„ორ დღეში უკვე მეორედ გამიტეხეს მანქანა ბათუმში,“ – ამბობს მოქალაქე ია კიწმარიშვილი. მისი თქმით, პირველ შემთხვევაში, რაც 9 აპრილს მოხდა, ავტომანქანიდან მხოლოდ 5 ლარის ხურდა ფული წაიღეს, დღეს დილით კი, მას ავტომანქანიდან მხოლოდ მეხსიერების ბარათი დახვდა წაღებული. ორივე შემთხვევა ღამით, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. მესაკუთრემ ავტომანქანა დილით ნახა გატეხილი. ორივე შემთხვევაში ავტომანქანას სამკუთხა მინები ჩაუმსხვრიეს. მოქალაქე …
Category Archives: მთავარი
უკრაინის „რკინის გენერალი“ – გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ისტორია „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა ___ ვაშინგტონი, მოსკოვი და დანარჩენი მსოფლიო მოელოდა, რომ რუსეთი რამდენიმე დღეში გაანადგურებდა უკრაინის სამხედრო ძალებს. მაგრამ არა, ვალერი ზალუჟნის – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ხელმძღვანელობით უკრაინის არმიამ რუსულ ძალებს სისხლიანი ბრძოლა მოუწყო, დამარცხებებითა და ქაოსური უკანდახევით. თუკი ერთ ადამიანს შეიძლება მივაწეროთ უკრაინის გასაოცარი სამხედრო წარმატებები – …
Continue reading “უკრაინის „რკინის გენერალი“ – გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის”
ფაშიზმზე გამარჯვება 8 მაისს უნდა აღვნიშნოთ – არმაზ ახვლედიანი
დღეს, 12 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტში გამოსვლისას 9 მაისთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, უკვე დროა საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე არა 9 მაისს, არამედ 8 მაისს აღნიშნოს. „ხშირად გაიგონებთ ალბათ, როდის უნდა აღინიშნოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, 8 მაისს თუ 9 მაისს. მე მგონია, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენთვის აღარ უნდა …
Continue reading “ფაშიზმზე გამარჯვება 8 მაისს უნდა აღვნიშნოთ – არმაზ ახვლედიანი”
საქართველოში გასული წლიდან დღემდე პროფესიული პასუხისმგებლობა 205 ექიმს დაეკისრა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2022 წელს, მარტის ჩათვლით, პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა 51 ექიმს, 2021 წელს კი – 154 ექიმს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭო, პაციენტების მიმართვის საფუძველზე, ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს ექიმთა პროფესიული საქმიანობა. საბჭო განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან …
Continue reading “საქართველოში გასული წლიდან დღემდე პროფესიული პასუხისმგებლობა 205 ექიმს დაეკისრა”
პაპილომავირუსის ვაქცინის 1 დოზაც ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ – ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ცნობით, ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ერთჯერადი ვაქცინა ახლა უკვე უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან მყარ დაცვას. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, რეკომენდებულია ვაქცინის ორი ან სამი დოზის გაკეთება, მაგრამ იმუნიზაციის საკითხებში ჯანმოს სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის [SAGE] განცხადებით, მტკიცებულებამ აჩვენა, რომ ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტურია. ჯანმოს ექსპერტების თქმით, ეს მტკიცებულება ბოლო წლებში …
მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს
დღეს, 12 აპრილს, მაღალმთიან აჭარაში ისევ გათოვდა. მაღალმთიან რამდენიმე სოფელში ჯერ ისევ არის ადრე მოსული თოვლი, რის გამოც მოსახლეობა ვერ იწყებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან სოფლებში დღეს და ხვალ პერიოდულად ითოვებს, 15 აპრილიდან კი გამოიდარებს.
საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა – გველის თუ არა კიდევ ერთი არჩევნები ბათუმში
დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა. „ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის,“ – უთხრა დღეს ჟურნალისტებს თენგიზ აფხაზავამ. ის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და საკრებულოს სხდომის ჩასატარებლად ემზადებოდა ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ამჯერად სხდომაზე ოპოზიცია არ გამოცხადდა, „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატის დასწრება კი, კვორუმისთვის საკმარისი არ არის. დღეს სხდომაზე არ მოსულა საკრებულოს …
Continue reading “საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა – გველის თუ არა კიდევ ერთი არჩევნები ბათუმში”
ბრალდებულმა დევნილ მოქალაქეს 1000 დოლარი მოტყუებით გამოართვა – თაღლითობა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირის მეშვეობით, შეძლებდა დაინტერესებული პირისთვის დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე …
Continue reading “ბრალდებულმა დევნილ მოქალაქეს 1000 დოლარი მოტყუებით გამოართვა – თაღლითობა”
თბილისში 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. უკრაინიდან ლტოლვილ მოსწავლეებს I-XI კლასის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულ სექტორზე სწავლის სურვილი 130-მა ბავშვმა გამოთქვა. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში უკრაინული სკოლა 1999 წელს საქართველოში მცხოვრები უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს მიმართვის საფუძველზე დაფუძნდა და ფუნქციონირებდა. „2011 წელს, …
Continue reading “თბილისში 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა”
ოპოზიცია დასწრებას არ აპირებს – შეიკრიბება თუ ვერა ბათუმის საკრებულო
ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს დღეს, 12 აპრილს, ჩანიშნულ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. „არ მივდივართ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება რამაზ ჯინჭარაძის სისხლით მოპოვებული მანდატი ვაღიაროთ. დავესწროთ რიჟვაძე-ჩიქოვანის სანახაობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისადმი,“ – განაცხადა დღეს ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან რეზო ხარაზმა. საკრებულოს სხდომას დასწრებას არც „ლელოს“ და გახარიას პარტიის „თავისუფლებისთვის“ …
Continue reading “ოპოზიცია დასწრებას არ აპირებს – შეიკრიბება თუ ვერა ბათუმის საკრებულო”
წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები და ავტომანქანები – ძლიერი ქარი ბათუმში | ფოტო
11 აპრილს ბათუმში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე წააქცია. ქარმა დააზიანა რამდენიმე შენობის სახურავი, ავტომანქანები და ავტობუსის მოსაცდელი. ხეების წაქცევის გამო რამდენიმე ქუჩაზე შეფერხდა მოძრაობა. ბათუმის მერიის ცნობით, წუხელვე დაიწყეს გაწმენდის სამუშაოები და მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
დადასტურდა კოვიდის 392 ახალი შემთხვევა, 2 პაციენტი გარდაიცვალა – 12 აპრილი
12 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარაში – 20, იმერეთში – 43, ქვემო ქართლში -17, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 24, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში -5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8. …
Continue reading “დადასტურდა კოვიდის 392 ახალი შემთხვევა, 2 პაციენტი გარდაიცვალა – 12 აპრილი”
რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 19 600 ადამიანი ტანკი – 732 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 946 ერთეული საარტილერიო სისტემა – 349 ერთეული MLRS – 111 ერთეული საზენიტო …
Continue reading “რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები”
ბათუმში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა | ფოტო
11 აპრილს, ღამით, ძლიერმა ქარმა ბათუმში ხე მოგლიჯა, რომელიც ავტომანქანას დაეცა. შემთხვევა გამსახურდიასა და იმნაძის ქუჩების კვეთაში მოხდა. ადგილზე იმყოფება ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.
ქობულეთში ხანძარია – ისპანის ჭაობთან ეკალ-ბარდი იწვის
ხანძარი გაჩნდა დღეს, 11 აპრილს ქობულეთში. ოჩხამურთან, ისპანის ჭაობთან, ეკალ-ბარდი იწვის. როგორც ფეისბუქზე წერენ, ხანძარი ქობულეთის შემოვლით გზიდანაც ჩანს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მოსახლეობას არ ემუქრება. აჭარაში ამ დროისთვის ძლიერი ქარია.
თუ შენს მეგობარს დათვი ესხმის თავს და შენ გარბიხარ, ეს უსინდისობაა და არა პრაგმატიზმი – დვალი
ფიზიკოსი გია დვალი გასული კვირის განმავლობაში არაერთი სატელევიზიო ეთერის სტუმარი იყო. მან ინტერვიუ მისცა როგორც ოპოზიციურ არხებს, ისე სამთავრობო მედიას. ცნობილმა ფიზიკოსმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, დაყოფილ საზოგადოებაზე და გამოსავალზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძლება იპოვოს. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ 10 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „კვირის ფორმულაში“ გავიდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან. სინდისი და პრაგმატიზმი „სინდისის …
ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს
ხვალ, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო შეიკრიბება და თავმჯდომარის არჩევასაც აპირებს. „გთხოვთ, ჩანიშნოთ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი საკითხების გადასაწყვეტად…“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა საკრებულოს აპარატს წერს. ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომაზე ვერ დასრულდა. მიზეზი, რის გამოც, „ოცნება“ გასულ წელს დაწყებული სხდომის …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს”
„პატრიარქთან მიტროპოლიტ დიმიტრის მითოსური დამოკიდებულება აღარ აქვს“ – ინტერვიუ
„პატრიარქის კულტის მიმართ რომ არ არსებობდეს ეს შიში, ეპისკოპოსების უფრო წრფელ პოზიციებს მოვისმენდით,“ – ამ ფაქტორის გამო თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ვერ გაფართოვდება მღვდელმთავრების წრე, ვინც ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა. თეოლოგის დაკვირვებით, საპატრიარქომ ახლა „ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი პოზიცია არჩია – პოზიცია დამოკიდებულია ომის შედეგზე, საპატრიარქო გამარჯვებულის მხარეს დადგება. თეოლოგის აზრით, …
Continue reading “„პატრიარქთან მიტროპოლიტ დიმიტრის მითოსური დამოკიდებულება აღარ აქვს“ – ინტერვიუ”
გვეშინია, მაგრამ ვერსად წავალთ, ეს ჩვენი მიწაა – სად პოულობენ უკრაინელები ძალას ბრძოლისთვის
ავტორი: თამარ რუხაძე ოკუპირებულ ხერსონში მყოფი ჟურნალისტი, 27 წლის კონსტანტინ რიჟენკო, 30 მარტს გაუჩინარდა. რამდენიმე დღე მისი ადგილსამყოფლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მისმა ოჯახმა, მეგობრებმა და ახლობლებმა იცოდნენ მხოლოდ ის, რომ „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარ რედაქტორს რუსი სამხედროები მთელ ქალაქში ეძებდნენ. კონსტანტინი, სოციალურ ქსელებში, რამდენიმე დღის შემდეგ, 4 აპრილს გამოჩნდა, თუმცა დღემდე სახლში ვერ ბრუნდება და …
იას ჟოლოს ბაღი შუახევში, სადაც ნახევარი ტონა კენკრა მოჰყავს
48 წლის ია ბერიძე შუახევში, უჩამბის თემში, სოფელ სამოლეთში ცხოვრობს და უკვე 6 წელია, რაც მისივე გაშენებულ ჟოლოს ბაღს უვლის. ია ამბობს, რომ მის სოფელში ჟოლო არავის მოჰყავდა და იმდენად ხშირად ეკითხებოდნენ როგორ ახერხებდა ამას თავად, რომ ბოლოს ჟოლოს ბაღის გაშენება გადაწყვიტა. იფიქრა, რომ ჟოლო შემოსავლის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო. „ჩემს იდეას თავიდან ყველა სიცილით შეხვდა. …
Continue reading “იას ჟოლოს ბაღი შუახევში, სადაც ნახევარი ტონა კენკრა მოჰყავს”
რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა – ზურაბიშვილი ევროკავშირის კითხვარზე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 11 აპრილს, საქართველოსთვის გადმოცემულ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა. „დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას, ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ, ცხადია, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, მაგრამ კიდევ უფრო …
„მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა“ – დეპარტამენტის პასუხი „გოდერძის“ გზაზე
„უკვე დაწყებულია ტექნიკის მობილიზაცია და იმ კვირიდან კომპანიამ სამუშაოები უნდა განაახლოს,“ – გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ ბათუმი – ახალციხის გზის შესახებ, სადაც მოსახლეობას უკვე გავლაც კი უჭირს. ეს კურორტ „გოდერძისკენ“, ასევე, „ბეშუმისკენ“ მიმავალი გზაა. წლებია ხელისუფლება ამ გზის მოწყობის დაპირებას გასცემს და ტენდერებსაც ატარებს, თუმცა ზამთარშიც, აქტიური სათხილამურო სეზონის დროს, ტრანსპორტირება უგზოობის …
დროა, ავიღოთ პასუხისმგებლობა, უარი ვთქვათ რუსულ ნავთობსა და გაზზე – პოდოლიაკი პარტნიორებს
„ვიყოთ გულწრფელები. მსოფლიომ თვეების განმავლობაში იცოდა, რომ რუსეთი ომს გეგმავდა და „დასახვრეტთა სიებს“ ამზადებდა. როდესაც იარაღი და სანქციები ვითხოვეთ, მათ ევაკუაცია და „ზუმმთავრობა“ შემოგვთავაზეს. როცა მოვითხოვეთ რუსეთთან ბიზნესი შეეწყვეტათ, მათ გვითხრეს, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა. პუტინი საკმაოდ მართალი იყო თავის ანალიზში: ზოგიერთ პოლიტიკოსს იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა უკრაინის ჩაბარება. ისინი მზად იყვნენ „სერიოზული …
„გადადგები!“ – საქართველოში ახალი სამოქალაქო მოძრაობა იწყება
„გადადგები!“- ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი სლოგანი ახალი სამოქალაქო მოძრაობის, რომელიც დღეს, 11 აპრილს, დაიწყება თბილისში და რომლის მიზანია მოიცვას მთელი საქართველო. მოქალაქეთა ერთობა ყველა იმ მიზეზს ჩამოწერს პლაკატებზე, რის გამოც, მათი აზრით, ხელისუფლება უნდა გადადგეს. „ბათუმელები“ მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილს ესაუბრა. ქალბატონო ცირა, რატომ გაჩნდა ამ მოძრაობის დაწყების აუცილებლობა და როგორი იქნება სტრატეგია? …
Continue reading “„გადადგები!“ – საქართველოში ახალი სამოქალაქო მოძრაობა იწყება”
Social Impact Award 2022 იწყება
Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამა Social Impact Award-ს. პროგრამის გახსნითი ღონისძიება და საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 14 აპრილს ონლაინ. პროექტი ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში …
ზედა თხილვანაში მეწყერი ჩამოწვა, 3 ოჯახი გაიყვანეს
9 აპრილს ხულოში, სოფელ ზედა თხილვანაში, მეწყერი ჩამოწვა. როგორც „ბათუმელებს“ მამუკა ქამაშიძემ უთხრა, მერის წარმომადგენელმა თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეწყერსაშიშ ზონაში სულ სამი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც უსაფრთხო ტერიტორიაზე არიან გაყვანილები. მამუკა ქამაშიძის თქმით, ადგილზე გეოლოგებმა დღეს, 11 აპრილს, იმუშავეს და მათ დასკვნას უახლოეს მომავალში ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ზედა თხილვანაში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ სამ ოჯახთან …
Continue reading “ზედა თხილვანაში მეწყერი ჩამოწვა, 3 ოჯახი გაიყვანეს”
ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა და იარაღის მიწოდება სთხოვა
დღეს, 11 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პარლამენტს მიმართა ვიდეოჩართვით. მან სამხრეთ კორეას იარაღით დახმარება სთხოვა. „უკრაინისთვის იარაღის მიცემა ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენას, არამედ სხვა სახელმწიფოებისა და სხვა რეგიონების გადარჩენას რუსული აგრესიისგან,“ – განაცხადა ზელენსკიმ. მან თქვა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, თვითმფრინავები, ტანკები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და …
Continue reading “ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა და იარაღის მიწოდება სთხოვა”
ხარკოვში 11 ადამიანი დაიღუპა ერთ დღეში, მათ შორის, 7 წლის ბავშვი – სამხედრო ადმინისტრაცია
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქზე 66-მდე საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. სინეგუბოვის ცნობით, დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ერთი 7 წლის ბავშვი. რუსეთის საომარი ქმედებების შედეგად დაიჭრა 14 მშვიდობიანი მოსახლე. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ ხარკოვში სხვადასხვა ადგილას …
„არ გაებათ“ – კულებას თქმით, რუსეთი აპირებს ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, უცხოურ მედიასა და პოლიტიკოსებს რუსეთის მხრიდან სავარაუდო მასიური დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ აფრთხილებს. კულებას თქმით, სწორედ ისინი იქნებიან რუსეთის სამიზნე უკრაინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რათა ხელი შეუშალონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. „რუსეთმა იცის, რომ იარაღის მიწოდება არსებითად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ამიტომ რუსეთი მობილიზებულია ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მოწოდებას. მოსკოვი ამზადებს მასიურ …
„ხამს მოყვარე მოყვრისათვის“ – უკრაინის რადის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პასუხობს
უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, უპასუხა შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ბუჩაში მიწვევას „არასათანადო“ უწოდა, იქ ჩასვლაზე უარი განაცხადა და სტეფანჩუკს უსაყვედურა. უკრაინის რადის სპიკერმა საქართველოსა და სხვა საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკე. პაპუაშვილმა 8 აპრილს განაცხადა, რომ ისურვებდა, „უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის …
ხვალ ბათუმში გაავდრდება | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 11 აპრილს, ბათუმში თბილი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 12 აპრილს კი, ბათუმში გაავდრდება. ხვალ ბათუმში და მთელს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, დღისით – ზოგან ძლიერი. აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი – 10-15, ზოგან 18-23 მეტრი წამში. ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა – 4-5 ბალი. …
Continue reading “ხვალ ბათუმში გაავდრდება | ამინდის პროგნოზი”
ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 19 500 ადამიანი ტანკი – 725 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 923 ერთეული საარტილერიო სისტემა – 347 ერთეული MLRS – 111 ერთეული საზენიტო …
Continue reading “ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში”
უკრაინიდან ლტოლვილი ფიზიოთერაპევტი ბათუმში სამსახურს ეძებს
ნატალია ოლეინიკი ბათუმში ერთი თვის წინ ჩამოვიდა უკრაინიდან 12 წლის შვილთან ერთად. კიევიდან გრძელი გზა გამოიარეს. უკრაინაში ნატალიამ 21 წლის შვილი და ქმარი დატოვა, რომლის პატარა მაღაზიამაც ომის დაწყების შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა. ნატალია ამბობს, რომ სხვა უკრაინელებისგან განსხვავებით მას გაუმართლა, რადგან კიევის დასავლეთით ცხოვრობს, იმ ნაწილში, სადაც დაბომბვები არ ყოფილა და მისი სახლი ახლაც დგას. …
Continue reading “უკრაინიდან ლტოლვილი ფიზიოთერაპევტი ბათუმში სამსახურს ეძებს”
დადასტურდა კოვიდის 107 ახალი შემთხვევა, 6 პაციენტი გარდაიცვალა
11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 5 489 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 6 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, საქართველოში 412 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინკაში. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1,95 პროცენტი.
„მეუბნებოდნენ, რომ დამასახიჩრებდნენ და მომკლავდნენ“ – 8-დღიანი ტყვეობის ამბავი
უკრაინელმა ჟურნალისტმა, ოლეგ ბატურინმა, რუსი სამხედროების ტყვეობაში 8 დღე გაატარა. გათავისუფლებიდან ორი კვირის შემდეგ, მისი ისტორია ბრიტანულმა The Observer-მა გამოაქვეყნა. ______________ 12 მარტს, სადილის დრო იქნებოდა, როდესაც ოლეგ ბატურინს, ოკუპირებულ ხერსონში მცხოვრებ ჟურნალისტს, უცხო ნომრიდან დაურეკეს. აქტივისტი სერგი ციგიპა იყო. „ძალიან მჭირდება შენი ნახვა, კახოვკაში მოვალ“, – უთხრა მშვიდი ხმით. შეთანხმდნენ, რომ ასე, საღამოს 5 …
Continue reading “„მეუბნებოდნენ, რომ დამასახიჩრებდნენ და მომკლავდნენ“ – 8-დღიანი ტყვეობის ამბავი”
რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე
მარტოხელა დედამ, ლალი აბსავამ, 2013 წელს გაყიდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი სახლი იმ იმედით, რომ უკეთეს უბანში, შუაგულ ქალაქში აუშენებდა კომპანია „სახლი პიაცასთან“ ახალ ბინას – მაზნიაშვილის ქუჩის №35-ში. ამის შემდეგ ლალი აბსავა შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. 8 წელია ელოდება მშენებლობის დასრულებას, მაგრამ ამაოდ. დასრულებული სახლის ნაცვლად ახლა ამ ადგილას ჭაობსა და ნესტში ჩაფლული …
Continue reading “რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე”