გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, პროფესიული განათლებისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით. გერმანია წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დონორს საქართველოში. საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის/KFW-ს, ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია ბათუმის წყლის თანამედროვე სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტი. მიმდინარე წლის 21 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა გერმანიის საელჩოსა და KFW-ს წარმომადგენლებს. …
Category Archives: მთავარი
გასულ დღე-ღამეში კოვიდის 817 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
23 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 3 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარაში – 39, იმერეთში – 105, ქვემო ქართლში – 33, შიდა ქართლში – 44, გურიაში – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 81, კახეთში – 53, მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და …
Continue reading “გასულ დღე-ღამეში კოვიდის 817 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი”
50 და მეტი წლის მოქალაქეები 200 ლარს აპრილშიც მიიღებენ – პირველი დოზით აცრის შემთხვევაში
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, 50 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია სივრცეებში პირბადის ტარება 28 მარტიდან სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა საქალაქო ტრანსპორტში პირბადის ტარება …
20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP
„ესოშიეითიდ პრესის“ ჟურნალისტის, მსტისლავ ჩერნოვის ნაამბობი ქალაქ მარიუპოლიდან გამოღწევაზე ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან ერთად. წყარო: apnews.com თარგმნა ნიკა ბურდულმა ________________ რუსები ჩვენზე ნადირობდნენ. მათ ჰქონდათ სია, რომელშიც ჩვენი სახელები იყო და გვიახლოვდებოდნენ. მარიუპოლში საერთაშორისო ჟურნალისტებიდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით დარჩენილი, ორ კვირაზე მეტი ქალაქის ალყას ვაშუქებდით. საავადმყოფოში ვიყავით, როცა შეიარაღებული პირები შემოიჭრნენ და კორიდორებში დაიწყეს სიარული. ქირურგებმა …
Continue reading “20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP”
რა სურს ჩინეთს
რა პოზიციას დაიჭერს ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომში, ამას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საინტერესოა იმის ცოდნა, რა სურს ჩინეთს თანამედროვე მსოფლიოში. „ბათუმელების“ კითხვებს „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“(PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი პასუხობს. ბატონო მარჩინ, რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, თუ შეიძლება ზოგადი მონახაზი რომ გავაკეთოთ – როგორია ჩინეთის როლი მსოფლიოში, როგორ ხედავს მას თავად ჩინეთი, დასავლეთი და …
„წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი“ – 57 წლის ქართველი მოხალისე უკრაინაში
„ბავშვობაში სულ ცაში ვიყურებოდი ხოლმე. ზუსტად ვიცოდი, მზე რომელი ხის თავზე ამოვიდოდა და რომელი საათი იყო. ახლა ის შემთხვევაა, როცა ცას აღარ ვუყურებ… თუ ჭურვი შენკენ მოდის, მაინც ვერაფერს მოასწრებ, ვერსად გაასწრებ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 57 წლის ნადიმ ხმალაძე, რომელიც ახლა უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ბატონო ნადიმ, როგორც ვიცით ბიზნესი გაქვთ საქართველოში. რატომ მიიღეთ …
Continue reading “„წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი“ – 57 წლის ქართველი მოხალისე უკრაინაში”
„ქართველები და უკრაინელები ერთ ნავში ვსხედვართ“ – ინტერვიუ კიევში მყოფ ჟურნალისტთან
ფედირ სიდორუკი უკრაინაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტია. ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი მათთვის ინფორმაციის გავრცელებაა, ერთი მხრივ მოსკოვის პროპაგანდა რომ გადაიფაროს, ხოლო მეორე მხრივ „თუ უკრაინის ამბები გადაინაცვლებს მეორე, მესამე, მეოთხე და სხვა გვერდებზე“, მაშინ უკრაინის ომს დაივიწყებენ ძალიან სწრაფად, ის „როგორც თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელსო“. ფედირი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში ხედავენ „ქართველი …
„კოლუმბია შიფმენეჯმენტი“ თავის ხომალდებზე მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ს დირექტორატთან, გემთმფლობელ კომპანიასთან მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების მიმართულებით თანამშრომლობის გაღმავებასა და ქართველი მეზღვაურების ქვოტის გაზრდაზე შეთანხმდენენ. სწორედ, აღნიშნულ მიზანს მოემსახურება მემორანდუმი, რომელსაც მხარეებმა მოეწერეს ხელი. – „დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა „კოლუმბია შიპმენეჯმენტის“ დირექტორატთან, რომლებთან ერთადაც გადავწყვიტეთ, რომ ისინი …
Continue reading “„კოლუმბია შიფმენეჯმენტი“ თავის ხომალდებზე მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს”
ქობულეთში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქციის მონაწილეებს სცემეს – არიან დაშავებულებიც
ქობულეთში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები და „ალტ-ინფოს“ წევრები. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მოქალაქეები ოფისის გახსნის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციას მართავდნენ: „ამ აქციას არ ესწრებოდნენ პოლიტიკოსები. მეც, როგორც მოქალაქე ვესწრებოდი ამ აქციას, უკან მივყვებოდი მათ და არ ვაქტიურობდი“. …
Continue reading “ქობულეთში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქციის მონაწილეებს სცემეს – არიან დაშავებულებიც “
უკრაინიდან ომს გამოქცეული რამდენიმე ოჯახი ბათუმში ღამეს მანქანებში ათევს
შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დევნილებს უკრაინიდან, რომლებმაც წუხელ ღამე ქუჩაში გაათიეს, არაერთმა ოჯახმა შესთავაზა საცხოვრებელი. მათი თქმით, ყველაზე ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს თბილისში, სადაც ისინი აპირებენ გამგზავრებას. ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოსთან, უკრაინიდან ჩამოსული სამი ავტომობილი დგას, ავტომობილში ღამეს ათევენ ომს გამოქცეული უკრაინის მოქალაქეები, ერთი დიდი ოჯახი, რომელიც 13 უფროსისგან და 9 ბავშვისგან შედგება. ეს ოჯახები ბათუმში ოთხი …
Continue reading “უკრაინიდან ომს გამოქცეული რამდენიმე ოჯახი ბათუმში ღამეს მანქანებში ათევს”
„ორიფლეიმი“ რუსეთში ინვესტიციებს და ონლაინგაყიდვებს აჩერებს
შვედური კოსმეტიკური კომპანია „ორიფლეიმი“ რუსეთში საქმიანობის შემცირებისა და შეჩერების შესახებ განცხადებას აკეთებს. „უკრაინაში მიმდინარე ომი, ოპერაციულ და სამართლებრივ გამოწვევებთან ერთად, შეუძლებელს ხდის ჩვენი რუსული ბიზნესის დღევანდელი ფორმით გაგრძელებას. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო შევამცირებთ ოპერაციებს რუსეთში ინვესტიციების, მარკეტინგის, ტრენინგებისა და ღონისძიებების შეჩერებით,“ – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. კომპანია ასევე აჩერებს რუსეთში ონლაინგაყიდვებს. „გარდა ამისა, ჩვენ ასევე …
Continue reading “„ორიფლეიმი“ რუსეთში ინვესტიციებს და ონლაინგაყიდვებს აჩერებს”
რუსეთში „მდუმარე მხარდაჭერისთვის“ დააჯარიმეს ანტისაომარი აქციის მონაწილე
მოსკოვში სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა ანტისაომარი აქციის მონაწილე „მდუმარე მხარდაჭერისთვის“. ОВД-Инфо აქვეყნებს ციტატას სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: „ტარას კულიკოვმა, რომელიც იმყოფებოდა მიტინგზე შეკრებილ მოქალაქეთა ჯგუფში, გააცნობიერა, რომ შეკრებილნი გაერთიანებულნი იყვნენ საჯარო ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი ნდობის შელახვის საერთო იდეით და გამოხატა მდუმარე მხარდაჭერა“. რუსეთის მოქალაქე დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით. ეს კანონი რუსეთის დუმამ სასწრაფო წესით მიიღო …
Continue reading “რუსეთში „მდუმარე მხარდაჭერისთვის“ დააჯარიმეს ანტისაომარი აქციის მონაწილე”
ფინეთში დააკავეს 21 იახტა, რომლებიც შესაძლოა რუს ოლიგარქებს ეკუთვნოდეთ
ფინეთში დააკავეს 21 იახტა, რომლებიც შესაძლოა სანქციების სიაში მყოფ რუს ოლიგარქებს ან მათ კომპანიებს ეკუთვნოდეთ. ამის შესახებ ფინური მედია წერს. თუ საბაჟო დაადასტურებს, რომ იახტები სანქცირებული პირების საკუთრებაა, მაშინ ქონება გაიყინება. 24 თებერვლიდან დღემდე ევროპის არაერთ ქვეყანაში დააკავეს რუსი ოლიგარქების ძვირადღირებული იახტები. _____________ ფოტოზე: ჰელსინკის პორტთან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MAURITZ ANTIN ამავე თემაზე: ესპანეთში …
Continue reading “ფინეთში დააკავეს 21 იახტა, რომლებიც შესაძლოა რუს ოლიგარქებს ეკუთვნოდეთ”
ვითხოვთ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში ოჯახის წევრი დაზარალებულად ცნონ – ენმ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ] ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე მისი ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს, 22 მარტს, საკრებულოს წინა მოწვევის წევრმა, იურისტმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა. გარდა ამისა, ენმ ითხოვს დაჩქარდეს გამოძიება – ამ ორი მოთხოვნით პარტიამ დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართა. „ვითხოვთ დაჩქარდეს გამოძიება, რომელიც არ მიმდინარეობს და ამასთანავე მათე …
Continue reading “ვითხოვთ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში ოჯახის წევრი დაზარალებულად ცნონ – ენმ”
„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი ნობელის პრემიის მედალს ყიდის უკრაინის დასახმარებლად
რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ნობელის პრემიის 2021 წლის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი ყიდის ნობელის პრემიის მედალს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. „მე და „ნოვაია გაზეტამ“ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინის ლტოლვილთა ფონდს. აუქციონის სახლებს, რომლებსაც გამოაქვთ გასაყიდად მსოფლიოში ცნობილი ეს ჯილდო, ვთხოვ გამოგვეხმაურონ,“ – წერს დიმიტრი მურატოვი. „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა, ნობელის …
Continue reading “„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი ნობელის პრემიის მედალს ყიდის უკრაინის დასახმარებლად”
რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – 27-ე დღე ომის დაწყებიდან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია: პერსონალი – დაახლოებით 15 300 ადამიანი ტანკი – 509 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1556 ერთეული საარტილერიო სისტემა – 252 ერთეული MLRS – 80 ერთეული საზენიტო საბრძოლო სისტემა – 45 ერთეული თვითმფრინავი – 99 ერთეული ვერტმფრენი – 123 …
Continue reading “რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – 27-ე დღე ომის დაწყებიდან”
თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული
უკრაინელების მხარდასაჭერად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი თანხა ჩარიცხოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. თიბისის არაერთი მოქალაქე და კომპანია შემოუერთდა. ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინის დასახმარებლად უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თანხა რეგულარულად ირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე. გუნდის სახელით, თიბისიმ ფონდში 200,000 ლარი ჩარიცხა. თიბისიმ მომხმარებლებს დონაციის პროცესი ციფრულ არხებშიც …
Continue reading “თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული”
ამ კვირაში გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი – ჯანდაცვის მინისტრი
დღეს, 22 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ქვეყანაში კოვიდის სამკურნალო გერმანული მედიკამენტს შემოიტანენ. „ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც ფაიზერის მიერ არის შექმნილი და გამოიყენება იმ პაციენტებში, ვინც შესაძლოა პოტენციურად დამძიმდეს. ეს პრეპარატი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს და მიხარია, რომ საქართველოსაც ექნება,“- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრის თქმით, პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები …
Continue reading “ამ კვირაში გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი – ჯანდაცვის მინისტრი”
PCR ტესტის გარეშე შემოსულ საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაცია აღარ ევალება
საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 22 მარტს, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ღია სივრცეებში პირბადეს ტარება 28 მარტიდან სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა საქალაქო ტრანსპორტში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა. ასევე, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ თუ სახელოვნებო ღონისძიებებზე. დისტანციურზე მყოფი მოქალაქეები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან. …
Continue reading “PCR ტესტის გარეშე შემოსულ საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაცია აღარ ევალება”
ომის განმავლობაში კიევში 807 ბავშვი დაიბადა
უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი ომის შემდეგ, კიევში 807 ბავშვი დაიბადა. დაბადებული ჩვილებიდან 427 ბიჭია, 380 – გოგო. ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა kyivindependent-ი ავრცელებს. „ცხოვრება გრძელდება! რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის 25 დღის განმავლობაში დედაქალაქში 807 ბავშვი დაიბადა: 427 ბიჭი და 380 გოგონა. ახალშობილთა შორის 15 ტყუპია. ახალშობილებსა და მათ ოჯახებს ვუსურვებ მშვიდ ცას და ჯანმრთელობას!“ …
Continue reading “ომის განმავლობაში კიევში 807 ბავშვი დაიბადა”
1 053 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 7 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში
22 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარაში – 34, იმერეთსი – 143, ქვემო ქართლში – 37, შიდა ქართლში – 65, გურიაში- 84, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 99, კახეთში – …
Continue reading “1 053 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 7 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში”
„წიქარაში“ ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა – სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. „სახელმწიფო კონტროლის შედეგად, საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: …
Continue reading “„წიქარაში“ ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა – სააგენტო”
„ნიკოს ძალიან უყვარს ხატვა და თეატრი“ – დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, სახელმწიფო პროგრამებში, ამ დროისთვის დაუნის სინდრომის მქონე 30 ბავშვია ჩართული. ბათუმელი ნიკოლოზ ხიტირი 7 წლისაა და მასაც დაუნის სინდრომი აქვს. ნიკოლოზის დედა, ანა მახარაძე ამბობს, რომ დღეს საზოგადოების ცნობიერება ბევრად გაზრდილია დაუნის სინდრომის შესახებ, თუმცა იმისთვის, რომ უფრო ბედნიერად და ლაღად …
Continue reading “„ნიკოს ძალიან უყვარს ხატვა და თეატრი“ – დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი”
რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში სახლებიდან ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს
უკრაინელი ჟურნალისტების თანახმად, ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ოკუპანტებმა ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს. ამის შესახებ დღეს დილით დაწერა ერთ-ერთი ჟურნალისტის შვილმა, ტატიანა კუმოკმა. მშობლების გატაცების ცნობიდან რამდენიმე საათში თავად ტანიაც გაუჩინარდა. „დღეს დილით ოკუპანტებმა მამა გაიტაცეს… მიხაილ კუმოკი. მიხაილ კუმოკი პენსიაზე გასვლამდე იყო ჰოლდინგის ხელმძღვანელი, რომელიც ფლობს გაზეთს, ვებგვერდს და რაც მთავარია – სტამბას. შეიარაღებულმა პირებმა სახლებში მიაკითხეს …
რუსეთში სასამართლომ აკრძალა ფეისბუქი და ინსტაგრამი „ექსტრემისტული საქმიანობისთვის“
დღეს, 21 მარტს, მოსკოვის სასამართლომ კომპანია „მეტა“, რომელიც ფლობს ფეისბუქს, ინსტაგრამსა და ვათსაპს, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. სასამართლომ რუსეთში აკრძალა ფეისბუქი და ინსტაგრამი „ექსტრემისტული საქმიანობისთვის“. რაც შეეხება WhatsApp-ს, შეზღუდვა ამ მესენჯერზე არ ვრცელდება. „ტასის“ ცნობით, მოქალაქეები და ორგანიზაციები არ აგებენ პასუხს ექსტრემიზმზე Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენების გამო. აკრძალვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. ამავდროულად, „მეტას“ ეკრძალება რუსეთში …
ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაცი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა
უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა 96 წლის კაცი, რომელიც სამი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობაში იყო. ბორის რომანჩენკო 1942 წელს აღმოჩნდა პირველად ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში. ბუხენვალდის შემდეგ იგი კიდევ ორი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო. რომანჩენკო ცხოვრობდა ხარკოვში, მრავალსართულიან სახლში, რომელსაც პარასკევს, 18 მარტს, ჭურვი მოხვდა. მისი დაღუპვის შესახებ ბუხენვალდის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია წერს ტვიტერზე. …
Continue reading “ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაცი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა”
ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორად მურთაზ დევაძე დაინიშნა
ბათუმის საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, მურთაზ დევაძე აკადემიის რექტორად დაინიშნა. ის მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან რექტორის მოვალეობას ასრულებდა. მასვე დაეკისრა ფოთში აკადემიის ახალგახსნილი ფილიალის საზღვაო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობაც. მურთაზ დევაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანია. „ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს …
Continue reading “ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორად მურთაზ დევაძე დაინიშნა”
„ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას“ – ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ მოხალისეებზე
დღეს, 21 მარტს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ გამოუცხადა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მოხალისეების ოჯახებს სამძიმარი და აპირებს თუ არა მთავრობა მათ გმირის წოდება მიანიჭოს. „მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ზოგიერთი მათგანი, ჩემი ინფორმაციით, იბრძოდა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, აგვსიტოს ომში… სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა …
ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების უმეტესობა კერძო სკოლაში ჩარიცხეს
ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი 20 ბავშვია მხოლოდ ამ ეტაპზე სკოლებში ჩარიცხული. აქედან ორი ბავშვი საჯარო სკოლაში ჩაირიცხა, 18 კი – კერძო სკოლაში. ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, სკოლებს ამ დრომდე 30-ზე მეტმა უკრაინიდან ლტოლვილმა მშობელმა მიმართა. „უკრაინელი ბავშვები ჩაირიცხნენ კერძო სკოლაში – „გიმნაზია 21-ე საუკუნე“, რადგან ამ სკოლას აქვს რუსული სექტორი. საჯაროში კი, ჯერჯერობით მხოლოდ …
Continue reading “ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების უმეტესობა კერძო სკოლაში ჩარიცხეს”
თიბისი ფერმერებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს
თიბისის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერი ბანკის, მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, აქ.ახლა დაუზოგოს დრო და უფრო გაამარტივოს მათი საქმიანობა. საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად აგროსექტორში დასაქმებული ადამიანებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერა. ფერმერებს, თიბისის მხარდაჭერით, შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ფინანსური რესურსი ან ისარგებლონ სხვადასხვა ფინანსური პროდუქტით, რომელიც მათ საჭიროებებზეა მორგებული. დამატებითი ფინანსური რესურსი დაეხმარება მათ მიმდინარე ხარჯების …
Continue reading “თიბისი ფერმერებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს”
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები – 21 მარტის მონაცემები
რუსული და უკრაინული მხარეები დღევანდელი, 21 მარტის მონაცემებით, სამხედრო დანაკარგების შესახებ აქვეყნებენ ინფორმაციას. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგები ჯამში ომის დაწყებიდან 21 მარტის ჩათვლით ასეთია: ძირითადი შემადგენლობა – 15 000 ადამიანი ტანკი – 498 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა / APV – 1535 ერთეული საარტილერიო სისტემა – 240 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა РСЗВ / …
Continue reading “რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები – 21 მარტის მონაცემები”
საქართველოში წელს რუსეთიდან 181 მილიონის საქონელი შემოვიდა, გავიდა – 92 მილიონის
2022 წლის ორი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია ჩინეთში, შემდეგ კი – რუსეთსა და აზერბაიჯანში. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში ამავე პერიოდში ყველაზე მეტი პროდუქცია შემოტანილია თურქეთიდან, შემდეგ მოდის რუსეთი და მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. 2022 წლის ორ თვეში საქართველოდან რუსეთში გატანილია ჯამში 92,8 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო ამავე პერიოდში რუსეთიდან შემოტანილია 181,7 მილიონი …
Continue reading “საქართველოში წელს რუსეთიდან 181 მილიონის საქონელი შემოვიდა, გავიდა – 92 მილიონის”
მთავრობა შაქრისა და ხორბლის მარაგზე – „არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა“
„არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა,“ – აღნიშნა დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს შაქრისა და პურის ფქვილის მარაგთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. მას ჰკითხეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მარაგსა და შაქარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისევ გაძვირდა. მინისტრის განმარტებით, მოსახლეობის ნაწილმა უსაფუძვლოდ მოიმარაგა შაქარი. „ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, ვიხილეთ ყველამ …
Continue reading “მთავრობა შაქრისა და ხორბლის მარაგზე – „არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა“”
ახალი აგროკრედიტები ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება
ახალი აგროკრედიტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 21 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, აგროკრედიტების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს 18 პროცენტი. „ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთწლიანი კულტურებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი, დააფინანსებენ საბრუნავ სახსრებს და ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: სათესლე მასალის შეძენა, საწვავი, …
Continue reading “ახალი აგროკრედიტები ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება”
კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა
მასშტაბური ნგრევა და რვა დაღუპული – უკრაინის დედაქალაქში, პოდოლსკის რაიონზე, რუსული შეირაღებული ძალების მიერ ღამის სარაკეტო თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „2022 წლის 20 მარტის საღამოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით განახორციელეს სარაკეტო შეტევა უკრაინის დედაქალაქის პოდოლსკის რაიონზე. მტრის დაბომბვისა და ცეცხლის შედეგად სავაჭრო ცენტრი …
Continue reading “კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა”
ახალი პატარა ქალაქი ქობულეთში – პროექტი და სავარაუდო მყიდველი
აჭარის მთავრობა ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე, #1/4-ის მიმდებარედ, 249 909 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ამ ნაკვეთის გაგრძელებაზე არსებულ 100 ჰექტრის განაშენიანებისთვის კი მთავრობა განვითარების კონცეფციის მომზადებას გეგმავს – პროექტს „Smart City Kobuleti“ უწოდეს. „Smart City Kobuleti“ – საცხოვრებელი კორპუსების, სარეკრეაციო და სპორტული ზონების, სავაჭრო ობიექტების, სახელმწიფო და სოციალური მომსახურებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ცენტრის, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, …
Continue reading “ახალი პატარა ქალაქი ქობულეთში – პროექტი და სავარაუდო მყიდველი”