მთავარი,სიახლეები

კიევის ოლქში ხელებშეკრული, დახვრეტილი მოქალაქეების სამარხი იპოვეს

13.06.2022
კიევის ოლქში ხელებშეკრული, დახვრეტილი მოქალაქეების სამარხი იპოვეს

კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩასთან ახლოს მდებარე სოფელში ახალი სამარხი იპოვეს, სადაც 7 ადამიანის ცხედარია. ისინი რუსებმა აწამეს და შემდეგ თავში გასროლით მოკლეს –  ამის შესახებ დღეს, 13 ივნისს, კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

ნებიტოვი აცხადებს, რომ ბევრ მსხვერპლს ხელები შეკრული ჰქონდა და მუხლები დაცხრილული.

უკრაინელი სამართალდამცავები დაღუპულების ვინაობის დასადგენად მუშაობენ.

„ეს არის რუსული არმიის მორიგი სადისტური დანაშაული კიევის რეგიონში! ყოველი დანგრეული სიცოცხლისთვის, უკრაინელების ტკივილისა და ტანჯვისთვის, ჩვენი ქალაქებისა და დაბების დანგრევისთვის ოკუპანტებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერს ნებიტოვი.

______________

ფოტოზე: სამარხი ბუჩასთან ახლოს. ფოტო: ანდრეი ნებიტოვი/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: