მთავარი,სიახლეები

რომ არ მოსულიყო ივანიშვილი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს – ღარიბაშვილი

13.06.2022 • 1205
რომ არ მოსულიყო ივანიშვილი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს – ღარიბაშვილი

„2012 წლამდე, აი, ამ EPP-ს [ევროპის სახალხო პარტია] მინდა შევახსენო, რომ მათი ამ შვილობილი თუ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს, არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის ქვეყანაში არ არსებობდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს მეგობრებო ქვეყანა აღარ გვექნებოდა.

რატომ? იმიტომ, რომ იქნებოდა ომში ჩართული, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“ – განაცხადა დღეს, 13 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირი ჩართვისას.

„და ვინ შეეწირებოდა ამ სიგიჟეს და ამ სისულელეს, ასე ვთქვათ. რაც გააკეთეს მაშინ, 2008 წელს, ჩვენ გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს, ვინ დაიღუპა, ვინ განადგურდა, დავკარგეთ ტერიტორიები, 100-ზე მეტი ახალი სოფელი და 10 ათასობით დევნილი მივიღეთ ჩვენსავე ქვეყანაში“.

ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ საქართველო მოლდოვას და უკრაინას უსწრებს ყველა მიმართულებით და იმ განცდებზე საუბარი, რომელთა მიხედვითაც საქართველოში მედიის თავისუფლებას აქვს პრობლემა, აბსურდია:

„მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ 10 თავით, ყველა მიმართულებით, არ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის და რაც მთავარია, იცის ყველა ევროპელმა. იმ რეიტინგებს, მეგობრებო, ჩვენ რომ გვიწერენ, რომ აფასებენ ჩვენი ქვეყნის ღია მმართველობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, მედიათავისუფლებას, გამჭვირვალობას, უკაცრავად და ვინ ადგენს ამ რეიტინგებს, ხომ ვერ შემახსენებდით? ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაღალი რეპუტაციის ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ქვეყნებს რეფორმებისა და იმ მიღწევების მიხედვით, რომელიც ქვეყანას აქვს.

ამ მიღწევების მიხედვით, უკაცრავად და, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე და არა მხოლოდ, მათ შორის ევროკავშირის და ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით.

მაშინ რა ხდება? თუ ეს ყველაფერი ვიცით, რა განცდაზეა საერთოდ საუბარი? ამბობენ, რომ განცდა არის ასეთი, რომ თითქოს აქ, ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია, რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა”.

ამავე თემაზე: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: