მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივნისის მონაცემები

15.06.2022
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
  • ტანკი – 1 440 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 3 528 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 722 ერთეული [+1]
  • MLRS – 230 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 179 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 485 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 591 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 203 თვითმფრინავი
  • 131 ვერტმფრენი
  • 1 211 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 339 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 558 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 524 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 958 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 623 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

______

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის ჯარი სევეროდენცკში „აზოტის“ ქარხანის ბუნკერებს აფარებს თავს – ბრიტანეთის დაზვერვა

ამავე თემაზე:

უკრაინის ჯარის ნაწილი სევეროდენცკში „აზოტის“ ბუნკერებს აფარებს თავს – ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: