მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ივნისის მონაცემები

14.06.2022 • 1624
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 434 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 3 503 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 718 ერთეული [+11]
  • MLRS – 229 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 179 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 588 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 473 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 54 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 202 თვითმფრინავი
  • 131 ვერტმფრენი
  • 1 205 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 338 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 548 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 521 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 947 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 605 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

მთავარი ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა ბრიგადამ ტაქტიკური სპეციალური წვრთნა ჩაატარა – იარაღებით წყლის ბარიერის გადალახვა; დაჭრილების ევაკუაცია წყალსაცავის გავლით; პატიმრების გადაყვანა საბაზო ბანაკში. ფოტო: უკრაინის გენშტაბი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/416661/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: