მთავარი,სიახლეები

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ 55 ქვეყნიდან იბრძვიან მოხალისეები

13.06.2022
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ 55 ქვეყნიდან იბრძვიან მოხალისეები

უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან იბრძვიან მოხალისეები. ამის შესახებ დღეს, 13 ივნისს განაცხადა ბრიფინგზე უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონის წარმომადგენელმა დემიენ მაგრუმ.

უცხოურ ლეგიონში უმრავლესობა შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდანაა, გარდა ამისა, ლეგიონში ბევრი მებრძოლია პოლონეთიდან, კანადიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან – კერძოდ, ფინეთიდან.

ასევე, არიან მებრძოლები ბრაზილიიდან, სამხრეთ კორეიდან და ავსტრალიიდან.

მაგრუმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ლეგიონი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი და ფინანსდება თავდაცვის ბიუჯეტიდან. ეს ეხება ცხოვრების ყველა ხარჯს, მებრძოლების ხელფასს, იარაღსა და საბრძოლო მასალას.

„ჩვენ გვაქვს დამატებითი საქველმოქმედო სახსრები კერძო დონორებისგან. ვხარჯავთ სხვადასხვა პლატფორმებზე შეგროვებულ თანხებს ექსკლუზიურად ჩვენი მებრძოლების აღჭურვილობაზე, რომელიც არ შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაცემულ სტანდარტულ სამხედრო პაკეტში და საჭიროა ბრძოლის ველზე, მაგრამ არ ფინანსდება უკრაინის სახელმწიფოს მიერ“- განაცხადა ლეგიონის სპიკერმა.

27 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მესამე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, შეერთებოდნენ უკრაინის თავდაცვის ძალებს. ასე შეიქმნა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი.

__________

ფოტოზე: დემიენ მაგრუ

ამავე თემაზე: 

„მინდოდა ჩემი სისხლი და ცრემლები გამეღო“ – უცხოელები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: