის სასარგებლოდ.

აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დასავლეთის მხრიდან მაქსიმალურად უკრაინის გაძლიერება, რაც დაწყებულია და ვერავინ იტყვის იმას, რომ დასავლეთი არ ეხმარება უკრაინას. იზრდება ეს დახმარება და მე იმედი მაქვს, რომ უკრაინა შეძლებს კუმულაცია მოახდინოს აი ამ დახმარების ისე, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი ფაზა არ გამოიყენოს საომარი მოქმედების განახლებისთვის.

  • მინდა გკითხოთ ასევე ზანგეზურის დერეფნის შესახებ: რა სამხედრო ინეტერესი აქვს აშშ-ს ამ დერეფნის მიმართ? არსებობს მოსაზრება, რომ ეს სჭირდება აშშ-ს იმიტომ, რომ მეტი გავლენა ჰქონდეს ირანის წინააღმდეგ.

პირდაპირ სამხედრო ინტერესზე საუბარი არასწორია, მაგრამ ამ რეგიონში შემოდის აშშ. ხელშეკრულება, რომელიც ეხება აშშ-ს, სომხეთს და აზერბაიჯანს და არის ეკონომიკური, აშშ-ს მისცემს საშუალებას, რომ რეგიონში გაიმყაროს თავისი პოზიციები. რეგიონში შემოსვლა უფრო ეკონომიკური ფორმით იქნება, მაგრამ ეს ჯერ მოლაპარაკებების დონეზეა.

არ ვიცით ჩვენ ირანს რა რეაქცია ექნება ამ მიმართულებით – არანაირად ირანს ეს არ აწყობს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ფაქტია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამერიკასთან პოულობენ ძალიან კარგ გზებს და ჩვენ ვრჩებით ამ გზის მიღმა. ამ ვითარებაში ჩვენ თამაშგარეშე მდგომარეობაში დავრჩებით, თუ არ გადავდგით შესაბამისი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

  • ჯერ-ჯერობით „ოცნების“ პრემიერის გზავნილები ემთხვევა ზახაროვას გზავნილებს… 8 აგვისტოს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ომი „სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა“ დაიწყო „დიფ სთეითის დაკვეთით“. რას ნიშნავს ეს განცხადება თქვენთვის, როგორც გადამდგარი გენერლისთვის? 

პოლიტიკურ განცხადებებს მე ვერ შევაფასებ, ვიტყვი მხოლოდ ომთან დაკავშირებით: ვინ გაისროლა პირველი, ეს არ არის ომის დაწყების განმსაზღვრელი ინდიკატორი. როდესაც საგუშაგოზე დგას სამხედრო მოსამსახურე და საგუშაგოს მიმართულებით ხორციელდება თავდასხმა, ამ დროს საგუშაგოდან გუშაგი ახორციელებს გასროლას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუშაგმა განახორციელა აგრესია და შეუტია. შეიძლება უხეში მაგალითია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვინ გაისროლა პირველი, ამას არც აქვს მნიშვნელობა: ფაქტია, რომ რუსეთი ახდენდა კონფრონტაციას.

საუბარია ალბათ პროვოკაციის წამოგებაზე. ამ შემთხვევაში საკითხი დგას რუსეთის მიერ მომზადებულ პროვოკაციაზე – წამოგებასა თუ არწამოგებაზე, რამდენად მზად ვიყავით ამ პროვოკაციაზე სწორი რეაგირებისათვის. პოლიტიკური გამონათქვამების სიღრმეში არ შევალ, მაგრამ „ომი დაიწყო საქართველომ“, ეს არ არის სწორი – რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის. რუსეთმა შექმნა ყველა წინაპირობა ამ ომისთვის.

ეს უფრო პოლიტიკურად დამაზიანებელი განცხადებაა, ვინაიდან მოჰყვა ამას უკვე ზახაროვას განცხადება, რომ საქართველო აღიარებს ამ ომის დაწყებას და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთზე შეიძლება საუბრის დაწყება. რუსეთი განიხილავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

დარწმუნებული ვარ, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს საქართველოში, მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, ვერცერთი ხელისუფლება ვერ და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

  • იქნებ გვამზადებს ამისთვის ირაკლი კობახიძე – ის რუსეთს საერთოდ აღარ ახსენებს 8 აგვისტოს.

ვერ შევაფასებ კობახიძის განცხადებებს. რა თქმა უნდა, ყველა განცხადებას აქვს თავისი მიზანი, მით უმეტეს, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ხდება განცხადების გაკეთება, მას აქვს თავისი წონა. ამდენად, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ყველა განცხადება ძალიან გულდასმით უნდა იყოს აწონ-დაწონილი და ფრთხილად გაკეთებული.

Exit mobile version