უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინამ წარმატებით გამოსცადა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან 20 აგვისტოს, კიევში გააკეთა, როდესაც რაკეტების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საუბრობდა. „ჩატარდა წარმატებული გამოცდა და ჯერჯერობით ეს რაკეტა ყველაზე წარმატებულია იმ რაკეტებს შორის, რომლებიც ჩვენ გვაქვს – ის სამი ათას კილომეტრს დაფრინავს“, – ციტირებს „დოიჩე ველე“ უკრაინის პრეზიდენტს. …

„ცდილობენ დამაბრალონ ის, რასაც თვითონ აკეთებენ – კავშირი რუსულ კაპიტალთან“ – IDFI-ის დირექტორი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ეხმიანება „ოცნების“ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთის მოქალაქეებთან აქვს ბიზნესი. გიორგი კლდიაშვილი პროსამთავრობო მედიის ინფორმაციას ორკესტრირებულ, ცილისმწამებლურ და მადისკრედიტირებელ კამპანიას, უწოდებს, რომელიც მიმართულია მისი, როგორც IDFI-ს დამფუძნებლის და დირექტორის საქმიანობის წინააღმდეგ. „მსურს გავაკეთო რამდენიმე განმარტება, არა რეჟიმისთვის, ან მისი პროპაგანდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და …

საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია კი მტერს საკუთარ რიგებში ეძებს – ზვიად ცეცხლაძე

ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ, რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ? დღეს, 21 აგვისტოს, 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილი გავრცელდა. წერილს …

რას ამბობენ გორში რაზმაძის განცხადებაზე – „ჩემი სახლი რუსებმა გადაწვეს და ეს მივწერე გუშინ“

„მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში. რას ფიქრობენ აგვისტოს ომისგან დაზარალებული გორელები საკრებულოს პრორუსი თავმჯდომარის განცხადებაზე ამერიკულ მედიასთან? „ბათუმელებმა“ დავით რაზმაძის განცხადების შეფასება გორელ მურაზ რომელაშვილს სთხოვა – მისი ორი შვილი, ტანკისტი ძმები – გიორგი და გელა რომელაშვილები …

წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი. ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში. დაღუპულთაგან სამი 6 წლამდე ბავშვი იყო, 11 კი 17 წლამდე ასაკის მოზარდი. ავტოავარიაში დაღუპული 216 ადამიანიდან 79 ქვეითი იყო, ისინი ავტომანქანით არ გადაადგილდებოდნენ. ყველაზე მეტი ადამიანი წელს ავტოავარიის …

ქედაში გზიდან მანქანა გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოავარია მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში, დღეს, 21 აგვისტოს. სავალი გზიდან მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ს 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს, ღამეს, ზაკარპატიის ოლქში, ქალაქ მუკაჩევოში მდებარე ამერიკულ სამოქალაქო საწარმოზე რუსეთმა რამდენიმე ფრთოსანი რაკეტით განახორციელა შეტევა. „ამ ღამეს რუსეთის არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოები, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ხალხი დაბომბეს. ძალიან მრავლისმეტყველია. საწარმოში ჯერ ისევ აქრობენ ხანძარს. მაშველები ასევე მუშაობენ სხვა რეგიონებში – ზაპოროჟიედან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 073 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830] ტანკი – 11 120 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 157 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 31 789 ერთეული [+41] MLRS – 1 471 ერთეული [+1] …

სტრასბურგის სასამართლოსაც შესაძლოა ვეღარ მივმართოთ საქართველოდან – ინტერვიუ

„თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, რაც არსებობს, ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო,“ – ამბობს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის დეკლარაციაზე ვესაუბრეთ, სადაც საუბარია საქართველოს გაძევებაზე. „…თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის,  ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა …

შემდეგი სატყუარა იქნება კონფედერაცია აფხაზეთ-ცხინვალსა და თბილისს შორის – ინტერვიუ

რუსეთის ФСБ-მ 18 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა მანქანამ, რომელიც „მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო დატვირთული“. „მანქანა უკრაინიდან შევიდა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით და გადაკვეთა ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსში“, – აცხადებს ФСБ-ე. რუსეთის სპეცსამსახურების თქმით, საქართველოდან შეტანილი ბომბით უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას გეგმავდა. ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ …

რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში გააჩაღეს ბიზნესი საკუთარი მომხმარებლისთვის – სახეზეა პარალელური ეკონომიკა

„საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. იქირავეს სასტუმროები, რესტორნები, აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით. მეტაფორულად რომ ვთქვათ, სათავისოდ შექმნეს ერთგვარი კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა,“ – ასე აღწერს კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ესმა კუნჭულია ქართულ ტურისტულ და სამომხმარებლო სფეროში არსებულ სიტუაციას. მისი თქმით, …

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ბათუმისთვის 335 500 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო …

წელს რუსეთიდან საქართველოში 770 ათასი მოქალაქე შემოვიდა – ექვსი თვის მონაცემები

2025 წლის პირველ ორ კვარტალში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 770 714 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 271 988 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი – 498 726. სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში, რუსეთის 535 048 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვარი. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა 4 ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ამ თემაზე: „დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო …

ბათუმში LIB.GE და რესტორანი „რუსთაველი“ დამეგობრდნენ

დღეს ბათუმში LIB.GE და  რესტორანი „რუსთაველი“ დამეგობრდნენ. თვეში ერთხელ LIB.Ge აკადემია ბათუმში, სწორედ ამ სივრცეში გამართავს ლექცია-სემინარებსა და დისკუსიებს. LIB.GE აკადემია არის არაფორმალური განათლების სივრცე და ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროექტია ონლაინ სკოლა საქართველოში მცხოვრები და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც გიორგი კეკელიძემ დააფუძნა. აკადემიაში რეგისტრაცია მიმდინარეობს, გაკვეთილებს საქართველოში საუკეთესო მასწავლებლები (მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს …

ვინ აშენებს ცათამბჯენებს ფიროსმანის ქუჩაზე და რას აპროტესტებს მოსახლეობა

ბათუმის მერის ყოფილი მოადგილის, ხელვაჩაურის საკრებულოს  წევრისა და კიდევ სხვა პირების კომპანია, შპს „ცენტრალ სითი ლაინი“,  ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #8- ის მიმდებარედ, ცათამბჯენს აშენებს. შპს „ცენტრალ სითი ლაინის“ დირექტორი და 38 პროცენტის მფლობელი ზურაბ ბერიძეა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი. კომპანიის 38 პროცენტს გიორგი ზოიძე ფლობს, დარჩენილი 24 პროცენტი შპს „უან პროჯექტის“ საკუთრებაა, რომლის 50-5- პროცენტსაც ხელვაჩაურის …

აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 20 აგვისტოს, აქტივისტი თამარ კურატიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ 2000 ლარით დააჯარიმა. სამოქალაქო აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს. 6 აგვისტოს საღამოს, იმ დღეს, როცა მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გაჩნდა მზია ამაღლობელის სტენსილი – „სილა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 21 საათიდან 21 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 15-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: …

ბათუმის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რას ამბობს კომპანია

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც, დღეს, 20 აგვისტოს, წყალმომარაგება შეეზღუდა ბათუმის გარკვეულ უბნებს. „გვიან ღამით, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება. აღნიშნულის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ: გოგებაშვილის, ბაქოს, ჭავჭავაძის #1, წერეთლის #15/17, კაჩინსკების, ნიჟარაძის, ჰელიმიშის, ადლიის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 072 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 11 119 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 152 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 31 748 ერთეული [+50] MLRS – 1 470 ერთეული [+0] …

„ევროპა ცდილობს უკრაინის დაზღვევას“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც მთავარია, დააზღვიოს ის, რომ შეიძლება გარიგება შედგეს უკრაინის ხარჯზე, ანუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ინტერესების ხარჯზე – ამისგანაც დაზღვევას ცდილობს ევროპა. ევროპის ასეთი მასშტაბური ყოფნა ამ შეხვედრაზე ძალიან მეტყველია ამ თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი შოთა კაკაბაძე. მას ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებაზე ვესაუბრეთ: რა გზავნილია აშშ-ს …

„თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით… გამოდის, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ფოტოგრაფი

„აი, თუნდაც ჩვენი საგამოფენო სივრცე ავიღოთ გორში. ეს სივრცე სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. იმ ადგილზე 10-15 წელი სრული ანტისანიტარია იყო, ნაგავი ეყარა და საპირფარეშოდ იყო ქცეული. ევროკავშირის დახმარებით შენობა დავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და ახალგაზრდების განვითარების კერად ვაქციეთ. მაგრამ ინსტალაციის – „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ გამოფენის შემდეგ, გორის მერიამ წერილი მოგვწერა და სამ …

არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც უკრაინის სამშვიდობო გარანტიებში – ინტერვიუ

„მესამე ვარიანტია ყველაზე ეფექტიანი – ეს არის უშუალოდ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ამერიკული, ბრიტანული ან ერთობლივი. მე არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც – ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინისთვის ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა და დასავლეთისთვისაც მისაღები იქნება,“ – თავის ვარიანტებს გვაცნობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის თეთრ სახლში გამართული შეხვედრების შემდეგ შესაძლებლად მიიჩნევს …

პოლონეთი აპირებს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმოს გამარტივებული წესით დასაქმების უფლება

პოლონეთი გეგმავს მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმების უფლებას. პოლონეთში დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველო იმ 5 ქვეყანას შორისაა, რომლის მოქალაქეები მარტივად, ნაკლები ბიუროკრატიით საქმდებიან პოლონეთში. პოლონურ მედიაში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა საქართველოს 47 086 საქართველოს მოქალაქეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთმა და …

ბათუმში დაკარგულ კაცს ეძებენ

ოჯახი 36 წლის საბა ხარებავას ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, საბა ხარებავა 13 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე, ბათუმში დაიკარგა. ამ დღის შემდეგ ის ოჯახს აღარ დაჰკავშირებია. „ოჯახი დიდი შეშფოთებით ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები. გთხოვთ ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის. …

რას წერს თურქული მედია სარფის საბაჟოზე შეფერხებების მიზეზზე

სარფის საბაჟოზე, თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური გაუმართაობის გამო მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თურქული მედიის თანახმად, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტექნიკური შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს დაზიანებული სამგზავრო ესკალატორებია. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავე თურქი ოფიციალური პირები თურქულ მედიასთან ესკალატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზად მძიმე ტვირთს ასახელებენ, რომელსაც საზღვარზე თვითდასაქმებულები აწყობენ. „როგორც ირკვევა, მგზავრები და მოვაჭრეები ხშირად ათავსებენ მოძრავ …

ლავროვის მორიგი ტყუილი: კრემლის მიზანი ყირიმის და დონბასის მიტაცება არ ყოფილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“ და მისი „მთავარი ამოცანა რუსი ხალხის დაცვა იყო“. „ჩვენ არასდროს გვისაუბრია იმაზე, რომ რაღაც ტერიტორიების მიტაცება გვჭირდება. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი იყო იმ ხალხის, რუსი ხალხის დაცვა, …

აგვისტოში ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით გადაადგილებისთვის 25 პირი დააჯარიმეს

მოქალაქეები ძველ ბათუმში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებით გადაადგილება მხოლოდ ახალ ბულვარში დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიამდეა დაშვებული, დარღვევების შემთხვევები ძველ ბათუმში მაინც ფიქსირდება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის 25 პირი დააჯარიმეს. საერთო ჯამში სხვადასხვა დარღვევისთვის ბულვარის მონიტორინგის სამსახურმა 70 დარღვევა გამოავლინა გასულ …

„არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, მას ტელეფონი არ აქვს“ – კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

„ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 19 აგვისტოს, „ტვ პირველთან“ თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან არ უსაუბრია, რადგან რიჟვაძეს „ტელეფონი არ აქვს“. „მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო, ტელეფონი მას არ აქვს. თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგი …

საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი წელს რუსეთში გავიდა – 7 თვის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი რუსეთში გავიდა – 385,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების. ამ კუთხით მეორე ადგილზეა თურქეთი – 175,2 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე – ჩინეთი – 168,8 მილიონი აშშ დოლარი. „2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში [ექსპორტი რეექსპორტის გარეშე], …

ინვესტორები აჭარაში ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან

აჭარაში ინვესტორები ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არაფინანსური აქტივების ნაწილში გეგმა ისევ ვერ შეასრულა. ორი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ამჯერად შესრულების წილი გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო წინა წლებში. 2025 წლის 2 კვარტლის გეგმა 68 მილიონი ლარი იყო ფაქტობრივი შესრულება 4 მილიონი ლარია. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვით …

ბათუმში ელექტროსკუტერები ისევ ქაოსურად მოძრაობენ – მერიამ რეგულაცია ვერ შეიმუშავა

ბათუმის მერია ქალაქს ელექტროსკუტერით მოძრაობის რეგულაციების შემუშავებას 2024 წელს დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. 2025 წლის აგვისტოში მერიაში პასუხი არ აქვთ კითხვაზე – ამ დრომდე რატომ ვერ შეიმუშავეს ელექტროსკუტერით მოძრაობის წესები ქალაქში. ბათუმში წელს ელექტროსკუტერების რაოდენობა გაიზარდა და მათი მოძრაობა კიდევ უფრო ქაოსური გახდა. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეები ელექტროსკუტერს სამსახურში მისასვლელადაც კი იყენებენ, თუმცა ტროტუარებზე არსებული ქაოსის გამო, …

ზელენსკიმ გაასაჯაროვა უსაფრთხოების გარანტიებზე საკუთარი მოთხოვნების დეტალები

აშშ-ში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა. ზელენსკი არ ელის, რომ „გადაწყვეტილების მიმღები კოალიციის“ ყველა მონაწილე უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში სამხედრო კონტინგენტს გაგზავნის. ზელენსკის თქმით, მის მიერ მომზადებულ პაკეტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, გარკვეულ ვალდებულებებს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს აკისრებს, რომლებიც ნებაყოფლობით შეუერთდნენ ე.წ. „გადაწყვეტილების მიმღებ კოალიციას“. „ჩვენ ვილაპარაკებთ 30 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 071 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 118 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 148 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 31 698 ერთეული [+66] MLRS – 1 470 ერთეული [+1] …

„ოცნების მიზანია ჩატყდეს ხიდები ევროპასთან. პროპაგანდამ მენტალური ნაგავი ზედაპირზე ამოიტანა“ – ინტერვიუ

„არ ჩანს არანაირი პერსპექტივა, რომ „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე იქნება არიდებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე. როგორ აშორებს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირს, დასავლეთს და რა უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა ამ დაშორების პრევენციისათვის – ეს არის საკითხები, რომელზეც „ბათუმელები“ ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა. ბატონო ვიქტორ, როგორ …

რას უპირებს ნარკომომხმარებლებს „ოცნება“ რუსული მოდელით – „ყირიმის მაგალითი გველის“

„ყველა ნაბიჯი მიუთითებს სავალდებულო მკურნალობისკენ – ეს არის რუსული ნარატივი. რუსული ნარატივია იმის თქმაც, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ლეგალური ნარკომანიაა. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოსთვის არასაინტერესო. ესაა ყველაზე დიდი უბედურება! ეს პროგრამები, როგორც ჩანს, მალე დაიხურება,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. იგი სამედიცინო ცენტრის „ურანტის“ ხელმძღვანელია და მას „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი პროგრამით …

Exit mobile version