მთავარი,სიახლეები

აშშ-ის საელჩო რუსული ტანკის ფოტოს აქვეყნებს მოპარული უნიტაზით – „რუსული დეზინფორმაცია“

14.06.2022
აშშ-ის საელჩო რუსული ტანკის ფოტოს აქვეყნებს მოპარული უნიტაზით – „რუსული დეზინფორმაცია“

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში რუსულ დეზინფორმაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საელჩოს მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.

ფაქტები კი ასეთია:

1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“, – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში ფეისბუქის თავის გვერდზე.

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, გუშინ, 13 ივნისს, ბათუმში ყოფნისას ასევე თქვა: „განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ჩათრევა ომში ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე“.

___

მთავარი ფოტო: აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს თან ერთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადაღებული რუსული ტანკის ფოტო, რომელზეც მოპარული უნიტაზი დევს.

___

რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ-ს მეორე ფრონტის გახსნა სურდეს – კელი დეგნანი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.